უხვმა ნალექმა იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა. პრობლემებია სამტრედიის, წყალტუბოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. განსაკუთრებით დაზარალდა სამტრედიის სოფელი ბაში.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები. მოსახლეობის თქმით, პრობლემა გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია, არაერთეხელ ითხოვეს გაწნენდა, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება.
ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სათბური მათი ერთადერთი შემოსავალია. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მოხდება არხების გაწმენდა და ზარალის დათვლა. მისივე ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა. ადგილზე ტექნიკა უკვე მუშაობს.
და კიდევ ყოველ წელს ორჯერ ვწმენ ჩემი სახლის წინ თხრილს, მაგრამ რადგან ძირითადად არა ვართ ნაგავს და პლასტმასის ბოთლებს მეზობლები სულ იქ ყრიან და მთელი ქუჩის წყალი ჩემთან შემოდის, არა და ბუნკერები სულ იქვეა.
იცით მოსახლეობის ზოგი ნაწილი რატო არ იღებს სანიაღვრე წყლებს? -ზოგი ჩვენი ინტრიგანი მეზობელი თუ მეზობლად მყოფი ნათესავიც კი უარზეა, სხვის წყალს ჩემს ეზოში არ გავატარებო და ადამიანობა ქვია ამას? ეს მუნიციპალიტეტის ბრძანებით და შეგონებით უნდა გაკეთდეს დროულად და არა ხვეწნით, მუდარითა და მეზობლების ჩხუბით.