მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რის - საბა გოგშე­ლი­ძის, ირაკ­ლი წა­ქა­ძი­სა და საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით შუ­ამ­დგომ­ლო­ბას შე­ი­ტა­ნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, და­ვით ჭი­კა­ი­ძე გან­მარ­ტავს, შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შე­ტა­ნის მო­ტი­ვი საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გახ­და - კერ­ძოდ ის ფაქ­ტი, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი პი­რის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე თან­ხმო­ბას აცხა­დებს.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე ამ­ნის­ტი­ის აქტი ისე­დაც იმოქ­მე­დებს, შე­სა­ბა­მი­სად, მათი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს.

„დღეს სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შე­ტა­ნას ვა­პი­რებთ. საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბაა ის, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის თან­ხმო­ბა გვაქვს და გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ი­ა­რა კა­ნონპ­რო­ექ­ტი ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუხ­ლებ­ზე რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და და­ნარ­ჩე­ნი ორი პირი, ვრცელ­დე­ბა ამ­ნის­ტი­ის აქტი. ამი­ტომ, მათი ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც ამ­ნის­ტი­ის აქტი ისე­დაც მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვეტს სა­კითხს“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ჭი­კა­ი­ძემ.

გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძის, ად­ვო­კატ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შა­ქა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პი­რის­თვის - საბა გოგშე­ლი­ძის, ირაკ­ლი წა­ქა­ძი­სა და საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, ან მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა­ზე თა­ნახ­მაა.

რო­გორც ნი­კო­ლა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, ოჯახს პრობ­ლე­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 17 პი­რი­დან მხო­ლოდ ამ სამი პი­რის მი­მართ არ ჰქო­ნია.

„ჩვენ თა­ვის დრო­ზეც ვე­სა­უბ­რეთ მხა­რე­ებს და და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ არ ვიქ­ნე­ბო­დით წი­ნა­აღ­მდე­გი მათ­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მათ­თვის ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბი ამ­ნის­ტი­ის კა­ნონ­ში მო­ექ­ცე­ვა და ამით ფონი უფრო გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლია, ამი­ტომ არ გვაქვს პრობ­ლე­მა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ოჯახს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ამ სამ პირ­ზე არ ჰქო­ნია“, - აღ­ნიშ­ნა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 8 ბრალ­დე­ბუ­ლის - მათ შო­რის საბა გოგშე­ლი­ძის, ირაკ­ლი წა­ქა­ძი­სა და საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა 21 დე­კემ­ბერს გა­და­ი­ხე­და. სა­სა­მარ­თლომ მათ მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა კვლავ ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობას შეიტანენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე განმარტავს, შუამდგომლობის შეტანის მოტივი საქმეში არსებული ახალი გარემოებები გახდა - კერძოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული სამი პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობას აცხადებს.

მისივე თქმით, ბრალდებულებზე ამნისტიის აქტი ისედაც იმოქმედებს, შესაბამისად, მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.

„დღეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობის შეტანას ვაპირებთ. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი გარემოების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ახალი გარემოებაა ის, რომ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა გვაქვს და გარდა ამისა, პარლამენტმა მეორე მოსმენით გაიარა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც მუხლებზე რომლითაც ბრალდებულები არიან საბა ჩხარტიშვილი და დანარჩენი ორი პირი, ვრცელდება ამნისტიის აქტი. ამიტომ, მათი ამჟამად პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც ამნისტიის აქტი ისედაც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს საკითხს“, - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

გარდაცვლილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილების ოჯახი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სამი პირისთვის - საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ან მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე თანახმაა.

როგორც ნიკოლაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ოჯახს პრობლემა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან მხოლოდ ამ სამი პირის მიმართ არ ჰქონია.

„ჩვენ თავის დროზეც ვესაუბრეთ მხარეებს და დავაფიქსირეთ, რომ არ ვიქნებოდით წინააღმდეგი მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მითუმეტეს, რამდენადაც ვიცი, მათთვის ბრალად წარდგენილი მუხლები ამნისტიის კანონში მოექცევა და ამით ფონი უფრო გაადვილებულია, ამიტომ არ გვაქვს პრობლემა. საერთო ჯამში, ოჯახს პრობლემა მხოლოდ ამ სამ პირზე არ ჰქონია“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ბრალდებულის - მათ შორის საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიება 21 დეკემბერს გადაიხედა. სასამართლომ მათ მიმართ შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

დააკავეს პირი, რომელმაც აბაშაში მაკრატლით ერთი პირი დაჭრა

"სახლში დალეწეს ყველაფერი, შემდეგ ჩხუბი მეჩეთთან გაგრძელდა" - ადგილობრივები ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ყვებიან