პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"
ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

„ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი შე­საძ­ლოა გა­ფარ­თოვ­დეს. კერ­ძოდ, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე კა­ნონრპრო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვი­სას აღ­ნიშ­ნა, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გარ­კვე­ულ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე სას­ჯე­ლის არა სრუ­ლად, არა­მედ ნა­წი­ლობ­რივ შემ­სუ­ბუ­ქე­ბას მო­ი­ცავს.

სარ­ჯვე­ლა­ძის თქმით, სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში მისი გა­ნა­ხევ­რე­ბა და მე­ო­თხე­დით შემ­ცი­რე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა.

„შე­მო­ვი­და კა­ნონპ­რო­ექ­ტში გარ­კე­უ­ლი ახა­ლი ნა­წი­ლე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლია ცალ­კე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომლთა და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­ჩე­უ­ლია პო­ზი­ცია, რომ მოხ­დე­ბა არა სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ - ნა­წი­ლობ­რივ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ორი ფორ­მაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ეს არის გა­ნა­ხევ­რე­ბა და მე­ო­თხე­დით სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა. თუმ­ცა ეს არ ხელ­ყოფს იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც იქნა მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნის დროს კა­ნონპ­რექ­ტი, ეს ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მე­ბი კვლა­ვაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. ვგუ­ლის­ხმობ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებს, ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებს, ოჯა­ხურ და­ნა­შა­უ­ლებს, სა­დაც კვლავ პრინ­ცი­პუ­ლია მიდ­გო­მა. იქ, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვნა­ხეთ, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა. იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რია და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რია, მისი გავ­რცე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ამ­ტკი­ცებს. ამის შე­სა­ხებ თა­ლაკ­ვა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, ერთი მხრივ, იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მე­ო­რე მხრივ, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი.

„ჩვენ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მელ­ზეც ძი­რი­თა­დად ორი კო­მი­ტე­ტი მუ­შა­ობს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბი. მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს კო­ლე­გებს. ჩვენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ვი­ღებთ და და­ვამ­ტკი­ცებთ ამ კა­ნონპ­რო­ექტს; მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ იდე­ა­ლურ წერ­ტილ­ში, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და მე­ო­რე მხრივ, ჰუ­მა­ნუ­რო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი იქ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რად და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონრ­პო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ამ­ნის­ტი­ის აქტი ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა. ამას­თან, ზო­გი­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ში­ნა­არ­სი­სა და სიმ­ძი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ის ნა­სა­მარ­თლო­ბის არმ­ქო­ნეა, თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­ნახ­მაა ამ­ნის­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ან თუ ბრალ­დე­ბულ­მა/მსჯავ­რდე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი აა­ნა­ზღა­უ­რა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
8

გამოუშვით ყველა გაგებით მოვეკიდებით გაზრდილ კრიმინალს რა პრობლემააა...!!! 

გოგს
3

თუ მაინც უშვებთ ყოველ წელს ?) რაღას აკავებთ ხოლმე და აწვალებთ ამ ხალხს ან ამდენ სახელმწიფო რესურს რატომ ხარჯავთ...??? გაუგებარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს. კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი გარკვეულ დანაშაულებებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქებას მოიცავს.

სარჯველაძის თქმით, სასჯელის შემსუბუქებაში მისი განახევრება და მეოთხედით შემცირება იგულისხმება.

„შემოვიდა კანონპროექტში გარკეული ახალი ნაწილები სისხლის სამართლის კოდექსის, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცალკეული დანაშაულები, რომლთა დაკავშირებითაც არჩეულია პოზიცია, რომ მოხდება არა სრულად პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება, არამედ - ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში, ორი ფორმაა გამოყენებული, ეს არის განახევრება და მეოთხედით სასჯელის შემცირება. თუმცა ეს არ ხელყოფს იმ პრინციპებს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენის დროს კანონპრექტი, ეს ძირითადი მიდგომები კვლავაც შენარჩუნებულია. ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს, ძალადობრივ დანაშაულებს, ოჯახურ დანაშაულებს, სადაც კვლავ პრინციპულია მიდგომა. იქ, სადაც შესაძლებლობა ვნახეთ, რომ გარკვეული გაფართოება მოგვეხდინა, ასეთ შემთხვევაში ეს გამოყენებული იქნა. იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მისი გავრცელების ინტენსივობა, ამის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ამის შესახებ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს - ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ კანონრპოექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

ახალი წლის ღამეს, ბინაში შევარდნილი ბრმა ტყვიით სიკვდილს ადამიანი შემთხვევით გადაურჩა - რას აცხადებენ შსს-ში?

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე