სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე
"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

გი­ორ­გი ჯა­ნა­შია წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფოს ია­რაღს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. რო­დე­საც ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ღად შე­ა­ფა­სა ამ "ია­რაღ­მა", სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან მო­ი­თხო­ვა შე­თან­ხმე­ბულ­ზე ადრე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა ნამ­დვი­ლი, ცხა­დი ამ­ბე­ბის ნი­უ­სე­ბით , - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უბად­რუკ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლით საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­მო­ამ­წყვდია ცი­ხე­ში, ხოლო იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ კი 3 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა იკ­მა­რა.

"ჯა­ნა­ში­ას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 24 დე­კემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით მი­ე­სა­ჯა 4 წლით რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი და 4 წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, იგი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლის მოხ­დი­სა­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო 2021 წლის 2 დე­კემ­ბერს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, იგი გა­თა­ვი­სუფ­ლდა ე/წ უდოს კო­მი­სი­ით, ანუ ვა­და­ზე ერთი წლით ადრე.

ჩემი აზ­რით:

1. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ზა­ფხულ­ში ჩემ მიერ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი უშე­დე­გო მცდე­ლო­ბის მე­ო­რე ეტა­პი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან უხ­მა­უ­როდ ჩა­ა­ტა­რეს.

2. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კი­დევ უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით არის, ჯა­ნა­ში­ას ულ­ტი­მა­ტუ­მის შე­დე­გი, რომ ვა­და­ზე ადრე გა­ეშ­ვათ, რად­გა­ნაც მან მის­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თის ხორ­ცშე­სას­ხმე­ლად ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მე­ზე.

3. ჯა­ნა­ში­ას ულ­ტი­მა­ტუ­მის შეს­რუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 29 დე­კემ­ბერს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამ­მა არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა მო­სა­მარ­თლემ (სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან სა­მი­ვე) ლე­ვან მი­ქა­ბე­რი­ძემ, ვლა­დი­მერ კა­კა­ბა­ძემ და მზია თო­დუ­ამ უარი გა­ნა­ცხა­დეს ჩემი სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა­ზე იმ მო­ტი­ვით, რომ თურ­მე სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა უსა­ფუძ­ვლო ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც მი­ხე­ილ კა­ლან­დია ფარ­დულ­ში გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას და­სახ­მა­რებ­ლად კი არ შე­ვი­და, არა­მედ იგი ეხ­მა­რე­ბო­და ჯა­ნა­ში­ას წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით, პირ­თა ჯგუფ­თან ერ­თად მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად. ფაქ­ტობ­რი­ვად, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სწო­რედ ამ არ­გუ­მენტზე დაყ­რდნო­ბით თქვა უარი სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა­ზე.

4. ჯა­ნა­ში­ას ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­ო­რე დღეს სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან, რა­მე­თუ არ­სე­ბობ­და დიდი ალ­ბა­თო­ბა, რომ ჯა­ნა­შია ამ ეტაპ­ზე მა­ინც იტყო­და იმის შე­სა­ხებ თუ ვისი გეგ­მი­თა და და­რი­გე­ბით მის­ცა მან „ოქ­როს ჩვე­ნე­ბა“ მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­წე­უ­ლი მე­გობ­რის წი­ნა­აღ­მდეგ.

5. აი სწო­რედ ამ „ოქ­როს ჩვე­ნე­ბის“ გამო, იგი კარ­ნა­ხობ­და პი­რო­ბებს პრო­კუ­რა­ტუ­რას", - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც „და­ი­ჯე­რა“ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას ზღა­პა­რი წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით პირ­თა ჯგუფ­თან ერ­თად სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, გა­აზ­რე­ბუ­ლი და გო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

"კერ­ძოდ, თუ ნამ­დვი­ლად ასე­თი უმ­ძი­მე­სი და სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ, რა­ტომ და­უშ­ვა გო­ნი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ასე­თი სა­ში­ში, და­უნ­დო­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა 3 წე­ლი­წად­ში. პა­სუ­ხი ერ­თა­დერ­თი და ცალ­სა­ხაა - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფოს ია­რაღს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. რო­დე­საც ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ღად შე­ა­ფა­სა ამ ია­რაღ­მა, სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან მო­ი­თხო­ვა შე­თან­ხმე­ბულ­ზე ადრე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ე­მუქ­რა ნამ­დვი­ლი, ცხა­დი ამ­ბე­ბის ნი­უ­სე­ბით.

ულ­ტი­მა­ტუ­მი სა­ხელ­მწი­ფომ ამ­ჟა­მად სა­ღად შე­ა­ფა­სა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლა იგი. სხვაგ­ვა­რი ახ­სნა ამ ქმე­დე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს. მე­ტად უბად­რუკ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­მა სა­ხელ­მწი­ფომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლით საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­მო­ამ­წყვდია ცი­ხე­ში, ხოლო იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ კი 3- წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა იკ­მა­რა. ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მო­სა­მარ­თლეც კი ვერ იპო­ვა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­ხე­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა ისეთ მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ­ლებ­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ნა­ნა­ხიც კი არ აქვთ, ხოლო პა­ტი­მა­რი მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ით ექ­ნე­ბათ ნა­ნა­ხი", - ნათ­ქვა­მია ზუ­რაბ თო­დუ­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

მმმ
1

მკვლელს იცავს და კიდევ ხმას იღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

გიორგი ჯანაშია წარმოადგენს სახელმწიფოს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად. როდესაც ეს მდგომარეობა საღად შეაფასა ამ "იარაღმა", სახელმწიფოსაგან მოითხოვა შეთანხმებულზე ადრე თავისუფლების მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ნამდვილი, ცხადი ამბების ნიუსებით , - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისივე თქმით, უბადრუკ მდგომარეობაში აღმოჩენილმა სახელმწიფომ მიხეილ კალანდია მოგონილი დანაშაულით საკმაოდ ხანგრძლივი დროით გამოამწყვდია ციხეში, ხოლო იგივე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ კი 3 წლიანი პატიმრობა იკმარა.

"ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა 4 წლით რეალური სასჯელი და 4 წელი პირობითი მსჯავრი. ამ მოცემულობით, იგი რეალური სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო 2021 წლის 2 დეკემბერს. დიდი ალბათობით, იგი გათავისუფლდა ე/წ უდოს კომისიით, ანუ ვადაზე ერთი წლით ადრე.

ჩემი აზრით:

1. ეს გადაწყვეტილება არის ზაფხულში ჩემ მიერ გახმაურებული პირველი უშედეგო მცდელობის მეორე ეტაპი, რომელიც ამჟამად ძალიან უხმაუროდ ჩაატარეს.

2. ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დიდი ალბათობით არის, ჯანაშიას ულტიმატუმის შედეგი, რომ ვადაზე ადრე გაეშვათ, რადგანაც მან მისცა პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთის ხორცშესასხმელად ყველაზე ღირებული ჩვენება მიხეილ კალანდიას საქმეზე.

3. ჯანაშიას ულტიმატუმის შესრულებიდან მეორე დღეს, 29 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს სამმა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ (სამოქალაქო საქმის მოსამართლეები არიან სამივე) ლევან მიქაბერიძემ, ვლადიმერ კაკაბაძემ და მზია თოდუამ უარი განაცხადეს ჩემი საკასაციო საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ თურმე საკასაციო საჩივრის მთავარი მოთხოვნა უსაფუძვლო ყოფილა, რადგანაც მიხეილ კალანდია ფარდულში გიორგი ჯანაშიას დასახმარებლად კი არ შევიდა, არამედ იგი ეხმარებოდა ჯანაშიას წინასწარი განზრახვით, პირთა ჯგუფთან ერთად მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ სწორედ ამ არგუმენტზე დაყრდნობით თქვა უარი საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

4. ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლება და მეორე დღეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რამეთუ არსებობდა დიდი ალბათობა, რომ ჯანაშია ამ ეტაპზე მაინც იტყოდა იმის შესახებ თუ ვისი გეგმითა და დარიგებით მისცა მან „ოქროს ჩვენება“ მის დასახმარებლად გაწეული მეგობრის წინააღმდეგ.

5. აი სწორედ ამ „ოქროს ჩვენების“ გამო, იგი კარნახობდა პირობებს პროკურატურას", - განაცხადა თოდუამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო, რომელმაც „დაიჯერა“ გიორგი ჯანაშიას ზღაპარი წინასწარი განზრახვით პირთა ჯგუფთან ერთად სარალიძის მკვლელობის შესახებ, გააზრებული და გონიერი ქმედება ესაჭიროებოდა.

"კერძოდ, თუ ნამდვილად ასეთი უმძიმესი და საშინელი დანაშაული ჩაიდინა გიორგი ჯანაშიამ, რატომ დაუშვა გონიერმა სახელმწიფომ ასეთი საშიში, დაუნდობელი დანაშაულის ჩამდენი პირის თავისუფლება 3 წელიწადში. პასუხი ერთადერთი და ცალსახაა - გიორგი ჯანაშია წარმოადგენს სახელმწიფოს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად. როდესაც ეს მდგომარეობა საღად შეაფასა ამ იარაღმა, სახელმწიფოსაგან მოითხოვა შეთანხმებულზე ადრე თავისუფლების მინიჭება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ნამდვილი, ცხადი ამბების ნიუსებით.

ულტიმატუმი სახელმწიფომ ამჟამად საღად შეაფასა და დააკმაყოფილა იგი. სხვაგვარი ახსნა ამ ქმედებას არ შეიძლება გააჩნდეს. მეტად უბადრუკ მდგომარეობაში აღმოჩენილმა სახელმწიფომ მიხეილ კალანდია მოგონილი დანაშაულით საკმაოდ ხანგრძლივი დროით გამოამწყვდია ციხეში, ხოლო იგივე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ კი 3- წლიანი პატიმრობა იკმარა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი კვალიფიციური უფლებამოსილი მოსამართლეც კი ვერ იპოვა და უზენაესი სასამართლოს სახელით გადაწყვეტილება მიაღებინა ისეთ მოსამართლეებს, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმე ნანახიც კი არ აქვთ, ხოლო პატიმარი მხოლოდ ტელევიზიით ექნებათ ნანახი", - ნათქვამია ზურაბ თოდუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ძმის მიერ მოკლული 21 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია

პოლიციამ დააკავა პარკ "ციცინათელაში" მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოდან ეძებდნენ

თბილისში 21 წლის ბიჭმა ძმა მოკლა