მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს
დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, წარ­სუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წევ­რი, ყო­ველ­თვის ვმოქ­მე­დებ­დი ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სი­სა და ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე, მხარს ვუ­ჭერ­დი ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. კერ­ძოდ, 2004 წელს, ქვეყ­ნის გა­ნახ­ლე­ბა­სა და აღმშე­ნებ­ლო­ბას; 2012-ში, კაც­თმო­ძუ­ლე ტი­რა­ნი­ის გა­დაგ­დე­ბას; ხოლო შემ­დგომ, პატ­რი­ო­ტიზმსა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას.

ჩემი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო, ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი თით­ქმის ყვე­ლა კა­ტაკ­ლიზ­მის მსხვერ­პლი გავ­ხდი, ისე, რო­გორც ეს იყო აფხა­ზე­თის მოვ­ლე­ნებ­ში ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას; „ბა­სი­ლის­ტე­ბის“ შავი ინ­კვი­ზი­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, რომ­ლებ­მაც წიგ­ნე­ბის დაწ­ვი­თა და დარ­ბე­ვით (მათ შო­რის, ჩემი კომ­პა­ნი­ის) და­ტო­ვეს კვა­ლი; ასე­ვე, 2012 წელს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სიგ­ნა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­წყვე­ტად, იმ­დრო­ინ­დე­ლი რე­ჟი­მის მიერ, ისევ ჩემი კომ­პა­ნი­ის სრუ­ლი დარ­ბე­ვით დას­რულ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე­სა­მედ მო­მი­წია კომ­პა­ნი­ის აშე­ნე­ბა და კვლა­ვაც იგი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო ოპე­რა­ტო­რი.

პო­ლი­ტი­კა არა­სო­დეს მი­მაჩ­ნდა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბად, ვიდ­რე ჩემი სა­მეც­ნი­ე­რო, აკა­დე­მი­უ­რი, მე­დია და ტექ­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა­ნი, რო­მელ­თაც და­ვუთ­მე ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე და­სავ­ლე­თის მო­წი­ნა­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრებ­სა და კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ებ­ში, ვარ რა, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რე­ზი­დენ­ტი.

ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ლე­გი­ტი­მუ­რად დად­გე­ბა ჩემი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კი­თხი, მა­შინ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, ჩემი პი­რა­დი და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტში და, ჩემი ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, დავ­კავ­დე პო­ლი­ტი­კით, რად­გან ღრმად მწამს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ოპო­ნი­რე­ბის გა­რე­შე ქვეყ­ნის მარ­თვის პრო­ცე­სის მი­ტო­ვე­ბა და პარ­ლა­მენ­ტი­დან კვლა­ვაც ვიბ­რძო­ლებ მე­დი­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ქვეყ­ნის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

R

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
16

აი ადამიანი და ნამდვილი კაცი, რაც ამან იბრძოლა, 

ჰო
2

მიიდი გეენათალე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს

ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას; 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას; ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას.

ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას; „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი; ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი.

პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი.

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.

R

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ