მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს ისეთ მოკავშირეზე, როგორიცაა საქართველო" - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
"ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს ისეთ მოკავშირეზე, როგორიცაა საქართველო" - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"დიახ, ჩვენ წინ აღ­ვუდ­გე­ბით რუ­სეთს, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია წინ აღუდ­გე­ბა რუ­სე­თის თავ­დას­ხმებს ნატო-ს მთა­ვარ მო­კავ­ში­რე­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გრე­გო­რი მიკს­მა "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აშშ-ს არ უნდა თავს ეს­ხმოდ­ნენ მის მო­კავ­ში­რე­ებს.

"ჩვენ არ გვინ­და, რომ ისი­ნი ბალ­კა­ნეთ­ში მოქ­მე­დებ­დნენ, არ გვინ­და, რომ თავს ეს­ხმოდ­ნენ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ებს მთელს ევ­რო­პა­ში. ჩვენ არ ვა­პი­რებთ პუ­ტინს შემ­წყნა­რებ­ლო­ბით მი­ვუდ­გეთ და ვთქვათ, რომ რა­საც ის აკე­თებს, მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად, რაც უკ­რა­ი­ნა­ში, ყი­რიმ­ში ხდე­ბა. ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს გვერ­დით და­ვუდ­გე­ბით, ხმას ავი­მაღ­ლებთ და რუ­სეთს ამ კუ­თხით წინ აღ­ვუდ­გე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მიკს­მა.

ამას­თან, მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე. კი­თხვა­ზე, რას ეტყო­და ის ქარ­თველ კო­ლე­გებს მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ით­ქვა პრო­ტეს­ტი და ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ სა­უბ­რობს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან არ­ჩევ­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბა­ზე, მიკ­სი აცხა­დებს, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

"ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე უნდა გა­ა­მახ­ვი­ლონ, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და როცა ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა უზ­რუნ­ველ­ყონ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შე­საძ­ლოა, იყ­ვნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ეც­დე­ბი­ან. გარ­და­ტე­ხა ერ­თად მდგო­მი ხალ­ხის ხმის ძა­ლას მო­აქვს. ქარ­თველ ხალ­ხს ვე­ტყო­დი, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც კი ვი­ხი­ლეთ, რომ ხალ­ხი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ტრამ­პის გვერ­დზე მყა­რად იდგა და რამ­დენ­ჯერ­მე მას ხმა მის­ცა, ამ­ბობს, რომ არ და­უშ­ვე­ბენ მის ამ­გვარ ქცე­ვას და არ­ჩევ­ნე­ბის უარ­ყო­ფის მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც აქ სა­სა­მარ­თლო­ებ­მა და სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ და­ა­დას­ტუ­რეს და არ და­უშ­ვე­ბენ, რომ ის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ზღვარს გა­და­ვი­დეს. ქარ­თველ ხალ­ხს ვე­ტყო­დი, და­დე­ქით ერ­თად, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს დე­მოკ­რა­ტია და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა მოხ­დეს“, - აცხა­დებს მიკ­სი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
civi
2

ძალიანაც კარგი ეხლა ისაა საინტერესო როგორ მოხდება წინ აღდგომა?

dato
138

შენ თუ დეეჭყანე რუსებს შეეშინდებათ კი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს ისეთ მოკავშირეზე, როგორიცაა საქართველო" - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს ისეთ მოკავშირეზე, როგორიცაა საქართველო" - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო", - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს არ უნდა თავს ესხმოდნენ მის მოკავშირეებს.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ჩვენ არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში, ყირიმში ხდება. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით“, - განაცხადა მიკსმა.

ამასთან, მან ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე. კითხვაზე, რას ეტყოდა ის ქართველ კოლეგებს მაშინ, როცა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამოითქვა პროტესტი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების მიტაცებაზე, მიკსი აცხადებს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

"ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურეს და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“, - აცხადებს მიკსი.