ambebi.ge -მ ჯერ კიდევ 7 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოს" დატოვებას გეგმავდა. დღეს უკვე "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოდან“ დიდი ალბათობით მართლაც მიდის. ამ საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. "ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრიფინგი 15:30 საათზე ჩაინიშნა.
სად გააგრძელებს ხოშტარია პოლიტიკურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორაციით, ის შესაძლოა ზურაბ ჯაფარიძეს ახლად დაარსებულ პარტიაში შეუერთდეს.