მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში
არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

აშშ-ში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში სე­ნა­ტის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა, სა­დაც "დე­მოკ­რა­ტი“ ჯონ ოსო­ფი და რა­ფა­ელ უორ­ნო­კი "რეს­პუბ­ლი­კელ“ ელი ლო­ეფ­ლერ­სა და დე­ვიდ პერ­დუს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვე­ვა თუ ვინ მო­ი­პო­ვებს ორ მან­დატს და ამ ორ მან­დატს სე­ნა­ტის გა­კონ­ტრო­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

  • დარ­ჩე­ნი­ლი ორი მან­და­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა

ეს ორი მან­და­ტი გან­სა­ზღვრავს, თუ რო­მელ პარ­ტი­ას ექ­ნე­ბა კონ­ტრო­ლი აშშ-ის სე­ნატ­ში - "დე­მოკ­რა­ტებს", თუ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს". იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში "დე­მოკ­რა­ტი“ კან­დი­და­ტე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, კონ­გრე­სის ზედა პა­ლა­ტა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა“ და "დე­მოკ­რა­ტებს“ თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის, 50-50-ზე, მან­და­ტე­ბი ექ­ნე­ბათ, თუმ­ცა აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი სე­ნა­ტის თავ­მჯდო­მა­რეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამა თუ იმ სა­კი­თხზე კენ­ჭისყ­რი­სას ხმე­ბის თა­ნაბ­რად გა­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, კა­მა­ლა ჰა­რისს გა­დამ­წყვე­ტი ხმა ექ­ნე­ბა.

  • არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, "დე­მოკ­რატ" და "რეს­პუბ­ლი­კელ" კან­დი­და­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ხმე­ბი აქვთ და ოპო­ნენ­ტებს "დე­მოკ­რა­ტე­ბი" მცი­რე­დით უს­წრე­ბენ

"რო­ი­ტერ­სის" მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით დე­მოკ­რა­ტე­ბის კან­დი­დატს, ჯონ ოსოფს ამ დრო­ის­თვის აქვს 2 195 441 ხმა, ხოლო მის ოპო­ნენტ რეს­პუბ­ლი­კელ დე­ვიდ პერ­დი­უს 2 191 881 - ხმა. დე­მოკ­რატ რა­ფა­ელ უორ­ნოკს აქვს 2 213 995- ხმა, ხოლო მის ოპო­ნენტს, რეს­პუბ­ლი­კელ კელი ლო­უფ­ლერს 2 173 420 -ხმა.

გარ­და ამი­სა, აშშ-ის კონ­გრეს­ში დღეს ორი პა­ლა­ტის ერ­თობ­ლი­ვი სხდო­მა უნდა გა­ი­მარ­თოს, სა­დაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცე­ბენ. კონ­გრე­სის სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვა­შინგტონ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რე­ბენ. ისი­ნი, მსგავ­სად დო­ნალდ ტრამ­პი­სა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ. ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალბ­და, ხოლო მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჯო ბა­ი­დენს "ფეიქ პრე­ზი­დენტს" უწო­დე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა. ამე­რი­კე­ლებ­მა პრე­ზი­დენ­ტად "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი აირ­ჩი­ეს. მისი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა აშშ-ის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ, არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა, არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია 20 იან­ვრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
36

,მოქმედი პრეზიდენტი ამბობს რომ ოპოზიციამ არჩევნები გაუყალბა აბა ეს ეხა ნორმალურია???

sniper
10

მოკლედ ეს ჯორჯია სულ პრობლემაა ამერიკისთვის იქაც და აქაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც "დემოკრატი“ ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი "რესპუბლიკელ“ ელი ლოეფლერსა და დევიდ პერდუს დაუპირისპირდნენ. არჩევნების შედეგად გაირკვევა თუ ვინ მოიპოვებს ორ მანდატს და ამ ორ მანდატს სენატის გაკონტროლების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • დარჩენილი ორი მანდატის მნიშვნელობა

ეს ორი მანდატი განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის სენატში - "დემოკრატებს", თუ "რესპუბლიკელებს". იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატი“ კანდიდატები გაიმარჯვებენ, კონგრესის ზედა პალატაში "რესპუბლიკელებსა“ და "დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.

  • არჩევნების შედეგი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "დემოკრატ" და "რესპუბლიკელ" კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები აქვთ და ოპონენტებს "დემოკრატები" მცირედით უსწრებენ

"როიტერსის" მონაცემების მიხედვით დემოკრატების კანდიდატს, ჯონ ოსოფს ამ დროისთვის აქვს 2 195 441 ხმა, ხოლო მის ოპონენტ რესპუბლიკელ დევიდ პერდიუს 2 191 881 - ხმა. დემოკრატ რაფაელ უორნოკს აქვს 2 213 995- ხმა, ხოლო მის ოპონენტს, რესპუბლიკელ კელი ლოუფლერს 2 173 420 -ხმა.

გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად დაამტკიცებენ. კონგრესის სხდომის პარალელურად კი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი, მსგავსად დონალდ ტრამპისა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხოლო მისი მხარდამჭერები ჯო ბაიდენს "ფეიქ პრეზიდენტს" უწოდებენ.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. ამერიკელებმა პრეზიდენტად "დემოკრატების" კანდიდატი, ჯო ბაიდენი აირჩიეს. მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ, არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვრისთვისაა დანიშნული.

წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს

კრემლი პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს - "ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას..."

ვინ არის კაცი, ვისაც ჯო ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად წარადგენს