მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ოპერაცია გავიკეთე... ნარკოზიდან მამა გაბრიელის თვალებმა გამომაღვიძა..." - თვითნასწავლი ხელოვანის საოცარი ნამუშევრები
"მძიმე ოპერაცია გავიკეთე... ნარკოზიდან მამა გაბრიელის თვალებმა გამომაღვიძა..." - თვითნასწავლი ხელოვანის საოცარი ნამუშევრები

ედი­შერ მა­ჩა­ლა­ძე ხეზე ჭრი­სა და კვე­თის ოს­ტა­ტია. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ბევ­რგან არის გა­ფან­ტუ­ლი. ის ხის­გან ქმნის რო­გორც ხა­ტებს, ხა­ტის პე­რან­გებს და სა­რი­ტუ­ა­ლო ნივ­თებს, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ო­ცარ საგ­ნებს, რაც მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მა­შინ­ვე იპყრობს. ცოტა ხნის წინ, მისი ნა­ხე­ლა­ვი - მაკ­ნა­ტუ­ნე­ბი მეც ვნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და სწო­რედ ეს გახ­და შემ­დგომ მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის მი­ზე­ზიც...

"ვმუ­შა­ობ კო­ლე­ჯში "სპექტრი“, ჩვე­ნი დი­რექ­ტო­რის იდეა იყო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მაკ­ნა­ტუ­ნე­ბი - თი­თო­ე­უ­ლის სი­მაღ­ლე მეტრ-ნა­ხე­ვა­რია. რა­ტომ­ღაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია, არა­და, ამ­ჯე­რად სა­ა­ხალ­წლოდ და სა­სინ­ჯად გა­ვა­კე­თეთ. მა­სა­ლად ფიჭ­ვი გა­მო­ვი­ყე­ნე. ახლა ვფიქ­რობ, რომ ცა­ცხვის­გან ჯობს მათი დამ­ზა­დე­ბა, უფრო მსუ­ბუ­ქი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მა­სა­ლაა“, - გვე­უბ­ნე­ბა ედი­შერ მა­ჩა­ლა­ძე, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ თვით­ნას­წავ­ლი ხე­ლო­ვა­ნია.

ბავ­შვო­ბი­დან კი ხა­ტავ­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა და­ობ­ლდა, მშობ­ლე­ბი არ ახ­სოვს და უმე­ტე­სად ბე­ბია, ბიძა და ბი­ცო­ლა ზრდიდ­ნენ, მათ იმე­რე­თი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში მისი მარ­ტო გა­მოშ­ვე­ბა ვერ გა­რის­კეს, რად­გა­ნად, ედი­შერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი.

"ასე რომ, ვერ მო­ხერ­ხდა სწავ­ლა თუნ­დაც თო­ი­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მერე არ ვიცი, რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი ავე­ჯის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე. ქუ­თა­ი­სის ავე­ჯის კომ­ბი­ნა­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სა­ამ­ქრო­ში ძა­ლი­ან ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, სა­დაც მხატ­ვრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით ავეჯს ამ­ზა­დებ­დნენ... მერე ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ 2000 წელს ჩემი ხე­ლით რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მო­მინ­და და ერთი ცალი საჭ­რეთ­ლით, სხვა არა­ფე­რი მქონ­და, წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი გა­ვა­კე­თე. შემ­დეგ ხა­რის თავს შე­ვე­ჭი­დე, რო­მე­ლიც ახ­ლაც ბუ­ხარ­ზე მაქვს დად­გმუ­ლი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­მუ­შევ­რე­ბი ჩემ­მა მო­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ნაც­ვლიშ­ვილ­მა ნახა და სწო­რედ მან მი­ბიძ­გა, რომ ეს საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ამან პრაქ­ტი­კუ­ლად გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ის, რომ ბიზ­ნე­სი­დან მთლი­ა­ნად წა­მო­ვე­დი. "აფ­რი­კა­ში" ვი­ყი­დე ნაკ­ვე­თი და იქ ჩავ­სახ­ლდი. და­ვი­წყე ჩემს ეზო-კარ­ში ფუს­ფუ­სი, მუ­შა­ო­ბა“, - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ედი­შე­რი, რო­მელ­მაც ჯვარ­ცმა არა­ერ­თი ეკ­ლე­სი­ის­თვის შექ­მნა. პირ­ვე­ლი ჯვარ­ცმა, კუ­კი­ა­ზე, მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ტა­ძა­რის­თვის იყო. იქ თან პირ­ვე­ლი სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­ლდათ და ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ამ­ზა­და. შემ­დეგ იყო ანა­ლო­გი­ე­ბი და ასე და­ი­წყო და და­ი­წყო...

გარ­და ხა­ტე­ბი­სა და ჯვარ­ცმი­სა, აკე­თებს პა­ნო­ებს, სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თებს, მა­გა­ლი­თად, სა­ო­ცარ ნარდს, რო­მელ­ზეც "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბია ამოკ­ვე­თი­ლი.

"კი, მა­გი­და-ნარ­დე­ბი შევ­ქმე­ნი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­დაც ნარ­დიც არის და ჭად­რა­კიც, თუმ­ცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლის ნარ­დე­ბიც მაქვს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ბევ­რს "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით მოს­წონს.

- ბევ­რნა­ი­რი ხე არ­სე­ბობს, ყვე­ლას ამუ­შა­ვებთ და "უში­ნა­ურ­დე­ბით“?

- კი, ხე ბევ­რნა­ი­რია, მაგ­რამ ის, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მუ­შავ­დე­ბა, წლე­ბი რომ გა­დის, თა­ვის ფორ­მას კარ­გავს. სა­იმ­დო მა­სა­ლე­ბია - ცა­ცხვი, ნე­კერ­ჩხა­ლი, კა­კა­ლი. მის­გან შექ­მნი­ლი ყვე­ლა ნივ­თი გა­და­სა­რე­ვია. ცა­ცხვი კი, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.

- ხე რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდით, ანუ რას გიყ­ვე­ბათ მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობთ?

- თვი­თონ გაძ­ლევს იდე­ას ამა თუ იმ კუნ­ძი­დან, ფიც­რი­დან, ხის ნაჭ­რი­დან რა გა­მო­ვა. თვი­თონ ხე ყვე­ბა ამ­ბავს იმა­ზე, რაც მის­გან უნდა შე­იქ­მნას... უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ასეა...

- ვა­ზის მერ­ქნის­გან თუ გა­გი­კე­თე­ბი­ათ რამე?

- რო­გორ არა, სა­ინ­ტე­რე­სოა მას­ზე მუ­შა­ო­ბაც. ვე­ნა­ხი მაქვს, როცა ვაზი ბერ­დე­ბა, მოჭ­რა მი­წევს და მის­გან ჯვა­რიც და­მიმ­ზა­დე­ბია და ბევ­რი სხვა რა­მაც. ემო­ცი­უ­რად კი ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. მუ­შა­ო­ბი­სას თით­ქოს სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა... ხელ­ში აი­ღებ, იდე­აც გაქვს, რა უნდა შექ­მნა, მაგ­რამ იმე­დი არა, რომ რამე გა­მო­ვა, ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ და ბო­ლოს გა­სა­ო­ცარ შე­დეგს იღებ. ღმერ­თი, უფა­ლი იძ­ლე­ვა მისი დას­რუ­ლე­ბის და სრულ­ქმნის სა­შუ­ა­ლე­ბას...

- რო­გორც ვნა­ხე, მამა გაბ­რი­ე­ლის ხა­ტიც გაქვთ შექ­მნი­ლი.

- 4 წლის წინ მძი­მე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ამის­თვის, წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბო­დი, მე­ში­ნო­და და მამა გაბ­რი­ე­ლის ცხე­დარ­თან, მცხე­თა­ში, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში დავ­დი­ო­დი. ვლო­ცუ­ლობ­დი და შემ­წე­ო­ბას ვთხოვ­დი. მა­ნამ­დე კი ერ­თმა ექიმ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის ხატი სურ­და, რომ მე შე­მექ­მნა. ისიც ავად იყო და და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო უფალ­სა და მამა გაბ­რი­ე­ლის შემ­წე­ო­ბა­ზე. მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ლე­ვე გაქ­რა, და­მე­კარ­გა, აღარ გა­მოჩ­ნდა. ამა­სო­ბა­ში ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, მამა გაბ­რი­ე­ლის ცხე­დარ­თან რომ დავ­დი­ო­დი, არ ვიცი, რო­გორ აი­სა­ხა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე ეს და ნარ­კო­ზი­დან მის­მა თვა­ლებ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძა... მერე რო­გორც კი ტე­ლე­ფო­ნის ჩარ­თვის უფ­ლე­ბა მომ­ცეს, ვინც პირ­ვე­ლი და­მი­რე­კა, ის ექი­მი იყო, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის ხატს მიკ­ვე­თავ­და. იმან სულ არ იცო­და, მე სად ვი­ყა­ვი იმ წუ­თას და რა მჭირ­და. რას შვრე­ბი? რო­დის გა­ვა­კე­თებთ ხატ­სო? - მკი­თხა. არ ვი­ცო­დი, რას ვი­ზამ­დი, ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვუ­პა­სუ­ხე, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მალე, ისე, რომ ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბის, სიმ­ძი­მის აწე­ვის, ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბის უფ­ლე­ბა რომ არ მქონ­და, რო­გორ, რა­ნა­ი­რად, მაგ­რამ გა­ვა­კე­თე. მამა გაბ­რი­ე­ლის იმ ხატს ზუს­ტად ის მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი აქვს, რო­მე­ლიც პა­ლა­ტა­ში გა­მო­მე­ცხა­და.

რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევრ ეკ­ლე­სი­ა­შია, სა­მე­ბა­ში ან­დრია პირ­ვე­წო­დე­ბუ­ლის ტრიპ­ტი­ხია სამ­მეტრ-ნა­ხევ­რი­ა­ნი და ა.შ.

ჯვარ­ცმა და ხა­ტე­ბი უფრო მარ­ხვის დღე­ებ­ში გა­მომ­დის...

- სა­ხე­ლოს­ნო თქვენს ეზო­ში გაქვთ?

- კი, იქ­ვეა, სა­დაც ვმუ­შა­ობ და არ ვჩერ­დე­ბი, რად­გა­ნაც მოს­წონთ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი... 2 შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, მათ­გან 10 წლის გი­ორ­გი ამ საქ­მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იჩენს, მეც ხელს ვუ­წყობ.

- თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი რა არის?

- ღვთის წყა­ლო­ბით მთე­ლი მსოფ­ლიო და ქვე­ყა­ნა ჯან­მრთე­ლი მინ­და, რომ იყოს, საქ­მის კე­თე­ბის ხა­ლი­სი რომ გვქონ­დეს... ჩემს ეზო­ში პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლოს გა­კე­თე­ბა მინ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე ხის იქ­ნე­ბა და შემ­დეგ წელს ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა შე­ვე­ჭი­დო. ბედ­ნი­ე­რი წელი გვქონ­დეს ყვე­ლას!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავი, უფალმა მრავალი წლები შეგაძლებინოს ასეთი სუფთა და ღვთისნიერი საქმეების კეთება

სერმიბე
0

გაიხარე, ედიშერ, მრავალ ახალ წელს დაესწარი უკეთეს საქართველოში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მძიმე ოპერაცია გავიკეთე... ნარკოზიდან მამა გაბრიელის თვალებმა გამომაღვიძა..." - თვითნასწავლი ხელოვანის საოცარი ნამუშევრები

"მძიმე ოპერაცია გავიკეთე... ნარკოზიდან მამა გაბრიელის თვალებმა გამომაღვიძა..." - თვითნასწავლი ხელოვანის საოცარი ნამუშევრები

ედიშერ მაჩალაძე ხეზე ჭრისა და კვეთის ოსტატია. მისი ნამუშევრები საქართველოს მასშტაბით ბევრგან არის გაფანტული. ის ხისგან ქმნის როგორც ხატებს, ხატის პერანგებს და სარიტუალო ნივთებს, ასევე სხვადასხვა საოცარ საგნებს, რაც მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ცოტა ხნის წინ, მისი ნახელავი - მაკნატუნები მეც ვნახე, ძალიან მომეწონა და სწორედ ეს გახდა შემდგომ მასთან გასაუბრების მიზეზიც...

"ვმუშაობ კოლეჯში "სპექტრი“, ჩვენი დირექტორის იდეა იყო გაგვეკეთებინა მაკნატუნები - თითოეულის სიმაღლე მეტრ-ნახევარია. რატომღაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, არადა, ამჯერად საახალწლოდ და სასინჯად გავაკეთეთ. მასალად ფიჭვი გამოვიყენე. ახლა ვფიქრობ, რომ ცაცხვისგან ჯობს მათი დამზადება, უფრო მსუბუქი დასამუშავებელი მასალაა“, - გვეუბნება ედიშერ მაჩალაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ თვითნასწავლი ხელოვანია.

ბავშვობიდან კი ხატავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან პატარა დაობლდა, მშობლები არ ახსოვს და უმეტესად ბებია, ბიძა და ბიცოლა ზრდიდნენ, მათ იმერეთიდან დედაქალაქში მისი მარტო გამოშვება ვერ გარისკეს, რადგანად, ედიშერზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული.

"ასე რომ, ვერ მოხერხდა სწავლა თუნდაც თოიძის სამხატვრო სასწავლებელში რომ გამეგრძელებინა. მერე არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ქუთაისის პოლიტექნიკური სასწავლებელი ავეჯის სპეციალობით დავამთავრე. ქუთაისის ავეჯის კომბინატის ექსპერიმენტულ საამქროში ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე, სადაც მხატვრული დამუშავებით ავეჯს ამზადებდნენ... მერე ბიზნესის სფეროში წავედი, მაგრამ 2000 წელს ჩემი ხელით რაღაცების კეთება მომინდა და ერთი ცალი საჭრეთლით, სხვა არაფერი მქონდა, წმინდა ნინოს ჯვარი გავაკეთე. შემდეგ ხარის თავს შევეჭიდე, რომელიც ახლაც ბუხარზე მაქვს დადგმული. მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო...

მოგვიანებით ნამუშევრები ჩემმა მოძღვარმა დეკანოზმა ანდრია ნაცვლიშვილმა ნახა და სწორედ მან მიბიძგა, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა. ამან პრაქტიკულად გადამაწყვეტინა ის, რომ ბიზნესიდან მთლიანად წამოვედი. "აფრიკაში" ვიყიდე ნაკვეთი და იქ ჩავსახლდი. დავიწყე ჩემს ეზო-კარში ფუსფუსი, მუშაობა“, - გვიყვება ბატონი ედიშერი, რომელმაც ჯვარცმა არაერთი ეკლესიისთვის შექმნა. პირველი ჯვარცმა, კუკიაზე, მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარისთვის იყო. იქ თან პირველი სტიქაროსანი გახლდათ და ნამუშევარი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით დაამზადა. შემდეგ იყო ანალოგიები და ასე დაიწყო და დაიწყო...

გარდა ხატებისა და ჯვარცმისა, აკეთებს პანოებს, სხვადასხვა საინტერესო ნივთებს, მაგალითად, საოცარ ნარდს, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებია ამოკვეთილი.

"კი, მაგიდა-ნარდები შევქმენი, კომბინირებული, სადაც ნარდიც არის და ჭადრაკიც, თუმცა ჩვეულებრივი ხელის ნარდებიც მაქვს დამზადებული. ბევრს "ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების გამოსახულებით მოსწონს.

- ბევრნაირი ხე არსებობს, ყველას ამუშავებთ და "უშინაურდებით“?

- კი, ხე ბევრნაირია, მაგრამ ის, რომელიც ადვილად მუშავდება, წლები რომ გადის, თავის ფორმას კარგავს. საიმდო მასალებია - ცაცხვი, ნეკერჩხალი, კაკალი. მისგან შექმნილი ყველა ნივთი გადასარევია. ცაცხვი კი, როგორც გითხარით, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მაძლევს.

- ხე რა ინფორმაციას გაწვდით, ანუ რას გიყვებათ მასალა, რომელზეც მუშაობთ?

- თვითონ გაძლევს იდეას ამა თუ იმ კუნძიდან, ფიცრიდან, ხის ნაჭრიდან რა გამოვა. თვითონ ხე ყვება ამბავს იმაზე, რაც მისგან უნდა შეიქმნას... უცნაურია, მაგრამ ასეა...

- ვაზის მერქნისგან თუ გაგიკეთებიათ რამე?

- როგორ არა, საინტერესოა მასზე მუშაობაც. ვენახი მაქვს, როცა ვაზი ბერდება, მოჭრა მიწევს და მისგან ჯვარიც დამიმზადებია და ბევრი სხვა რამაც. ემოციურად კი ეს ყველაფერი რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს. მუშაობისას თითქოს საოცრება ხდება... ხელში აიღებ, იდეაც გაქვს, რა უნდა შექმნა, მაგრამ იმედი არა, რომ რამე გამოვა, ეჭვის თვალით უყურებ და ბოლოს გასაოცარ შედეგს იღებ. ღმერთი, უფალი იძლევა მისი დასრულების და სრულქმნის საშუალებას...

- როგორც ვნახე, მამა გაბრიელის ხატიც გაქვთ შექმნილი.

- 4 წლის წინ მძიმე ოპერაცია გავიკეთე. ამისთვის, წინასწარ ვემზადებოდი, მეშინოდა და მამა გაბრიელის ცხედართან, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში დავდიოდი. ვლოცულობდი და შემწეობას ვთხოვდი. მანამდე კი ერთმა ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ მამა გაბრიელის ხატი სურდა, რომ მე შემექმნა. ისიც ავად იყო და დამოკიდებული იყო უფალსა და მამა გაბრიელის შემწეობაზე. მაგრამ ეს ადამიანი მალევე გაქრა, დამეკარგა, აღარ გამოჩნდა. ამასობაში ოპერაცია გავიკეთე, მამა გაბრიელის ცხედართან რომ დავდიოდი, არ ვიცი, როგორ აისახა ჩემს მეხსიერებაზე ეს და ნარკოზიდან მისმა თვალებმა გამომაღვიძა... მერე როგორც კი ტელეფონის ჩართვის უფლება მომცეს, ვინც პირველი დამირეკა, ის ექიმი იყო, რომელიც მამა გაბრიელის ხატს მიკვეთავდა. იმან სულ არ იცოდა, მე სად ვიყავი იმ წუთას და რა მჭირდა. რას შვრები? როდის გავაკეთებთ ხატსო? - მკითხა. არ ვიცოდი, რას ვიზამდი, ჯერ საავადმყოფოში ვიწექი, მაგრამ მაშინვე ვუპასუხე, აუცილებლად გავაკეთებ-მეთქი. მოკლედ, ძალიან მალე, ისე, რომ იარაღის ხელში აღების, სიმძიმის აწევის, ზედმეტი მოძრაობის უფლება რომ არ მქონდა, როგორ, რანაირად, მაგრამ გავაკეთე. მამა გაბრიელის იმ ხატს ზუსტად ის მეტყველი თვალები აქვს, რომელიც პალატაში გამომეცხადა.

როგორც გითხარით, ჩემი ნამუშევარი ბევრ ეკლესიაშია, სამებაში ანდრია პირვეწოდებულის ტრიპტიხია სამმეტრ-ნახევრიანი და ა.შ.

ჯვარცმა და ხატები უფრო მარხვის დღეებში გამომდის...

- სახელოსნო თქვენს ეზოში გაქვთ?

- კი, იქვეა, სადაც ვმუშაობ და არ ვჩერდები, რადგანაც მოსწონთ ჩემი ნამუშევრები... 2 შვილი და სამი შვილიშვილი მყავს, მათგან 10 წლის გიორგი ამ საქმის მიმართ ყველაზე მეტ დაინტერესებას იჩენს, მეც ხელს ვუწყობ.

- თქვენი საახალწლო სურვილები რა არის?

- ღვთის წყალობით მთელი მსოფლიო და ქვეყანა ჯანმრთელი მინდა, რომ იყოს, საქმის კეთების ხალისი რომ გვქონდეს... ჩემს ეზოში პატარა სამლოცველოს გაკეთება მინდა, რომელიც ასევე ხის იქნება და შემდეგ წელს ამ საქმეს სერიოზულად უნდა შევეჭიდო. ბედნიერი წელი გვქონდეს ყველას!