სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა
ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

იან­ვრის თვე­ში ჟურ­ნალ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­სე ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. ჟურ­ნა­ლი 2012 წლი­დან გა­მო­ი­ცე­მა ქარ­თულ ენა­ზე და მისი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, ის­ტო­რი­უ­ლი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, აგ­რეთ­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ებ­ში.

2021 წელს National Geographic Magazine-ი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ცე­მით იწყებს. გა­მოც­და, იზო­ლა­ცია და იმე­დი იან­ვრის ნომ­რის მთა­ვა­რი თე­მე­ბია და პირ­ვე­ლად, National Geographic Magazine-ის 133-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში გთა­ვა­ზობთ კონ­კრე­ტუ­ლი წლის ფო­ტო­რეტ­როს­პექ­ტი­ვას.

პან­დე­მია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში იფეთ­ქა თუ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი მთელ დე­და­მი­წა­ზე − მხო­ლოდ ზო­გა­დად აღ­წერს 2020 წელს.

„იან­ვა­რის პუბ­ლი­კა­ცია მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ის გახ­ლავთ National Geographic Magazine - სა­ქარ­თვე­ლოს მე-100 ნო­მე­რი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ წე­ლი­წადს მი­ვუ­ძღვე­ნით. 2020 წელი ნამ­დვი­ლად არ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა, თუმ­ცა ის, ალ­ბათ, არც დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მსოფ­ლი­ოს უნი­ჭი­ე­რე­სი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით წარ­მოგ­ვედ­გი­ნა თქვენ­თვის 2020 წელი და შე­ვე­ცა­დეთ ერ­თი­ა­ნად დაგ­ვე­ნა­ხა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ – გა­მოც­დის, გან­ცალ­კე­ვე­ბი­სა და იმე­დის“. – ნა­თია ხუ­ლუ­ზა­უ­რი, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

National Geographic მსო­ფი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლია, რო­მე­ლიც 1888 წლი­დან გა­მო­დის. იგი იბეჭ­დე­ბა 37 ენა­ზე და 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ვრცელ­დე­ბა. National Geographic-ს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი მკი­თხვე­ლი ყავს.

"National Geographic სა­ქარ­თვე­ლო" უმაღ­ლე­სი დო­ნის ფო­ტოგ­რა­ფი­ის თან­ხლე­ბით მარ­ტი­ვად მო­გი­თხრობთ ამ­ბებს ისე­თი სფე­რო­ე­ბი­დან რო­გო­რი­ცაა, ის­ტო­რია, არ­ქე­ო­ლო­გია, ან­თრო­პო­ლო­გია/ეთ­ნოგ­რა­ფია, რე­ლი­გი­ათმცოდ­ნე­ო­ბა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მე­დი­ცი­ნა, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა, ას­ტრო­ნო­მია/ას­ტრო­ფი­ზი­კა, გე­ოგ­რა­ფია, მე­ტე­ო­რო­ლო­გია/კლი­მა­ტი, გე­ო­ლო­გია, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რად­გან ჩვენ ვა­შუ­ქებთ ყვე­ლა იმ სფე­როს, რო­მელ­საც „ზურგს უმაგ­რებს“ ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა.

ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს ამო­ცა­ნე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი თუ გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჟურ­ნა­ლი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან.

ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ვი­და. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბო­ლი ბრენ­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­ყვა­ნი და ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნია „სილ­ქნე­ტია“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

იანვრის თვეში ჟურნალ National Geographic საქართველოს მეასე ნომერი გამოვიდა. ჟურნალი 2012 წლიდან გამოიცემა ქართულ ენაზე და მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში.

2021 წელს National Geographic Magazine-ი სპეციალური გამოცემით იწყებს. გამოცდა, იზოლაცია და იმედი იანვრის ნომრის მთავარი თემებია და პირველად, National Geographic Magazine-ის 133-წლიან ისტორიაში გთავაზობთ კონკრეტული წლის ფოტორეტროსპექტივას.

პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები, საპროტესტო ტალღა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იფეთქა თუ ბუნებრივი კატასტროფები მთელ დედამიწაზე − მხოლოდ ზოგადად აღწერს 2020 წელს.

„იანვარის პუბლიკაცია მართლაც განსაკუთრებულია, ის გახლავთ National Geographic Magazine - საქართველოს მე-100 ნომერი, რომელიც კონკრეტულ წელიწადს მივუძღვენით. 2020 წელი ნამდვილად არ მოგვენატრება, თუმცა ის, ალბათ, არც დაგვავიწყდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი და შევეცადეთ ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის“. – ნათია ხულუზაური, მთავარი რედაქტორი.

National Geographic მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 37 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.

"National Geographic საქართველო" უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით მარტივად მოგითხრობთ ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა იმ სფეროს, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური მეცნიერება.

ჟურნალის გამოცემის პარალელურად, National Geographic საქართველოს ამოცანებია საქართველოში გეოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული, ბიოლოგიური და სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო სპეციალიზირებული ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კონკრეტული კვლევების ხელშეწყობა და მათი განხორციელება. ჟურნალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.

ქართულენოვანი ჟურნალის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი ბრენდის საქართველოში შემომყვანი და ქართულენოვანი გამოცემის მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“.

R

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

იმუნური სისტემის უკეთესი კონტროლი სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის