ავტორი:

"კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვითი ზომების გაძლიერება" - ჰანს კლუგე

"კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვითი ზომების გაძლიერება" - ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა.

"კორონავირუსის ახალი ვარიანტი - VOC-202012/01 - ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – წერს ჰანს კლუგე “ტვიტერში“.

მისი განმარტებით, ძირითად დამცავ საშუალებებად ისევ სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და შინ დარჩენა რჩება.

ჰანს კლუგემ ასევე აღნიშნა, რომ წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი ვარიანტი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

"ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია" - დაინიშნება თუ არა სომხეთში ვადამდელი არჩევნები და რა შანსები აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრს