მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასევე მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის "კილერი" უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ" - როგორ შეიძლება გამოიყენონ ღეროვანი უჯრედები კორონავირუსთან ბრძოლაში
"ასევე მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის "კილერი" უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ" -  როგორ შეიძლება გამოიყენონ ღეროვანი უჯრედები კორონავირუსთან ბრძოლაში

"ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი ახალ­გაზ­რდა, მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი უჯრე­დია, რო­მელ­საც აქვს თვით­გა­ნახ­ლე­ბის უნა­რი და ამავდრო­უ­ლად შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის უჯრე­დე­ბად (მა­გა­ლი­თად, კა­ნის, ძვლის, სის­ხლის, ხრტი­ლის, კუნ­თის, ღვიძ­ლის, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის) დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა და მომ­წი­ფე­ბა. ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის მუდ­მივ აღ­დგე­ნა-თვით­გა­ნახ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ამ­გვა­რად, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დი ორ­გა­ნიზ­მის უწყვე­ტი რე­გე­ნე­რა­ცი­ის წყა­როა", - აღ­ნიშ­ნავს გოჩა შა­თი­რიშ­ვი­ლი, ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბანკ ჯე­ო­ქორ­დის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის უჯრე­დუ­ლი თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლუ­ბე­კის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (გერ­მა­ნია) მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი.

"ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბანკს მისი და­არ­სე­ბის დღი­დან, 2006 წლის ივ­ლი­სი­დან ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ბან­კი ჭიპ­ლა­რის სის­ხლის მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ბანკს აერ­თი­ა­ნებს და რო­მელ­საც ჭიპ­ლა­რის სის­ხლის კვლე­ვის პი­ო­ნე­რი და მსოფ­ლიო ლი­დე­რი ჯოან კურცბერ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მის მსოფ­ლიო თუ ევ­რო­პულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, პი­რა­დად მე ვარ ორი კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ასო­ცი­ა­ცი­ას­თან აქ­ტი­უ­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბან­კე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნის შექ­მნა­ში. ვართ ასე­ვე ამე­რი­კის სის­ხლის ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი და პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (აშშ) წევ­რე­ბი. ჯე­ო­ქორ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო-სა­მე­დი­ცი­ნო კონ­გრე­სებ­ში ევ­რო­პა­სა თუ აშშ-ში, სა­დაც არა­ერ­თხელ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი. ჯე­ო­ქორდს აქვს ISO აკ­რე­დი­ტა­ცია“, - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

მისი თქმით, ჭიპ­ლა­რის სის­ხლი მდი­და­რია ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით. ჭიპ­ლა­რის სის­ხლი ეს ის სის­ხლია, რო­მე­ლიც ჭიპ­ლა­რის ვე­ნა­ში და პლა­ცენ­ტა­ში (მომ­ყოლ­ში) რჩე­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის და ჭიპ­ლა­რის გა­დაკ­ვანძვის შემ­დეგ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ სის­ხლის შეგ­რო­ვე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, მისი მო­ცუ­ლო­ბა 20-200 მლ-მდე მერ­ყე­ობს. შე­იძ­ლე­ბა ამ უჯრე­დე­ბის შე­ნახ­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად უსას­რუ­ლოდ თხე­ვად აზოტ­ში და მათი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბა და რე­გე­ნე­რა­ცი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ჩვილ ორ­გა­ნიზ­მში, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი, კლე­ბუ­ლობს. ჭიპ­ლა­რის სის­ხლში მო­ი­პო­ვე­ბა სის­ხლმბა­დი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით. აქვე მო­ი­პო­ვე­ბა ასე­ვე ე.წ. მე­ზენ­ქი­მუ­რი და ენ­დო­თე­ლუ­რი (სის­ხლძარ­ღვთა წარ­მომ­ქნე­ლი) ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი. ჭიპ­ლა­რის სის­ხლში სის­ხლმბა­დი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ოცჯერ აღე­მა­ტე­ბა მოზ­რდილ­თა ძვლის ტვი­ნის სის­ხლმბა­დი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის პო­ტენ­ცი­ალს. ე.წ. მე­ზენ­ქი­მუ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ასე­ვე მო­ი­პო­ვე­ბა ჭიპ­ლა­რის ქსო­ვილ­შიც.

- რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა­ვენ ჩვენ­თან ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბანკს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- ჩვე­ნი ბან­კი ჯე­ო­ქორ­დი 2006 წლი­დან არ­სე­ბობს. მრა­ვალ­მა ათას­მა ადა­მი­ან­მა შე­ი­ნა­ხა ჭიპ­ლა­რის სის­ხლი ჩვენს ბან­კში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭიპ­ლა­რის სის­ხლს ინა­ხავს მშო­ბელ­თა 1%-ზე მეტი, თბი­ლის­ში კი 3%-მდეც ადის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც სა­შუ­ა­ლო მსოფ­ლიო მაჩ­ვე­ნე­ბელს არ ჩა­მორ­ჩე­ბა.

- მსოფ­ლიო კვლე­ვე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თურ­მე კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და არ­ცთუ ური­გო შე­დე­გე­ბია. რას­თან გვაქვს საქ­მე? ეს ხომ პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად ახა­ლი და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სია. კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბა თუ შე­უძ­ლია, ამას მა­სობ­რი­ვად რა­ტომ არ გა­ნი­ხი­ლავს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა?

- ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა გა­მო­იწ­ვია უდი­დე­სი მას­შტა­ბის გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია, რომ­ლის მსგავ­სიც კა­ცობ­რი­ო­ბას ბოლო 100 წე­ლია, არ ახ­სოვს. პან­დე­მი­ამ გა­მო­იწ­ვია უდი­დე­სი ჰუ­მა­ნუ­რი ტრა­გე­დია, რაც გა­მო­ი­ხა­ტა თით­ქმის 1,8 მლმ-მდე ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში, მსოფ­ლიო ეკო­ნი­მი­კის უმ­ძი­მეს კრი­ზის­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის გა­ღა­რი­ბე­ბა­ში.

კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის გზა ვაქ­ცი­ნა­სა და ეფექ­ტურ ან­ტი­ვირუ­სულ მე­დი­კა­მენტზე გა­დის. ხოლო ჭიპ­ლა­რის სის­ხლი­სა და ქსო­ვი­ლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის როლი კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ კი უმ­ძი­მე­სი გარ­თუ­ლე­ბის - მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა. კო­ვიდ 19-ის შემ­თხვე­ვა­თა 5% კრი­ტი­კუ­ლია და მო­ი­თხოვს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ბლოკ­ში მკურ­ნა­ლო­ბას ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ით. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მის გამო, არის სიკ­ვდი­ლი წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზი. დის­ტრესს სინ­დრომს იწ­ვევს ე.წ. ცი­ტო­კი­ნე­ბის შტორ­მი. ესაა ჰი­პე­რი­მუ­ნუ­რი რე­აქ­ცია - ჰი­პე­რან­თე­ბის სინ­დრო­მი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ჰი­პერ­ცი­ტო­კი­ნე­მი­ის შე­დე­გი, რაც მულ­ტი­ორ­გა­ნულ უკ­მა­რი­სო­ბას იწ­ვევს, ასე­ვე მა­ღალ სი­ცხეს, ცი­ტო­პე­ნი­ას (პა­ცი­ენ­ტთა 50%-ში), პნევ­მი­ნი­ას, სეფ­სისს, გრიპს და ა.შ. მა­ტუ­ლობს პრო­ან­თე­ბი­თი ცი­ტო­კი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფა: IL-1-ბეტა, IL-2, IL-6, (თNF- α) და თGF-ბეტა. შე­დე­გად ზი­ან­დე­ბა ფილ­ტვის ალ­ვე­ო­ლე­ბი, ხდე­ბა მათი კედ­ლის შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად კი ჟანგბა­დი­სა და ნა­ში­რორ­ჟან­გის მი­მოც­ვლის დარ­ღვე­ვა, სუნ­თვის უკ­მა­რი­სო­ბა. ეს კი პა­ცი­ენ­ტი ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას და ხში­რად ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

პა­თო­ლო­გი­უ­რად გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სუპ­რე­სია და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს. ჭიპ­ლა­რის ქსო­ვი­ლის და სის­ხლის მე­ზენ­ქი­მურ ღე­რო­ვან უჯრე­დებს აქვთ იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცია, ააქ­ტი­ვე­ბენ ე.წ. თ რე­გუ­ლა­ტო­რულ ლიმ­ფო­ცი­ტებს და M2 მაკრო­ფა­გებს, ისი­ნი კი თა­ვის მხრივ თრგუ­ნა­ვენ B და თ ლიმ­ფო­ცი­ტებს, NK უჯრე­დებს, დენ­დრი­ტულ უჯრე­დებს, მო­ნო­ცი­ტებ­სა და ნე­იტრო­ფი­ლებს, ასე­ვე ან­ტი­ან­თე­ბით ნივ­თი­ე­რე­ბებს: PGE2, IL-10.

შე­დე­გად, ან­თე­ბი­თი ცი­ტო­კი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფა მცირ­დე­ბა, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს-სინ­დრო­მი ალაგ­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

2020 წლის ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია ამე­რი­კის 3 უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ემო­რის, მა­ი­ა­მის და დუ­კის ) და მე­ი­ოს კლი­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბით, სა­დაც ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. დღეს­დღე­ო­ბით ჭიპ­ლა­რის ქსო­ვი­ლის და სის­ხლის მე­ზენ­ქი­მუ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით კვლე­ვა მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში: აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ჩი­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, ინ­დო­ნე­ზია, ეგ­ვიპ­ტე, იორ­და­ნია, მექ­სი­კა.

ის­რა­ელ­ში, კომ­პა­ნია პლუ­რის­ტე­მის მკვლე­ვა­რებ­მა მე­ზენ­ქი­მუ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს-სინ­დრო­მი­ა­ნი 7 პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. ამ­ჯა­მად პლუ­რის­ტე­მი კლი­ნი­კურ კვლე­ვას 140 პა­ცი­ენტზე ატა­რებს, მათ შო­რის, აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში. ფლო­რი­და­ში, მა­ი­ა­მის დი­ა­ბე­ტის კვლე­ვის ცენ­ტრში დას­რულ­და კვლე­ვა 24 პა­ცი­ენ­ტში ფილ­ტვე­ბის ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ით. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში კვლე­ვა ჩა­ტარ­და 40 პა­ცი­ენტზე, ხოლო ჩი­ნეთ­ში, პე­კინ­სა და უჰან­ში 100 პა­ცი­ენტზე. ყვე­ლა ეს კვლე­ვა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის იყო: რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი, კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, ორ­მხრი­ვად ბრმა კვლე­ვა. ეს კვლე­ვე­ბი ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულ­სა და ნო­ემ­ბერ­ში დას­რულ­და და მათი შე­დე­გე­ბი ამ­ჟა­მად სა­ბო­ლოო ანა­ლიზს გა­დის.

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის მე­ზენ­ქი­მუ­რი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი­ის მოქ­მე­დე­ბას კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს-სინ­დრო­მის დროს შე­ის­წავ­ლი­ან ტე­ხას­ში, MD ან­დერ­სონ ცენ­ტრში 70 პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

გარ­და მე­ზენ­ქი­მუ­რი უჯრე­დე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჭიპ­ლა­რის სის­ხლის გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი, "კი­ლე­რი" უჯრე­დე­ბის როლი კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ, რად­გან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ბუ­ნებ­რი­ვი კი­ლე­რე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რია, შე­უ­ტი­ოს და გა­ა­ნად­გუ­რის ვირუს-ინ­ფი­ცი­რე­ბულ უჯრე­დებს. კომ­პა­ნია "სე­ლუ­ლა­რი­თი", აშშ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აწარ­მო­ებს კვლე­ვას 86 პა­ცი­ენტზე. კვლე­ვა აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჭიპ­ლა­რის სის­ხლის გა­აქ­ტი­ვე­ბუ­ლი NK უჯრე­დე­ბი, ე.წ: ჩYNK-001.

ბუ­ნებ­რი­ვი "კი­ლე­რი" უჯრე­დე­ბის ვირუს­ზე მოქ­მე­დე­ბა არას­პე­ცი­ფი­კუ­რია, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ტი­პის უჯრე­დე­ბი აქ­ტი­უ­რია სხვა ვირუ­სე­ბის დრო­საც, მათ შო­რის, მო­მა­ვალ­ში ახა­ლი პან­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი შე­უს­წავ­ლე­ლი ვირუ­სე­ბის მი­მარ­თაც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რომ მოხ­დეს, ამის­თვის რა უნდა გა­კეთ­დეს და სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი თუ გვაქვს?

- ჩვე­ნი ბან­კი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრთან ერ­თობ­ლი­ვი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში უკვე ოთხ წელ­ზე მე­ტია ჭიპ­ლა­რის სის­ხლს აუ­ტიზ­მი­სა და ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებს. ახლო მო­მა­ვალ­ში გვსურს, ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უჯრე­დე­ბის კი­ბოს იმუ­ნო­თე­რა­პი­ი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, ჯე­ო­ქორ­დი მზა­დაა. მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კო­ვი­დცენ­ტრებ­თან ერ­თად, აწარ­მო­ოს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩვენ მე­ზენ­ქი­მურ ღე­რო­ვან და ასე­ვე ბუ­ნებ­რივ კი­ლერ უჯრე­დებ­ზე მუ­შა­ო­ბის მა­რა­ვალ­წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს.

- თქვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით მკი­თხვე­ლის­თვის რა რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- მკი­თხველს ვე­ტყვი, სა­კუ­თარ ახალ­შო­ბი­ლებს შე­უ­ნა­ხონ ჭიპ­ლა­რის სის­ხლი. ყო­ველ­წლი­უ­რად სულ მეტი და მეტი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ხდე­ბა ამ უჯრე­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა, წინ კი­დევ უფრო დიდი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გვე­ლო­დე­ბა. არც თუ ისე შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა და სხვა­დას­ხვა ტი­პის ქსო­ვი­ლე­ბად მომ­წი­ფე­ბა, ორ­გა­ნო­ე­ბად გაზ­რდა ან მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნო­ე­ბის ბეჭდ­ვი­სას. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოზ­რდილ­თა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, მაგ­რამ ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რო­გოც აღი­ნიშ­ნა, მათ აქვთ ბევ­რად მა­ღა­ლი გამ­რავ­ლე­ბის და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის უნა­რი, მე­ო­რეც, ჭიპ­ლა­რის სის­ხლის უჯრე­დე­ბი არის თოთო, ახალ­თა­ხა­ლი უჯრე­დე­ბი, რო­მელ­ზეც არ უმოქ­მე­დია გა­რე­მოს მავ­ნე ფაქ­ტო­რებს: რა­დი­ა­ცი­ას, მავ­ნე ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ულტრა­ი­ის­ფერ გა­მოს­ხი­ვე­ბას, სხვა­დას­ხვა სა­ხის სტრესს, ასე­ვე ვირუ­სებს, ბაქ­ტე­რი­ებს, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტებს, მრა­ვალ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მელ­საც მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი შეხ­ვდე­ბა სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$$
9

ეს მის ბიზნესს აწვება, ყველა ფულზეა გახელებული!

ტოტო
0

"ჩვე­ნი ბან­კი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრთან ერ­თობ­ლი­ვი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში უკვე ოთხ წელ­ზე მე­ტია ჭიპ­ლა­რის სის­ხლს აუ­ტიზ­მი­სა და ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებს."

შედეგები გაქვთ ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასევე მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის "კილერი" უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ" - როგორ შეიძლება გამოიყენონ ღეროვანი უჯრედები კორონავირუსთან ბრძოლაში

"ასევე მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის "კილერი" უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ" -  როგორ შეიძლება გამოიყენონ ღეროვანი უჯრედები კორონავირუსთან ბრძოლაში

"ღეროვანი უჯრედი ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედია, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი და ამავდროულად შეუძლია სხვადასხვა სახის უჯრედებად (მაგალითად, კანის, ძვლის, სისხლის, ხრტილის, კუნთის, ღვიძლის, ნერვული სისტემის) დიფერენცირება და მომწიფება. ღეროვანი უჯრედები ქსოვილებისა და ორგანოების მუდმივ აღდგენა-თვითგანახლებას უზრუნველყოფენ. ამგვარად, ღეროვანი უჯრედი ორგანიზმის უწყვეტი რეგენერაციის წყაროა", - აღნიშნავს გოჩა შათირიშვილი, ჭიპლარის სისხლის ბანკ ჯეოქორდის სამედიცინო დირექტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის უჯრედული თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლუბეკის სამედიცინო უნივერსიტეტის (გერმანია) მედიცინის დოქტორი.

"ჭიპლარის სისხლის ბანკს მისი დაარსების დღიდან, 2006 წლის ივლისიდან ვხელმძღვანელობ. ამჟამად ჩვენი ბანკი ჭიპლარის სისხლის მსოფლიო ასოციაციის აქტიური წევრია, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბანკს აერთიანებს და რომელსაც ჭიპლარის სისხლის კვლევის პიონერი და მსოფლიო ლიდერი ჯოან კურცბერგი ხელმძღვანელობს. ვმონაწილეობთ მის მსოფლიო თუ ევროპულ აქტივობებში, პირადად მე ვარ ორი კომიტეტის წევრი. ასოციაციასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ჭიპლარის სისხლის ბანკების გაიდლაინის შექმნაში. ვართ ასევე ამერიკის სისხლის ბანკების ასოციაციის წევრი და პერინატალური ღეროვანი უჯრედების საზოგადოების (აშშ) წევრები. ჯეოქორდი მონაწილეობს მსოფლიო სამეცნიერო-სამედიცინო კონგრესებში ევროპასა თუ აშშ-ში, სადაც არაერთხელ წარმოგვიდგენია ჩვენი კვლევების შედეგები. ჯეოქორდს აქვს ISO აკრედიტაცია“, - განმარტავს რესპონდენტი.

მისი თქმით, ჭიპლარის სისხლი მდიდარია ღეროვანი უჯრედებით. ჭიპლარის სისხლი ეს ის სისხლია, რომელიც ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში (მომყოლში) რჩება ბავშვის დაბადების და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ. შესაძლებელია ამ სისხლის შეგროვება. ჩვეულებრივ, მისი მოცულობა 20-200 მლ-მდე მერყეობს. შეიძლება ამ უჯრედების შენახვა პრაქტიკულად უსასრულოდ თხევად აზოტში და მათი სამედიცინო საჭიროებისას გამოიყენება.

ღეროვანი უჯრედების პროცენტული შემცველობა და რეგენერაციის პოტენციალი გაცილებით მეტია ჩვილ ორგანიზმში, ასაკის მატებასთან ერთად კი, კლებულობს. ჭიპლარის სისხლში მოიპოვება სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებით. აქვე მოიპოვება ასევე ე.წ. მეზენქიმური და ენდოთელური (სისხლძარღვთა წარმომქნელი) ღეროვანი უჯრედები. ჭიპლარის სისხლში სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების პოტენციალი ოცჯერ აღემატება მოზრდილთა ძვლის ტვინის სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების პოტენციალს. ე.წ. მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები ასევე მოიპოვება ჭიპლარის ქსოვილშიც.

- რამდენად აქტიურად მიმართავენ ჩვენთან ჭიპლარის სისხლის ბანკს ადამიანები?

- ჩვენი ბანკი ჯეოქორდი 2006 წლიდან არსებობს. მრავალმა ათასმა ადამიანმა შეინახა ჭიპლარის სისხლი ჩვენს ბანკში. საქართველოში ჭიპლარის სისხლს ინახავს მშობელთა 1%-ზე მეტი, თბილისში კი 3%-მდეც ადის ეს მაჩვენებელი, რაც საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს არ ჩამორჩება.

- მსოფლიო კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ ღეროვანი უჯრედების გამოყენება თურმე კორონავირუსის შემთხვევაშიც შესაძლებელია და არცთუ ურიგო შედეგებია. რასთან გვაქვს საქმე? ეს ხომ პრაქტიკულად სრულიად ახალი და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელი ვირუსია. კორონას დამარცხება თუ შეუძლია, ამას მასობრივად რატომ არ განიხილავს მსოფლიო მედიცინა?

- ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია უდიდესი მასშტაბის გლობალური პანდემია, რომლის მსგავსიც კაცობრიობას ბოლო 100 წელია, არ ახსოვს. პანდემიამ გამოიწვია უდიდესი ჰუმანური ტრაგედია, რაც გამოიხატა თითქმის 1,8 მლმ-მდე ადამიანის გარდაცვალებაში, მსოფლიო ეკონიმიკის უმძიმეს კრიზისში, მოსახლეობის ფართო ფენების გაღარიბებაში.

კორონავირუსის დამარცხების გზა ვაქცინასა და ეფექტურ ანტივირუსულ მედიკამენტზე გადის. ხოლო ჭიპლარის სისხლისა და ქსოვილის ღეროვანი უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ კი უმძიმესი გართულების - მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაავადებულ პაციენტებში მოიაზრება. კოვიდ 19-ის შემთხვევათა 5% კრიტიკულია და მოითხოვს ინტენსიური თერაპიის ბლოკში მკურნალობას ფილტვის ხელოვნური ვენტილაციით. სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამო, არის სიკვდილი წამყვანი მიზეზი. დისტრესს სინდრომს იწვევს ე.წ. ციტოკინების შტორმი. ესაა ჰიპერიმუნური რეაქცია - ჰიპერანთების სინდრომი კატასტროფული ჰიპერციტოკინემიის შედეგი, რაც მულტიორგანულ უკმარისობას იწვევს, ასევე მაღალ სიცხეს, ციტოპენიას (პაციენტთა 50%-ში), პნევმინიას, სეფსისს, გრიპს და ა.შ. მატულობს პროანთებითი ციტოკინების გამოყოფა: IL-1-ბეტა, IL-2, IL-6, (თNF- α) და თGF-ბეტა. შედეგად ზიანდება ფილტვის ალვეოლები, ხდება მათი კედლის შეშუპება, შედეგად კი ჟანგბადისა და ნაშირორჟანგის მიმოცვლის დარღვევა, სუნთვის უკმარისობა. ეს კი პაციენტი ჟანგბადის მიწოდებას და ხშირად ფილტვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებას საჭიროებს.

პათოლოგიურად გააქტივებული იმუნური სისტემის სუპრესია დადებითად იმოქმედებს ამ დაავადების დროს. ჭიპლარის ქსოვილის და სისხლის მეზენქიმურ ღეროვან უჯრედებს აქვთ იმუნომოდულატორული ფუნქცია, ააქტივებენ ე.წ. თ რეგულატორულ ლიმფოციტებს და M2 მაკროფაგებს, ისინი კი თავის მხრივ თრგუნავენ B და თ ლიმფოციტებს, NK უჯრედებს, დენდრიტულ უჯრედებს, მონოციტებსა და ნეიტროფილებს, ასევე ანტიანთებით ნივთიერებებს: PGE2, IL-10.

შედეგად, ანთებითი ციტოკინების გამოყოფა მცირდება, მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ალაგდება და პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა სტატია ამერიკის 3 უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტის (ემორის, მაიამის და დუკის ) და მეიოს კლინიკის სპეციალისტების ავტორობით, სადაც ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მოქმედებას განიხილავდნენ. დღესდღეობით ჭიპლარის ქსოვილის და სისხლის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით კორონავირუსის სამკურნალოდ ჩატარებულია ათეულობით კვლევა მრავალ ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ისრაელი, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია, ინდონეზია, ეგვიპტე, იორდანია, მექსიკა.

ისრაელში, კომპანია პლურისტემის მკვლევარებმა მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომიანი 7 პაციენტის გადარჩენა შეძლეს. ამჯამად პლურისტემი კლინიკურ კვლევას 140 პაციენტზე ატარებს, მათ შორის, აშშ-სა და გერმანიაში. ფლორიდაში, მაიამის დიაბეტის კვლევის ცენტრში დასრულდა კვლევა 24 პაციენტში ფილტვების ორმხრივი პნევმონიით. კალიფორნიაში კვლევა ჩატარდა 40 პაციენტზე, ხოლო ჩინეთში, პეკინსა და უჰანში 100 პაციენტზე. ყველა ეს კვლევა უმაღლესი სტანდარტის იყო: რანდომიზებული, კონტროლირებადი, ორმხრივად ბრმა კვლევა. ეს კვლევები ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბერში დასრულდა და მათი შედეგები ამჟამად საბოლოო ანალიზს გადის.

ჭიპლარის სისხლის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებიის მოქმედებას კოვიდით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის დროს შეისწავლიან ტეხასში, MD ანდერსონ ცენტრში 70 პაციენტის მონაწილეობით.

გარდა მეზენქიმური უჯრედებისა, მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის გააქტივებული ბუნებრივი, "კილერი" უჯრედების როლი კოვიდის სამკურნალოდ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივი კილერების თანდაყოლილი უნარია, შეუტიოს და გაანადგურის ვირუს-ინფიცირებულ უჯრედებს. კომპანია "სელულარითი", აშშ, ამ მიმართულებით აწარმოებს კვლევას 86 პაციენტზე. კვლევა აშშ-ში მიმდინარეობს. გამოიყენება ჭიპლარის სისხლის გააქტივებული NK უჯრედები, ე.წ: ჩYNK-001.

ბუნებრივი "კილერი" უჯრედების ვირუსზე მოქმედება არასპეციფიკურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის უჯრედები აქტიურია სხვა ვირუსების დროსაც, მათ შორის, მომავალში ახალი პანდემიის გამომწვევი შეუსწავლელი ვირუსების მიმართაც.

- საქართველოში ამ მიმართულებით ღეროვანი უჯრედების გამოყენება რომ მოხდეს, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს და სათანადო რესურსი თუ გვაქვს?

- ჩვენი ბანკი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრთან ერთობლივი კლინიკური კვლევის ფარგლებში უკვე ოთხ წელზე მეტია ჭიპლარის სისხლს აუტიზმისა და ცერებრული დამბლის სამკურნალოდ იყენებს. ახლო მომავალში გვსურს, ჭიპლარის სისხლის უჯრედების კიბოს იმუნოთერაპიისათვის გამოყენება.

ამასთანავე, ჯეოქორდი მზადაა. მომართვის შემთხვევაში დაინტერესებული კოვიდცენტრებთან ერთად, აწარმოოს კლინიკური კვლევა ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. ჩვენ მეზენქიმურ ღეროვან და ასევე ბუნებრივ კილერ უჯრედებზე მუშაობის მარავალწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს.

- თქვენი მიმართულებით მკითხველისთვის რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ?

- მკითხველს ვეტყვი, საკუთარ ახალშობილებს შეუნახონ ჭიპლარის სისხლი. ყოველწლიურად სულ მეტი და მეტი დაავადების სამკურნალოდ ხდება ამ უჯრედების წარმატებით გამოყენება, წინ კიდევ უფრო დიდი აღმოჩენები გველოდება. არც თუ ისე შორეულ მომავალში შესაძლებელი იქნება ამ უჯრედების გამრავლება და სხვადასხვა ტიპის ქსოვილებად მომწიფება, ორგანოებად გაზრდა ან მათი გამოყენება ორგანოების ბეჭდვისას. თუმცა შესაძლებელია მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების გამოყენებაც, მაგრამ ჭიპლარის სისხლის უპირატესობა ისაა, როგოც აღინიშნა, მათ აქვთ ბევრად მაღალი გამრავლების და დიფერენცირების უნარი, მეორეც, ჭიპლარის სისხლის უჯრედები არის თოთო, ახალთახალი უჯრედები, რომელზეც არ უმოქმედია გარემოს მავნე ფაქტორებს: რადიაციას, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ულტრაიისფერ გამოსხივებას, სხვადასხვა სახის სტრესს, ასევე ვირუსებს, ბაქტერიებს, სხვადასხვა მედიკამენტებს, მრავალ დაავადებას, რომელსაც მოზრდილი ადამიანი შეხვდება სიცოცხლის განმავლობაში.

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ