მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე
"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს ეპა­ტა­ჟუ­რი, თა­მა­მი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი აქვს შექ­მნი­ლი და მორ­გე­ბუ­ლი. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ის სულ სხვა ამ­პლუ­ა­ში გა­გაც­ნოთ და და­ვინ­ტე­რეს­დით, ვინ არის მისი სიმ­პა­თია ან ან­ტი­პა­თია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და რას ფიქ­რობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე?..

- ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და სა­კა­მა­თო თემა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია. თქვენ რას ფიქ­რობთ ამ პრობ­ლე­მა­ზე?

- არას­წო­რი ვიქ­ნე­ბი, და­ნამ­დვი­ლე­ბით რომ ვთქვა: ეს არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­და ან გა­ყალბ­და-მეთ­ქი, რად­გან ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. უფრო მე­ტიც, არ­ჩევ­ნებ­ზე არც კი მივ­სულ­ვარ და არ ვიცი, რო­გორ ჩა­ტარ­და.

- რა­ტომ არ მი­ი­ღეთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- შე­გიძ­ლი­ათ და­წე­როთ, რომ მე ოპო­ზი­ცი­ის ისე­ვე არა მწამს, რო­გორც პო­ზი­ცი­ი­სა. არც ერთ პარ­ტი­ას არ ვემ­ხრო­ბი და არც ერთს პა­ტივს არ ვცემ, რად­გან მათ ჩემი სამ­შობ­ლო არ უყ­ვართ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუ­ნავს - ეს დიდი უბე­დუ­რე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი ერის­თვის. მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­ვუ­ჭერ­დი ვინ­მეს მხარს: თუ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე მე­რაბ კოს­ტა­ვას­ნა­ი­რი ერის­კა­ცი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩემ­თვის უნი­ჭო არ­ტის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დით ვაჭ­რო­ბენ. ამი­ტომ, არა­ვის­თვის ხმა არ მი­მი­ცია და არც მივ­ცემ, რად­გან მათ შო­რის ჩემი ერის მოყ­ვა­რულ, ერ­თგულ ადა­მი­ა­ნებს ვერ ვხე­დავ.

- ნუთუ, ერთი პო­ლი­ტი­კო­სიც არ იმ­სა­ხუ­რებს თქვენს სიმ­პა­თი­ას?

თუ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, მე­რაბ კოს­ტა­ვას ან - ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას მსგავს კაცს და­ვი­ნა­ხავ, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ესე­ნი ბან­დი­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რო­ბენ. ამი­ტომ, არც ოპო­ზი­ცია მა­დარ­დებს და არც - პო­ზი­ცია. მარ­თა­ლია, თითო-ორო­ლა ცუდი და კარ­გი ყველ­გან არის, მაგ­რამ ამ ცრუ­პო­ლი­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ­ჩევ­ნებ­ში ჩემს თავ­საც არ მივ­ცემ­დი ხმას, რად­გან მე კრის­ტა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი არ ვარ და არ მინ­და, ჩემი ხალ­ხი მო­ვა­ტყუო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვის ვემ­ხრო­ბი, მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და ვერ მო­ე­რე­ვი­ან. მარ­ტი­ვი ლო­გი­კაა: რომ მო­გე­რიო, შენ­ზე უკე­თე­სი, შენ­ზე გო­ნი­ე­რი და წე­სი­ე­რი უნდა ვიყო, მაგ­რამ თუ ნა­ძი­რა­ლა ვარ, ხალ­ხი რო­გორ გა­მომ­ყვე­ბა ან რა­ტომ და­მი­ჯე­რებს? ჩემი აზ­რით, ბი­ძი­ნას მარ­ტო ფე­ხებ­ში აქვს იმ­დე­ნი ჭკუა, რამ­დე­ნიც ჩვენს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს - თავ­ში. ერთი კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მია: ისეთ­მა ძრო­ხამ უნდა დამ­წიხ­ლოს, რო­მე­ლიც ჩემ­ზე მეტს იწ­ვე­ლი­სო - აქაც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა. ჩემი აზ­რით, ეს ძა­ლად ოპო­ზი­ცია სულ მალე პარ­ლა­მენ­ტში შე­ცუნ­ცულ­დე­ბა და ამას ყვე­ლა და­ვი­ნა­ხავთ. ახლა კი გა­ი­ძა­ხი­ან - არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბე­სო, მაგ­რამ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა: თქვეს, რომ ხარ­ვე­ზე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ჩა­ტარ­და. იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცას მისი შე­დე­გი არ მო­ე­წო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს? კი ბა­ტო­ნო, ჩა­ტარ­დეს ხელ­მე­ო­რე არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ესე­ნი რომ მო­ვიდ­ნენ, მა­შინ გვეშ­ვე­ლე­ბა? ხალ­ხმა ვინ­მეს რომ და­უ­ჯე­როს, წე­სი­ე­რი ხალ­ხი უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­ის სა­თა­ვე­ში და არა თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვირ­თხე­ბი. ვის და­ვუ­ჯე­რო? - ალე­კო ელი­საშ­ვილს თუ "გირჩს", რომ­ლის წევ­რე­ბიც ახალ­გაზ­რდებს პლა­ნის მო­წე­ვის­კენ მი­უ­თი­თე­ბენ? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
39

გივის,რა თქმა უნდა თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონია. თუმცა, რატომ არ ეგონება? ისეთი მოთხოვნადია ქართულ ტელევიზიებში, რომ აუმაღლდა კაცს თვითშეფასება. თავმდაბალობით დიდად არც არასდროს იტანჯებოდა. 

ლეილა
15

მართალი ბრძანდებით ბატონო გივი,ეშმაკობაში მართლა ვერავინ ჯობია სულ რომ მთელი ოპოზიცია და პოზიცია დაეწყონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძეს ეპატაჟური, თამამი ადამიანის იმიჯი აქვს შექმნილი და მორგებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, ის სულ სხვა ამპლუაში გაგაცნოთ და დავინტერესდით, ვინ არის მისი სიმპათია ან ანტიპათია ქართულ პოლიტიკაში და რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?..

- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მტკივნეული და საკამათო თემა გაყალბებული არჩევნებია. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?

- არასწორი ვიქნები, დანამდვილებით რომ ვთქვა: ეს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა ან გაყალბდა-მეთქი, რადგან ამ პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. უფრო მეტიც, არჩევნებზე არც კი მივსულვარ და არ ვიცი, როგორ ჩატარდა.

- რატომ არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა?

- შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მე ოპოზიციის ისევე არა მწამს, როგორც პოზიციისა. არც ერთ პარტიას არ ვემხრობი და არც ერთს პატივს არ ვცემ, რადგან მათ ჩემი სამშობლო არ უყვართ. დღეს საქართველოში ყველა თავის კეთილდღეობასა და პირად ინტერესებზე ზრუნავს - ეს დიდი უბედურებაა ნებისმიერი ერისთვის. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავუჭერდი ვინმეს მხარს: თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მერაბ კოსტავასნაირი ერისკაცი გამოჩნდებოდა. დღევანდელი პოლიტიკოსები ჩემთვის უნიჭო არტისტები არიან, რომლებიც საქართველოს ბედით ვაჭრობენ. ამიტომ, არავისთვის ხმა არ მიმიცია და არც მივცემ, რადგან მათ შორის ჩემი ერის მოყვარულ, ერთგულ ადამიანებს ვერ ვხედავ.

- ნუთუ, ერთი პოლიტიკოსიც არ იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

თუ ქართულ პოლიტიკაში ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას ან - ამბროსი ხელაიას მსგავს კაცს დავინახავ, კი ბატონო, მაგრამ ესენი ბანდიტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ, არც ოპოზიცია მადარდებს და არც - პოზიცია. მართალია, თითო-ოროლა ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ამ ცრუპოლიტიკოსების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით, ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო - აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან - არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? - ალეკო ელისაშვილს თუ "გირჩს", რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ? გააგრძელეთ კითხვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი

"დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო"