მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში
ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით მოს­კოვ­ში ჩა­ვიდ­ნენ.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს­ვე მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს შო­რის სამმხრი­ვი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის პრესს­პი­კე­რი მანე გე­ვორ­გი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს, რომ შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­წყე­ბა და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე არ იგეგ­მე­ბა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის, ან ტე­რი­ტო­რი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა.

კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ლი­დე­რე­ბი აპი­რე­ბენ გა­ნი­ხი­ლონ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი და მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად უნდა გა­და­იდ­გას.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის დათ­მო­ბა იგეგ­მე­ბა იმ სა­კი­თხე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ომით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ასე­ვე დაბ­ლო­კი­ლი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რის აღ­დგე­ნის სა­კი­თხებს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­და ერ­თობ­ლი­ვი შეხ­ვედ­რი­სა, პუ­ტი­ნი სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რებს ცალ-ცალ­კეც შეხ­ვდე­ბა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის პრესმდი­ვან­მა მანე გე­ვორ­გი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შეხ­ვედ­რა­ზე არ იგეგ­მე­ბა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ან ტე­რი­ტო­რი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
6

რატომ? თურქები რომ დაბლოკოს და ბაზები გააფართოვოს ორივეგან!

sniper
2

საინტერესოა ჯერ ერთად შეხვდება და მერე ცალ-ცალკე თუ პირიქით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ - რატომ დაიბარა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პუტინმა კრემლში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, დღესვე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი მანე გევორგიანი "ფეისბუქში“ წერს, რომ შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იგეგმება მთიანი ყარაბაღის, ან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერები აპირებენ განიხილონ მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას.

განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გარდა ერთობლივი შეხვედრისა, პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ცალ-ცალკეც შეხვდება.

სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე არ იგეგმება მთიანი ყარაბაღის ან ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა.

"რუსეთის "ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის "ნემსზე ჯდება“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ" - ელისაბედ მეორე

Facebook Messenger რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს - მილიონობით ადამიანი შეტყობინებების გაგზავნას ვერ ახერხებს