სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები
11:10 / 31-12-2020
2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები
11:10 / 31-12-2020

2020 წელი გარ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ი­სა, ბევ­რი სხვა დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. ეს იყო წელი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ნატ­რობ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, გა­უ­ა­რეს­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ბევ­რს ვირუს­მა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი წა­არ­თვა. მოგ­ვი­წია ახალ და ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, მე­გობ­რე­ბის­გან, ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ყოფ­ნა და უბ­რა­ლოდ, სახ­ლში დარ­ჩე­ნა.

გა­დავ­ხე­დოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გარ­და 2020 წელს მსოფ­ლი­ო­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს, ამ­ბებს, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა.

  • ყა­სიმ სუ­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბა და ამე­რი­კა-ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა

3 იან­ვარს ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბაღ­დად­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი, ყა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი მოკ­ლეს. თავ­დას­ხმა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. სუ­ლე­ი­მა­ნი ირან­ში გმი­რად მი­იჩ­ნე­ო­და. ამ ამ­ბავს მოჰ­ყვა ამე­რი­კა­სა და ირანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის კი­დევ უფრო და­ძაბ­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფარ­თო სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ლო­დინ­ში იყო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა,

  • ავ­სტრა­ლი­ის ხან­ძა­რი

2020 წლის იან­ვარ­ში ავ­სტრა­ლი­ა­ში ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებ­და, რო­მელ­მაც ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, გა­ნად­გურ­და ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბი. ხან­ძარს მი­ლი­არ­დზე მეტი ცხო­ვე­ლი ემსხვერ­პლა და ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­ის ად­გი­ლი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ზე ასა­ხავ­და ამ­ბის დრა­მა­ტუ­ლო­ბას.

  • ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სკან­და­ლი

2020 წლის და­სა­წყის­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, პრინ­მა ჰა­რიმ და მის­მა მე­უღ­ლემ მე­გან მარ­კლმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბრი­ტა­ნე­თის და­ტო­ვე­ბას და სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ნა­და­ში გა­დას­ვლას გეგ­მავ­დნენ. ეს გა­სუ­ლი წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ დრომ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. მე­გან­მა და ჰა­რიმ უარი თქვეს სა­მე­ფო პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე და ასე­ვე სა­მე­ფო ოჯა­ხი ფი­ნან­სებ­ზე. წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ჯერ კა­ნა­და­ში, ხოლო შემ­დეგ, აშშ-ში, ლოს ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და.

  • კობი ბრა­ი­ან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა

27 იან­ვარს ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, კობი ბრა­ი­ან­ტი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა კო­ბის 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჯი­ა­ნაც. ბრა­ი­ან­ტი კერ­ძო ვერ­ტმფრე­ნით მგზავ­რობ­და, რა დრო­საც მას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ბორტზე 9 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და მათ­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. კობი ბრა­ინ­ტი 41 წლის იყო.

  • ჭო­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის, კიმ ჩენ ინის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ

2020 წლის აპ­რილ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი, კიმ ჩენ ინი გარ­და­იც­ვა­ლა. ისე­თი გა­მო­ცე­მე­ბი კი, რო­გო­რე­ბი­ცაა CNN, The Guardian, New York Post, Reuters და სხვე­ბი წერ­დნენ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერს გუ­ლის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კიმი თავს კარ­გად გრძნობ­და და სულ ტყუ­ი­ლად "ანერ­ვი­უ­ლა“ მსოფ­ლიო.

  • ჯორჯ ფლო­ი­დის მკვლე­ლო­ბა

25 მა­ისს, აშშ-ში, მი­ნე­ა­პო­ლის­ში 46 წლის ჯორჯ ფლო­ი­დი მოკ­ლეს, ხოლო კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ აწ­ვე­ბო­და მას კი­სერ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლი მუხ­ლით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ფლო­ი­დი პო­ლი­ცი­ელს ეხ­ვე­წე­ბო­და, რომ გა­ეშ­ვა, რად­გა­ნაც ვერ სუნ­თქვა­და, თუმ­ცა მისი თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ფლო­იდ­მა მმოძ­რა­ო­ბა შე­წყვი­ტა, ის სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულს აშშ-ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფ­რი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და და სა­ფუძ­ვე­ლი და­ე­დო მოძ­რა­ო­ბას #Blacklivesmatter, რო­მელ­შიც მალე მთე­ლი მსოფ­ლიო ჩა­ერ­თო. შემ­დეგ ყვე­ლამ ვნა­ხეთ და­შო­ქი­ლი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მხარს უჭერ­დნენ. პრო­ტეს­ტის ტალ­ღა მო­ე­დო ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა შტატს. შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის.

  • ბე­ი­რუ­თის აფეთ­ქე­ბა

4 აგ­ვის­ტოს ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 78 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 4 000-ზე მეტი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, აფეთ­ქე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­წყობს და­უ­კავ­შირ­და. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ მი­შელ აუ­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, 2 750 ტონა ამო­ნი­უ­მის ნიტ­რა­ტი სა­წყობ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის გა­რე­შე ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და.

  • კოს­მო­სურ თა­ნამ­გზავრზე კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბუ­ლი ხო­მალ­დის გაშ­ვე­ბა

ილონ მას­კის კომ­პა­ნია SpaceX-ის მიერ აგე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, Crew Dragon ღია სივ­რცე­ში წარ­მა­ტე­ბით გაფ­რინდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურს და­უ­კავ­შირ­და. ეს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რად­გა­ნაც პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ კოს­მოს­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ აგე­ბუ­ლი ხო­მალ­დით წა­ვიდ­ნენ, გარ­და ამი­სა, 2011 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად წა­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი კოს­მოს­ში აშშ-ის მი­წი­დან. 2-თვი­ა­ნი მი­სი­ის შემ­დეგ, ას­ტრო­ნავ­ტე­ბი დე­და­მი­წა­ზე წარ­მა­ტე­ბით დაბ­რუნ­დნენ.

  • მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომი

შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის­თვის და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი 1 თვი­სა და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მხა­რე­ებ­მა სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხმე­ბას 10 ნო­ემ­ბერს მი­აღ­წი­ეს. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის როლი რუ­სეთ­მა შე­ას­რუ­ლა. მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მთი­ა­ნი ყა­რა­ნა­ღის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­მა და­ი­კა­ვა.

  • აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი

2020 წლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო, რო­მე­ლიც 3 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა და ამე­რი­კე­ლებ­მა პრე­ზი­დენ­ტად "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი აირ­ჩი­ეს. მისი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა აშშ-ის სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ, არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა, თუმ­ცა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი მარ­ცხს დღემ­დე არ აღი­ა­რებს და ამ დრომ­დე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი აქვს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. თუმ­ცა მისი მცდე­ლო­ბე­ბი სა­სა­მარ­თლოს გზით და­ამ­ტკი­ცოს ყო­ვე­ლი­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოა.

არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცია 2021 წლის 20 იან­ვრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი.

  • 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, დი­ე­გო მა­რა­დო­ნა

25 ნო­ემ­ბერს ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რა­დო­ნა 60 წლის იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე მას თავ­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს კი, პი­რა­დი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, სახ­ლში გა­დი­ო­და. სა­ბო­ლო­ოდ მისი გა­მო­ჯანმთე­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა

და ბო­ლოს, ალ­ბათ წლის ყვე­ლა­ზე კარ­გი და იმე­დის მომ­ცე­მი ამ­ბა­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნაა. უკვე არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ე­რაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და ჩაშ­ვე­ბუ­ლია ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­შიც. მათ შო­რის "ფა­ი­ზე­რის", ასე­ვე "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 95%-ია­ნია. მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია აშშ-ში, ის­რა­ელ­ში და ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. "გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე" - ასე შე­ა­ფა­სა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნა. მარ­თლაი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 2021 წე­ლიც არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ მის­გან თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უკვე შექ­მნი­ლია, იმედს იძ­ლე­ვა, რომ მალე მსოფ­ლიო კვლავ ძვე­ლე­ბურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა.

  • Ambebi.ge გი­ლო­ცავთ დამ­დეგ ახალ წელს და ვი­სურ­ვებთ, რომ მო­მა­ვალ წელს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ინ­ტე­რე­სო და პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბის გა­ზი­ა­რე­ბა გვი­წევ­დეს.
ავტორი:

2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები

2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები

2020 წელი გარდა კორონავირუსის პანდემიისა, ბევრი სხვა დრამატული მოვლენით იყო დატვირთული. ეს იყო წელი, რომლის დასრულებასაც მთელი მსოფლიო ნატრობდა. საზოგადოების ნაწილმა დაკარგა სამსახური, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, ბევრს ვირუსმა ახლობელი ადამიანი წაართვა. მოგვიწია ახალ და ძალიან უჩვეულო რეალობაში ცხოვრება, მეგობრებისგან, ახლობლებისგან შორს ყოფნა და უბრალოდ, სახლში დარჩენა.

გადავხედოთ კორონავირუსის პანდემიის გარდა 2020 წელს მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს, ამბებს, რომლებსაც საზოგადოებაში ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა.

  • ყასიმ სულეიმანის მკვლელობა და ამერიკა-ირანის დაპირისპირება

3 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანელი გენერალი, ყასემ სულეიმანი მოკლეს. თავდასხმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სულეიმანი ირანში გმირად მიიჩნეოდა. ამ ამბავს მოჰყვა ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა და საზოგადოება ფართო სამხედრო დაპირისპირების მოლოდინში იყო, თუმცა საბოლოოდ, მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა,

  • ავსტრალიის ხანძარი

2020 წლის იანვარში ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებდა, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განადგურდა ფლორისა და ფაუნის უნიკალური ჯიშები. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა და ფოტოები, რომლებიც სტიქიის ადგილიდან მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა, ყველაზე ასახავდა ამბის დრამატულობას.

  • ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალი

2020 წლის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა, პრინმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის დატოვებას და საცხოვრებლად კანადაში გადასვლას გეგმავდნენ. ეს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავია, რომლის შესახებაც ამ დრომდე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ. მეგანმა და ჰარიმ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებზე და ასევე სამეფო ოჯახი ფინანსებზე. წყვილი საცხოვრებლად ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ, აშშ-ში, ლოს ანჯელესში გადავიდა.

  • კობი ბრაიანტის გარდაცვალება

27 იანვარს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა კობის 13 წლის ქალიშვილი ჯიანაც. ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა. კობი ბრაინტი 41 წლის იყო.

  • ჭორები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ

2020 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა. ისეთი გამოცემები კი, როგორებიცაა CNN, The Guardian, New York Post, Reuters და სხვები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გულის ოპერაცია ჩაუტარდა და რომ მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი თავს კარგად გრძნობდა და სულ ტყუილად "ანერვიულა“ მსოფლიო.

  • ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

25 მაისს, აშშ-ში, მინეაპოლისში 46 წლის ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, ხოლო კადრები, სადაც ჩანდა, როგორ აწვებოდა მას კისერზე პოლიციელი მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფლოიდი პოლიციელს ეხვეწებოდა, რომ გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქვადა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ფლოიდმა მმოძრაობა შეწყვიტა, ის საავამყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. აღნიშნულს აშშ-ში საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და საფუძველი დაედო მოძრაობას #Blacklivesmatter, რომელშიც მალე მთელი მსოფლიო ჩაერთო. შემდეგ ყველამ ვნახეთ დაშოქილი ამერიკელი პოლიციელების ფოტოები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მხარს უჭერდნენ. პროტესტის ტალღა მოედო ამერიკის თითქმის ყველა შტატს. შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

  • ბეირუთის აფეთქება

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი. ოფიციალურად, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერების საწყობს დაუკავშირდა. ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ აუანის განცხადებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

  • კოსმოსურ თანამგზავრზე კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდის გაშვება

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon ღია სივრცეში წარმატებით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდა. ეს ისტორიული მოვლენა იყო, რადგანაც პირველად მოხდა, რომ კოსმოსში ადამიანები კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდით წავიდნენ, გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ, პირველად წავიდნენ ადამიანები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან. 2-თვიანი მისიის შემდეგ, ასტრონავტები დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდნენ.

  • მთიანი ყარაბაღის ომი

შემოდგომაზე ვითარება დაიძაბა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღისთვის და ფართომასშტაბიანი შეარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. საომარი მოქმედებები 1 თვისა და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას 10 ნოემბერს მიაღწიეს. ფასილიტატორის როლი რუსეთმა შეასრულა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მთიანი ყარანაღის ტერიტორიები აზერბაიჯანმა დაიკავა.

  • აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

2020 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა და ამერიკელებმა პრეზიდენტად "დემოკრატების" კანდიდატი, ჯო ბაიდენი აირჩიეს. მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ, არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, თუმცა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მარცხს დღემდე არ აღიარებს და ამ დრომდე სამართლებრივი დავები აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა მისი მცდელობები სასამართლოს გზით დაამტკიცოს ყოველივე, ჯერჯერობით უშედეგოა.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვრისთვისაა დანიშნული.

  • 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა. მარადონა 60 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას თავზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რეაბილიტაციის პერიოდს კი, პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში გადიოდა. საბოლოოდ მისი გამოჯანმთელება ვერ მოხერხდა.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა

და ბოლოს, ალბათ წლის ყველაზე კარგი და იმედის მომცემი ამბავი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაა. უკვე არსებობს რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც შესაბამისი ორგანოების მიერაა დამტკიცებული და ჩაშვებულია ფართო მოხმარებაშიც. მათ შორის "ფაიზერის", ასევე "ასტრაზენეკას" მიერ შექმნილი ვაქცინები. როგორც სპეციალისტები აცხადებენ ვაქცინების ეფექტიანობა 95%-იანია. მასობრივი ვაქცინაცია დაწყებულია აშშ-ში, ისრაელში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. "გვირაბის ბოლოს სინათლე" - ასე შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეფექტიანი ვაქცინების შექმნა. მართლაი სპეციალისტები ამბობენ, რომ 2021 წელიც არ იქნება მარტივი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ის ფაქტი, რომ მისგან თავდაცვის საშუალებები უკვე შექმნილია, იმედს იძლევა, რომ მალე მსოფლიო კვლავ ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

  • Ambebi.ge გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ვისურვებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი მკითხველისთვის ბევრი სასიამოვნო, საინტერესო და პოზიტიური ამბის გაზიარება გვიწევდეს.

აფეთქება იემენის აეროპორტში - მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები

"უხანში, სავარაუდოდ, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული" - კვლევა

ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს - მას შემოწირულობის სახით მიღებული თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ