მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“
რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მი Covid-19 თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­სპერტთა უმე­ტე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა, ამ სა­კი­თხზე სარ­წმუ­ნო კვლე­ვა და ზუს­ტი პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა უხან­ში მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის გაგ­ზავ­ნა, თუმ­ცა მათ ჩი­ნეთ­ში არ უშ­ვე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC წერს.

ჯგუფს კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად უხან­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში არ­შეშ­ვე­ბის მი­ზე­ზად ჩი­ნე­თი სა­ვი­ზო პრობ­ლე­მებს და სა­ბუ­თე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბას ასა­ხე­ლებს.

უხა­ნის ბა­ზა­რი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბას უკავ­ში­რე­ბენ

BBC წერს, რომ ჯან­მო­სა და ოფი­ცი­ა­ლურ ჩი­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე თვე­ე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს და მხა­რე­ებ­მა შე­თან­ხმე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სის გან­ცხა­დე­ბით, იმის გამო, რომ ჩი­ნეთ­მა მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლა, ის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

"დღეს გა­ვი­გეთ, რომ ჩი­ნურ მხა­რეს ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბარ­თვა ამ დრომ­დე არ გა­უ­ცია“, - ამ­ბობს ჯან­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

Covid-19 პირ­ვე­ლად 2019 წლის ბო­ლოს, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ვირუს­მა მალე იფეთ­ქა და მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ვირუ­სის გა­ჩე­ნა უხა­ნის ბა­ზარს უკავ­შირ­დე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად სჯე­რო­დათ, რომ ვირუ­სი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ცის ბა­ზარ­ში გაჩ­ნდა და სწო­რედ აქ გა­და­ე­დო ის პირ­ვე­ლად ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ანს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა დღემ­დე სა­და­ვო სა­კი­თხია. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რის აზ­რით, შე­საძ­ლოა, ვირუ­სის გა­ჩე­ნა ბა­ზარს სუ­ლაც არ უკავ­შირ­დე­ბო­დეს და რე­ა­ლუ­რად საქ­მე ეხე­ბო­დეს უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას.

ასე­ვე, სა­და­ვოა ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის თა­რი­ღიც. და­სავ­ლეთ­ში ზო­გი­ერთ ექ­სპერტს სჯე­რა, რომ ჩი­ნე­თი რე­ა­ლურ სუ­რათს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და და რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­მა 2019 წლის დე­კემ­ბერ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე იფეთ­ქა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჯერ კი­დევ იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ იან­ვრის ბო­ლომ­დე მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩი­ნეთ­ში ჩას­ვლა­სა და ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნას შეძ­ლე­ბენ.

ამ დრო­ის­თვის გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის 87 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ვირუს­მა 1,8 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი იმ­სხვერ­პლა, 61,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
19

ამერიკის მერე ჯანმო ჩინეთმაც დაიკიდა:))))))))))) მეგონი მარტო პუტინი უჯერებს ამათ და ჩვენი სამი მუშკეტერი :))))

ფასკუნჯი 29
40

ძალიანაც კარგი თუ არ უშვებენ. ყველგან ცხვირს ყოფენ და მარტო ლაპარაკს უნდებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

კორონავირუსის შტამი Covid-19 თავდაპირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა უმეტესობის განცხადებით, ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა, ამ საკითხზე სარწმუნო კვლევა და ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ამიტომაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა უხანში მკვლევართა ჯგუფის გაგზავნა, თუმცა მათ ჩინეთში არ უშვებენ. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ჯგუფს კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად უხანში შესაბამისი გამოძიება უნდა ჩაეტარებინა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყანაში არშეშვების მიზეზად ჩინეთი სავიზო პრობლემებს და საბუთების გაუმართაობას ასახელებს.

უხანის ბაზარი, რომელსაც კორონავირუსის წარმომავლობას უკავშირებენ

BBC წერს, რომ ჯანმოსა და ოფიციალურ ჩინეთის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე თვეებია მიმდინარეობს და მხარეებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიშალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, იმის გამო, რომ ჩინეთმა მიცემული პირობა არ შეასრულა, ის იმედგაცრუებულია.

"დღეს გავიგეთ, რომ ჩინურ მხარეს ჩვენი ექსპერტების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ნებართვა ამ დრომდე არ გაუცია“, - ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი.

Covid-19 პირველად 2019 წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ უხანში აღმოაჩინეს, ვირუსმა მალე იფეთქა და მთელ მსოფლიოს მოედო. ამ დროისთვის არსებული ვერსიის მიხედვით, ვირუსის გაჩენა უხანის ბაზარს უკავშირდება. თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ვირუსი ეგზოტიკური ცხოველების ხორცის ბაზარში გაჩნდა და სწორედ აქ გადაედო ის პირველად ცხოველიდან ადამიანს.

მიუხედავად ამისა, ვირუსის წარმომავლობა დღემდე სადავო საკითხია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა, ვირუსის გაჩენა ბაზარს სულაც არ უკავშირდებოდეს და რეალურად საქმე ეხებოდეს უხანის ლაბორატორიას.

ასევე, სადავოა ვირუსის წარმოშობის თარიღიც. დასავლეთში ზოგიერთ ექსპერტს სჯერა, რომ ჩინეთი რეალურ სურათს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა და რომ ქვეყანაში კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბერზე გაცილებით ადრე იფეთქა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ იანვრის ბოლომდე მათი წარმომადგენლები ჩინეთში ჩასვლასა და ყველა კითხვაზე პასუხის პოვნას შეძლებენ.

ამ დროისთვის გლობალური მასშტაბით კორონავირუსის 87 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსმა 1,8 მილიონი პაციენტი იმსხვერპლა, 61,6 მილიონი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებას "მოწესრიგებულად გადააბარებს"

კონგრესმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა