სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე
"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნიკა მე­ლი­ას არ­ჩე­ვას აფა­სებს და ამ­ბობს, რომ ეს ანაქ­რო­ნუ­ლი "ბე­ლა­დის" კონ­ცეფ­ცი­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე "ლი­დე­რე­ბის" კონ­ცეფ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავს.

ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ ნიკა მე­ლი­ას არ­ჩე­ვა ნიშ­ნავს სის­ტე­მურ ტრანსფორ­მა­ცი­ას, ანუ ანაქ­რო­ნუ­ლი “ბე­ლა­დის” კონ­ცეფ­ცი­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე, "ლი­დე­რე­ბის" კონ­ცეფ­ცი­ა­ზე გა­დას­ვლას.

ახლა უკვე ერ­თა­დერ­თი პარ­ტია დარ­ჩა გა­და­სატ­ვირ­თი, იმი­სათ­ვის რომ სა­ბო­ლო­ოდ გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ ბე­ლა­დე­ბის­გან და ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე გა­და­ვი­დეთ..

ეს ბევ­რად უფრო რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, რად­გან ბე­ლა­დი ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ პარ­ტი­ას კი არა, სა­ხელ­მწი­ფოს შე­ე­ზარ­და.შე­სა­ბა­მი­სად, ან თვი­თონ უნდა დათ­მოს, ან ეს მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რედ "ფე­ის­ბუ­ქის“ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ნიკა მე­ლია აირ­ჩი­ეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ წარ­დგე­ნი­ლი იყო ორი კან­დი­და­ტი - ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე და ნიკა მე­ლია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­ჩე­ვანს სწო­რედ ამ ორ კან­დი­დატს შო­რის აკე­თებ­დნენ.

კენ­ჭისყრა 21 დე­კემ­ბერს და­ი­წყო და დღეს, 21.00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2017 წლი­დან გრი­გოლ ვა­შა­ძე იკა­ვებ­და, თუმ­ცა მან 15 დე­კემ­ბერს პარ­ტია და­ტო­ვა. რო­გორც მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა, არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდნენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
88

ნიკა უნდა გახდე ჩვენი მეორე მიშა

1
31

ამის ექსპერტობავარ გაიშვას

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას არჩევას აფასებს და ამბობს, რომ ეს ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლას ნიშნავს.

ამის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევა ნიშნავს სისტემურ ტრანსფორმაციას, ანუ ანაქრონული “ბელადის” კონცეფციიდან თანამედროვე, "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლას.

ახლა უკვე ერთადერთი პარტია დარჩა გადასატვირთი, იმისათვის რომ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ ბელადებისგან და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე გადავიდეთ..

ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, რადგან ბელადი ამ შემთხვევაში მხოლოდ პარტიას კი არა, სახელმწიფოს შეეზარდა.შესაბამისად, ან თვითონ უნდა დათმოს, ან ეს მთელმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ერთიანი ძალისხმევით" - წერს ხუხაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ "ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ნიკა მელია აირჩიეს.

როგორც ცნობილია პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებდნენ.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"