მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი
"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

ვირუს­მა შეც­ვა­ლა თავ­დას­ხმის მე­თო­დე­ბი, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, შევ­ცვა­ლოთ თავ­დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი , - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამ­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­დას­ტურ­და.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს გა­დამ­დე­ბა­დო­ბა უფრო მარ­ტი­ვი აქვს.

"სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ბრი­ტა­ნე­თი აკ­ვირ­დე­ბო­და, რო­გო­რი გავ­რცე­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და ვირუ­სის ამ ახალ ვა­რი­ანტს "B117“ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მას. და­ახ­ლო­ე­ბით დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში შემ­ჩნი­ეს, რომ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში თით­ქმის მო­სახ­ლე­ო­ბის 50%-ზე მეტ შემ­თხვე­ვა­ში ეს ვა­რი­ან­ტი გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი, რაც გა­და­ი­თარ­გმნა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ­მა ბო­რის ჯონ­სონ­მა კარ­გად აღ­ნიშ­ნა, ვირუს­მა შეც­ვა­ლა თავ­დას­ხმის მე­თო­დე­ბი, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ შევ­ცვა­ლოთ თავ­დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან დიდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ დარ­ტყმას არ გა­მო­იწ­ვევს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით. ბრი­ტა­ნე­თის გარ­და 33 ქვე­ყა­ნა­შია კო­რო­ნა­ვირუ­სის ეს ახა­ლი ვა­რი­ან­ტი აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ შტა­მის დო­მი­ნი­რე­ბის მას­შტა­ბე­ბი ამ ქვეყ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­ტის თვე­ში გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ გვაქვს ღია სა­ზღვრის პო­ლი­ტი­კა და არ ვართ ევ­რო­კავ­ში­რის და შენ­გე­ნის ტი­პის ქვე­ყა­ნა, უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად წარ­მო­მიდ­გე­ნია მან დო­მი­ნი­რე­ბულ როლს ზა­ფხუ­ლამ­დე მა­ინც მი­აღ­წი­ოს, რად­გა­ნაც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ზა­ფხულ­ზე რა­ღაც მას­შტა­ბით და­ი­წყე­ბა. ვფიქ­რობ, ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან დიდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ დარ­ტყმას ეს კონ­კრე­ტუ­ლი ვა­რი­ან­ტი ვერ მოგ­ვა­ყე­ნებს, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ან­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ამას­თან, რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აცხა­დებს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის გამო, სა­პა­ნი­კო და სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ უნდა იყოს.

"ძა­ლი­ან სა­პა­ნი­კოდ და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სა­გან­გა­შოდ არ გვაქვს მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­ვა იყოს. სა­ხელ­მწი­ფო უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს სწო­რი თავ­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, რაც გუ­ლის­ხმობს უფრო მეტი ტეს­ტი­რე­ბის და გე­ნო­მუ­რი კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მეტი ექი­მის გა­დამ­ზა­დე­ბას. ადა­მი­ა­ნე­ბის წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ შეც­ვლი­ლა ისევ გვე­ვა­ლე­ბა პირ­ბა­დე, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და ხე­ლე­ბის და­ბა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რრრ
24

ეს რომელო ვირუსოლოგი მყავს ანბრა გამოცდილება აქ ამ ვირუსულ კვლევებში ამის ჭკუაზე რო დადის სახელმწიფო და ჯანდაცვა მიტოა აწუობილი ქვეყანა ეს და ამისთანების ხელში გვეშველება უეჭველი 

ბრავოოოოოო
8

ეგ გასაგებია და სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და მასონების ორგანიზაციებმა რა ბრძანეს, რითი მოსპეთ ეკონომიკაო, 10 000 ლარიანი ჯარიმები ბიზნესს დაუწერეს და კმაყოფილები იქნებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები , - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს გადამდებადობა უფრო მარტივი აქვს.

"სექტემბერ-ოქტომბერში ბრიტანეთი აკვირდებოდა, როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსის ამ ახალ ვარიანტს "B117“ ასე მოიხსენიებენ მას. დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში შემჩნიეს, რომ სექტემბრის დასაწყისში თითქმის მოსახლეობის 50%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ვარიანტი გახდა დომინანტური, რაც გადაითარგმნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ბორის ჯონსონმა კარგად აღნიშნა, ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს.

"ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე გეტყვით. ბრიტანეთის გარდა 33 ქვეყანაშია კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი აღმოჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამის დომინირების მასშტაბები ამ ქვეყნებში შეიძლება მხოლოდ მარტის თვეში გახდეს შესაძლებელი.

ჩვენს ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ღია საზღვრის პოლიტიკა და არ ვართ ევროკავშირის და შენგენის ტიპის ქვეყანა, უარესი სცენარის შემთხვევაში ნაკლებად წარმომიდგენია მან დომინირებულ როლს ზაფხულამდე მაინც მიაღწიოს, რადგანაც ოპტიმისტურად ვუყურებთ ვაქცინაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაზაფხულზე რაღაც მასშტაბით დაიწყება. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას ეს კონკრეტული ვარიანტი ვერ მოგვაყენებს, თუმცა გრძელვადიანში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

"ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

"საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული" - პაატა იმნაძე

"გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა და ტრაილერს შეეჯახა... მცირეწლოვანი შვილები დარჩა" - ვინ არის ავარიის შედეგად გარდაცვლილი 28 წლის გოგო

დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმის გლამურული ცხოვრება ესპანეთში - უგო ბაგრატიონის კარიერა და პირადი (ფოტოები)