სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?
"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით აგ­რძე­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბას. რე­გი­ო­ნებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი­თა და ფუ­ლა­დი თან­ხე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს.

ასე მოხ­და სე­ნაკ­შიც, სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა 15 წლის გი­ორ­გის დიდი ხსნის ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლეს. მათ მო­ზარ­დის ოჯახს ნაძ­ვის ხე, პრო­დუქ­ტი და ტკბი­ლე­უ­ლი მი­უ­ტა­ნეს.

ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ეთო კუ­ჭა­ვა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ოჯახ­ში მის­ვლის ფაქტს შე­ეს­წრო.

"15 წლის გი­ორ­გის ჩემი მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი იც­ნობთ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­ზობ­ლის ბავ­შვე­ბის­თვის უთ­ქვამს, რაც თავი მახ­სოვს, ჩვენ სახ­ლში ნაძ­ვის ხეც არ დაგ­ვიდ­გამს და თოვ­ლის ბა­ბუ­ის ხო სა­ერ­თოდ როცა უნდა და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, მა­ში­ნაც არ მჯე­რო­დაო.

წელს სულ სხვა­ნა­ი­რი ახა­ლი წელი მო­დის. პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე მყოფ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შეხ­ვედ­რია გი­ორ­გი და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მათ­თვი­საც ასე უთ­ქვამს, მე ახა­ლი წლის არ მჯე­რაო.

არ შე­მიძ­ლია არ დავ­წე­რო, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გუ­შინ და დღეს უკვე მე­სა­მედ ეს­ტუმრნენ ჩვენ გი­ორ­გის, პირ­ველ მოს­ვლა­ზე ნაძ­ვის ხე სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ურ­თეს, ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ - მე­ო­რე მოს­ვლა­ზე პრო­დუქ­ტი და ტკბი­ლე­უ­ლი, ახლა კიდე ამო­ვიდ­ნენ - ტან­საც­მე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი, თა­ვი­სით რაც გა­და­ხე­დეს და მიხ­ვდნენ, ოჯახს ჭირ­დე­ბო­და.

არ შე­მიძ­ლია არ გა­გი­ზი­ა­როთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მად­ლო­ბა, ყვე­ლას ვი­საც ამ მძი­მე წლის ბო­ლოს ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბა გვსი­ა­მოვ­ნებს და გვი­ხა­რია. ბედ­ნი­ე­რი დამ­დე­გი ახა­ლი წელი!" - წერს ეთო კუ­ჭა­ვა.

პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის 15 წლის გი­ორ­გიც. ის პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ პო­ლი­ცი­ე­ლებს შევ­ხვდი. ჩემ­თან სახ­ლშიც ამო­ვიდ­ნენ, ვი­ლა­პა­რა­კეთ. სწვა­ლის საქ­მე, აქეთ იქეთ, მკი­თხეს, რა პრო­ფე­სია მინ­და. მოკ­ლეთ გა­და­წყდა, 2021 წლი­დან სე­ნა­კის პროფ­ში ვირ­ჩევ პრო­ფე­სი­ას და, რას ამას მალე მო­ვი­ფიქ­რებ. ნუ მო­ფიქ­რე­ბუ­ლიც მაქვს, მაგ­რამ მერე გე­ტყვით" - წერს გი­ორ­გი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
15

დახმარება მადლია, მაგრამ როცა ყველა დასახმარებელია ტრაგედიაა

AXALGAZRDA IMERELI
1

ესთი პიარები უნდა აკეთოთ და დაინახავს ხალხი და პატივს გცემთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?

"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?

პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას. რეგიონებში სამართალდამცველები საკვები პროდუქტებით, საახალწლო საჩუქრებითა და ფულადი თანხებით ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს.

ასე მოხდა სენაკშიც, სადაც პოლიციელებმა 15 წლის გიორგის დიდი ხსნის ოცნება აუსრულეს. მათ მოზარდის ოჯახს ნაძვის ხე, პროდუქტი და ტკბილეული მიუტანეს.

ფაქტის შესახებ წერს ადგილობრივი ეთო კუჭავა, რომელიც პოლიციელების ოჯახში მისვლის ფაქტს შეესწრო.

"15 წლის გიორგის ჩემი მეგობრების უმეტესობა კი იცნობთ. რამდენიმე დღის წინ მეზობლის ბავშვებისთვის უთქვამს, რაც თავი მახსოვს, ჩვენ სახლში ნაძვის ხეც არ დაგვიდგამს და თოვლის ბაბუის ხო საერთოდ როცა უნდა დამეჯერებინა, მაშინაც არ მჯეროდაო.

წელს სულ სხვანაირი ახალი წელი მოდის. პატრულირებაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შეხვედრია გიორგი და გამოლაპარაკებისას მათთვისაც ასე უთქვამს, მე ახალი წლის არ მჯერაო.

არ შემიძლია არ დავწერო, პოლიციის თანამშრომლები გუშინ და დღეს უკვე მესამედ ესტუმრნენ ჩვენ გიორგის, პირველ მოსვლაზე ნაძვის ხე საკუთარი ხელით მოურთეს, ოჯახში მდგომარეობის გაგების შემდეგ - მეორე მოსვლაზე პროდუქტი და ტკბილეული, ახლა კიდე ამოვიდნენ - ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, თავისით რაც გადახედეს და მიხვდნენ, ოჯახს ჭირდებოდა.

არ შემიძლია არ გაგიზიაროთ, ეს ყველაფერი მადლობა, ყველას ვისაც ამ მძიმე წლის ბოლოს ერთმანეთის გახარება გვსიამოვნებს და გვიხარია. ბედნიერი დამდეგი ახალი წელი!" - წერს ეთო კუჭავა.

პოლიციელებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის 15 წლის გიორგიც. ის პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს შევხვდი. ჩემთან სახლშიც ამოვიდნენ, ვილაპარაკეთ. სწვალის საქმე, აქეთ იქეთ, მკითხეს, რა პროფესია მინდა. მოკლეთ გადაწყდა, 2021 წლიდან სენაკის პროფში ვირჩევ პროფესიას და, რას ამას მალე მოვიფიქრებ. ნუ მოფიქრებულიც მაქვს, მაგრამ მერე გეტყვით" - წერს გიორგი.

"უცხოობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ მინახავს... ოვიმ იცნო მამა" - რას წერს კოშკელიშვილი ექიმი მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე