მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით
საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

"კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბამ­დე იყო და­ხუ­რუ­ლი და ღია თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ტრან­სპორ­ტი და ა.შ, ხოლო ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა აკ­რძალ­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნა ის, რომ ყვე­ლა შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია იყო სწო­რი. გარ­და ამი­სა, ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და იმი­ტომ, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა უკვე მო­ი­ხა­და ვირუ­სი და გა­მო­უ­მუ­შავ­და ე.წ იმუ­ნუ­რი ფენა, რა­საც სხვაგ­ვა­რად ზოგ­ჯერ ჯო­გურ ან კო­ლექ­ტი­ურ იმუ­ნი­ტეტს (Herd Immynity) უწო­დე­ბენ - ასე აფა­სე­ბენ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გამო ერთი თვის წინ შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გებს”, - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი” სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. იმუ­ნუ­რი ფენა გაჩ­ნდა - რა­ტომ შემ­ცირ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის 80%-ით.

"პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძის აზ­რით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი კერა იყო თავ­ყრი­ლო­ბე­ბი და­ხუ­რულ და ღია სივ­რცე­ებ­ში, რად­გან სა­დაც დის­ტან­ცია არ არის და­ცუ­ლი, ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად იქ ვრცელ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ო­შია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ძი­რი­თა­დი გავ­რცე­ლე­ბის კერა არის სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნე­სე­ბი - რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი, ბაზ­რო­ბე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი. ასე­ვე სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი და ტრან­სპორ­ტი. ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის აზ­რით კი, გარ­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ამ­ცი­რა იმუ­ნუ­რი ფე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბამ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი”, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ კო­რო­ნა­ვი­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბა სწო­რი აღ­მოჩ­ნდა. ამის გარ­და, სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნიც ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია და ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა შე­მო­სა­ვა­ლი, და­დე­ბი­თი მხა­რე ის არის, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და და ეს არის მთა­ვა­რი. ამ კუ­თხით გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რაც ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძი­რი­თა­დი გავ­რცე­ლე­ბის კერა, არა მხო­ლოდ ჩემი აზ­რით, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აზ­რით, არის სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნე­სე­ბი - რეს­ტორ­ნე­ბი კა­ფე­ე­ბი, ბაზ­რო­ბე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ვერ კონ­ტროლ­დე­ბა ადა­მი­ან­თა ნა­კა­დე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს იქ­ნე­ბა ღია თუ და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უფრო მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი, მაგ­რამ, როცა ღია სივ­რცე­ში ხალ­ხი მჭიდ­როდ იყ­რის თავს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეფექ­ტი იგი­ვეა. სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი და ტრან­სპორ­ტიც ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას აკა­კი ზო­ი­ძე.

"ჩვენ შეგ­ვეძ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა, თუ კი და­ვი­ცავ­დით წე­სებს და გა­ვა­კონ­ტრო­ლებ­დით ადა­მი­ან­თა ნა­კა­დებს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ამის დაც­ვა და აღ­სრუ­ლე­ბა ყვე­ლა ტრან­სპორ­ტსა და რეს­ტო­რან­ში პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად იქნა არ­ჩე­უ­ლი ეს გზა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, მარ­თა­ლია ძა­ლი­ან მძი­მე ფა­სად, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ეფექ­ტი მი­ვი­ღეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა თუ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, როცა სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი გახ­სნი­ლია, არ გა­მო­ვი­ჩენთ სიფრ­თხი­ლეს, არ და­ვი­ცავთ დის­ტან­ცი­რე­ბის წესს, არ გა­ვი­კე­თებთ პირ­ბა­დეს, ის მსხვერ­პლი, რაც გა­ვი­ღეთ, ტყუ­ი­ლად წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რად­გან საკ­მა­რი­სია ორი, სამი დღე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვა და დამ­თავ­რე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც, რო­მე­ლიც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე მი­ვი­ღეთ. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ეს ახა­ლი წელი მაქ­სიმ­ლუ­რად სახ­ლში გა­ვა­ტა­როთ ჩვენს ოჯა­ხებ­თან ერ­თად”, - და­ას­კვნის აკა­კი ზო­ი­ძე.

"პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე გავ­რცე­ლე­ბის კერა იყო თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი. მე­ო­რე მო­მენ­ტი კი ის არის, რომ უკვე შე­ე­შინ­დათ ადა­მი­ა­ნებს და აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს ნიღ­ბის გა­კე­თე­ბა, არა მხო­ლოდ და­ხუ­რულ, არა­მედ ღია სივ­რცე­ებ­შიც. გარ­და ამი­სა, ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე იმოქ­მე­და ე.წ იმუ­ნუ­რი ფე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბამ. ჩვენ ვი­ცით, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა უკვე მო­ი­ხა­და კო­რო­ნა­ვირუ­სი და მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ამ ვირუ­სის მოხ­დის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს იმუ­ნუ­რი ფენა, რის შემ­დე­გაც ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა და­ბა­ლია. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხე­ლის შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია ის, რომ ბევ­რმა უკვე მო­ი­ხა­და ეს ვირუ­სი და ეს აი­სა­ხა კო­რო­ნა­ვირუ­სის დღი­ურ გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც, რო­მე­ლიც საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ რე­გუ­ლა­ცი­ებ­მაც გა­ა­მარ­თლა, რად­გან, ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გავ­რცე­ლე­ბის წყა­რო იყო ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­პორ­ტი, რომ­ლებ­შიც ხში­რად ადა­მი­ა­ნებს 10-15 წუ­თით მა­ინც უწევ­დათ ყოფ­ნა და სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო დის­ტან­ცი­ის დაც­ვა”, - მი­იჩ­ნევს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
18

ნამდვილად მასეა რაც ოფიციალურადაა 300 ათასამდე ადამიანამა გადაიტანა და სავარაუდოდ მილიონზე მეტმა გადაიტანა უსიპტომოდ რაც მთავარია პიკი გადავლილია მარა ნაახალწლევს სავარაუდოდ უძლიერესი მესამე ტალღა დაგვარტყამს უფრო მომაკვდინებელი თუმცა ესეც ჩვენს ხელშია იამვრის ბოლომდე თუ გავძლებთ მერე უკვე ვაქცინაციაც დაიწყება და იქნება საშველი.

nene
18

ხალხნო რას მიედ-მოედებით, თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? გაახილეთ თვალები და ნუ გვაყრით თვალებში ნაცარს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა? - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით

"კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყარო შეზღუდვების შემოღებამდე იყო დახურული და ღია თავშეყრის ადგილები, რესტორნები, ბარები, სავარჯიშო დარბაზები, ტრანსპორტი და ა.შ, ხოლო ვირუსთან დაკავშირებულმა აკრძალვებმა გვიჩვენა ის, რომ ყველა შემოღებული რეგულაცია იყო სწორი. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა ვირუსი და გამოუმუშავდა ე.წ იმუნური ფენა, რასაც სხვაგვარად ზოგჯერ ჯოგურ ან კოლექტიურ იმუნიტეტს (Herd Immynity) უწოდებენ - ასე აფასებენ დარგის სპეციალისტები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი თვის წინ შემოღებული შეზღუდვების შედეგებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოში ე.წ. იმუნური ფენა გაჩნდა - რატომ შემცირდა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის 80%-ით.

"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძის აზრით, კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კერა იყო თავყრილობები დახურულ და ღია სივრცეებში, რადგან სადაც დისტანცია არ არის დაცული, ვირუსი ყველაზე მარტივად იქ ვრცელდება. მისივე თქმით, მსოფლიოშია დადასტურებული, რომ ძირითადი გავრცელების კერა არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები, კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები. ასევე სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტი. ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრით კი, გარდა რეგულაციებისა, ვირუსის გავრცელება შეამცირა იმუნური ფენის გამომუშავებამ, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ კორონავისურთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორი აღმოჩნდა. ამის გარდა, სრული ლოკდაუნიც ავიცილეთ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღნიშნული რეგულაციები მძიმე გადასატანია და ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, დადებითი მხარე ის არის, რომ სიკვდილიანობა შემცირდა და ეს არის მთავარი. ამ კუთხით გარკვეული შედეგი მოიტანა, რაც ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია. ძირითადი გავრცელების კერა, არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ მსოფლიო მასშტაბით დადასტურებული აზრით, არის სამასპინძლო ბიზნესები - რესტორნები კაფეები, ბაზრობები, მაღაზიები, სადაც ვერ კონტროლდება ადამიანთა ნაკადები. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღია თუ დახურული სივრცეები. რასაკვირველია, დახურულ სივრცეში უფრო მარტივად ვრცელდება ვირუსი, მაგრამ, როცა ღია სივრცეში ხალხი მჭიდროდ იყრის თავს, ამ შემთხვევაშიც ეფექტი იგივეა. სავარჯიშო დარბაზები და ტრანსპორტიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების კუთხით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

"ჩვენ შეგვეძლო რეგულაციების თავიდან არიდება, თუ კი დავიცავდით წესებს და გავაკონტროლებდით ადამიანთა ნაკადებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დაცვა და აღსრულება ყველა ტრანსპორტსა და რესტორანში პრაქტიკულად შეუძლებელია და შესაბამისად იქნა არჩეული ეს გზა, რომელმაც თავისი შედეგი მოიტანა, მართალია ძალიან მძიმე ფასად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ეფექტი მივიღეთ. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ უახლოეს დღეებში, როცა სავაჭრო მოლები და მაღაზიები გახსნილია, არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, არ დავიცავთ დისტანცირების წესს, არ გავიკეთებთ პირბადეს, ის მსხვერპლი, რაც გავიღეთ, ტყუილად წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან საკმარისია ორი, სამი დღე რეგულაციების დარღვევა და დამთავრებულია აღნიშნული დადებითი დინამიკაც, რომელიც რეგულაციების ხარჯზე მივიღეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ახალი წელი მაქსიმლურად სახლში გავატაროთ ჩვენს ოჯახებთან ერთად”, - დაასკვნის აკაკი ზოიძე.

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაზე მწვავე გავრცელების კერა იყო თავშეყრის ადგილები. მეორე მომენტი კი ის არის, რომ უკვე შეეშინდათ ადამიანებს და აქტიურად დაიწყეს ნიღბის გაკეთება, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. გარდა ამისა, ინფიცირების რაოდენობის შემცირებაზე იმოქმედა ე.წ იმუნური ფენის გამომუშავებამ. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე მოიხადა კორონავირუსი და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ვირუსის მოხდის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში არსებობს იმუნური ფენა, რის შემდეგაც ვირუსით დაინფიცირება დაბალია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი ფაქტორია ის, რომ ბევრმა უკვე მოიხადა ეს ვირუსი და ეს აისახა კორონავირუსის დღიურ გავრცელების მაჩვენებელზეც, რომელიც საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგულაციებმაც გაამართლა, რადგან, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გავრცელების წყარო იყო ავტობუსები, საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომლებშიც ხშირად ადამიანებს 10-15 წუთით მაინც უწევდათ ყოფნა და სადაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა”, - მიიჩნევს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე. წყარო

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა