მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯულიეტა ჩემთვის ტელევიზიის კედლებს შერჩენილი ფრესკაა, რომლის წაშლასაც ვერც დრო და ვერც სხვა ძალა ვერ შეძლებს“
"ჯულიეტა ჩემთვის ტელევიზიის კედლებს შერჩენილი ფრესკაა, რომლის წაშლასაც ვერც დრო და ვერც სხვა ძალა ვერ შეძლებს“

87 წლის ასაკ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა!

"ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხედ დარ­ჩე­ბა მა­რად. ის ლე­გენ­დაა! “ - ვფიქ­რობ, ყვე­ლა და­ე­თან­ხმე­ბა სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გობ­რის, ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის დიდი რა­ჟი­სო­რის, ზე­ნონ კა­ცი­ას მიერ ჯუ­ლი­ე­ტას ღვაწ­ლის ასეთ შე­ფა­სე­ბა­სო, - წერს თა­ვის ფე­ის­ბუკ-გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს (ახ­ლან­დე­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“) ჟურ­ნა­ლის­ტი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­დაქ­ცი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ერთხანს კი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ-გოჩა ხუნ­და­ძე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია, რაც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე არა­ვის უნა­ხავს ეკ­რან­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ის მარ­თლაც ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი, ამ უნი­ჭი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლას დას­წყვი­ტა გული.

მას მეც ვიც­ნობ­დი, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი რა­დი­ოს პირ­ველ არხზე. ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნი ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და - გა­რეგ­ნუ­ლად თუ სუ­ლი­ე­რად მუ­დამ ახალ­გაზ­რდა და შე­უ­პო­ვა­რი. რამ­დენ­ჯერ მი­ფიქ­რია, ნე­ტავ, რამ­დე­ნი წლის არის-მეთ­ქი? რამ­დე­ნი­საც უნდა ყო­ფი­ლი­ყო - ამ ადა­მი­ანს წლე­ბი, თით­ქოს, არ ემა­ტე­ბო­და!

ხან­გრძლი­ვად მი­სა­უბ­რია მას­თან და ბევ­რი რა­მეც მო­უ­ყო­ლია ჩემ­თვის. უნი­ვერ­სა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო - ბავ­შვო­ბი­დან მუ­დამ სცე­ნა­ზე იდგა, მუ­დამ მიკრო­ფო­ნით, მუ­დამ სა­დღაც იღებ­დნენ. პი­ო­ნერ­თა, ახ­ლან­დელ მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ცეკ­ვავ­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებ­ში, ოლიმ­პი­ა­დებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რა­დი­ოს სა­ბავ­შვო რე­დაქ­ცი­ის გა­და­ცე­მის - "პი­ო­ნერ­თა და­ფი­ო­ნის“ მუდ­მი­ვი წამ­ყვა­ნი იყო და ტკბი­ლად იხ­სე­ნებ­და იმ დღე­ებს, ყო­ველ კვი­რას რა­დი­ო­ე­თე­რით რო­გორ ესალ­მე­ბო­და ბავ­შვებს...

რე­ჟი­სორ და მსა­ხი­ობ გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან ერ­თად

წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ მისი პირ­ვე­ლი, ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რა იყო, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (დღეს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი) არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ას­პი­რან­ტუ­რაც ამ გან­ხრით და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტშიც (დღეს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი) ჩა­ა­ბა­რა... გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის რჩე­ვით. თურ­მე, ბა­ტო­ნი სერ­გო მას მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ებს აწყობ­დნენ. ერთხე­ლაც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე მოს­კოვ­ში, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დე­კა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, წამ­ყვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და წას­ვლის წინ მის­თვის სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს უთ­ქვამს: სულ სცე­ნა­ზე ხარ, ამ­დე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიგ­ყავს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თე­ატ­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღოო. რაკი პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნდა, მის რჩე­ვას გვერ­დი ვერ აუ­ა­რა და პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლას თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზეც შე­უდ­გა. მერე სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნებ­და, ბა­ტონ­მა სერ­გომ არა­ერ­თხელ მო­მან­დო თე­ატ­რში თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს წაყ­ვა­ნაო.

თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ორ წე­ლი­წადს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რშიც იმუ­შა­ვა, მაგ­რამ მა­ინც ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­დას­ძლია. ამ­ბობ­და, - მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი არ­ჩევ­ნი­სა, თე­ატრმა, კი­ნომ და არ­ქი­ტექ­ტუ­რამ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა, ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­ყავ­და რე­პორ­ტა­ჟე­ბი ქარ­ხნე­ბი­დან, ფაბ­რი­კე­ბი­დან, სა­კოლ­მე­ურ­ნეო მინ­დვ­რე­ბი­დან და სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნო.

კი­ნო­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა მის­თვის მა­ინც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მა­შინ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტშიც სწავ­ლობ­და და უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მუ­შა­ობ­და. სა­ო­ცა­რი დამ­თხვე­ვაა - სა­ქარ­თვე­ლოს ფილ­მოგ­რა­ფი­ას სა­ხა­ლი­სო სა­ა­ხალ­წლო-თოვ­ლი­ა­ნი სულ რამ­დე­ნი­მე ფილ­მი აქვს არ­ქივ­ში და ერთ-ერთი სწო­რედ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაა, მის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი - შოთა მა­ნა­გა­ძის "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე“...

და მარ­თა­ლია, ახლა თბი­ლის­ში არ თოვს და თოვლში ამო­სუ­ლი ყვა­ვი­ლიც ვერ გაჰ­ყვე­ბა უკა­ნას­კნელ გზა­ზე, მაგ­რამ დრო კი სწო­რედ ისაა - ზამ­თა­რი, ბა­კუ­რი­ან­ში თოვ­ლით და, ალ­ბათ, თხი­ლა­მუ­რე­ბი­თაც... გა­და­ღე­ბაც, ხომ, ძი­რი­თა­დად ბა­კუ­რი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტყუ­ი­ლად არ ვთქვი, უნი­ვერ­სა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო-მეთ­ქი - ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და, თა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად. თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი შე­ეძ­ლო და შოთა მა­ნა­გა­ძეს სთხო­ვა, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით, ძი­რი­თა­დად მე ვიდ­გე თხი­ლა­მუ­რებ­ზე, დუბ­ლი­ორ­მა კი შორი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბი­სას შემ­ცვა­ლო­სო. თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ჟი­სო­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ეში­ნო­და, არ წაქ­ცე­უ­ლი­ყო და რამე არ მო­ე­წია, სა­ბო­ლო­ოდ მარ­თლაც შორი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბი­სას სცვლი­და დუბ­ლი­ო­რი...

შემ­დე­გი ფილ­მი იყო "პაპა გი­გია“. გული სწყდე­ბო­და, რა­ტომ­ღაც ამ ფილ­მს არ უჩ­ვე­ნე­ბე­ნო. იქ ას­რუ­ლებ­და სოფ­ლე­ლი გო­გოს, თი­ნი­ას როლს, ჰყავ­და დე­დი­ნაც­ვა­ლი და სიმ­ღერ-სიმ­ღერ და­დი­ო­და ფი­ჩხის მო­საგ­რო­ვებ­ლად. ფილმში, თურ­მე, თვი­თონ მღე­რო­და და, ალ­ბათ, ამი­ტომ კი­დევ უფრო ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­და­ეს ფილ­მი.

მე­რაბ ჯა­ლი­აშ­ვილს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილმ "მზე ჭი­ქა­შიც“ გა­და­უ­ღია. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილმში "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან“... მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოდ მა­ინც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის“ გა­და­ღე­ბას იხ­სე­ნებ­და: აგუ­ლი ერის­თა­ვის თინა, კლა­სის შეკ­რე­ბის კად­რე­ბის ღა­მის გა­და­ღე­ბე­ბი, არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და, რაც მთა­ვა­რია, "ლორ­თქია“ - აწ გარ­დაც­ვლი­ლი გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით ვე­რა­ვინ ჩერ­დე­ბო­და.

ყველ­გან წარ­მა­ტე­ბას აღ­წევ­და, თით­ქოს, მის წინ ყვე­ლა კარი იღე­ბო­და, მაგ­რამ... მისი არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც ტე­ლე­ვი­ზია იყო. ერთხელ ვკი­თხე, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ტე­ლე­ვი­ზია-მეთ­ქი? იცით რა მი­პა­სუ­ხა? - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს არ­ქი­ტექ­ტუ­რა და შე­უ­და­რე­ბელ პრო­ფე­სი­ად მი­მაჩ­ნია; რა თქმა უნდა, მიყ­ვარს თე­ატ­რი; არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სახ­ვი­თი, თე­ატ­რა­ლუ­რი, კინო, სა­ერ­თოდ, ხე­ლოვ­ნე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა - ეს ყო­ვე­ლი­ვე ერ­თად ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­როს ქმნის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­თხოვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და შრო­მას, რის გა­რე­შეც წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­როს ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის ახალ­გაზ­რდამ. და კი­დევ ერთი რამ - ყო­ველ­თვის მივ­ყვე­ბი დღე­ვან­დე­ლო­ბას, რომ­ლის ყო­ველ წუთს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს! ტე­ლე­ვი­ზია კი ხალ­ხთან პირ­და­პი­რი და უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, რომ ყო­ველ­თვის, პირ­ვე­ლი დღი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მა­ყუ­რე­ბელს... რა თქმა უნდა, მო­კარ­ნა­ხის გა­რე­შე, რად­გან არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ მო­კარ­ნა­ხე ტექ­სტის ფარ­დაა ჩემ­სა და მა­ყუ­რე­ბელს შო­რი­სო.

მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო - ტე­ლე­ვი­ზი­ის ერ­თა­დერ­თი დიქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ერთი წა­კი­თხვით იმახ­სოვ­რებ­და ტექ­სტებს და წა­უ­ფორ­ხი­ლებ­ლად ამ­ბობ­და ზე­პი­რად!

მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა 2004 წლი­დან და­ი­წყო ანუ მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, "რე­ფორ­მა-გა­ნახ­ლე­ბა თუ გა­ნახ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ნგრე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე“ და­ი­წყეს და იგი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­უშ­ვეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძო­და, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ იუ­რი­დი­უ­ლად, მო­რა­ლუ­რად და ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი უსა­მარ­თლოდ მოხ­და. ამ­ჯე­რად კი­დევ ერთ სფე­რო­ში აღ­მო­აჩ­ნდა უდი­დე­სი ნიჭი და უნა­რი - შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ის­წავ­ლა კა­ნო­ნე­ბი, ლა­მის, პრო­ფე­სი­ო­ნალ იუ­რის­ტა­დაც იქცა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ად­ვო­კა­ტო­ბაც შე­ი­თავ­სა - სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს თა­ვად­ვე იცავ­და. ხში­რად ამ­ბობ­და, - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­აა იუ­რის­ტო­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ად­ვო­კა­ტის - სა­კუ­თა­რი თუ სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლის რან­გში გა­მო­დი­ხარ, მაგ­რამ ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ისე­თი შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცი­ან, მაგ­რამ კა­ნო­ნი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი­აო...

და კი­დევ, ეპი­ლო­გად - არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი სი­ტყვე­ბი: - რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა­ზე რა­მის თქმას აპი­რებთ, უპირ­ვე­ლე­სად, მის სა­ხელს, გვარ­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ი­აზ­რებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ამის გა­რე­შე არც სხვამ წარ­მო­მიდ­გი­ნო­სო!

სი­ნამ­დვი­ლე­შიც ხომ ასეა - ვიდ­რე ამ­ქვეყ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ეს ორი სფე­რო იარ­სე­ბებს და მისი ის­ტო­რი­ის წამ­კი­თხა­ვი ერთი კაცი მა­ინც იქ­ნე­ბა, ვერც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის გა­რე­შე წარ­მო­იდ­გენს ვინ­მე იმ ორს - შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას, იმ ქვეყ­ნად კი - უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს მას სა­მუ­და­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი.

  • ცნო­ბის­თვის: ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 1961-1962 წლებ­ში იყო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ნო­ფილ­მებ­ში: "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე", "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან", "პაპა გი­გია", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა" და ტე­ლე­ფილმში "მზე ჭი­ქა­ში".
  • 1958 წლი­დან ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რი გახ­და, შემ­დგომ­ში კო­მენ­ტა­ტო­რი, პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სა­მეც­ნი­ე­რო, სა­ბავ­შვო, თე­ატ­რა­ლუ­რი თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ დარ­გი­სად­მი მი­ძღვნილ გა­და­ცე­მა­თა წამ­ყვა­ნი, ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ავ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო, სი­გე­ლი და მე­და­ლი.
  • ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის წევ­რი. 1996 წელს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, 1967 წელს - სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა.
  • 2013 წლის 30 დე­კემ­ბერს, ტე­ლე­ვი­ზი­ის და­არ­სე­ბის 57 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა არ­ხმა, მთაწ­მინ­დის პარკში, თბი­ლი­სის ან­ძის სი­ახ­ლო­ვეს სა­პა­ტიო ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნა ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ წამ­ყვა­ნებს, მათ შო­რის - ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0
გაანათლოს უფალმა ქალბატონი ჯულიეტას სული!
დევნილი კოლხი
2

ფრესკა, მართლაც, ნამეტანია. გიორგი გაბუნიას კი მინდა მივუსამძიმრო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქალბატონი ჯულიეტას სული! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჯულიეტა ჩემთვის ტელევიზიის კედლებს შერჩენილი ფრესკაა, რომლის წაშლასაც ვერც დრო და ვერც სხვა ძალა ვერ შეძლებს“

"ჯულიეტა ჩემთვის ტელევიზიის კედლებს შერჩენილი ფრესკაა, რომლის წაშლასაც ვერც დრო და ვერც სხვა ძალა ვერ შეძლებს“

87 წლის ასაკში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა!

"ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიის სახედ დარჩება მარად. ის ლეგენდაა! “ - ვფიქრობ, ყველა დაეთანხმება სტუდენტობის დროინდელი მეგობრის, ჩვენი ტელევიზიის დიდი რაჟისორის, ზენონ კაციას მიერ ჯულიეტას ღვაწლის ასეთ შეფასებასო, - წერს თავის ფეისბუკ-გვერდზე საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს (ახლანდელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის“) ჟურნალისტი და წლების განმავლობაში მისი საინფორმაციო რედაქციის მთავარი რედაქტორი, ერთხანს კი ტელევიზიის ხელმძღვანელი ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია, რაც ჯულიეტა ვაშაყმაძე არავის უნახავს ეკრანზე, ტელევიზიის მართლაც ლეგენდად ქცეული, ამ უნიჭიერესი ქალბატონის გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული.

მას მეც ვიცნობდი, რადგან წლების განმავლობაში ვმუშაობდი რადიოს პირველ არხზე. ამგვარი ადამიანი ძნელად თუ მოიძებნებოდა - გარეგნულად თუ სულიერად მუდამ ახალგაზრდა და შეუპოვარი. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ, რამდენი წლის არის-მეთქი? რამდენისაც უნდა ყოფილიყო - ამ ადამიანს წლები, თითქოს, არ ემატებოდა!

ხანგრძლივად მისაუბრია მასთან და ბევრი რამეც მოუყოლია ჩემთვის. უნივერსალური ადამიანი იყო - ბავშვობიდან მუდამ სცენაზე იდგა, მუდამ მიკროფონით, მუდამ სადღაც იღებდნენ. პიონერთა, ახლანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვავდა, მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში, ოლიმპიადებში, საქართველოს რადიოს საბავშვო რედაქციის გადაცემის - "პიონერთა დაფიონის“ მუდმივი წამყვანი იყო და ტკბილად იხსენებდა იმ დღეებს, ყოველ კვირას რადიოეთერით როგორ ესალმებოდა ბავშვებს...

რეჟისორ და მსახიობ გიული ჭოხონელიძესთან ერთად

წარმოიდგენდით, რომ მისი პირველი, ძირითადი სპეციალობა არქიტექტურა იყო, პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა და ასპირანტურაც ამ განხრით დაამთავრა, მაგრამ... თეატრალურ ინსტიტუტშიც (დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) ჩააბარა... გენიალური მსახიობის - სერგო ზაქარიაძის რჩევით. თურმე, ბატონი სერგო მას მეტყველებას ასწავლიდა პიონერთა სასახლეში, სადაც ძალიან საინტერესო საღამოებს აწყობდნენ. ერთხელაც ჯულიეტა ვაშაყმაძე მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე მიემგზავრებოდა, წამყვანი უნდა ყოფილიყო და წასვლის წინ მისთვის სერგო ზაქარიაძეს უთქვამს: სულ სცენაზე ხარ, ამდენი ღონისძიება მიგყავს, ამიტომ აუცილებელია, თეატრალური განათლებაც მიიღოო. რაკი პედაგოგს პროფესიული განათლების მიღება საჭიროდ მიაჩნდა, მის რჩევას გვერდი ვერ აუარა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად, სწავლას თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზეც შეუდგა. მერე სიამაყით იხსენებდა, ბატონმა სერგომ არაერთხელ მომანდო თეატრში თავისი შემოქმედებითი საღამოს წაყვანაო.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ორ წელიწადს მარჯანიშვილის თეატრშიც იმუშავა, მაგრამ მაინც ტელევიზიამ გადასძლია. ამბობდა, - მიუხედავად ასეთი არჩევნისა, თეატრმა, კინომ და არქიტექტურამ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა მნიშვნელოვნად განაპირობა, ამასთანავე, რა თქმა უნდა, სისტემატურად მიმყავდა რეპორტაჟები ქარხნებიდან, ფაბრიკებიდან, საკოლმეურნეო მინდვრებიდან და საზღვარგარეთიდანო.

კინოში რამდენჯერმე გადაიღეს, მაგრამ პირველი გადაღება მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტშიც სწავლობდა და უკვე ტელევიზიაშიც მუშაობდა. საოცარი დამთხვევაა - საქართველოს ფილმოგრაფიას სახალისო საახალწლო-თოვლიანი სულ რამდენიმე ფილმი აქვს არქივში და ერთ-ერთი სწორედ მისი მონაწილეობითაა, მისთვის პირველი ფილმი - შოთა მანაგაძის "ყვავილი თოვლზე“...

და მართალია, ახლა თბილისში არ თოვს და თოვლში ამოსული ყვავილიც ვერ გაჰყვება უკანასკნელ გზაზე, მაგრამ დრო კი სწორედ ისაა - ზამთარი, ბაკურიანში თოვლით და, ალბათ, თხილამურებითაც... გადაღებაც, ხომ, ძირითადად ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტყუილად არ ვთქვი, უნივერსალური ადამიანი იყო-მეთქი - ყველაფერი გამოსდიოდა, თანაც შესანიშნავად. თხილამურებით სრიალი შეეძლო და შოთა მანაგაძეს სთხოვა, საშუალება მომეცით, ძირითადად მე ვიდგე თხილამურებზე, დუბლიორმა კი შორი კადრების გადაღებისას შემცვალოსო. თავისი მაინც გაიტანა და, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ეწინააღმდეგებოდა, ეშინოდა, არ წაქცეულიყო და რამე არ მოეწია, საბოლოოდ მართლაც შორი კადრების გადაღებისას სცვლიდა დუბლიორი...

შემდეგი ფილმი იყო "პაპა გიგია“. გული სწყდებოდა, რატომღაც ამ ფილმს არ უჩვენებენო. იქ ასრულებდა სოფლელი გოგოს, თინიას როლს, ჰყავდა დედინაცვალი და სიმღერ-სიმღერ დადიოდა ფიჩხის მოსაგროვებლად. ფილმში, თურმე, თვითონ მღეროდა და, ალბათ, ამიტომ კიდევ უფრო ეძვირფასებოდაეს ფილმი.

მერაბ ჯალიაშვილს სატელევიზიო ფილმ "მზე ჭიქაშიც“ გადაუღია. მონაწილეობდა ფილმში "თოჯინები იცინიან“... მაგრამ განსაკუთრებულად სასიამოვნოდ მაინც "არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადაღებას იხსენებდა: აგული ერისთავის თინა, კლასის შეკრების კადრების ღამის გადაღებები, არაერთი შესანიშნავი ადამიანი და, რაც მთავარია, "ლორთქია“ - აწ გარდაცვლილი გურამ ლორთქიფანიძე, რომელთან ერთადაც სერიოზული სახით ვერავინ ჩერდებოდა.

ყველგან წარმატებას აღწევდა, თითქოს, მის წინ ყველა კარი იღებოდა, მაგრამ... მისი არჩევანი მაინც ტელევიზია იყო. ერთხელ ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ტელევიზია-მეთქი? იცით რა მიპასუხა? - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს არქიტექტურა და შეუდარებელ პროფესიად მიმაჩნია; რა თქმა უნდა, მიყვარს თეატრი; არქიტექტურა, სახვითი, თეატრალური, კინო, საერთოდ, ხელოვნება და ჟურნალისტიკა - ეს ყოველივე ერთად ძალზე საინტერესო შემოქმედებით სფეროს ქმნის, მაგრამ ყველაფერი მოითხოვს პასუხისმგებლობასა და შრომას, რის გარეშეც წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს აუცილებლად უნდა გაათვითცნობიეროს ამა თუ იმ პროფესიის ახალგაზრდამ. და კიდევ ერთი რამ - ყოველთვის მივყვები დღევანდელობას, რომლის ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს! ტელევიზია კი ხალხთან პირდაპირი და უშუალო ურთიერთობის საშუალებას იძლევა და შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი, რომ ყოველთვის, პირველი დღიდან პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდი მაყურებელს... რა თქმა უნდა, მოკარნახის გარეშე, რადგან არაერთხელ მითქვამს, რომ მოკარნახე ტექსტის ფარდაა ჩემსა და მაყურებელს შორისო.

მართლაც საოცარი ქალბატონი იყო - ტელევიზიის ერთადერთი დიქტორი, რომელიც ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა ტექსტებს და წაუფორხილებლად ამბობდა ზეპირად!

მისი შემოქმედებითი პაუზა 2004 წლიდან დაიწყო ანუ მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "რეფორმა-განახლება თუ განახლება პროფესიონალიზმისა და მაღალ ღირებულებათა ნგრევის საფუძველზე“ დაიწყეს და იგი სამსახურიდან გამოუშვეს. იქიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში სასამართლოში სამართლიანობისთვის იბრძოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იურიდიულად, მორალურად და ფაქტობრივად, ყველაფერი უსამართლოდ მოხდა. ამჯერად კიდევ ერთ სფეროში აღმოაჩნდა უდიდესი ნიჭი და უნარი - შესანიშნავად შეისწავლა კანონები, ლამის, პროფესიონალ იურისტადაც იქცა და სასამართლო პროცესებზე ადვოკატობაც შეითავსა - საკუთარ ინტერესებს თავადვე იცავდა. ხშირად ამბობდა, - ძალიან საინტერესო პროფესიაა იურისტობა, მით უმეტეს, როდესაც ადვოკატის - საკუთარი თუ სხვისი ინტერესების დამცველის რანგში გამოდიხარ, მაგრამ ამ სასამართლო პროცესებზე ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ კანონი დაპატიმრებულიაო...

და კიდევ, ეპილოგად - არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები: - როდესაც პიროვნებაზე რამის თქმას აპირებთ, უპირველესად, მის სახელს, გვარსა და საქმიანობას გაიაზრებთ. აქედან გამომდინარე, რადგან შემოქმედებისა და ტელევიზიის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია, ვისურვებდი, რომ ამის გარეშე არც სხვამ წარმომიდგინოსო!

სინამდვილეშიც ხომ ასეა - ვიდრე ამქვეყნად საქართველოს ეს ორი სფერო იარსებებს და მისი ისტორიის წამკითხავი ერთი კაცი მაინც იქნება, ვერც ჯულიეტა ვაშაყმაძის გარეშე წარმოიდგენს ვინმე იმ ორს - შემოქმედებასა და ტელევიზიას, იმ ქვეყნად კი - უფალმა დაუმკვიდროს მას სამუდამო სასუფეველი.

  • ცნობისთვის: ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".
  • 1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.
  • ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, 1967 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
  • 2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა, მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის - ჯულიეტა ვაშაყმაძეს.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კორონავირუსული პანდემიის 1 წელი საქართველოში

"ბავშვს და-ძმა ჰყავს, იმედია, რომელიმე დონორად გამოდგება" - 5 წლის ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება