სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ" - ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
"მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ" - ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ღია წე­რილს სა­ხელ­წო­დე­ბით - „ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცი ცი­ხი­დან“ ავ­რცე­ლებს.

სა­კუ­თარ წე­რილ­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს. მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე ორ მი­ზანს - პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­სა­შა­ვებ­ლად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო „ტრი­უ­კის“ ჩა­ტა­რე­ბას და ჩვე­ნი მტრის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ა­მებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას, ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თქვენ მინ­და მო­გი­ლო­ცოთ დამ­დე­გი 2021 წელი ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, რა­მე­თუ პი­რა­დად თქვენ გე­კუთ­ვნით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ლავ­რა, რო­გორც 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, ასე­ვე გა­სუ­ლი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე აი­სა­ხა.

მარ­თა­ლია, არ­სე­ბო­ბენ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან, რომ - ტყუ­ი­ლე­ბი­თა და ცრუ და­პი­რე­ბე­ბით მო­ვი­დაო ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში;- უვარ­გი­სი ხალ­ხი შე­მო­იკ­რი­ბა გარ­შე­მოო, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის­თვის არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი არი­ან და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ადარ­დებ­თო. ხოლო მათ შო­რის, თუ შემ­თხვე­ვით ისე­თე­ბიც გა­მო­ე­რივ­ნენ, რო­მელ­თაც მო­ი­წა­დი­ნეს სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მო­ის­რო­ლაო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, კომ­პრო­მა­ტე­ბის და სხვა­დას­ხვა ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თო. ამით იმას გა­ვუს­ვათ ხაზი, რომ თა­ვის ხელ­ქვე­ი­თებს სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კი არ მო­ე­თხო­ვე­ბათ, არა­მედ მხო­ლოდ თქვე­ნი ბრძა­ნე­ბე­ბის, და­ვა­ლე­ბე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის უსი­ტყვოდ შეს­რუ­ლე­ბა. თა­ნაც, მზად უნდა იყ­ვნენ, დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს, ხოტ­ბა შე­გას­ხან თქვენ, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს თვა­ლებ­ში ნა­ცა­რი შე­ა­ყა­რონ. სა­მა­გი­ე­როდ, მათ­თვის და­საშ­ვე­ბია პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი, ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა (ოღონდ თქვენს „მა­დას“ არ უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დნენ), ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის და­საქ­მე­ბა (ოღონდ მა­თაც არ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი).

თვი­თონ კი, ვი­თომ­და, გვერ­დზე გად­გა, სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად და­იქ­ვემ­დე­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბი და მა­ს­მე­დი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლიო (მთლი­ა­ნად ვერ მო­ა­ხერ­ხაო, მაგ­რამ მცდე­ლო­ბას არ აკ­ლებ­სო). მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა (პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­სა­მარ­თლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხა­ნია თა­ვი­სი ნე­ბი­სა და ხუშ­ტუ­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მი­მართ სა­დამ­სჯე­ლო ინ­სტან­ცი­ე­ბად აქ­ცი­აო, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­გვა­რი ღირ­სე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, მზად არი­ან ნე­ბის­მი­ე­რი ბინ­ძუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლა­დო;- პუ­ტი­ნის კა­ცი­აო. მის მიერ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მთე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რა­მი­და არ აკ­ლებს მცდე­ლო­ბას, რომ ქვე­ყა­ნამ უარი თქვას ევ­რო­კავ­შირ­თან წევ­რო­ბა­სა და ნა­ტოს­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და გეზი აი­ღოს რუ­სეთ­სა და მის შვი­ლო­ბილ ევ­რო­ა­ზი­უ­რი კავ­ში­რი­სა­კე­ნო. ამის­თვის სჭირ­დე­ბა­თო სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის დაქ­ცე­ვა, ხალ­ხის გა­ღა­რი­ბე­ბა და და­ძა­ბუ­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მოშ­ლა, რად­გან ღა­რი­ბი და უს­წავ­ლე­ლი, ამას­თან, ნი­ჰი­ლიზ­მით შე­პყრო­ბი­ლი მასა უფრო იოლი სა­მარ­თა­ვი­აო;- ნე­ბის­მი­ე­რი ყალ­ბი, უღირ­სი, ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ებ­რძვის ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს და ოპო­ზი­ცი­ურ მა­ს­მე­დი­ა­სო.

ყვე­ლა მტრად გა­ი­ხა­და, ვინც კი მის მიდ­გო­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და არც და­პა­ტიმ­რე­ბებს ერი­დე­ბა, ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბი­თო;- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­უტ­კბა და მისი გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მიზ­ნით არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­საც არ ერი­დე­ბაო. ყვე­ლა­ნა­ირ ფო­კუსს, ტყუ­ილს და უკად­რე­ბელს იკად­რებს ამ მიზ­ნი­თო.

აბა რა გი­თხრათ, ჩემს წი­ლად სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე გა­მოვ­ცა­დე თქვე­ნი მთავ­რო­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის უსა­მარ­თლო­ბა - ამი­ტო­მაც ვზი­ვარ ცი­ხე­ში. მაგ­რამ, უფრო მთა­ვა­რი სხვა რა­მეა. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე ემ­სა­ხუ­რე­ბა ორ მი­ზანს: წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო „ტრი­უ­კის“ ჩა­ტა­რე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გა­სა­შა­ვებ­ლად, ბინ­ძუ­რი და უღირ­სი მე­თო­დით და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას, ჩვე­ნი მტრის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ა­მებ­ლად. ეს ორი­ვე მი­ზა­ნი უკი­დუ­რე­სად სა­ზი­ა­ნოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

არ მგო­ნია, რომ ჩემი მო­ლოც­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს თქვენ­თვის, მაგ­რამ მა­ინც მინ­და გი­სურ­ვოთ, რომ მალე, მო­ეს­წროთ ყო­ვე­ლი­ვეს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებთ: სი­კე­თის­თვის-სი­კე­თეს, მად­ლის­თვის-მადლს, სი­ყალ­ბის­თვის- სი­ყალ­ბეს, ბო­რო­ტე­ბის­თვის-ბო­რო­ტე­ბას, სი­ძულ­ვი­ლის­თვის-სი­ძულ­ვილ­სა და რის­ხვას და ა.შ.

თქვენც გი­ლო­ცავთ ახალ წელს ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის, პარ­ლა­მენ­ტის და მა­ს­მე­დი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო პი­რე­ბო და მისი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბო! თქვენც მინ­და გი­სურ­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის ას­რუ­ლე­ბა, რა­საც იმ­სა­ხუ­რებთ.

ამას­თან, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ თქვენს შო­რის არც თუ ცო­ტაა ხა­ლა­სი ბუ­ნე­ბის და კე­თი­ლი ში­ნა­არ­სის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლებ­საც აქვთ ქვეყ­ნის­თვის, ხალ­ხის­თვის რე­ა­ლუ­რად სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და სურ­ვი­ლი.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ფი­ლო­სო­ფო­სის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის ელი­ას კა­ნეტ­ტის წიგნ­ში „მასა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“ მო­ცე­მუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ბრძა­ნე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

კა­ნეტ­ტის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი არა­მარ­თლზო­მი­ე­რი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბა შე­ი­ცავს შხამს, რო­მელ­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე და­ა­ტა­რე­ბენ დამ­ნა­შა­ვე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. თუმც კი გარ­კვე­ულ­წი­ლად ცდი­ლო­ბენ მის იზო­ლა­ცი­ას და­ნარ­ჩე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­გან. „ცნო­ბი­ლია,რომ ბრძა­ნე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბად. როცა ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მი წყა­რო აღარ არ­სე­ბობს და ამ შემ­სრუ­ლებ­ლებს აი­ძუ­ლე­ბენ თა­ვის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის გახ­სე­ნე­ბას, ხში­რად ისი­ნი უკვე ვე­ღარ იხ­სე­ნე­ბენ ვერც ამ ქმე­დე­ბას და ვე­ღარც სა­კუ­თარ თავს.“ „სა­ჭი­როა მხნე­ო­ბა, რათა შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ ბრძა­ნე­ბას..... სა­ჭი­როა გზი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ნახ­ვა მის­გან გან­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.“ „არ შე­იძ­ლე­ბა მას მივ­ცეთ იმა­ზე მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიდ­რე კა­ნის გა­ფხაჭ­ნი­სა. დაე მისი შხა­მი შეგ­ვე­ხოს მხო­ლოდ მცი­რე ბოჭ­კო­ე­ბის სა­ხით, რო­მელ­საც მო­ვი­შო­რებთ ერთი ხე­ლის ჩა­მოს­მით“, - გვას­წავ­ლის კა­ნეტ­ტი.

ასე, რომ გი­სურ­ვებთ მხნე­ო­ბას, რომ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბებ­სა და და­ვა­ლე­ბებს, რათა მო­მა­ვალ­ში შეძ­ლოთ ღირ­სე­უ­ლად, თა­ვა­წე­უ­ლებ­მა სი­ა­რუ­ლი და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი არ შე­ა­წუ­ხოს სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბამ, თქვენს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო! ვლო­ცუ­ლობ თქვენ­თვის!“, - წერს ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი.

მე­ლაშ­ვი­ლი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც მი­მარ­თავს. მისი თქმით, ის, რა შე­დე­გიც ამ გან­ვლილ არ­ჩევ­ნებ­ში და­ი­დო, დიდ­წი­ლად ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, „ამ დუ­ხ­ჭირ და უპერ­სპექ­ტი­ვო გა­რე­მო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მის შე­დე­გია“.

"ვუ­ლო­ცავ დამ­დეგ ახალ წელს სა­ღად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სხვა­დას­ხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­სა და კავ­ში­რებს. გი­სურ­ვებთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის შექ­მნის საქ­მე­ში. მი­გუ­ლეთ თქვენს გვერ­დით, ქვეყ­ნის სა­სი­კე­თო, სა­ერ­თო საქ­მე­ში.

ვუ­ლო­ცავ ახალ წელს მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს. ხალ­ხო, ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია, სხვა სამ­შობ­ლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთა­ვა­რი გა­დამ­წყვე­ტი იმი­სა, თუ რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი უნდა გვქონ­დეს ჩვენც, ჩვენს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს, ჩვენ უნდა ვუ­კარ­ნა­ხოთ და მოვ­თხო­ვოთ მთავ­რო­ბას, თუ რო­გორ გა­რე­მო­ში გვსურს ცხოვ­რე­ბა- ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ გა­რე­მო­ში, თუ და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბულ, გა­ღა­რი­ბე­ბულ და უპერ­სპექ­ტი­ვო გა­რე­მო­ში. გან­ვი­თა­რე­ბა, ცი­ვი­ლი­ზა­ცია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­უხ­ვე და უსაფრ­თხო­ე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ სვლა, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­თა­ვი­სე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა­ში.

გვა­ტყუ­ე­ბენ ისი­ნი, ვინც რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ გვი­ბიძ­გე­ბენ. მერ­წმუ­ნეთ, მე ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე და­სავ­ლე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, დავკვირ­ვე­ბულ­ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნე­ბის, უბ­რა­ლო ხალ­ხის ცხოვ­რე­ბას, შე­მი­ფა­სე­ბია მათი ცხოვ­რე­ბის დონე, მენ­ტა­ლი­ტე­ტი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი და სხვა­დას­ხვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი. გან­სხვა­ვე­ბა ისე­თია, რო­გორც ხრი­ოკ­სა და ბაღ­ნარს შო­რის. თუ რუ­სე­თის რე­ა­ლო­ბა­ში ხში­რად ვხვდე­ბით სი­ღა­რი­ბეს, შიშს, შურს, ქურ­დო­ბას, მექ­რთა­მე­ო­ბას, კო­რუფ­ცი­ას, სი­ძულ­ვილს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას (გან­სა­კუთ­რე­ბით, უცხო ტო­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სად­მი ), და­სავ­ლე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვხვდე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ, ბედ­ნი­ერ, მომ­ღი­მარ ერ­თმა­ნეთ­სა და უცხო­ე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ, თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნებს. იქ მთავ­რო­ბა, პო­ზი­ცია თუ ოპო­ზი­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თუ კერ­ძო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და უბ­რა­ლო ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან სი­კე­თის კე­თე­ბა­სა და სულ­გრძე­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში. ალ­ბათ, უფრო მე­ტად უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, ისი­ნი ხში­რად, ჩვენ­ზე უკე­თე­სად ერ­კვე­ვი­ან იმა­ში, თუ სად არის სი­კე­თე და სად ბო­რო­ტე­ბა. ამას­თან, მათ და­ამ­ტკი­ცეს თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი.

ის, რა შე­დე­გიც ამ გან­ვლილ არ­ჩევ­ნებ­ში და­ი­დო, დიდ­წი­ლად ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამ დუ­ხ­ჭირ და უპერ­სპექ­ტი­ვო გა­რე­მო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ნი­ჰი­ლიზ­მის შე­დე­გია. მა­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­კვიდ­რებს ასეთ გა­რე­მოს, ვი­ნა­ი­დან კარ­გას ეს­მის, რომ უი­მე­დო მა­სის მარ­თვა იო­ლია. ამი­ტო­მაც, გი­სურ­ვებთ ამო­იკ­ვე­თოთ უი­მე­დო­ბა! კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დეთ და­პი­რე­ბებ­სა და ტყუ­ი­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შებს. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, ნუ შე­გა­ში­ნებთ სი­ახ­ლე­ე­ბი და თა­მა­მად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა- ეს მთა­ვა­რია, რა­ზე­დაც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ ვი­ყოთ არა მხო­ლოდ მასა, არა­მედ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და სა­ზღვრავს თა­ვის მო­მა­ვალს.

კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით და მო­მავ­ლის იმე­დით, ამ მთავ­რო­ბის უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი და ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი“, - ნათ­ქვა­მია ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის ღია წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა 7 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვა. ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sopo
274

აუფ, ესენი წყევლაზე გადავიდნენ? 

კუკა
273

ამ ე.წ.მოსალოცი წერილით ვხვდები რომ ეს ტყუილად არ მიუბრძანებიათ იქ სადაც არის და უნდა იყოს კარგა ხანს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ" - ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

"მინდა გისურვოთ, რომ მალე მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ" - ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ღია წერილს სახელწოდებით - „ახალი წლის მისალოცი ციხიდან“ ავრცელებს.

საკუთარ წერილში ივერი მელაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მელაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ორ მიზანს - პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად წინასაარჩევნო „ტრიუკის“ ჩატარებას და ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად, საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ემსახურება.

„უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მაცხოვრებლებზე აისახა.

მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ - ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში;- უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლებიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილების უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს „მადას“ არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები).

თვითონ კი, ვითომდა, გვერდზე გადგა, სინამდვილეში სრულიად დაიქვემდებარა საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები და მასმედიის უმეტესი ნაწილიო (მთლიანად ვერ მოახერხაო, მაგრამ მცდელობას არ აკლებსო). მართლმსაჯულების სისტემა (პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხანია თავისი ნებისა და ხუშტურების მოწინააღმდეგეთა მიმართ სადამსჯელო ინსტანციებად აქციაო, რომლებიც ყოველგვარი ღირსების და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფით, მზად არიან ნებისმიერი ბინძური დავალების შესასრულებლადო;- პუტინის კაციაო. მის მიერ დაქვემდებარებული მთელი სახელისუფლებო პირამიდა არ აკლებს მცდელობას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროკავშირთან წევრობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და გეზი აიღოს რუსეთსა და მის შვილობილ ევროაზიური კავშირისაკენო. ამისთვის სჭირდებათო საქართველოს ეკონომიკის დაქცევა, ხალხის გაღარიბება და დაძაბუნება, განათლების სისტემის მოშლა, რადგან ღარიბი და უსწავლელი, ამასთან, ნიჰილიზმით შეპყრობილი მასა უფრო იოლი სამართავიაო;- ნებისმიერი ყალბი, უღირსი, ბინძური მეთოდების გამოყენებით ებრძვის ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციურ მასმედიასო.

ყველა მტრად გაიხადა, ვინც კი მის მიდგომებს ეწინააღმდეგება და არც დაპატიმრებებს ერიდება, ყალბი ბრალდებებითო;- ხელისუფლება გაუტკბა და მისი გახანგრძლივების მიზნით არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებაო. ყველანაირ ფოკუსს, ტყუილს და უკადრებელს იკადრებს ამ მიზნითო.

აბა რა გითხრათ, ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა - ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო „ტრიუკის“ ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, მადლისთვის-მადლს, სიყალბისთვის- სიყალბეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას, სიძულვილისთვის-სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ.

ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს შორის არც თუ ცოტაა ხალასი ბუნების და კეთილი შინაარსის ადამიანები, რომელებსაც აქვთ ქვეყნისთვის, ხალხისთვის რეალურად სასარგებლო საქმის კეთების პოტენციალი და სურვილი.

მინდა გაგიზიაროთ გასული საუკუნის ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ელიას კანეტტის წიგნში „მასა და ხელისუფლება“ მოცემული შეხედულება, რომელიც შეეხება ბრძანებასა და პასუხისმგებლობას.

კანეტტის მიხედვით, ყოველი არამართლზომიერი და დანაშაულებრივი ბრძანება შეიცავს შხამს, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაატარებენ დამნაშავე შემსრულებლები. თუმც კი გარკვეულწილად ცდილობენ მის იზოლაციას დანარჩენი ორგანიზმისგან. „ცნობილია,რომ ბრძანების შემსრულებლები გვევლინებიან ყველაზე საშინელი ქმედებების განმახორციელებლებად. როცა ბრძანების გამცემი წყარო აღარ არსებობს და ამ შემსრულებლებს აიძულებენ თავის მიერ განხორციელებული ქმედების გახსენებას, ხშირად ისინი უკვე ვეღარ იხსენებენ ვერც ამ ქმედებას და ვეღარც საკუთარ თავს.“ „საჭიროა მხნეობა, რათა შევეწინააღმდეგოთ ბრძანებას..... საჭიროა გზისა და საშუალებების გამონახვა მისგან განსათავისუფლებლად.“ „არ შეიძლება მას მივცეთ იმაზე მეტი საშუალება, ვიდრე კანის გაფხაჭნისა. დაე მისი შხამი შეგვეხოს მხოლოდ მცირე ბოჭკოების სახით, რომელსაც მოვიშორებთ ერთი ხელის ჩამოსმით“, - გვასწავლის კანეტტი.

ასე, რომ გისურვებთ მხნეობას, რომ შეეწინააღმდეგოთ დანაშაულებრივ ბრძანებებსა და დავალებებს, რათა მომავალში შეძლოთ ღირსეულად, თავაწეულებმა სიარული და თქვენი ახლობლები არ შეაწუხოს სირცხვილის გრძნობამ, თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო! ვლოცულობ თქვენთვის!“, - წერს ივერი მელაშვილი.

მელაშვილი საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს, მასმედიის საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართავს. მისი თქმით, ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, „ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია“.

,,ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. გისურვებთ გაერთიანებული ძალით წარმატების მიღწევას, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნის საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, ქვეყნის სასიკეთო, საერთო საქმეში.

ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება- ცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში.

გვატყუებენ ისინი, ვინც რუსული ორიენტაციისკენ გვიბიძგებენ. მერწმუნეთ, მე ბევრჯერ ვყოფილვარ, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, დავკვირვებულვარ საზოგადოების სხვადასხვა ფენების, უბრალო ხალხის ცხოვრებას, შემიფასებია მათი ცხოვრების დონე, მენტალიტეტი, თავისუფლების ხარისხი და სხვადასხვა ცხოვრებისეული ასპექტები. განსხვავება ისეთია, როგორც ხრიოკსა და ბაღნარს შორის. თუ რუსეთის რეალობაში ხშირად ვხვდებით სიღარიბეს, შიშს, შურს, ქურდობას, მექრთამეობას, კორუფციას, სიძულვილს, ეჭვიანობას (განსაკუთრებით, უცხო ტომის წარმომადგენლებისადმი ), დასავლეთის საზოგადოებაში ვხვდებით მატერიალურად, სოციალურად უზრუნველყოფილ, ბედნიერ, მომღიმარ ერთმანეთსა და უცხოებისადმი კეთილგანწყობილ, თავისუფალ ადამიანებს. იქ მთავრობა, პოზიცია თუ ოპოზიცია, საზოგადოებრივი თუ კერძო ინსტიტუტები და უბრალო ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებიან სიკეთის კეთებასა და სულგრძელობის გამოვლინებაში. ალბათ, უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ახალგაზრდობას, ისინი ხშირად, ჩვენზე უკეთესად ერკვევიან იმაში, თუ სად არის სიკეთე და სად ბოროტება. ამასთან, მათ დაამტკიცეს თავისი პრინციპულობა და პატრიოტიზმი.

ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია. მავანი სპეციალურად ამკვიდრებს ასეთ გარემოს, ვინაიდან კარგას ესმის, რომ უიმედო მასის მართვა იოლია. ამიტომაც, გისურვებთ ამოიკვეთოთ უიმედობა! კრიტიკულად შეხედეთ დაპირებებსა და ტყუილებით გაჯერებული ანგარიშებს. გააანალიზეთ პერსპექტივები, ნუ შეგაშინებთ სიახლეები და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების მიღება- ეს მთავარია, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მასა, არამედ თავისუფალი ხალხის საზოგადოება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და საზღვრავს თავის მომავალს.

კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით, ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული ივერი მელაშვილი“, - ნათქვამია ივერი მელაშვილის ღია წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

"დანისლული გონება", კიდურების დაბუჟება, დეპრესია - რა ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

თემურ წიკლაური გარდაიცვალა