სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი
ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის 2020 წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც "ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ’’ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას, 14 ქარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი შე­უ­ერ­თდა.

შეხ­ვედ­რა­ში, რო­მელ­საც მე­დი­ა­ტო­რო­ბას ათეა-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და პრო­ექ­ტის - "გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი - ნა­თია ღვი­ნაშ­ვი­ლი უწევ­და, ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და, დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­ში­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, მი­სა­სალ­მებ­ლი სი­ტყვით მი­მარ­თეს ათეა-ს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა- გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ- მზია გი­ორ­გო­ბი­ან­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში - ლელა აქი­აშ­ვილ­მა და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დრო­ე­ბით­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - თა­მარ სა­ბე­დაშ­ვილ­მა.

გა­მომ­სვლე­ლებ­მა ქალ­თა და კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გა­უს­ვეს ხაზი და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ათეა-ს როლ­სა და მიზ­ნებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ასო­ცი­ა­ცია იმ პრინ­ცი­პებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის დო­ნე­ზე, უფრო ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უწყობს ხელს.

მა­თი­ვე თქმით, 2019 წელს, ოთხმა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა",ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ’’ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას, სწო­რედ ათეა-ს ად­ვო­კა­ტი­რე­ბით მო­ა­წე­რა ხელი, რო­მელ­თა რი­ცხვსაც, კი­დევ 14 თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლი შე­ე­მა­ტე­ბა.

ნა­თია ღვი­ნაშ­ვილ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია წა­რუდ­გი­ნა და კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. რის შემ­დე­გაც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან, პირ­ვე­ლე­ბი შე­უ­ერ­თდნენ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

შეხ­ვედ­რა დის­კუ­სი­ი­სა და კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­და, რომ­ლის დორ­საც სხა­ვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან მი­ერ­თე­ბის მზად­ყოფ­ნა და­ა­ფიქ­სი­რეს.

ნა­თია ღვი­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­ტი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ვა­დებ­თან ერ­თად დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

დის­კუ­სი­ის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტი­ის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა.

დო­კუ­მენტს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან - ნი­ნოწ­მინ­დის, მცხე­თის, თი­ა­ნე­თის, გარ­დაბ­ნი­სა და ბოლ­ნი­სის, ასე­ვე ყვარ­ლის, ას­პინ­ძის, ახ­მე­ტი­სა და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა, ხოლო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან - სე­ნა­კის, ამ­ბრო­ლა­უ­რის, ცა­გე­რის, წყალ­ტუ­ბო­სა და ფო­თის თვით­მმარ­თველ­მა ერ­თე­უ­ლებ­მა მო­ა­წე­რეს ხელი.

ევ­რო­პუ­ლი ქარ­ტია, რო­მე­ლიც ევ­რო­პის რე­გი­ონ­თა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თა საბ­ჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მა­ის­ში შე­იქ­მნა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის დამ­კვიდ­რე­ბა­სა და ქალ­თა და კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სა­კუ­თა­რი იუ­რის­დიქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე ინი­ცი­ა­ტი­ვის - „კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, პრო­ექტს-„გენ­დერუ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­კა­ლი­ზა­ცია“ ახორ­ცი­ე­ლებს და კონ­ფე­რენ­ცი­აც, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბას და­ეთ­მო.

შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც 200-მდე სტუ­მა­რი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - ნა­თია ღვი­ნაშ­ვილ­მა და თა­მარ სა­ბე­დაშ­ვილ­მა შე­ა­ჯა­მეს.

რო­გორც ათეა-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, ათე­ას­თვის, რო­გორც ევ­რო­საბ­ჭოს კონ­გრე­სის პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­ა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ათეა-ს პრე­ზი­დენ­ტის - კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფანტომასი
7

რა გეშველებათ

Giusha3232
7

ხალხს გვიჭირს.მიხედეთ სასიცოცხლო პრობლემებს და არა თითიდან გამოწოვილ უაზრობებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელი ონლაინ კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, 14 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

შეხვედრაში, რომელსაც მედიატორობას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უწევდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ფართომასშტაბიანი კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებლი სიტყვით მიმართეს ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა- გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ- მზია გიორგობიანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - ლელა აქიაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დროებითმა წარმომადგენელმა საქართველოში - თამარ საბედაშვილმა.

გამომსვლელებმა ქალთა და კაცთა თანასწორობის მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე აღებულ ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს როლსა და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.

მათი განცხადებით, ასოციაცია იმ პრინციპებს ემსახურება, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას უწყობს ხელს.

მათივე თქმით, 2019 წელს, ოთხმა მუნიციპალიტეტმა, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას, სწორედ ათეა-ს ადვოკატირებით მოაწერა ხელი, რომელთა რიცხვსაც, კიდევ 14 თვითმმართველი ერთეული შეემატება.

ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარუდგინა და კონფერენციის მონაწილეებს, აღნიშნული მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რის შემდეგაც ღონისძიებაში იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჩაერთვნენ, რომლებიც საქართველოდან, პირველები შეუერთდნენ ევროპულ ქარტიას და ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დორსაც სხავადასხვა მუნიციპალიტეტებმა ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა დააფიქსირეს.

ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ქარტიის ადვოკატირების პროცესი, რომელიც ვადებთან ერთად დეტალურადაა გაწერილი ორგანიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

დისკუსიის შემდეგ, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

დოკუმენტს აღმოსავლეთ საქართველოდან - ნინოწმინდის, მცხეთის, თიანეთის, გარდაბნისა და ბოლნისის, ასევე ყვარლის, ასპინძის, ახმეტისა და გორის მუნიციპალიტეტებმა, ხოლო დასავლეთ საქართველოდან - სენაკის, ამბროლაურის, ცაგერის, წყალტუბოსა და ფოთის თვითმმართველმა ერთეულებმა მოაწერეს ხელი.

ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, პროექტს-„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ახორციელებს და კონფერენციაც, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, რომელშიც 200-მდე სტუმარი იღებდა მონაწილეობას - ნათია ღვინაშვილმა და თამარ საბედაშვილმა შეაჯამეს.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ათეასთვის, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი ორგანიზაციისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება. მისივე თქმით, ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რომელიც ათეა-ს პრეზიდენტის - კახა კალაძის ინიციტივითა და მხარდაჭერით შეიქმნა, კვლავ აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას.

R

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს