მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ
"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) საკ­ვი­რაო წირ­ვა-ლოც­ვი­სას ქრის­ტი­ა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ღვთის სიყ­ვა­რულ­ზე იქა­და­გა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რაც არ უნდა ცოდ­ვი­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, ღმერ­თი მზად არის, მი­ი­ღოს და ჩა­ი­ხუ­ტოს.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა! ჩვენ­თან არს ღმერ­თი! ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს! დღეს გრძელ­დე­ბა შო­ბის წმინ­და დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნა. თქვენ იცით, რომ წმინ­და ეკ­ლე­სია ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს შო­ბის დღე­სას­წა­ულს და კი­დევ ერთხელ ვფიქ­რობთ ამ უდი­დეს მოვ­ლე­ნა­ზე, რო­მელ­საც წმინ­და მა­მე­ბი სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ა­ნის მე­ო­რედ შექ­მნას ადა­რე­ბენ. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას ამ დღეს!

ამ დიდი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა სამ­ყა­რო, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი გახ­და სათ­ნო ღვთი­სა; ის დიდი უფსკრუ­ლი, რო­მე­ლიც იყო ღმერ­თსა და ადა­მი­ანს შო­რის გა­და­ლა­ხუ­ლია, ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი წერს, რომ გახ­დეს თა­ნა­ზი­ა­რი ღვთა­ებ­რი­ვი ბუ­ნე­ბი­სა (2 პეტ­რე, 1,4).

აი, ასე­თი სა­ო­ცა­რი რამ არის. ღმერ­თმა და­უბ­რუ­ნა ადა­მი­ანს შვი­ლე­ბა ღვთი­სა. თქვენ გახ­სოვთ იგა­ვი უძღებ შვილ­ზე, როცა ბრუნ­დე­ბა უძღე­ბი შვი­ლი - რაც არ უნდა ცოდ­ვი­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი, ამი­ე­რი­დან ღვთის­თვის ის არის შვი­ლი და მზად არის, მი­ი­ღოს, ჩა­ი­ხუ­ტოს იგი, მი­უ­ხე­და­ვად მისი დიდი და­ცე­მუ­ლო­ბი­სა, თუკი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ნა­ნი­ებს და დაბ­რუნ­დე­ბა.

ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე გვა­ფიქ­რებს ეს დღე, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საყ­ვა­რე­ლია ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის­თვის.

დღეს ვფიქ­რობთ ასე­ვე იმა­ზე, რაც იყო წა­კი­თხუ­ლი წმინ­და სა­ხა­რე­ბა­ში. აი, ამ დი­დე­ბულ მოვ­ლე­ნას - შო­ბას უფ­ლი­სა - იმის მა­გივ­რად, რომ მოჰ­ყო­ლო­და მობ­რუ­ნე­ბა ერი­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, მოჰ­ყვა დევ­ნა, ტან­ჯვა და გან­საც­დე­ლე­ბი უფალ იესო ქრის­ტეს და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. დღეს სა­ხა­რე­ბა­ში იყო ნათ­ქვა­მი, რომ ჰე­რო­დე მე­ფეს როცა უთხრეს, რომ და­ი­ბა­და სა­ვა­რა­უ­დო მო­ცი­ლე მისი ტახ­ტი­სა, შე­ე­შინ­და და გა­და­წყვეტს, ბეთ­ლემ­ში და­ხო­ცოს ყვე­ლა ჩვი­ლი ორ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კი­სა. ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ჩა­ი­დენს, მაგ­რამ ჩვი­ლი უფა­ლი იესო ქრის­ტე იქ არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, იმი­ტომ, რომ ან­გე­ლო­ზი გა­აფრ­თხი­ლებს წმინ­და იო­სებს და იგი გა­ნა­რი­დებს ოჯახს. ისი­ნი გარ­ბი­ან ეგ­ვიპ­ტე­ში და იქ იმ­ყო­ფე­ბი­ან ჰე­რო­დეს სიკ­ვდი­ლამ­დე. შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან და მკვიდ­რდე­ბი­ან ნა­ზა­რეთ­ში.

აი, ამას გვი­ამ­ბობს დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა. კი­დევ ერთხელ ვფიქ­რობთ სი­ტყვებ­ზე, რო­მელ­საც მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს:

„ბო­რო­ტე­ბა­სა ზედა ძევს სო­ფე­ლი ესე“. მარ­თლაც, დას­ტურ­დე­ბა ეს. ან­გე­ლო­ზებ­მა იგა­ლო­ბეს: „დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა“, რაც ნიშ­ნავს, რომ მშვი­დო­ბა მო­ვი­და ქვე­ყა­ნა­ზე ღმერ­თსა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის, „და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა“ - სათ­ნოე ეყო უფალს ადა­მი­ა­ნის მოდ­გმა, ვარ­სკვლა­ვი გა­მოჩ­ნდა. თით­ქოს ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დე­გად გუ­ლის­ხმა უნდა ეყოთ, მათ შო­რის - ჰე­რო­დე­საც და სხვებ­საც, მაგ­რამ იწყე­ბა ასე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა იესო ქრის­ტეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ქნეს იმი­სათ­ვის, რომ მო­ეკ­ლათ ჩვე­ნი უფა­ლი იესო ქრის­ტე. მარ­თა­ლია, ის მკვდრე­თით აღ­დგა, მაგ­რამ მის მო­საკ­ლა­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და.

ჩვენ ვხე­დავთ, რომ დღე­საც გრძელ­დე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ღვთის მი­მართ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე იყო და დღე­საც ასეა. ძი­რი­თა­დად, ამ­ბო­ბენ, რომ იესო ქრის­ტეს სწავ­ლე­ბა - ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი სწავ­ლე­ბა, ერთ-ერთი სწავ­ლე­ბა­თა­გა­ნი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგ­ვიძ­ლია სხვა აზრი გვქონ­დეს, შეგ­ვიძ­ლია, მი­ვი­ღოთ ან არ მი­ვი­ღოთ, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ ამას, რო­გორც ადა­მი­ა­ნურ სწავ­ლე­ბას. ძი­რი­თა­დად, აქამ­დე და­დის ხოლ­მე ადა­მი­ან­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა.

ამა­ზე მშვე­ნივ­რად პა­სუ­ხობს სწო­რედ დღეს წა­კი­თხუ­ლი პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე. იგი ამ­ბობს, რომ ეს არ არის ადა­მი­ა­ნუ­რი სწავ­ლე­ბა. საქ­მეც სწო­რედ ესაა. მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, რომ „ის სა­ხა­რე­ბა, რო­მელ­საც მე თქვენ გა­ხა­რებთ, არ არის კა­ცობ­რი­ვი, არ არის ადა­მი­ა­ნუ­რი, მეც კა­ცის­გან როდი ვის­წავ­ლე ეს ყვე­ლა­ფე­რი, არა­მედ თა­ვად უფალ იესო ქრის­ტეს გა­მო­ცხა­დე­ბით მე­უ­წყაო“. თქვენ იცით, რომ პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი მდევ­ნე­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა. იგი გახ­ლდათ ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლი და დიდი სჯუ­ლის მეც­ნი­ე­რის მო­წა­ფე. შემ­დეგ უფალ­მა იესო ქრის­ტემ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მო­აქ­ცია და ხდე­ბა მო­ცი­ქუ­ლი. პავ­ლე თა­ვი­სი დრო­ის უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მარ­თლაც, მან უშუ­ა­ლოდ ქრის­ტე­სა­გან მი­ი­ღო სწავ­ლე­ბა ქრის­ტე­სა და ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ. ამი­ტომ მისი ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ეს სი­ტყვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად ჟღერს. დღეს ჩვენც შეგ­ვიძ­ლია პავ­ლე მო­ცი­ქულ­თან ერ­თად ვთქვათ, რომ ის, რაც სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, არ არის კა­ცობ­რი­ვი, არ არის ადა­მი­ა­ნის მო­გო­ნი­ლი და ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა. ეს არის ძე ღმერ­თის, გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი­სა და სუ­ლიწ­მინ­დის მიერ მო­ცე­მუ­ლი სწავ­ლე­ბა.

რა ადას­ტუ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს? - მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია. ჩვენ რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა ძა­ლე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ეკ­ლე­სი­ას მთე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - ეს არის სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ძა­ლე­ბი და, რა თქმა უნდა, ამ ძა­ლე­ბის უკან დგას დე­მო­ნუ­რი ძა­ლე­ბი. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით გვახ­სოვს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი. ასე­თი დევ­ნა მგო­ნი არ­ცერთ ეპო­ქა­ში არ ყო­ფი­ლა ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ; მიზ­ნად იყო და­სა­ხუ­ლი სრუ­ლი­ად აღგ­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა ეკ­ლე­სი­ი­სა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვერ­ცერ­თმა ამ იმ­პე­რი­ამ და იდე­ო­ლო­გი­ამ ამას ვერ მი­აღ­წია. ის ყვე­ლა­ფე­რი - მათი სწავ­ლე­ბაც, მათ იდე­ო­ლო­გი­აც - დღეს და­ვი­წყე­ბას არის მი­ცე­მუ­ლი, ქრის­ტეს სი­ტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ის ეხე­ბა ადა­მი­ან­თა გუ­ლებს სა­ოც­რად და რაც მთა­ვა­რია, ის ცვლის ადა­მი­ანს. აი, ეს არის მთა­ვა­რი.

აი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობთ ჩვენ დღეს, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო. თუ ჩვენ ასე მი­ვი­ღებთ ქრის­ტეს სი­ტყვებს, და­ვი­მარ­ხავთ ჩვენს გუ­ლებ­ში, მი­ვი­ღებთ, რო­გორც ღმერ­თის სი­ტყვებს და, ამას­თა­ნა­ვე, შე­ვიგ­რძნობთ, რომ ეს არის ღვთა­ებ­რი­ვი სწავ­ლე­ბა, ამი­სათ­ვის, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ცხოვ­როთ ამით; მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლად ადა­მი­ანს ვერ და­არ­წმუ­ნებ, შენს თავ­საც ვერ და­არ­წმუ­ნებ, რომ ეს მო­დის ღვთის­გან. მა­შინ მო­დის ეს დიდი სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­და­ლა­ხოს ყო­ველ­გვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, გან­საც­დე­ლი, მა­შინ შე­მო­დის ეს სა­ო­ცა­რი დას­ტუ­რი და ღვთა­ებ­რი­ვი სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დავძლი­ოთ გან­საც­დე­ლიც, მწუ­ხა­რე­ბაც და შე­ვიგ­რძნოთ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ.

გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის და­ლოც­ვას, ლოც­ვა-კურ­თხე­ვას. ღმერ­თმა ინე­ბოს, შე­ვიგ­რძნოთ, რომ სი­ტყვა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი - ეს არის ღმერ­თის სი­ტყვა და ვი­ცხოვ­როთ ამით. თუ ეს ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ ჩვენ არა მარ­ტო მა­რა­დი­სო­ბის­კენ გაგ­ვეხ­სნე­ბა კარი და გზა მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის, არა­მედ აქვე, მი­წი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენს გუ­ლებ­ში ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი დამ­კვიდ­რდეს უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, რომ­ლი­სა არს დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა უკუ­ნით უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭეშმარიტად
10

თქვენი საქმენი წარმოგაჩენენ...

ქრისტე რომ თქვენს ეკლესიაში შემოსულიყო...

დაფიქრდით, წარმოიდგინეთ, მოგიწონებდათ რასაც იქმთ ?

რამო მორანი
1

გვიშველა ეკლესიების გამრავლებამ და ლოცვამ? ხალხს ნუ აბოლებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას ქრისტიანულ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და ღვთის სიყვარულზე იქადაგა.

როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს გრძელდება შობის წმინდა დღესასწაულის აღნიშვნა. თქვენ იცით, რომ წმინდა ეკლესია ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნავს შობის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ამ უდიდეს მოვლენაზე, რომელსაც წმინდა მამები სამყაროსა და ადამიანის მეორედ შექმნას ადარებენ. გილოცავთ ყველას ამ დღეს!

ამ დიდი მოვლენის შემდეგ შეიცვალა სამყარო, იმიტომ, რომ ადამიანი გახდა სათნო ღვთისა; ის დიდი უფსკრული, რომელიც იყო ღმერთსა და ადამიანს შორის გადალახულია, ადამიანს ეძლევა საშუალება, როგორც პეტრე მოციქული წერს, რომ გახდეს თანაზიარი ღვთაებრივი ბუნებისა (2 პეტრე, 1,4).

აი, ასეთი საოცარი რამ არის. ღმერთმა დაუბრუნა ადამიანს შვილება ღვთისა. თქვენ გახსოვთ იგავი უძღებ შვილზე, როცა ბრუნდება უძღები შვილი - რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ამიერიდან ღვთისთვის ის არის შვილი და მზად არის, მიიღოს, ჩაიხუტოს იგი, მიუხედავად მისი დიდი დაცემულობისა, თუკი ადამიანი მოინანიებს და დაბრუნდება.

ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს ეს დღე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საყვარელია ადამიანი ღმერთისთვის.

დღეს ვფიქრობთ ასევე იმაზე, რაც იყო წაკითხული წმინდა სახარებაში. აი, ამ დიდებულ მოვლენას - შობას უფლისა - იმის მაგივრად, რომ მოჰყოლოდა მობრუნება ერისა და იმჟამინდელი საზოგადოებისა, მოჰყვა დევნა, ტანჯვა და განსაცდელები უფალ იესო ქრისტეს დაბადების პირველივე დღიდან. დღეს სახარებაში იყო ნათქვამი, რომ ჰეროდე მეფეს როცა უთხრეს, რომ დაიბადა სავარაუდო მოცილე მისი ტახტისა, შეეშინდა და გადაწყვეტს, ბეთლემში დახოცოს ყველა ჩვილი ორ წელზე ნაკლები ასაკისა. ამ საშინელებას ჩაიდენს, მაგრამ ჩვილი უფალი იესო ქრისტე იქ არ აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ანგელოზი გააფრთხილებს წმინდა იოსებს და იგი განარიდებს ოჯახს. ისინი გარბიან ეგვიპტეში და იქ იმყოფებიან ჰეროდეს სიკვდილამდე. შემდეგ ბრუნდებიან და მკვიდრდებიან ნაზარეთში.

აი, ამას გვიამბობს დღევანდელი სახარება. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ სიტყვებზე, რომელსაც მოციქული ამბობს:

„ბოროტებასა ზედა ძევს სოფელი ესე“. მართლაც, დასტურდება ეს. ანგელოზებმა იგალობეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა“, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობა მოვიდა ქვეყანაზე ღმერთსა და ადამიანებს შორის, „და კაცთა შორის სათნოება“ - სათნოე ეყო უფალს ადამიანის მოდგმა, ვარსკვლავი გამოჩნდა. თითქოს ამ ყველაფრის შემდეგად გულისხმა უნდა ეყოთ, მათ შორის - ჰეროდესაც და სხვებსაც, მაგრამ იწყება ასეთი ბოროტმოქმედება, რომელიც გრძელდება იესო ქრისტეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაშინ ყველაფერი ქნეს იმისათვის, რომ მოეკლათ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. მართალია, ის მკვდრეთით აღდგა, მაგრამ მის მოსაკლავად ყველაფერი გაკეთდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად, ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება - ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთ-ერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა.

ამაზე მშვენივრად პასუხობს სწორედ დღეს წაკითხული პავლე მოციქულის ეპისტოლე. იგი ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური სწავლება. საქმეც სწორედ ესაა. მოციქული ამბობს, რომ „ის სახარება, რომელსაც მე თქვენ გახარებთ, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანური, მეც კაცისგან როდი ვისწავლე ეს ყველაფერი, არამედ თავად უფალ იესო ქრისტეს გამოცხადებით მეუწყაო“. თქვენ იცით, რომ პავლე მოციქული მდევნელი იყო ქრისტიანობისა. იგი გახლდათ ორთოდოქსი ებრაელი და დიდი სჯულის მეცნიერის მოწაფე. შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ სასწაულებრივად მოაქცია და ხდება მოციქული. პავლე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. მართლაც, მან უშუალოდ ქრისტესაგან მიიღო სწავლება ქრისტესა და ეკლესიის შესახებ. ამიტომ მისი ეს მტკიცებულება, ეს სიტყვები განსაკუთრებით ძლიერად ჟღერს. დღეს ჩვენც შეგვიძლია პავლე მოციქულთან ერთად ვთქვათ, რომ ის, რაც სახარებაში წერია, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანის მოგონილი და ადამიანის შემოქმედება. ეს არის ძე ღმერთის, განკაცებული ღმერთისა და სულიწმინდის მიერ მოცემული სწავლება.

რა ადასტურებს ამ ყველაფერს? - მთელი ეკლესიის ისტორია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში - ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები. ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა მგონი არცერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ; მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი - მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც - დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი.

აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით; მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, ლოცვა-კურთხევას. ღმერთმა ინებოს, შევიგრძნოთ, რომ სიტყვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ეს არის ღმერთის სიტყვა და ვიცხოვროთ ამით. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ არა მარტო მარადისობისკენ გაგვეხსნება კარი და გზა მარადიული სიცოცხლისთვის, არამედ აქვე, მიწიურ ცხოვრებაშიც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენს გულებში ცათა სასუფეველი დამკვიდრდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნით უკუნისამდე, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა