პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ყველაზე უჩვეულო, დრამატული, სენტიმენტალური და ემოციებით სავსე პერიოდი - ფოტოებზე აღბეჭდილი 2020 წლის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი
2020 წელი თანამედროვე ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი იყო - დრო, რომელმაც თითქმის ყველა ადამიანზე, ყველა სფეროზე, ყველა პროფესიაზე და ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა გავლენა.
პანდემიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რიტმი, შეგვაჩვია აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრებას.
ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი 1 წელი - 2020 და მსოფლიო:
1 იანვარი, ნიუ-იორკი - The New York Times8 იანვარი - ირანში, თეირანთან ახლოს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მაშველთა ჯგუფი მუშაობს/AP16 იანვარი - სექსუალრ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი მაჰეტენის სასამართლო დარბაზის დატოვებისას/AP15 იანვარი, სირია - სირიელი ბიჭუნა ქალაქ არიჰას ევაკუაციისას, რომელზეც საჰაერო თავდასხმა განხორციელდა22 მარტი, ესპანეთი - პოლიციელის დეზინფექცია28 მარტი, პარიზი - მეზობლები აივნებიდან ესაუბრებიან ერთმანეთს, საფრანგეთში კი ამ დროს უკვე კარანტინის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს
28 მარტი, სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი - პოლიცია მოითხოვს, რომ ადამიანებმა გადმოიხედონ აივნებიდან, რათა დარწმუნდნე, რომ ისინი კარანტინის წესებს არ არღვევენ16 აპილი - პალესტინელი ქალი შვილებს კომბოსტოს ფოთლების პირბადეს უკეთებს, რათა ისინი კორონავირუსისგან დაიცვას30 აპრილი, ირანი - ირანელი ქალები კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობით დაკრძალვაზე10 მაისი და უჩვეულოდ ცარიელი პარიზი31 მაისი, მინეაპოლისი - სამართალდამცველები და ადამიანები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ22 ივნისი, ესპანეთი, მოხუცთა თავშესაფარი - 81 წლის აგუსტინა და 84 წლის პასკუალი კორონავირუსისგან თავდასაცავად ასე ეფერებიან ერთმანეთს. ეს ფოტო 2020 წლის სიმბოლოდ იქცა.30 ივნისი, ჩეხეთი, პრაღა - მოქალაქეებმა 500-მეტრიანი მაგიდა გაშალეს და ასე აღნიშნეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა12 ივნისი, გერმანია, დიუზელდორფი - სოციალური დისტანცია16 ივლისი, აშშ, ლას ვეგასი - კომეტა Neowise, რომლის დახნაც შეუარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელი იყო17 ივლისი, ბრიუსელი - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბულგარეთის პრემიმერ-მინისტრს მიანიშნებს, რომ პირბადე ცხვირს არ უფარავს29 ივლისი, მექა - მუსლიმი პილიგრიმები ქააბას გარშემო დადიან სოციალური დისტანციის დაცვით1-ლი აგვისტო, აშშ, კალიფორმანი - თაგვი, რომელიც ხანძარს გაურბის18 აგვისტო, შვეიცარია - ძროხა, რომელმაც ფეხი დაიზიანა მთიდან ბარში სამკურნალოდ ასეთი ფორმით გადაჰყავთ7 ოქტომბერი, იემენი - იემენელი მოსწავლეები სკოლაში აკადემიური წლის პირველ დღეს. სკოლის შენობა ომის შედეგად დაინგრა და სწავლის პროცესი ნანგრევებში მიმდინარეობს.3 ნოემბერი და ფოტო, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლოდ იქცა
26 ოქტომბერი, პოლონეთი ვარშავა - მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აბორტის აკრძალვის შესახებ14 ნომბერი - სოფელი მთიანი ყარაბაღიდან18 ნოემბერი - ასე მიაქვს პატარა სახლი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ერთ-ერთ მოქალაქეს მას შემდეგ, რაც ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა15 ნოემბერი, მოლდოვა - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადასატანი ყუთი კორონავირუსისგან თავის დასაცავი აღჭურვილობით შემოსილ ადამიანებს დაჰქონდათ24 ნოემბერი, გერმანია, ფრანკფურტი - რესტორანი ლუდითა და სათამაშო პანდებით გააფორმეს14 დეკემბერი - მზის დაბნელება და ფოტო არგენტინიდან