მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე
"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი არ შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პარ­ტი­უ­ლი სიის 4 წევ­რის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი და მათი სურ­ვი­ლია პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვიდ­ნენ რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი და შე­ვიდ­ნენ მხო­ლოდ ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი.

„პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. მა­ნამ­დე ვი­ტყვი იმა­საც, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” რუ­სუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი არ შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა ისე­თი პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც არც ერთი ღიად პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს პრო­ცე­სი უნდა გაგ­რძელ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა ვი­ხი­ლოთ ჩვენ არც ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ღიად ან­ტი­და­სავ­ლუ­რე­ბი, აქ ვგუ­ლის­ხმობ, რა თქმა უნდა, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”. ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი და ასე­ვე, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან მო­წო­დე­ბე­ბი აქამ­დეც ის­მო­და, თუმ­ცა კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა, რაც მეტი დრო გავა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ხი­ლავთ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ პარ­ლა­მენტს. ორ­პარ­ტი­უ­ლი კარ­გია, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი და პარ­ლა­მენ­ტი გახ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი. „ნაც­მოძ­რა­ო­ბა­შიც” კი არის რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ფრთა, ეს არის: სა­ა­კაშ­ვი­ლი-გვა­რა­მი­ას ფრთა და იგი­ვე არის ნიკა მე­ლი­აც. ისი­ნი პირ­და­პირ, ღიად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებს და მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ანუ იქაც არის გარ­კვე­უ­ლი ფრთა, რო­მე­ლიც არის ღიად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი.

პარ­ლა­მენ­ტში ვე­ლო­დე­ბით რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ას. ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებთ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, მაგ­რამ მთა­ვა­რია ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ბუ­ნებ­რი­ვია და გვექ­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ელ­ჩებ­თან. ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ირ­კვე­ვა, ვინ შე­მო­დის პარ­ლა­მენ­ტში და ვინ არ შე­მო­ვა. კი­დევ ერთხელ მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი არ შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უნდა იყ­ვნენ, რა თქმა უნდა, პარ­ლა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
1

ალბათ ამ მხვრივ ყველა ადგილი დაკავებულია,,ეს უნდა ეთქვა/?/

muamar kadafi
21

როსოფობია მძიმე დაავადებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის 4 წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და მათი სურვილია პარლამენტში არ შევიდნენ რადიკალური პარტიები და შევიდნენ მხოლოდ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები.

„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა საქართველოს პარლამენტში. მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები, აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას”. ეს პროცესი გაგრძელდება და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებები აქამდეც ისმოდა, თუმცა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც მეტი დრო გავა, აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მრავალპარტიულ პარლამენტს. ორპარტიული კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და პარლამენტი გახდება აუცილებლად მრავალპარტიული. „ნაცმოძრაობაშიც” კი არის რადიკალური ფრთა და ანტიდასავლური ფრთა, ეს არის: სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და იგივე არის ნიკა მელიაც. ისინი პირდაპირ, ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს და მათ წარმომადგენლებს, ანუ იქაც არის გარკვეული ფრთა, რომელიც არის ღიად ანტიდასავლური.

პარლამენტში ველოდებით რამდენიმე პარტიას. ვერ დავაკონკრეტებთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მთავარია ჩვენ ველოდებით ასევე მოლაპარაკებებს, ბუნებრივია და გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ელჩებთან. ეს მოლაპარაკებები გაიმართება და ამის საფუძველზე გაირკვევა, ვინ შემოდის პარლამენტში და ვინ არ შემოვა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სურვილია რადიკალური პარტიები არ შემოვიდნენ პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ აფასებენ აშშ-ში მომხდარ მოვლენებს ქართველი ექსპერტები

საქართველო მაგალითი აშშ-ისთვის - სენატორმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე ლაპარაკისას, ჩვენთან ჩატარებული 2012 წლის არჩევნები გაიხსენა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"