მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?
ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

ბა­თუმ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს, ორმა და­შა­ვე­ბულ­მა კი კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა. რო­გორც რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში გა­ნა­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, მას დამ­წვრო­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

"გუ­შინ ცოლ-ქმა­რი შე­მო­იყ­ვა­ნეს, ქმა­რი უკვე გა­ე­წე­რა. ცო­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. მას ძი­რა­თა­დად დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი" , - გა­ნა­ცხა­დეს რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მაშ­ველ მე­ხან­ძრეს, მან და­ზი­ა­ნე­ბა ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის დროს მი­ი­ღო, იგი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და.

"ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრ "მე­დი­ნა­ში" სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მიერ მიყ­ვა­ნი­ლი იყო აფეთ­ქე­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ერთი მე­ხან­ძრე. პა­ცი­ენტს კლი­ნი­კა­ში გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ჩა­უტ­რა­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­სტრუ­მენ­ტულ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. აღე­ნიშ­ნე­ბო­და გულ-მკე­რის ზე­და­პი­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სტა­ბი­ლუ­რი, არ სა­ჭი­რო­ებ­და და­მა­ტე­ბით ჩა­რე­ვას, ამი­ტომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ე­წე­რა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში",- გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა „მე­დი­ნა­ში“.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის შე­მო­ერ­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში გვი­ან ღა­მით ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 240 -ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქე რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს, ორმა დაშავებულმა კი კლინიკა უკვე დატოვა. როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას დამწვრობები აქვს მიღებული.

"გუშინ ცოლ-ქმარი შემოიყვანეს, ქმარი უკვე გაეწერა. ცოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ძირათადად დამწვრობა აქვს მიღებული" , - განაცხადეს რეფერალურ ჰოსპიტალში.

რაც შეეხება მაშველ მეხანძრეს, მან დაზიანება ხანძრის ჩაქრობის დროს მიიღო, იგი შენობის მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

"ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იყო აფეთქების დროს დაშავებული ერთი მეხანძრე. პაციენტს კლინიკაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტრადა ყველა საჭირო ინსტრუმენტულ ლაბორატორიული კვლევა. აღენიშნებოდა გულ-მკერის ზედაპირული დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა რამდენიმე საათში",- განაცხადეს კლინიკა „მედინაში“.

ცნობისთვის, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სოფელ ახალსოფელში გვიან ღამით ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240 -ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად დედამ და სამმა მცირეწლოვანმა ინტოქსიკაცია მიიღო