მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტარიფების კორექტირების გარეშე შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს" - ნათია თურნავა
"ტარიფების კორექტირების გარეშე შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს" - ნათია თურნავა

ჩვენ ვი­ცით, რა ხდე­ბა ენერ­გე­ტი­კის დარ­გში და რა თქმა უნდა, არის მო­ლო­დი­ნი, რომ ტა­რი­ფე­ბი ვერ დარ­ჩე­ბა იგი­ვე და მათი ზრდა მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წინა ტა­რი­ფი 3 წლის წინ დამ­ტკიც­და, მომ­დევ­ნო 3 წე­ლი­წად­ში კი ბევ­რი რამ მოხ­და.

"სე­მე­კი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­კუ­თა­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით და მთავ­რო­ბას არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ ჩა­ე­რი­ოს მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში. მაგ­რამ, ჩვენ ვი­ცით, თუ რა ხდე­ბა ენერ­გე­ტი­კის დარ­გში და რა თქმა უნდა, არის მო­ლო­დი­ნი, რომ ტა­რი­ფე­ბი ვერ დარ­ჩე­ბა იგი­ვე და მათი ზრდა მოხ­დე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წინა ტა­რი­ფე­ბი დამ­ტკიც­და 3 წლის წინ და ამ 3 წე­ლი­წად­ში ბევ­რი რამ მოხ­და, ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში ტა­რიფ­ში პო­ვებს ასახ­ვას. ამას­თან, მოხ­და ის, რა­საც არა­ვინ არ ელო­და - 2020 წელს უდი­დეს­მა კრი­ზის­მა საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა ბევ­რი ბიზ­ნე­სი და მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა სხვა ბიზ­ნე­სის ხერ­ხე­მა­ლი. ამან შე­იძ­ლე­ბა რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უსაფრ­თხო მი­წო­დე­ბა, თუ არ მოხ­დე­ბა ტა­რი­ფის შე­სა­ბა­მი­სი კო­რექ­ტი­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სუბ­სი­დი­რე­ბის გეგ­მა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, შემ­დე­გი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის ნა­ზარ­დი სრუ­ლად და­უ­სუბ­სი­დირ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც 300კვ/სთ-ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. წყლის ტა­რი­ფის ნა­ზარ­დი და­უ­სუბ­სი­დირ­დე­ბა ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ოჯახს და ამას­თან, შემ­დგო­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ტა­რი­ფის ნა­ზარ­დის 50% და­უ­სუბ­სი­დირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი კვე­ბის წარ­მო­ე­ბას.

"რაც ჩვენ ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც ვა­კე­თებთ ეს არის, რომ და­ვიც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა ტა­რი­ფის ზრდი­დან. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რამ­დე­ნიც არ უნდა იყოს ტა­რი­ფის ზრდა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, შემ­დე­გი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად და­ვა­სუბ­სი­დი­რებთ ტა­რი­ფის ნა­ზარდს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის - მათ­თვის, ვინც მო­იხ­მარს 300 კვ/სთ ენერ­გი­ას თვე­ში და ასე­თი არის 95% ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის. მო­სახ­ლე­ო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, ტა­რი­ფის ზრდას ვერ იგ­რძნობს და ჩვენ ამის­თვის რე­სურ­სებს აუ­ცი­ლებ­ლად წარვმარ­თავთ.

ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვა ხდე­ბა არამ­ხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის, არა­მედ კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­შიც. ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი იმი­სა, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ზრდა აი­სა­ხოს ფა­სებ­ში, არის სწო­რედ კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ტა­რი­ფის ნა­ზარ­დის 50% შემ­დგო­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­სუბ­სი­დირ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი კვე­ბის წარ­მო­ე­ბას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს წნე­ხი არ იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სებ­ში კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე.

დღეს ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა წყლის მოხ­მა­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და მცხე­თა­ში, იქაც ალ­ბათ, იგი­ვე მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი ტა­რი­ფე­ბის ზრდა, აქაც ჩვენ სრუ­ლად და­ვა­სუბ­სი­დი­რებთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს, რომ მათ არ იგ­რძნონ ეს და­მა­ტე­ბი­თი წნე­ხი“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
0

დამთავრდა არჩევნები და ყველაფერს ემატება.. ასე, რომ მოგიწევთ უფრო მეტის გადახდა ვიდრე 2013 წელამდე იყო და მოგიწევთ იმ თანხიდან გადახდა რომელიც 2013 წლამდე დოლარის კურსი 1.65 ლარი იყო და დღეს 3.3 ლარია... გარდა ამისა მოგიწევთ თანხის დამატება: პურზე, გაზის მოხმარებაზე და სხვადასხვა პროდუქტებზე...

ჯიჯი
1

რას უხსნი მოსახლეობას,ამათი,იარსებონ მხოლოდ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ტარიფების კორექტირების გარეშე შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს" - ნათია თურნავა

"ტარიფების კორექტირების გარეშე შეიძლება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება რისკის ქვეშ დადგეს" - ნათია თურნავა

ჩვენ ვიცით, რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის წინა ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა, მომდევნო 3 წელიწადში კი ბევრი რამ მოხდა.

"სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საკუთარი მეთოდოლოგიით და მთავრობას არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს მათ კომპეტენციაში. მაგრამ, ჩვენ ვიცით, თუ რა ხდება ენერგეტიკის დარგში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ტარიფები ვერ დარჩება იგივე და მათი ზრდა მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის წინა ტარიფები დამტკიცდა 3 წლის წინ და ამ 3 წელიწადში ბევრი რამ მოხდა, ეს საბოლოო ჯამში ტარიფში პოვებს ასახვას. ამასთან, მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა - 2020 წელს უდიდესმა კრიზისმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკა, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებულ სუბსიდირების გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემდეგი 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი სრულად დაუსუბსიდირდება მოსახლეობას, რომელიც 300კვ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს. წყლის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება ყველა სოციალურ ოჯახს და ამასთან, შემდგომი წლის განმავლობაში კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას.

"რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაშიც ვაკეთებთ ეს არის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდიდან. მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიც არ უნდა იყოს ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, შემდეგი 12 თვის განმავლობაში სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის - მათთვის, ვინც მოიხმარს 300 კვ/სთ ენერგიას თვეში და ასეთი არის 95% ჩვენი ოჯახების. მოსახლეობა პრაქტიკულად, ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ჩვენ ამისთვის რესურსებს აუცილებლად წარვმართავთ.

ტარიფების გადახედვა ხდება არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილშიც. ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ზრდა აისახოს ფასებში, არის სწორედ კვების მრეწველობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდის 50% შემდგომი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას, აქედან გამომდინარე ეს წნეხი არ იქნება ასახული სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე.

დღეს ასევე განიხილება წყლის მოხმარების ტარიფები თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, იქაც ალბათ, იგივე მიზეზებიდან გამომდინარე მოსალოდნელია გარკვეული ტარიფების ზრდა, აქაც ჩვენ სრულად დავასუბსიდირებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომ მათ არ იგრძნონ ეს დამატებითი წნეხი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

"შევთანხმდით საბოლოოდ..." - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

"არ მითქვამს, თითქოს მძლეთამძლე ვარ..." - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებაზე

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი