მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან
იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნას, მთე­ლი მსოფ­ლიო მო­უთ­მენ­ლად ელო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გაჩ­ნდა იმე­დი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნამ ეს ამო­ცა­ნაც დაძ­ლია და სულ ცოტა ხნის წინ, რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს. სა­ჭი­რო გახ­და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, თუ ვინ, მო­სახ­ლე­ო­ბის რო­მე­ლი კა­ტე­გო­რია უნდა აიც­რას პირ­ველ რიგ­ში. რო­გორ და­უ­ჯე­რებ­ლა­დაც არ უნდა გვეჩ­ვე­ნე­ბო­დეს, შე­საძ­ლოა, პრი­ო­რი­ტე­ტულ კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ, ოჯა­ხებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ.

იტა­ლი­ა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ სტარ­ტი 21 დე­კემ­ბერს აიღო. სა­წყის ეტაპ­ზე, ლა­პა­რა­კია, Pfizer ვაქ­ცი­ნის 1 833 975 დო­ზა­ზე. პრო­ცე­სი ოთხ ფა­ზად იქ­ნე­ბა და­ყო­ფი­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ფაზა, მარ­ტის და­სა­წყის­ში უნდა დას­რულ­დეს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პი­რებს და მძი­მე პა­თო­ლო­გი­ე­ბის მა­ტა­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებს მი­ე­ნი­ჭათ. თუმ­ცა, გა­მო­იკ­ვე­თა პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, აღ­ნიშ­ნულ კა­ტე­გო­რი­ებს, კი­დევ ერთ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი უნდა და­ე­მა­ტონ და ესე­ნი არი­ან მო­ხუ­ცე­ბულ­თა პი­რა­დი ასის­ტენ­ტე­ბი.

"მო­ვი­თხოვთ, რომ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ, ოჯა­ხებ­ში მო­მუ­შა­ვე მომ­ვლე­ლე­ბის კა­ტე­გო­რია, გა­უ­თა­ნაბ­რონ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, რად­გან მათ პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა აქვთ ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის ქვეშ მყოფ კა­ტე­გო­რი­ას­თან, ანუ მო­სახ­ლე­ბის ასა­კო­ვან ნა­წილ­თან. ამ მო­თხოვ­ნით ჩვენ ვუ­ერ­თდე­ბით სხვა ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის (Efsi, Efta, Effe) მო­თხოვ­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ასო­ცი­ა­ცია "დო­მი­ნას“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ლო­რენ­ცო გას­პა­რი­ნიმ.

სწო­რედ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბას ითხო­ვენ პროფ­კავ­შირ­თა ყვე­ლა­ზე დიდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბიც CISL, Uil, CGIL. მათი გან­ცხა­დე­ბით, "ლო­გი­კა­საა მოკ­ლე­ბუ­ლი, რა­ტომ არ უნდა მი­ე­ნი­ჭოთ პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს და ასე­ვე კერ­ძოდ და­საქ­მე­ბულ მომ­ვლე­ლებს, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე ფა­ქიზ და რის­კის ქვეშ მყოფ ნა­წილს, ჩვენს მო­ხუ­ცებს“.

ლა­პა­რა­კი 461 600 ერ­თე­ულ დო­ზა­ზე, რად­გან ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იტა­ლი­ა­ში სწო­რედ ამ­დე­ნი ლე­გა­ლი მომ­ვლე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ოჯა­ხებ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 407 000 გახ­ლდათ. აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი - ლომ­ბარ­დი­ის (63.5 ათა­სი), ემი­ლია-რო­მა­ნას (45.1 ათა­სი), ტოს­კა­ნას (41.8 ათა­სი), ვე­ნე­ტოს (35.9 ათა­სი), ლა­ცი­ო­სა (35.6 ათა­სი) და პი­ე­მონ­ტის (33 ათა­სი) რე­გი­ო­ნებ­ში.

ქა­ლა­ქე­ბი­დან ლი­დე­რო­ბენ: მი­ლა­ნი, ტუ­რი­ნი, რომი, კა­ლი­ა­რი და ფლო­რენ­ცია. 2020 წელს, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ რა­ო­დე­ნო­ბას, ახა­ლი კა­ნო­ნის წყა­ლო­ბით, კი­დევ 54 600 ლე­გა­ლი და­ე­მა­ტა, სულ ჯამ­ში - 461 600.

"მომ­ვლე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ხუ­ცე­ბუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და მათ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი აქვს: ეხ­მა­რე­ბი­ან მათ ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა­ში, კვე­ბა­ვენ, აძ­ლე­ვენ მე­დი­კა­მენ­ტებს... ეს არის იმ ტი­პის სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის სის­ტე­მას, ამი­ტო­მაც ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს უნდა მი­ე­ნი­ჭოთ პრი­ო­რი­ტე­ტი ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად“, - აცხა­დე­ბენ პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ეს სა­კი­თხი დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა შო­რის, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იტა­ლი­ა­ში ქარ­თველ­თა დიდი ნა­წი­ლი, სწო­რედ ამ სფე­რო­შია და­საქ­მე­ბუ­ლი. პროფ­კავ­ში­რე­ბი­სა და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მარ­თვას, მთავ­რო­ბის მხრი­დან, ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხი არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა და რე­ა­ლუ­რია, რომ ოჯა­ხებ­ში და­საქ­მე­ბულ­მა პი­რებ­მა ვაქ­ცი­ნის დოზა, სხვა სექ­ტო­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე ადრე მი­ი­ღონ. წყა­რო

ავ­ტო­რი: ნინა მა­მუ­კა­ძე სპე­ცი­ა­ლუ­რად იტა­ლი­ი­დან

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
7

ვაქცინაცია თუ იცავს მოხუცის აცრა საკმარისი უნდა იყოს რომ არ გადაედოს,წინააღმდეგობაში რომ მოდიან თავის ნათქვამთან ვერ ხვდებიან,გამოდის ვაქცინა არ შველის ამ მოხუცს და ეს არის.

ვაი მომვლელებს
3

ემიგრანტებმა ჯობია დროზე ჩამოასწრონ თორემ ფული გვერდზე დარჩებათ მერე !!!

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. რამდენიმე თვის წინ, გაჩნდა იმედი, რომ თანამედროვე მედიცინამ ეს ამოცანაც დაძლია და სულ ცოტა ხნის წინ, რიგმა ქვეყნებმა, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს. საჭირო გახდა პრიორიტეტების გადანაწილება, თუ ვინ, მოსახლეობის რომელი კატეგორია უნდა აიცრას პირველ რიგში. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, შესაძლოა, პრიორიტეტულ კატეგორიაში საზღვარგარეთ, ოჯახებში დასაქმებული ქართველებიც აღმოჩნდნენ.

იტალიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ სტარტი 21 დეკემბერს აიღო. საწყის ეტაპზე, ლაპარაკია, Pfizer ვაქცინის 1 833 975 დოზაზე. პროცესი ოთხ ფაზად იქნება დაყოფილი. ვაქცინაციის პირველი ფაზა, მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი საავადმყოფოებისა და მოხუცებულთა სახლების სამედიცინო და მომსახურე პერსონალს, 80 წელს გადაცილებულ პირებს და მძიმე პათოლოგიების მატარებელ პაციენტებს მიენიჭათ. თუმცა, გამოიკვეთა პრეტენზიები, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნულ კატეგორიებს, კიდევ ერთ სფეროში დასაქმებული პირები უნდა დაემატონ და ესენი არიან მოხუცებულთა პირადი ასისტენტები.

"მოვითხოვთ, რომ იტალიის მთავრობამ, ოჯახებში მომუშავე მომვლელების კატეგორია, გაუთანაბრონ საავადმყოფოების, მოხუცებულთა თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურე პერსონალს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ კატეგორიასთან, ანუ მოსახლების ასაკოვან ნაწილთან. ამ მოთხოვნით ჩვენ ვუერთდებით სხვა ევროპული ასოციაციების (Efsi, Efta, Effe) მოთხოვნას“, - განაცხადა ასოციაცია "დომინას“ გენერალურმა მდივანმა ლორენცო გასპარინიმ.

სწორედ მოხუცებულთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალთან გათანაბრებას ითხოვენ პროფკავშირთა ყველაზე დიდი გაერთიანებებიც CISL, Uil, CGIL. მათი განცხადებით, "ლოგიკასაა მოკლებული, რატომ არ უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი საავადმყოფოების დასუფთავების სამსახურებში დასაქმებულ პირებს და ასევე კერძოდ დასაქმებულ მომვლელებს, რომლებიც დახმარებას უწევენ მოსახლეობის ყველაზე ფაქიზ და რისკის ქვეშ მყოფ ნაწილს, ჩვენს მოხუცებს“.

ლაპარაკი 461 600 ერთეულ დოზაზე, რადგან ბოლო მონაცემებით, იტალიაში სწორედ ამდენი ლეგალი მომვლელია რეგისტრირებული.

2019 წლის მონაცემებით, ოჯახებში დასაქმებულთა რაოდენობა 407 000 გახლდათ. აქედან ყველაზე მეტი - ლომბარდიის (63.5 ათასი), ემილია-რომანას (45.1 ათასი), ტოსკანას (41.8 ათასი), ვენეტოს (35.9 ათასი), ლაციოსა (35.6 ათასი) და პიემონტის (33 ათასი) რეგიონებში.

ქალაქებიდან ლიდერობენ: მილანი, ტურინი, რომი, კალიარი და ფლორენცია. 2020 წელს, ზემოთ აღნიშნულ რაოდენობას, ახალი კანონის წყალობით, კიდევ 54 600 ლეგალი დაემატა, სულ ჯამში - 461 600.

"მომვლელების დიდი ნაწილი მოხუცებულებთან ერთად ცხოვრობს და მათთან პირდაპირი კონტაქტი აქვს: ეხმარებიან მათ ჰიგიენის დაცვაში, კვებავენ, აძლევენ მედიკამენტებს... ეს არის იმ ტიპის სამუშაო, რომელიც არ ექვემდებარება დისტანციური მუშაობის სისტემას, ამიტომაც ამ სფეროში დასაქმებულ პირებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი ვაქცინის მისაღებად“, - აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს ქართველ ემიგრანტთა შორის, რადგან მოგეხსენებათ, იტალიაში ქართველთა დიდი ნაწილი, სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. პროფკავშირებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მიმართვას, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ინფორმაცია მუდმივად ახლდება და რეალურია, რომ ოჯახებში დასაქმებულმა პირებმა ვაქცინის დოზა, სხვა სექტორებში დასაქმებულებზე ადრე მიიღონ. წყარო

ავტორი: ნინა მამუკაძე სპეციალურად იტალიიდან

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე