სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"
"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

"ეს არ არის ამე­რი­კა” - ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი ამე­რი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ქვე­ყა­ნა­ში დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბის მიერ და­წყე­ბულ პრო­ტესტს 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. გუ­შინ ისი­ნი კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბას­თან იმ დროს შე­იკ­რიბ­ნენ, რო­დე­საც სე­ნატს 46-ე არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ნდო­ბა უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ამე­რი­კე­ლებ­მა შე­ნო­ბა­ში შეღ­წე­ვა შეძ­ლეს, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლი­ცი­ის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა. ტრამპმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თა მის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ტრამ­პი და მისი ამომ­რჩე­ვე­ლი ვერ ეგუ­ე­ბა და უარს ამ­ბობს იმ რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა­ზე, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვრე­ბუ­ლი ჯო ბა­ი­დე­ნია და ფიქ­რო­ბენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ფაქ­ტია, რომ ვა­შინგტონს სე­ნა­ტის დარ­ბე­ვა და მსგავ­სი პო­ლა­რი­ზა­ცია არ ახ­სოვს. ბევ­რმა ამ პრო­ცე­სებ­ში გარე ძა­ლე­ბის ჩა­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ახ­სე­ნა.

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- ტრამპს რომ თა­ვის დრო­ზე ეღი­ა­რე­ბი­ნა და­მარ­ცხე­ბა და მარ­ტი­ვად წა­სუ­ლი­ყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოხ­დე­ბო­და. რო­გორც ჩანს, ამ კაცს უფრო მეტი უც­ნა­უ­რო­ბა სჭირს, ვიდ­რე გვე­გო­ნა და სამ­წუ­ხა­როდ, ეს ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მოვ­ლინ­და. პო­ლა­რი­ზე­ბა ამე­რი­კა­ში იყო და დარ­ჩე­ბა კი­დეც, ასე იო­ლად არ წავა. 2016 წელს ასე­ვე ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავ­და ტრამპსაც, რომ­ლე­ბიც მზად იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ქუ­ჩა­ში, თუ კი კლინ­ტო­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რებ­და, მაგ­რამ ეს არ მოხ­და. კლინ­ტონ­მა, რო­მელ­საც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრამ­პი გულ­ზე არ ეხა­ტე­ბო­და, ალ­ბათ ჩვენ­ზე კარ­გა­დაც იც­ნობ­და მას და იცო­და, რა შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­შა­ვე­ბი­ნა ამ კაცს, შე­დე­გე­ბი აღი­ა­რა, წყნა­რად შეხ­ვდა და შე­ე­გუა და­მარ­ცხე­ბას. ახლა, წე­სით, იგი­ვე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა კაცი, რო­მე­ლიც არას­დროს აღი­ა­რებ­და პო­ლი­ტი­კის და დე­მოკ­რა­ტი­ის და­უ­წე­რელ და და­წე­რილ წე­სებს, ასე მო­იქ­ცა. არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, როცა 2016 წელს იმუქ­რე­ბო­და, რომ თუ არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებ­და, არ სცნობ­და მას და ხალ­ხს ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვან­და. ანუ მა­ში­ნაც იმუქ­რე­ბო­და, ასე რომ, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. ტრამპმა და­აგ­ვი­ა­ნა მომ­ხრე­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა, წა­დით სახ­ლშიო, ეტყო­ბა, მიხ­ვდა, რომ თვი­თო­ნაც შარ­ში გა­ეხ­ვა. ამე­რი­კელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლა­რი­ზა­ცია ასე მარ­ტი­ვად არ წავა, მაგ­რამ ამ მწა­რე გაკ­ვე­თი­ლის მერე, იმე­დია, ყვე­ლა თუ არა, ბევ­რი მო­ე­გე­ბა გონს.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- არა მგო­ნია, ამე­რი­კა­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ და რა­დი­კა­ლურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ დიდ­ხანს გას­ტა­ნოს, ვფიქ­რობ, ამუ­შავ­დე­ბა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იმ პო­ლი­ტი­კი­სა და რა­დი­კა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც ეს პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა. რამ­დე­ნად სწო­რია ტრამ­პის არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თე­ო­რია, ალ­ბათ გა­ირ­კვე­ვა და დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. ვფიქ­რობ, აქ იმუ­შა­ვებს ის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვაკ­ლია. დღეს უკვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან, ტრამ­პიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბე­ბი...

შე­საძ­ლოა, დარ­ღვე­ვე­ბი რა­ღაც დო­ნე­ზე იყო, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ რო­დე­საც რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბას მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას უნდა შე­ე­გუო, ესაა დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი პრინ­ცი­პი. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი სა­მარ­თა­ლი არ­სად დე­და­მი­წა­ზე არ არ­სე­ბობს, რა­ღაც გა­დახ­ვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ამ დო­ნემ­დე მივა, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც რა­ღაც რიგ­ზე ვე­რაა. ალ­ბათ ამას გარ­კვე­უ­ლი დაღი და­ას­ვა კო­რო­ნა­ვირუს­მა. ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა თა­ვის­თა­ვად, საკ­მა­ოდ ხის­ტი იყო - მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც სა­გა­რეო, ისე სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში, ამი­ტომ ამან ქვე­ყა­ნა­ში გაკ­ვე­უ­ლი რყე­ვე­ბი გა­მო­იწ­ვია.

ტრამპმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამე­რი­კის ლი­დე­რო­ბა­ზე თქვა უარი. გა­სა­გე­ბია, რომ მას მექ­სი­კას­თან აქვს პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ იმ კედ­ლის გა­კე­თე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნიშ­ნავ­და იზო­ლა­ცი­ას და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან. ასე­ვე, რო­გორც იცით, გამ­კაცრ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა ამე­რი­კა­ში, სა­წარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის გა­რეთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, გა­და­სა­ხა­დი გა­უ­ზარ­დეს... თა­ვის დრო­ზე, არ­ჩევ­ნებ­ში ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მან აქ­ცენ­ტი ამე­რი­კა­ზე და ამე­რი­კე­ლებ­ზე გა­ა­კე­თა. ის ცდი­ლობ­და უარი ეთ­ქვა იმ როლ­ზე, რაც ამე­რი­კამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ აიღო თა­ვის თავ­ზე. მან ამე­რი­კის გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ამე­რი­კე­ლის კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კამ­დე და­იყ­ვა­ნა და ამან თა­ვის­თა­ვად, გარ­კვე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა წარ­მოშ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, უფრო პა­ნა­მე­რი­კუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი გა­აღ­ვი­ვა, რა­საც მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბაც - ტრამპმა მთე­ლი წელი დე­მოკ­რა­ტი­ულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ბრძო­ლა­ში გა­ა­ტა­რა.

რო­დე­საც ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, იქ აუ­ცი­ლებ­ლად ჩნდე­ბა რა­დი­კა­ლიზ­მი და ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო ის, რაც მოხ­და. იმე­დი მაქვს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და ეს პრობ­ლე­მა სას­წრა­ფოდ იქ­ნე­ბა აღ­მო­ფხვრი­ლი. ვი­ტყო­დი, რომ ეს უნდა იყოს ძა­ლი­ან ღრმა ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ვე­ლი პირ­ველ რიგ­ში, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის და იმ ძა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კას, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის ცი­ტა­დელს, ისე უყუ­რე­ბენ. არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წდეს, რომ მას შემ­დეგ, რაც სსრკ და­ი­შა­ლა და ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი სამ­ყა­რო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თპო­ლუ­სი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მუდ­მი­ვად მი­დის მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ისევ გაჩ­ნდეს მე­ო­რე პო­ლუ­სი. ამა­ზე პრე­ტენ­ზია დღეს ორ სა­ხელ­მწი­ფოს აქვს, ესაა ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი. გარ­და ამი­სა, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ტრამ­პის ამ ხის­ტმა პო­ლი­ტი­კამ, შე­საძ­ლოა სწორ­მაც, ჩი­ნეთ­თან გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, რი­თიც უკ­მა­ყო­ფი­ლოა ჩი­ნე­თი. მუდ­მი­ვად იყო და ახ­ლაც უკ­მა­ყო­ფი­ლოა რუ­სე­თიც. ასე რომ, ვერ ვი­ტყვი, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მთლი­ა­ნად გარე ძა­ლებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს, თუმ­ცა არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რომ მათ ეს სი­ტუ­ა­ცია თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნონ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­შუ­ა­ლე­ბა თუ იქ­ნე­ბა, ისი­ნი პრო­ცე­სებს ხელს წა­აშ­ვე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
15

რა რუსეთი და ჩინეთი... რისი უფლებაც მისცეს ბიელემს, იმის მოსავალს იმკიან ახლა. ერთს თუ შეუძლია, მეორემ რა დააშავა.

კ ო მ ბ ლ ე
73

რუსეთი არა ბანგლადეში კიდევ.... ნუ მიიყვანდით მაგამდე და არ მოხდებოდა... და პაშლი ვსე.. კაზლი დემაკრატი... ბლინ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

"ეს არ არის ამერიკა” - ასე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები ამერიკაში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანაში დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ დაწყებულ პროტესტს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გუშინ ისინი კაპიტოლიუმის შენობასთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც სენატს 46-ე არჩეული პრეზიდენტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელებმა შენობაში შეღწევა შეძლეს, რასაც დაპირისპირება და პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ტრამპმა მოგვიანებით მიმართა მის მხარდამჭერებს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ. ტრამპი და მისი ამომრჩეველი ვერ ეგუება და უარს ამბობს იმ რეალობის მიღებაზე, რომ არჩევნებში გამარჯვრებული ჯო ბაიდენია და ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ფაქტია, რომ ვაშინგტონს სენატის დარბევა და მსგავსი პოლარიზაცია არ ახსოვს. ბევრმა ამ პროცესებში გარე ძალების ჩარევის შესაძლებლობაც ახსენა.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

- ტრამპს რომ თავის დროზე ეღიარებინა დამარცხება და მარტივად წასულიყო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, ამ კაცს უფრო მეტი უცნაურობა სჭირს, ვიდრე გვეგონა და სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდად გამოვლინდა. პოლარიზება ამერიკაში იყო და დარჩება კიდეც, ასე იოლად არ წავა. 2016 წელს ასევე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ტრამპსაც, რომლებიც მზად იყვნენ გამოსულიყვნენ ქუჩაში, თუ კი კლინტონი არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. კლინტონმა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი გულზე არ ეხატებოდა, ალბათ ჩვენზე კარგადაც იცნობდა მას და იცოდა, რა შეიძლებოდა დაეშავებინა ამ კაცს, შედეგები აღიარა, წყნარად შეხვდა და შეეგუა დამარცხებას. ახლა, წესით, იგივე უნდა მომხდარიყო, თუმცა კაცი, რომელიც არასდროს აღიარებდა პოლიტიკის და დემოკრატიის დაუწერელ და დაწერილ წესებს, ასე მოიქცა. არცაა გასაკვირი, როცა 2016 წელს იმუქრებოდა, რომ თუ არჩევნებს წააგებდა, არ სცნობდა მას და ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა. ანუ მაშინაც იმუქრებოდა, ასე რომ, გასაკვირი არაფერია. ტრამპმა დააგვიანა მომხრეებისადმი მიმართვა, წადით სახლშიო, ეტყობა, მიხვდა, რომ თვითონაც შარში გაეხვა. ამერიკელ საზოგადოებაში პოლარიზაცია ასე მარტივად არ წავა, მაგრამ ამ მწარე გაკვეთილის მერე, იმედია, ყველა თუ არა, ბევრი მოეგება გონს.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- არა მგონია, ამერიკაში პოლარიზაციამ და რადიკალურმა დაპირისპირებამ დიდხანს გასტანოს, ვფიქრობ, ამუშავდება ინსტიტუტები იმ პოლიტიკისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს პროცესები განაპირობა. რამდენად სწორია ტრამპის არჩევნების გაყალბების თეორია, ალბათ გაირკვევა და დეტალური გამოძიება ჩატარდება იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად. ვფიქრობ, აქ იმუშავებს ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ გვაკლია. დღეს უკვე გაკეთდა განცხადებები ახალი პრეზიდენტისგან, ტრამპიც იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადებები...

შესაძლოა, დარღვევები რაღაც დონეზე იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას მთელი ინსტიტუტები აღიარებენ, ამ სიტუაციას უნდა შეეგუო, ესაა დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი. აბსოლუტური ჭეშმარიტება და აბსოლუტური სამართალი არსად დედამიწაზე არ არსებობს, რაღაც გადახვევები შეიძლება იყო, მაგრამ როდესაც ქვეყანა ამ დონემდე მივა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაშიც რაღაც რიგზე ვერაა. ალბათ ამას გარკვეული დაღი დაასვა კორონავირუსმა. ტრამპის პოლიტიკა თავისთავად, საკმაოდ ხისტი იყო - მისი დამოკიდებულება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, ამიტომ ამან ქვეყანაში გაკვეული რყევები გამოიწვია.

ტრამპმა, ფაქტობრივად, ამერიკის ლიდერობაზე თქვა უარი. გასაგებია, რომ მას მექსიკასთან აქვს პრობლემები, მაგრამ იმ კედლის გაკეთება, ფაქტობრივად, ნიშნავდა იზოლაციას დანარჩენი მსოფლიოსგან. ასევე, როგორც იცით, გამკაცრდა შესვლა-გამოსვლა ამერიკაში, საწარმოებს, რომლებიც ამერიკის გარეთ ფუნქციონირებდა, გადასახადი გაუზარდეს... თავის დროზე, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება იმან განაპირობა, რომ მან აქცენტი ამერიკაზე და ამერიკელებზე გააკეთა. ის ცდილობდა უარი ეთქვა იმ როლზე, რაც ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აიღო თავის თავზე. მან ამერიკის გლობალური პოლიტიკა ამერიკელის კონკრეტულ პოლიტიკამდე დაიყვანა და ამან თავისთავად, გარკვეული დაპირისპირება წარმოშვა საზოგადოებაში, უფრო პანამერიკული აქცენტები გააღვივა, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც - ტრამპმა მთელი წელი დემოკრატიულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ბრძოლაში გაატარა.

როდესაც ასეთი ვითარებაა, იქ აუცილებლად ჩნდება რადიკალიზმი და ამის გამოვლინება იყო ის, რაც მოხდა. იმედი მაქვს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები იმუშავებენ და ეს პრობლემა სასწრაფოდ იქნება აღმოფხვრილი. ვიტყოდი, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ღრმა ანალიზის საფუძველი პირველ რიგში, ამერიკელებისთვის და იმ ძალებისთვის, რომლებიც ამერიკას, როგორც დემოკრატიის ციტადელს, ისე უყურებენ. არც ის უნდა დაგვავიწდეს, რომ მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა და ორპოლუსიანი სამყარო, ფაქტობრივად, ერთპოლუსიანად ჩამოყალიბდა, მუდმივად მიდის მცდელობა იმისა, რომ ისევ გაჩნდეს მეორე პოლუსი. ამაზე პრეტენზია დღეს ორ სახელმწიფოს აქვს, ესაა ჩინეთი და რუსეთი. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის ამ ხისტმა პოლიტიკამ, შესაძლოა სწორმაც, ჩინეთთან გარკვეული დაძაბულობები გამოიწვია, რითიც უკმაყოფილოა ჩინეთი. მუდმივად იყო და ახლაც უკმაყოფილოა რუსეთიც. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესები მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მათ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ბუნებრივია, საშუალება თუ იქნება, ისინი პროცესებს ხელს წააშველებენ.

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს