მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და..." - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, ძმის მდგომარეობასა და ბადრი ესებუაზე
"14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და..." - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, ძმის მდგომარეობასა და ბადრი ესებუაზე

"დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ჩემი ტრა­გე­დია გულ­ში ჩა­მე­მარ­ხა" - რას ამ­ბობს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია მა­მა­ზე, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­სა" და ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე

"ხში­რად მახ­სენ­დე­ბა მა­მას სა­უბ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტი­ოს­ნე­ბის და­უ­წე­რელ კა­ნო­ნად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ"ყვე­ლა ბავ­შვი მშო­ბელს ჰბა­ძავს, მის იდე­ა­ლებს იზი­ა­რებს და მეც ასე ვი­ყა­ვი

ექ­სპრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უმ­ცრო­სი ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პო­ლო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ატა­შეა, პო­ლი­ტი­კის­გან შორს ყოფ­ნას ირ­ჩევს. ის მი­უ­კა­რე­ბელ­სა და მკაცრს ჰგავს. თუმ­ცა ძა­ლი­ან გულ­ღია ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ბევრ სა­კი­თხზეც გუ­ლახ­დი­ლად ლა­პა­რა­კობს. ცხა­დია, ვერც მას­თან სა­უბ­რი­სას ავუ­ა­რეთ გვერ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­სა და რთულ დღე­ვან­დე­ლო­ბას...

- თქვე­ნი ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, მაგ­რამ მა­ინც გკი­თხავთ - რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის ბავ­შვო­ბა?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დიდი ხნის წინ მი­ვი­ღე, რო­დე­საც ჩემს თავს ყუ­რა­დღე­ბით ჩა­ვე­კი­თხე, მქონ­და თუ არა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბავ­შვო­ბა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია. რაც, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არც არის... უკვე 5-6 წლი­დან ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ მა­მა­ჩე­მი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მამა ვერ იყო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­საც ისე­ვე ვუყ­ვარ­დით, რო­გორც სხვა მა­მებს უყ­ვართ შვი­ლე­ბი, არც მა­მის მზრუნ­ვე­ლო­ბა გვაკ­ლდა, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად, ვხე­დავ­დი, რომ მა­მა­ჩე­მი შვი­ლებს კი არა, რა­ღაც სხვას, ანუ ქვე­ყა­ნას ეკუთ­ვნო­და. მის­თვის ეს იყო პრი­ო­რი­ტე­ტი. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც ვგრძნობ­დი, რომ ეს მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბა მა­მა­ჩე­მი­სა­გან მო­ი­თხოვ­და უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, რა­საც, ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ამა­ვე დროს, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში იყო უამ­რა­ვი მოვ­ლე­ნა, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვო­ბა­ში ვერ და არც მოხ­დე­ბა...

- ალ­ბათ, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც გქონ­დათ.

- ალ­ბათ. თუმ­ცა, რად­გან მამა მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ ქვეყ­ნის­თვის უნდა ეშ­რო­მა და ეცო­ცხლა, ამას მეც აუ­ცი­ლებ­ლო­ბად ვთვლი­დი. ყვე­ლა ბავ­შვი მშო­ბელს ჰბა­ძავს, მის იდე­ა­ლებს იზი­ა­რებს და მეც ასე ვი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მი ამ ენერ­გი­ას საყ­ვე­დუ­რის გა­რე­შე გას­ცემ­და და მეც ვთვლი­დი, რომ უსაყ­ვე­დუ­როდ უნდა მი­მე­ღო. ზო­გა­დად, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად არ ვიზ­რდე­ბო­დი და ასე­თი ვარ ახ­ლაც. დღეს, რო­დე­საც წარ­სულს ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ვუ­ყუ­რებ, ვხვდე­ბი, რომ მა­მა­ჩე­მის ეს ენერ­გია არ გამ­ქრა­ლა, ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩა... ეს დიდი სიმ­დიდ­რეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა დიდ დროს ვერ ატა­რებ­და ჩვენ­თან, მის­გან რა­ღა­ცის სწავ­ლა მუ­დამ შე­იძ­ლე­ბო­და. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა მა­მას სა­უბ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტი­ოს­ნე­ბის და­უ­წე­რელ კა­ნო­ნად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ. მის­გან ვიცი, რომ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­გვა­რი დი­ვი­დენ­დე­ბი­სა და პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის მო­თხოვ­ნის გა­რე­შე უნდა გიყ­ვარ­დეს და როცა შე­გიძ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ უნდა თქვა.

- ვიც­ნობ ხალ­ხს, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბი­ხართ. თუმ­ცა თქვე­ნი ძმა ცოტ­ნე ამ მხრივ მარ­თლაც გა­მო­ნაკ­ლი­სია - ყვე­ლა ჩემს ავად­მყოფ რეს­პონ­დენტს პი­რა­დი კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით ეხ­მა­რე­ბო­და, არა­და, მას არც კი ვიც­ნობ. რო­გორ არის?

- უკეთ და სა­ი­მე­დოდ. ძნე­ლია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ამ მდგო­მა­რე­ო­ბის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ ფონ­დი "ქარ­თუ" დაგ­ვეხ­მა­რა და ამის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- ქარ­თვე­ლე­ბის რო­მე­ლი თვი­სე­ბა არ მოს­წონ­და პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და რო­დე­საც ავიწ­რო­ებ­დნენ, რას საყ­ვე­დუ­რობ­და ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- მა­მა­ჩე­მი ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის ორ მძი­მე თვი­სე­ბას გა­ნიც­დი­და. ამ­ბობ­და, ეს რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს, ქვე­ყა­ნა ყვე­ლას თა­ვი­სი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა ჰგო­ნია და ყვე­ლას ყვე­ლას­თან "კა­ი­ბი­ჭო­ბა"უნ­დაო. მეც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მო­ღა­ლა­ტეა, დღეს მე­გობ­რო­ბას მე მიმ­ტკი­ცებს, ხვალ კი წავა და იმას ჩა­ე­ხუ­ტე­ბა, ვინც მე მა­ნად­გუ­რებს.

ასეთ დროს ემო­ცი­ებს ვერ ვი­კა­ვებ. რო­დე­საც ვნა­ხე, რო­გორ ჩა­ე­ხუ­ტა ნიკა გვა­რა­მია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ველ ნომ­რებს, დევი ჭან­კო­ტა­ძე­სა და ბუბა კი­კა­ბი­ძეს, ლა­მის ტვინ­ში სის­ხლი ჩა­მექ­ცა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
54

ვაჰ დრონი, ვაჰ ზნეობანი...თემურ მღებრიშვილის სპეც-ბანდის წევრი იყო რომელიც მამამისის მომხრე ქალების მიტინგებს არბევდა 90-ნი წლების ბოლოს.

კახაბერი
16

წმინდა გაგა...დაწერა მისმა ძმამ ცოტნემ, რაშიც იყო საქმე..მერე კიდევ პირადად მას არ დაუბრევია და არავისთვის ჩაურტყამს ხელკეტი ...ნუ ბრძენკაცობთ ერთი რა...მის ადგილზე დააყენეთ თავი ერთი, ათასი პროვოკატორი და მტერი ყავდათ ძმებს საქართველოში როცა ჩამოვიდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და..." - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, ძმის მდგომარეობასა და ბადრი ესებუაზე

"14 წლის ვიყავი, როდესაც გროზნოში მამაჩემის სიკვდილის ამბავი მოგვიტანეს და..." - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, ძმის მდგომარეობასა და ბადრი ესებუაზე

"დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი ტრაგედია გულში ჩამემარხა" - რას ამბობს გიორგი გამსახურდია მამაზე, "ნაცმოძრაობასა" და ესებუას საქმეზე

"ხშირად მახსენდება მამას საუბრები, რომლებიც პატიოსნების დაუწერელ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ"ყველა ბავშვი მშობელს ჰბაძავს, მის იდეალებს იზიარებს და მეც ასე ვიყავი

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია, რომელიც ამჟამად პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა, პოლიტიკისგან შორს ყოფნას ირჩევს. ის მიუკარებელსა და მკაცრს ჰგავს. თუმცა ძალიან გულღია ადამიანია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და ბევრ საკითხზეც გულახდილად ლაპარაკობს. ცხადია, ვერც მასთან საუბრისას ავუარეთ გვერდი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და რთულ დღევანდელობას...

- თქვენი ბავშვობის შესახებ მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მაინც გკითხავთ - როგორი იყო პირველი პრეზიდენტის შვილის ბავშვობა?

- ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხნის წინ მივიღე, როდესაც ჩემს თავს ყურადღებით ჩავეკითხე, მქონდა თუ არა ჩვეულებრივი ბავშვობა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ბავშვობა საერთოდ არ მქონია. რაც, ალბათ, გასაკვირი არც არის... უკვე 5-6 წლიდან ვაცნობიერებდი, რომ მამაჩემი ჩვეულებრივი მამა ვერ იყო. რასაკვირველია, მასაც ისევე ვუყვარდით, როგორც სხვა მამებს უყვართ შვილები, არც მამის მზრუნველობა გვაკლდა, მაგრამ იმავდროულად, ვხედავდი, რომ მამაჩემი შვილებს კი არა, რაღაც სხვას, ანუ ქვეყანას ეკუთვნოდა. მისთვის ეს იყო პრიორიტეტი. როგორც ყველა ბავშვი, მეც ვგრძნობდი, რომ ეს მიკუთვნებულობა მამაჩემისაგან მოითხოვდა უზარმაზარ ენერგიასა და ჯანმრთელობას, რასაც, ალბათ, ქვეცნობიერად ძალიან განვიცდიდი. ამავე დროს, ჩემს ბავშვობაში იყო უამრავი მოვლენა, რაც ჩვეულებრივ ბავშვობაში ვერ და არც მოხდება...

- ალბათ, პროტესტის გრძნობაც გქონდათ.

- ალბათ. თუმცა, რადგან მამა მიიჩნევდა, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა ეშრომა და ეცოცხლა, ამას მეც აუცილებლობად ვთვლიდი. ყველა ბავშვი მშობელს ჰბაძავს, მის იდეალებს იზიარებს და მეც ასე ვიყავი. მამაჩემი ამ ენერგიას საყვედურის გარეშე გასცემდა და მეც ვთვლიდი, რომ უსაყვედუროდ უნდა მიმეღო. ზოგადად, სენტიმენტალურად არ ვიზრდებოდი და ასეთი ვარ ახლაც. დღეს, როდესაც წარსულს ამ გადასახედიდან ვუყურებ, ვხვდები, რომ მამაჩემის ეს ენერგია არ გამქრალა, ის ქართველი ხალხის მეხსიერებაში დარჩა... ეს დიდი სიმდიდრეა. მიუხედავად იმისა, რომ მამა დიდ დროს ვერ ატარებდა ჩვენთან, მისგან რაღაცის სწავლა მუდამ შეიძლებოდა. ხშირად მახსენდება მამას საუბრები, რომლებიც პატიოსნების დაუწერელ კანონად შეიძლება მივიჩნიოთ. მისგან ვიცი, რომ საკუთარი ქვეყანა ყოველგვარი დივიდენდებისა და პირადი კეთილდღეობის მოთხოვნის გარეშე უნდა გიყვარდეს და როცა შეგიძლია, ადამიანების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვა.

- ვიცნობ ხალხს, რომელთაც დახმარებიხართ. თუმცა თქვენი ძმა ცოტნე ამ მხრივ მართლაც გამონაკლისია - ყველა ჩემს ავადმყოფ რესპონდენტს პირადი კავშირების წყალობით ეხმარებოდა, არადა, მას არც კი ვიცნობ. როგორ არის?

- უკეთ და საიმედოდ. ძნელია მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით ამ მდგომარეობის მიღწევა, მაგრამ ფონდი "ქართუ" დაგვეხმარა და ამისთვის მადლობელი ვარ.

- ქართველების რომელი თვისება არ მოსწონდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და როდესაც ავიწროებდნენ, რას საყვედურობდა ქართველებს ყველაზე მეტად?

- მამაჩემი ჩვენი ხასიათის ორ მძიმე თვისებას განიცდიდა. ამბობდა, ეს რა უბედურება გვჭირს, ქვეყანა ყველას თავისი პირადი საკუთრება ჰგონია და ყველას ყველასთან "კაიბიჭობა"უნდაო. მეც ძალიან განვიცდი, როდესაც ადამიანი მოღალატეა, დღეს მეგობრობას მე მიმტკიცებს, ხვალ კი წავა და იმას ჩაეხუტება, ვინც მე მანადგურებს.

ასეთ დროს ემოციებს ვერ ვიკავებ. როდესაც ვნახე, როგორ ჩაეხუტა ნიკა გვარამია "ნაციონალების" საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს, დევი ჭანკოტაძესა და ბუბა კიკაბიძეს, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. გააგრძელეთ კითხვა