მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ძი­უ­დოს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს. ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი 49 წლის იყო.

"ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მია ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ხა­ხა­ლე­იშ­ვილს და­უდ­გინ­და გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია რთუ­ლი ფორ­მით. წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში კი მინ­სკში გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რო­მელ­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა და რო­გორც ბე­ლა­რუ­სი ექი­მე­ბი აცხა­დებ­დნენ, მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­მხრივ სტა­ბი­ლუ­რი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ახა­ლი გუ­ლიც მი­ი­ღო.

ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი მინ­სკის კლი­ნი­კა­ში 27 ნო­ემ­ბერს მო­ა­თავ­სეს და ოპე­რა­ცია თით­ქოს იმა­ვე დღეს უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მო­ძი­ე­ბუ­ლი იყო დო­ნო­რიც, მაგ­რამ 3 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­ი­დო, რად­გან ექი­მე­ბი პა­ცი­ენტზე დაკ­ვირ­ვე­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. 27 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, ოპე­რა­ცია 2 დე­კემ­ბერ­საც და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ექი­მებ­მა არ­ჩი­ეს, ერთი დღე კი­დევ და­ე­ცა­დათ - ამ­ჯე­რად დო­ნო­რის გულ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ ოპე­რა­ცია 3 დე­კემ­ბერს ღა­მით და­ი­წყო და 11 სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი 1992 წლის ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს 2-გზის ვერ­ცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინ­ჯა­ოს (1993, 1995) პრი­ზი­ო­რი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (1993, 1996) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი გახ­ლდათ.

ის იყო ასე­ვე სსრკ ხალ­ხთა X სპარ­ტა­კი­ა­დის (1991), საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა (1991) და დსთ-ის ჩემ­პი­ო­ნი (1992) ძი­უ­დო­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1996 წლის ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­შიც, თუმ­ცა აწო­ნა­ზე და­აგ­ვი­ა­ნა და ტურ­ნი­რი­დან მო­იხ­სნა.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი 2018 წელს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი 2003 წელს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

ძალიან მეწყინა, ჩვენი თაობის გამოჩენილი სპორტმენი იყო

 

kombato
0

gmertma natelshi amyofos misi suli. madloba yvelafristvis

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ხახალეიშვილი 49 წლის იყო.

"ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ოქტომბერში ხახალეიშვილს დაუდგინდა გულის მძიმე დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. წლის ბოლოს, დეკემბერში კი მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც კარგად ჩაიარა და როგორც ბელარუსი ექიმები აცხადებდნენ, მდგომარეობა ყოველმხრივ სტაბილური იყო, ორგანიზმმა ახალი გულიც მიიღო.

ხახალეიშვილი მინსკის კლინიკაში 27 ნოემბერს მოათავსეს და ოპერაცია თითქოს იმავე დღეს უნდა გაკეთებულიყო, მოძიებული იყო დონორიც, მაგრამ 3 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან ექიმები პაციენტზე დაკვირვებას აგრძელებდნენ. 27 ნოემბრის შემდეგ, ოპერაცია 2 დეკემბერსაც დაინიშნა, მაგრამ ექიმებმა არჩიეს, ერთი დღე კიდევ დაეცადათ - ამჯერად დონორის გულზე დასაკვირვებლად. საბოლოოდ ოპერაცია 3 დეკემბერს ღამით დაიწყო და 11 საათი გაგრძელდა.

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ.

ის იყო ასევე სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)