მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანეკდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
"ანეკდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და რა­მო­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ან ამ­ბი­ცია და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ექი­მი სის­ტე­მა­ტუ­რად ცდი­ლო­ბენ COVID-19-ის პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ექი­მე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გზით დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და ქვე­ყა­ნა­ში აპო­კა­ლიფ­სის სუ­რა­თის და­ხატ­ვას, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ პრინ­ცი­პით „თუ იტყვი დიდ ტყუ­ილს და ხში­რად გა­ი­მე­ო­რებ, ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს“.

"ტყუ­ი­ლი 1: ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ჩვენს ოპო­ნენტ ექი­მებს (ამ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ეთ­ში და­საქ­მე­ბულ ექი­მებს არ ვე­ხე­ბი) წარ­მო­ა­ჩე­ნენ, რო­გორც "COVID-19-ის პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე მყო­ფებს".

სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­ცერთ მათ­განს არა ჰყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი COVID-19-ით ავად­მყო­ფი და თვა­ლი­თაც კი არ უნა­ხავთ ისი­ნი. ეს იგი­ვეა, ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს თო­ფის და­ჭე­რა ას­წავ­ლოს. ქვე­ყა­ნა­ში ამ­ჟა­მად 100-მდე COVID კლი­ნი­კაა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი თა­ვის და თა­ვი­სი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა ნე­ბის­მი­ერ მათ­გან­ში მო­ახ­დი­ნოს, მაგ­რამ ამას არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ აკე­თებს. ხომ არ იცით რა­ტომ? ანეგ­დო­ტია, რო­დე­საც ასე­თი ექი­მე­ბი, რო­მელ­თაც COVID-19-ს კუ­თხით ჯერ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი ითხო­ვენ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის და სხვე­ბის გა­დად­გო­მას, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე 7/24 რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად და შექ­მნეს და მარ­თა­ვენ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხურს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე არა­ერთჯერ გა­იჟ­ღე­რა, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ცი­ნის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლია?! და სხვა ექი­მე­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ის ნდო­ბა აქვთ?!. სა­ი­დან ეს თვი­თა­ღი­ა­რე­ბა? სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ თვლი­ან ეს ექი­მე­ბი, რომ უკე­თე­სე­ბი და უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან და მეტი ნდო­ბა აქვთ, ვიდ­რე თუნ­დაც 100-მდე COVID კლი­ნი­კა­ში მო­მუ­შა­ვე სხვა ექი­მებს? რა აქვთ სხვა­ზე მეტი გა­კე­თე­ბუ­ლი და რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვთ? ან თუნ­დაც რა­ტომ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი (რო­მელ­თა შო­რის უდა­ვოდ არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი და მათ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ) a priori ჩვენს ექი­მებ­ზე მეტ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბად COVID-ის სა­კი­თხებ­ში, მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლოს COVID-19-ის გა­მო­სავ­ლე­ბის მხრივ (რო­გორც ჰოს­პი­ტალ­ში, ისე ჰოს­პი­ტალს გა­რეთ) გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აქვს, ვიდ­რე ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ.

ტყუ­ი­ლი 2: აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ უს­მე­ნენ და მათ რჩე­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში არც სა­მი­ნის­ტროს და არც კლი­ნი­კურ ჯგუფს მათ­გან არ­ცერ­თხელ არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა და რე­კო­მენ­და­ცია არ მი­უ­ღია. კონ­ტაქ­ტშიც კი არ შე­მო­სუ­ლან. მხო­ლოდ ყვე­ლაფ­რის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის და­წუ­ნე­ბა, დის­კრე­დი­ტა­ცია, ბრალ­დე­ბე­ბი, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ა­შიც კი?! და იმა­ში, რომ ასო­ბით ავად­მყოფს უკვე ვავ­ნეთ?! (ბ-ნი კან­დე­ლა­კი), ცი­ხე­ში ჩას­მის მუ­ქა­რა?! (ბ-ნი ჩა­ლა­ძე), ბოლ­შე­ვი­კუ­რი პლა­კა­ტე­ბი (ბ-ნი კან­დე­ლა­კი) და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვი­საც კი უჩ­ვე­უ­ლო არა­კო­რექ­ტუ­ლი მი­მარ­თვე­ბი და პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი (ბ-ნი კამ­კა­მი­ძე და სხვე­ბი), რო­მელ­თა აქ გა­მე­ო­რე­ბა უბ­რა­ლოდ უხერ­ხუ­ლია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ასე არ ხდე­ბა. ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბით და ნიშ­ნის მო­გე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუ სად­მე რა­ი­მე ისე არ მი­დის და აღი­ზი­ა­ნებთ და ცდი­ლო­ბენ არ შე­იმ­ჩნი­ონ, თუ რა­ი­მე კარ­გი კეთ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, ჰოს­პიტ­ლებ­ში და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ ავად­მყოფ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, COVID სას­ტუმ­რო­ე­ბი, ონ­ლა­ინ-კლი­ნი­კე­ბი და სხვ. მახ­სოვს, რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით და ზარ­ზე­ი­მით შეხ­ვდნენ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ცნო­ბას, რომ რემ­დე­სი­ვირ­მა ერთ-ერთ კვლე­ვა­ში სა­თა­ნა­დო ეფექ­ტი ვერ უჩ­ვე­ნა. შე კარ­გო ადა­მი­ა­ნო, რა გი­ხა­რია, რა არის აქ სა­სი­ხა­რუ­ლო? რემ­დე­სი­ვირს ხომ მთე­ლი მსოფ­ლიო იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რებ­და და ჯე­რაც შეჰ­ყუ­რებს და რა არის კარ­გი იმა­ში, თუ ეს იმე­დი და­სა­მარ­დე­ბა. ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის უკი­დუ­რე­სად დესტრუქ­ცი­უ­ლი და სი­ნამ­დვი­ლეს აც­დე­ნი­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი და ტყუ­ი­ლე­ბი სამ­წუ­ხა­როდ სრუ­ლი­ა­დაც არ არის უწყი­ნა­რი. მას სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მო­აქვს ავად­მყო­ფე­ბის­თვის და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­ყო­ფე­ბენ მუდ­მივ სტრეს­ში, უნერ­გა­ვენ უნ­დობ­ლო­ბას ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ექი­მე­ბის მი­მართ და უბიძ­გე­ბენ მათ მცდა­რი, ხში­რად მა­თი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და სი­ცო­ცხლის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ზი­ა­ნო ქმე­დე­ბე­ბის­კენ. მა­გა­ლი­თად, ქი­ლი­კი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის და პრე­ვენ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე; ის, რომ COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­მა არ უნდა მი­ი­ღონ რემ­დე­სი­ვი­რი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა და სხვ. ახლა უკვე ვაქ­ცი­ნაც. ბ-ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი იმა­საც კი გვსაყ­ვე­დუ­რობ­და, რა­ტომ არ შე­ვუ­წყვეთ ხელი გა­ზა­ფხულ­ზე COVID-19-ს „დო­ზი­რე­ბულ“?! გავ­რცე­ლე­ბას, რაც სრუ­ლი ნონ­სენ­სია. ის ცი­ნი­კუ­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პირ­ბა­დე­ე­ბის ღია სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო COVID პან­დე­მი­ასთნ ბრძო­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ან სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. სი­ტყვა-სი­ტყვით მოგ­ვყავს მისი ცი­ტა­ტა „თქვე­ნო მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­სო­ბავ, სა­ერ­თოდ სუნ­თქვაც ხომ არ შევ­წყვი­ტოთ და კო­რო­ნა­ვირუ­სიც შე­წყვეტ­და გავ­რცე­ლე­ბას? ჰა??“ ექი­მის­გან, რო­მე­ლიც ასეთ რა­ღა­ცე­ებს ამ­ბობს, რას უნდა ელო­დე.

ტყუ­ი­ლი 3: ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დე­ბენ, რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პან­დე­მი­ის მარ­თვა ვერ შეს­ძლო და ამი­ტომ თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად lockdown-ს მი­მარ­თა და ამით სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა შიმ­ში­ლის­თვის და სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რა. ამით ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­აღ­ვი­ვონ.

მკრე­ხე­ლო­ბაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან, რომ ევ­რო­პის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მი­ე­მარ­თა lockdown-ის­თვის და თა­ნაც გა­ცი­ლე­ბით, შე­უ­და­რებ­ლად უფრო მკაც­რი პი­რო­ბე­ბით. ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის პი­რო­ბა­ზე, მაქ­სი­მუმს აკე­თებს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის lockdown და ზო­გა­დად პან­დე­მია ნეკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი იყოს.

ტყუ­ი­ლი 4: ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვე­რა­ფერს აკე­თებს?! ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლია?! პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბის მარ­თვა, მათ შო­რის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა, არაფ­რად არ ვარ­გა?! მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი ცუ­დია?! COVID-19-ით ავა­დო­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმა­ტებს?! და ა.შ.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სულ სხვა მი­ზე­ზე­ბით და ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კურ მარ­თვის ხა­რისხთან მას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი ქვე­ყა­ნამ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მო­ა­ხერ­ხა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ეფექ­ტი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბა და ცალ­კე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბის და ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (რა­საც ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ აცდა) უზ­რუნ­ველ­ყო პა­ცი­ენ­ტთა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გაზ­რდი­ლი ნა­კა­დე­ბის (დღე­ში 30 ათა­სი აქ­ტი­უ­რი ავად­მყო­ფი) ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა, რისი უპი­რო­ბო და­დას­ტუ­რე­ბაა ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1%-ის ფარ­გლებ­ში), მათ შო­რის ბოლო ერთი თვის მან­ძილ­ზეც და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე და კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ებ­ში) გარ­დაც­ვა­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - სულ 33 შემ­თხვე­ვა, მა­შინ, როცა ქვეყ­ნებ­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ გარ­დაც­ვლი­ლია ასო­ბით, ათა­სო­ბით და ათე­ულ ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფი.

მა­გა­ლი­თად, ინ­გლის­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ გარ­დაც­ვლი­ლია 6 000-ზე მეტი ავად­მყო­ფი. ასეა სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც უჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა მა­ღალ დო­ნე­ზეა: სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე COVID შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მე-7 ად­გილ­ზეა ევ­რო­პა­ში, მაგ­რამ იგი­ვე 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით - 27 ად­გილ­ზე და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სჯობ­ნის ევ­რო­პის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნას (ბევ­რად მეტი ავად­მყო­ფი, ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი), რაც ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ­თან COVID-19-ს უკე­თე­სად მკურ­ნა­ლო­ბენ, ვიდ­რე ამ ქვეყ­ნებ­ში. ჩვენს ოპო­ნენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კი. ამა­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რა გინ­დათ? იქ­ნებ ვინ­მემ ამიხ­სნას, ჩა­მოშ­ლი­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მით და ცუდი პრო­ტო­კო­ლით რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ისე­თი შე­დე­გე­ბის და­დე­ბა, რაც ვერ გა­ა­კე­თა საფ­რან­გეთ­მა, ეს­პა­ნეთ­მა, იტა­ლი­ამ, ამე­რი­კამ, ინ­გლის­მა, ბელ­გი­ამ, ავ­სტრი­ამ, რუ­სეთ­მა, სომ­ხეთ­მა, უკ­რა­ი­ნამ, მოლ­დო­ვამ და კი­დევ ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ. ვერ გა­ა­კე­თა თვით გერ­მა­ნი­ა­მაც კი, რო­მე­ლიც COVID-19-თან ბრძო­ლა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად ით­ვლე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­ნი პრო­ტო­კო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას და მოვ­ლას უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. მე არა­ერ­თგზის გა­მო­ვიწ­ვიე ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ბ-ნი კან­დე­ლა­კი და ბ-ნი კამ­კა­მი­ძე, რათა გა­ნე­მარ­ტათ, რას უწუ­ნე­ბენ ჩვენს პრო­ტო­კო­ლებს, მაგ­რამ მათ ტე­ლე­დე­ბა­ტებს თავი აა­რი­დეს. სა­ქარ­თვე­ლომ პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში­ვე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა აუღო ალღო იმას, რომ COVID-19 სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით აზი­ა­ნებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნოს და სის­ტე­მას და და­ნერ­გა COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის მარ­თვის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, რაც გუ­ლის­ხმობს მარ­თვა­ში სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვას და COVID-19-ის ძი­რი­თა­დი გარ­თუ­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნას, პრე­ვენ­ცი­ას და მკურ­ნა­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლომ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მსოფ­ლი­ო­ში გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში და და­ნერ­გა მისი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი. ასე­ვე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ფილ­ტვის L ან H ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბას და მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა არა­სა­ჭი­რო ინ­ტუ­ბა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­ზარ­და ე.წ. „high flow” მე­თო­დი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­ვე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ნერ­გა ე.წ. „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის“ დი­აგ­ნოს­ტი­კის და მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი, რისი გა­მოც­დი­ლე­ბაც მა­ნამ­დეც ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თოდ არ იყო და სხვ.

მე ვთა­ვა­ზობ ექიმ­თა ახ­ლად­შექ­მნილ ასო­ცი­ა­ცი­ას, შე­არ­ჩი­ოს ორი ექი­მი, ერთი - უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი, ხოლო მე­ო­რე - სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი და მზად ვარ შევ­ხვდე მათ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში, ნე­ბის­მი­ერ ნე­იტ­რა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბი COVID პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში ცალ­სა­ხად აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მიერ და ამ მიღ­წე­ვებს მხო­ლოდ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი არ ცნო­ბენ. სულ ახ­ლა­ხანს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი ბი­უ­როს დი­რექ­ტორ­მა ბ-ნმა ჰანს კლუ­გემ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტია და ხუთი დღით სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს, არა უბ­რა­ლოდ და­დე­ბი­თი, არა­მედ აღ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ექი­მე­ბის მიერ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის მარ­თვას, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს, რაც ფარ­თოდ გა­შუქ­და. ერთ-ერთი თა­ვი­სი გა­მოს­ვლა მან და­ას­რუ­ლა სი­ტყვე­ბით „მარ­თლაც, რომ ბრა­ვო, კარ­გად მუ­შა­ო­ბენ“. ალ­ბათ, დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, რომ ამ რან­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან ასე­თი ემო­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ასეა, ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო, რო­გორც ჩანს სხვა­დას­ხვა რე­ა­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ტყუ­ი­ლი 5: სა­ქარ­თვე­ლომ არ გა­მო­ი­ყე­ნა ეპი­დე­მი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც მას „ღმერ­თმა აჩუ­ქა“ და არა­ფე­რი გა­ა­კე­თა შე­მოდ­გო­მის პი­კის­თვის სა­თა­ნა­დოდ მო­სამ­ზა­დებ­ლად.

ისევ იმის მცდე­ლო­ბა, რომ რა­ღაც დაგ­ვი­წუ­ნონ. სხვა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლი­ათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი რვა თვის მან­ძილ­ზე ეპი­დე­მი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პე­რი­ო­დი „ღმერ­თმა კი არ გვა­ჩუ­ქა“, არა­მედ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და პი­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თა­ვი­სი გუნ­დით და NCDC-იმ დრო­უ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და წინმსწრე­ბი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რი­ცხვი და სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ბოლო ექვს თვე­ში იმ­დე­ნი რამ გა­კეთ­და, რა­საც სხვა დროს ექ­ვსი წელი არ ეყო­ფო­და. ასე რომ არ იყოს, ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის ქვე­ყა­ნა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და ემარ­თა ერ­თდრო­უ­ლად 30 ათა­სი აქ­ტი­უ­რი COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტი, რაც ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

სა­ხელ­მწი­ფომ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, რათა სა­ქარ­თვე­ლო იყოს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შეს­ძლებს მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას, რისი მიღ­წე­ვაც ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის ად­ვი­ლი არ იყო.

ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც უკვე გა­კეთ­და, ან კეთ­დე­ბა, იძ­ლე­ვა იმედს, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში და მი­ნი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა სა­უ­კუ­ნის უდი­დეს გა­მოწ­ვე­ვას - COVID-19-ის პან­დე­მი­ას.

ტყუ­ი­ლი 6: ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ყოვ­ლად მან­კი­ერ პრაქ­ტი­კად და ძა­ლი­ან ცუდ მო­დე­ლად და ნონ­სენ­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბას.

სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს „ნოუ ჰაუ“, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ინო­ვა­ცია და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. კერ­ძოდ, პა­ცი­ენ­ტის COVID სას­ტუმ­რო­ში გან­თას­ვე­ბას უზარ­მა­ზა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, მის ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი იზო­ლა­ცია, სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, მარ­ტი­ვი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პულ­სოქ­სი­მეტ­რე­ბით უზ­რულ­ვე­ყო­ფა, ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ტო­რე­ბით და ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, კომ­ფორ­ტი, სამ­ჯე­რა­დი ხა­რის­ხი­ა­ნი უფა­სო კვე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჰოს­პი­ტალ­ში სწრა­ფად გა­დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ბევ­რი სხვ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბი ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი „ნოუ ჰაუ“-ა. იგი ევ­რო­პის და ამე­რი­კის არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და იგი­ვე ჯან­მოს ევ­რო­პის ბი­უ­როს დი­რექ­ტორ­მა ბ-ნმა ჰანს კლუ­გემ, რო­მე­ლიც პი­რა­დად გა­ეც­ნო COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, სი­ტყვა-სი­ტყვით გა­ნა­ცხა­და „ვნა­ხე არა­ერ­თი რე­ა­ლუ­რი ინო­ვა­ცია, მა­გა­ლი­თად კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში. ეს ისე­თი რა­მაა, რა­საც ნამ­დვი­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის, რად­გან პან­დე­მი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა არ მი­იღ­წე­ვა ყუ­რა­დღე­ბის მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე გა­მახ­ვი­ლე­ბით“. ვის და­ვუ­ჯე­როთ - ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, თუ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს?

ტყუ­ი­ლი 7: ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნა.

ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან, რომ ჯან­მო-ს კვლე­ვის ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რემ­დე­სი­ვირს დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა იყე­ნებს და თან ფარ­თედ (რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბით პა­ცი­ენ­ტებ­ში), მაგ­რამ მა­ინც ურ­ცხვად ამ­ბო­ბენ, რომ ამ მე­დი­კა­მენტზე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უარი თქვა და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო აპი­რებს რემ­დე­სი­ვი­რით COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, რაც თით­ქოს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია. ტყუ­ი­ლი, დიდი ტყუ­ი­ლი. იქ­ნებ სთხო­ვოთ ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ექიმს ქ-ნ ნანა გე­გეჭ­კორს, რო­მელ­მაც მთე­ლი წი­აღსვლე­ბი გა­ა­კე­თა რემ­დე­სი­ვირ­ზე კვლე­ვებ­ში, უპა­სუ­ხოს მარ­ტივ, ძა­ლი­ან მარ­ტივ კი­თხვას - ამე­რი­კა­ში წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბი რე­ა­ლუ­რად იყე­ნე­ბენ რემ­დე­სი­ვირს, თუ არა. პი­რა­დად მე ვთხოვ ქ-ნ ნა­ნას პირ­და­პირ გვი­პა­სუ­ხოს ამ კი­თხვა­ზე.

ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან, რომ სა­ხელ­მწი­ფომ რემ­დე­სი­ვი­რი შე­მო­ი­ტა­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და იგი არ არის გან­კუთ­ვნი­ლი არა­ნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის და მი­თუ­მე­ტეს, სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე რა­ღაც ფა­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­მენ­ტე­ბის მო­სა­წყო­ბად, მაგ­რამ უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დე­ბენ, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი სწო­რედ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის არის შე­მო­ტა­ნი­ლი?! და რომ ჩვენ ამის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ცი­ხე­ში მოვ­ხვდე­ბით?!

მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან, რომ „რემ­დე­სი­ვი­რი“ სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტი­ა­ნია, მაგ­რამ ხალ­ხს ატყუ­ე­ბენ, რომ ეს ასე არ არის. მათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ი­მე კარ­გი გა­კეთ­დეს სხვი­სი ხე­ლით. თვი­თონ კი არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ უნ­დათ, ან არ შე­უძ­ლი­ათ.

აი, ასე­თია სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა“, - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანეგდოტი იცი რაა ?
116

აი თქვენნაირი ამბიციური არაფრის მაქნისი ხალხი სხვას რომ გასაქანს არ აძლევს !

ხე ნაყოფით იცნობების და აი თქვენი ნაყოფიც სახეზეა !

ფსევდო მეცნიერი პოლიტიზირებული წითელი ინწელინგეცია...

დ.მ.
2

ეს როდისღა მუშაობს? “ხვედელიძე,დაცვას მიხედე,დაცვას!”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ანეკდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"ანეკდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

მთელი პანდემიის მანძილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და რამოდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმი სისტემატურად ცდილობენ COVID-19-ის პანდემიის მართვასთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციას და ქვეყანაში აპოკალიფსის სურათის დახატვას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.

"ტყუილი 1: ანგაჟირებული ტელევიზიები ჩვენს ოპონენტ ექიმებს (ამ შემთხვევაში უცხოეთში დასაქმებულ ექიმებს არ ვეხები) წარმოაჩენენ, როგორც "COVID-19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებს".

სინამდვილეში არცერთ მათგანს არა ჰყავს გატარებული არცერთი სერიოზული ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით ავადმყოფი და თვალითაც კი არ უნახავთ ისინი. ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და თავისი ცოდნის რეალიზება ნებისმიერ მათგანში მოახდინოს, მაგრამ ამას არცერთი მათგანი არ აკეთებს. ხომ არ იცით რატომ? ანეგდოტია, როდესაც ასეთი ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, არც მეტი, არც ნაკლები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის და სხვების გადადგომას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე 7/24 რეჟიმში მუშაობენ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად და შექმნეს და მართავენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს.

აღნიშნული ექიმების ასოციაციის პრეზენტაციაზე არაერთჯერ გაიჟღერა, რომ ისინი საქართველოს მედიცინის საუკეთესო ნაწილია?! და სხვა ექიმების და მოსახლეობის 90%-ის ნდობა აქვთ?!. საიდან ეს თვითაღიარება? საინტერესოა, რატომ თვლიან ეს ექიმები, რომ უკეთესები და უფრო კომპეტენტურები არიან და მეტი ნდობა აქვთ, ვიდრე თუნდაც 100-მდე COVID კლინიკაში მომუშავე სხვა ექიმებს? რა აქვთ სხვაზე მეტი გაკეთებული და რა დამსახურება აქვთ? ან თუნდაც რატომ უნდა მივიჩნიოთ უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები (რომელთა შორის უდავოდ არიან გამორჩეულები და მათ ძალიან ვაფასებთ) a priori ჩვენს ექიმებზე მეტ ავტორიტეტებად COVID-ის საკითხებში, მაშინ როცა საქართველოს COVID-19-ის გამოსავლების მხრივ (როგორც ჰოსპიტალში, ისე ჰოსპიტალს გარეთ) გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყველა იმ ქვეყანას, სადაც ისინი მუშაობენ.

ტყუილი 2: აღნიშნული ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ უსმენენ და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

სინამდვილეში არც სამინისტროს და არც კლინიკურ ჯგუფს მათგან არცერთხელ არანაირი კონკრეტული წინადადება და რეკომენდაცია არ მიუღია. კონტაქტშიც კი არ შემოსულან. მხოლოდ ყველაფრის, აბსოლუტურად ყველაფრის დაწუნება, დისკრედიტაცია, ბრალდებები, მათ შორის კორუფციაშიც კი?! და იმაში, რომ ასობით ავადმყოფს უკვე ვავნეთ?! (ბ-ნი კანდელაკი), ციხეში ჩასმის მუქარა?! (ბ-ნი ჩალაძე), ბოლშევიკური პლაკატები (ბ-ნი კანდელაკი) და ქართული რეალობისთვისაც კი უჩვეულო არაკორექტული მიმართვები და პირადი შეურაცხყოფები (ბ-ნი კამკამიძე და სხვები), რომელთა აქ გამეორება უბრალოდ უხერხულია. თანამშრომლობა ასე არ ხდება. ჩვენი ოპონენტები კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავენ, თუ სადმე რაიმე ისე არ მიდის და აღიზიანებთ და ცდილობენ არ შეიმჩნიონ, თუ რაიმე კარგი კეთდება და წარმატებები გვაქვს. მაგალითად, ჰოსპიტლებში და ჰოსპიტალს გარეთ ავადმყოფთა გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, COVID სასტუმროები, ონლაინ-კლინიკები და სხვ. მახსოვს, როგორი კმაყოფილებით და ზარზეიმით შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ცნობას, რომ რემდესივირმა ერთ-ერთ კვლევაში სათანადო ეფექტი ვერ უჩვენა. შე კარგო ადამიანო, რა გიხარია, რა არის აქ სასიხარულო? რემდესივირს ხომ მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს და რა არის კარგი იმაში, თუ ეს იმედი დასამარდება. ჩვენი ოპონენტების უკიდურესად დესტრუქციული და სინამდვილეს აცდენილი ინსინუაციები და ტყუილები სამწუხაროდ სრულიადაც არ არის უწყინარი. მას სერიოზული ზიანი მოაქვს ავადმყოფებისთვის და მოსახლეობისთვის.

ეს ადამიანები მოსახლეობას ამყოფებენ მუდმივ სტრესში, უნერგავენ უნდობლობას ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ და უბიძგებენ მათ მცდარი, ხშირად მათივე ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უკიდურესად საზიანო ქმედებებისკენ. მაგალითად, ქილიკი COVID-19-ით პაციენტებში თრომბოემბოლიზმის რისკების შეფასების და პრევენციის საჭიროებაზე; ის, რომ COVID-19-ით პაციენტებმა არ უნდა მიიღონ რემდესივირი, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ. ახლა უკვე ვაქცინაც. ბ-ნი გიორგი კანდელაკი იმასაც კი გვსაყვედურობდა, რატომ არ შევუწყვეთ ხელი გაზაფხულზე COVID-19-ს „დოზირებულ“?! გავრცელებას, რაც სრული ნონსენსია. ის ცინიკურად აპროტესტებდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთნ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ექიმისგან, რომელიც ასეთ რაღაცეებს ამბობს, რას უნდა ელოდე.

ტყუილი 3: ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ პანდემიის მართვა ვერ შესძლო და ამიტომ თავის გადასარჩენად lockdown-ს მიმართა და ამით საკუთარი მოსახლეობა შიმშილისთვის და სასიკვდილოდ გაწირა. ამით ცდილობენ მოსახლეობაში ქვეყნის ხელმძღვანელობისადმი უკმაყოფილება გააღვივონ.

მკრეხელობაა. სინამდვილეში მათ შესანიშნავად იციან, რომ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იძულებული იყო, მიემართა lockdown-ისთვის და თანაც გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრი პირობებით. ქვეყნის ხელმძღვანელობა საქართველოსნაირი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნის პირობაზე, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსახლეობისთვის lockdown და ზოგადად პანდემია ნეკლებად მტკივნეული იყოს.

ტყუილი 4: ქვეყნის ხელმძღვანელობა ვერაფერს აკეთებს?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! პაციენტების ნაკადების მართვა, მათ შორის კლინიკური მართვა, არაფრად არ ვარგა?! მართვის პროტოკოლი ცუდია?! COVID-19-ით ავადობის და გარდაცვალების შემთხვევები კატასტროფულად იმატებს?! და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით და ავადმყოფების კლინიკურ მართვის ხარისხთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.

სინამდვილეში, ასეთ სიტუაციაშიც კი ქვეყანამ და ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსის ეფექტიანი მობილიზება და ცალკეული სერიოზული შეფერხებების და ხარვეზების მიუხედავად (რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ აცდა) უზრუნველყო პაციენტთა უპრეცედენტოდ გაზრდილი ნაკადების (დღეში 30 ათასი აქტიური ავადმყოფი) ეფექტიანი მართვა, რისი უპირობო დადასტურებაა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1%-ის ფარგლებში), მათ შორის ბოლო ერთი თვის მანძილზეც და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში) გარდაცვალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი - სულ 33 შემთხვევა, მაშინ, როცა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია ასობით, ათასობით და ათეულ ათასობით COVID ავადმყოფი.

მაგალითად, ინგლისში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილია 6 000-ზე მეტი ავადმყოფი. ასეა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში შედარებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევებიც. კიდევ ერთი სერიოზული ფაქტი, რომელიც უჩვენებს, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვა მაღალ დონეზეა: საქართველო ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე COVID შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა ევროპაში, მაგრამ იგივე 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით - 27 ადგილზე და ამ მაჩვენებლით სჯობნის ევროპის პრაქტიკულად ყველა წამყვან ქვეყანას (ბევრად მეტი ავადმყოფი, ბევრად ნაკლები გარდაცვლილი), რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენთან COVID-19-ს უკეთესად მკურნალობენ, ვიდრე ამ ქვეყნებში. ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ მტკიცებულებებზე ლაპარაკი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ? იქნებ ვინმემ ამიხსნას, ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემით და ცუდი პროტოკოლით როგორ შეიძლებოდა ისეთი შედეგების დადება, რაც ვერ გააკეთა საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, ამერიკამ, ინგლისმა, ბელგიამ, ავსტრიამ, რუსეთმა, სომხეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ. ვერ გააკეთა თვით გერმანიამაც კი, რომელიც COVID-19-თან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. სინამდვილეში ჩვენი პროტოკოლები უზრუნველყოფს ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მე არაერთგზის გამოვიწვიე ტელედებატებში ბ-ნი კანდელაკი და ბ-ნი კამკამიძე, რათა განემარტათ, რას უწუნებენ ჩვენს პროტოკოლებს, მაგრამ მათ ტელედებატებს თავი აარიდეს. საქართველომ პანდემიის დასაწყისშივე ერთ-ერთმა პირველმა აუღო ალღო იმას, რომ COVID-19 სხვა რესპირაციული ინფექციებისგან განსხვავებით აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას და დანერგა COVID-19-ით ავადმყოფების მართვის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს მართვაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ჩართვას და COVID-19-ის ძირითადი გართულებების დროულად გამოვლენას, პრევენციას და მკურნალობას. საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში გაამახვილა ყურადღება თრომბოემბოლიზმის მნიშვნელობაზე COVID-19-ით ავადმყოფებში და დანერგა მისი რისკების შეფასების, პრევენციისა და მკურნალობის პრინციპები. ასევე ერთ-ერთმა პირველმა გააცნობიერა, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში ადგილი შეიძლება ჰქონდეს ფილტვის L ან H ტიპის დაზიანებას და მინიმუმამდე შეამცირა არასაჭირო ინტუბაციების რაოდენობა და გაზარდა ე.წ. „high flow” მეთოდიკის გამოყენება. ასევე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დიაგნოსტიკის და მართვის პრინციპები, რისი გამოცდილებაც მანამდეც ქვეყანაში საერთოდ არ იყო და სხვ.

მე ვთავაზობ ექიმთა ახლადშექმნილ ასოციაციას, შეარჩიოს ორი ექიმი, ერთი - უცხოეთში მცხოვრები, ხოლო მეორე - საქართველოში მცხოვრები და მზად ვარ შევხვდე მათ ტელედებატებში, ნებისმიერ ნეიტრალურ ტელევიზიაში, COVID-19-ის კლინიკური მართვის საკითხებზე.

საქართველოს მიღწევები COVID პანდემიის მართვაში ცალსახად აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციებისა და ექსპერტების მიერ და ამ მიღწევებს მხოლოდ ჩვენი ოპონენტები არ ცნობენ. სულ ახლახანს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პროფესიით ინფექციონისტია და ხუთი დღით სტუმრობდა საქართველოს, არა უბრალოდ დადებითი, არამედ აღმატებული შეფასება მისცა ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მიერ ქვეყანაში პანდემიის მართვას, ინოვაციურ მიდგომებს, რაც ფართოდ გაშუქდა. ერთ-ერთი თავისი გამოსვლა მან დაასრულა სიტყვებით „მართლაც, რომ ბრავო, კარგად მუშაობენ“. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამ რანგის ხელმძღვანელისგან ასეთი ემოციური შეფასება ძალიან იშვიათია. ასეა, ჩვენი ოპონენტები და დანარჩენი მსოფლიო, როგორც ჩანს სხვადასხვა რეალობაში იმყოფებიან.

ტყუილი 5: საქართველომ არ გამოიყენა ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი, რომელიც მას „ღმერთმა აჩუქა“ და არაფერი გააკეთა შემოდგომის პიკისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.

ისევ იმის მცდელობა, რომ რაღაც დაგვიწუნონ. სხვანაირად არ შეუძლიათ. სინამდვილეში პანდემიის პირველი რვა თვის მანძილზე ეპიდემიისგან თავისუფალი პერიოდი „ღმერთმა კი არ გვაჩუქა“, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა თავისი გუნდით და NCDC-იმ დროული, ეფექტიანი და წინმსწრები საპასუხო ღონისძიებებით უზრუნველყო COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგები.

სინამდვილეში ბოლო ექვს თვეში იმდენი რამ გაკეთდა, რასაც სხვა დროს ექვსი წელი არ ეყოფოდა. ასე რომ არ იყოს, ჩვენნაირი პატარა და შეზღუდული რესურსების ქვეყანა ვერანაირად ვერ მოახერხებდა ემართა ერთდროულად 30 ათასი აქტიური COVID-19-ით პაციენტი, რაც ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს.

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო.

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას - COVID-19-ის პანდემიას.

ტყუილი 6: ჩვენი ოპონენტები ყოვლად მანკიერ პრაქტიკად და ძალიან ცუდ მოდელად და ნონსენსად მოიხსენიებენ საქართველოში COVID სასტუმროების ფართოდ გამოყენებას.

სინამდვილეში ეს არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინოვაცია და წარმატებული პროექტი. კერძოდ, პაციენტის COVID სასტუმროში განთასვებას უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მის ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით - გაცილებით ეფექტიანი იზოლაცია, სამედიცინო მეთვალყურეობა, მარტივი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა, პულსოქსიმეტრებით უზრულვეყოფა, ჟანგბადის კონცენტრატორებით და ჟანგბადის მიწოდებით უზრუნველყოფა, კომფორტი, სამჯერადი ხარისხიანი უფასო კვება, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალში სწრაფად გადაყვანის შესაძლებლობა და ბევრი სხვ. COVID სასტუმროები ნამდვილი ქართული „ნოუ ჰაუ“-ა. იგი ევროპის და ამერიკის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და იგივე ჯანმოს ევროპის ბიუროს დირექტორმა ბ-ნმა ჰანს კლუგემ, რომელიც პირადად გაეცნო COVID სასტუმროების საქმიანობას, სიტყვა-სიტყვით განაცხადა „ვნახე არაერთი რეალური ინოვაცია, მაგალითად კოვიდ სასტუმროში. ეს ისეთი რამაა, რასაც ნამდვილად რეკომენდაციას ვუწევ ყველა ქვეყნისთვის, რადგან პანდემიაზე გამარჯვება არ მიიღწევა ყურადღების მხოლოდ საავადმყოფოებზე გამახვილებით“. ვის დავუჯეროთ - ჩვენს ოპონენტებს, თუ დანარჩენ მსოფლიოს?

ტყუილი 7: ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტების სამიზნე გახდა ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტის „რემდესივირის“ შემოტანა.

ჩვენმა ოპონენტებმა შესანიშნავად იციან, რომ ჯანმო-ს კვლევის ნეგატიური შედეგების მიუხედავად, რემდესივირს დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა წამყვანი კლინიკა იყენებს და თან ფართედ (რა თქმა უნდა, კონკრეტული ჩვენებებით პაციენტებში), მაგრამ მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ამ მედიკამენტზე მთელმა მსოფლიომ უარი თქვა და მხოლოდ საქართველო აპირებს რემდესივირით COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობას, რაც თითქოს სერიოზული დანაშაულის ტოლფასია. ტყუილი, დიდი ტყუილი. იქნებ სთხოვოთ ამერიკაში მომუშავე ექიმს ქ-ნ ნანა გეგეჭკორს, რომელმაც მთელი წიაღსვლები გააკეთა რემდესივირზე კვლევებში, უპასუხოს მარტივ, ძალიან მარტივ კითხვას - ამერიკაში წამყვანი კლინიკები რეალურად იყენებენ რემდესივირს, თუ არა. პირადად მე ვთხოვ ქ-ნ ნანას პირდაპირ გვიპასუხოს ამ კითხვაზე.

ჩვენმა ოპონენტებმა ასევე შესანიშნავად იციან, რომ სახელმწიფომ რემდესივირი შემოიტანა ჩვეულებრივი წესით, COVID პაციენტების მკურნალობისთვის და იგი არ არის განკუთვნილი არანაირი კლინიკური კვლევების და მითუმეტეს, საკუთარ მოქალაქეებზე რაღაც ფარული ექსპერტიმენტების მოსაწყობად, მაგრამ უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ეს მედიკამენტი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე დანაშაულებრივი ექსპერიმენტისთვის არის შემოტანილი?! და რომ ჩვენ ამის ინიციატორები აუცილებლად ციხეში მოვხვდებით?!

მათ შესანიშნავად იციან, რომ „რემდესივირი“ სწორად გამოყენების შემთხვევაში ეფექტიანია, მაგრამ ხალხს ატყუებენ, რომ ეს ასე არ არის. მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდეს სხვისი ხელით. თვითონ კი არაფრის გაკეთება არ უნდათ, ან არ შეუძლიათ.

აი, ასეთია სამწუხაროდ, ქართული რეალობა“, - წერს ცერცვაძე.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი