მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე
"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე

რუ­სუ­დან შა­რა­ძე 2011 წლი­დან დღემ­დე შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვა­ში ცხოვ­რობს ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, თუმ­ცა გუ­ლის­ყუ­რი მუდ­მი­ვად აქეთ, სამ­შობ­ლოს­კენ აქვს. და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და, ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო გეგ­მა ჩა­ე­შა­ლა. სა­უ­ბა­რი, ცოტა არ იყოს, სევ­დი­ა­ნი გა­მოგ­ვი­ვი­და, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო...

- შვე­ი­ცა­რი­ა­ში, კერ­ძოდ ჟე­ნე­ვა­ში, პირ­ვე­ლად 1998 წელს ჩა­მო­ვე­დი მა­მას­თან ერ­თად, 2006 წელს კი უკვე სას­წავ­ლებ­ლად გა­დავ­წყვი­ტე წა­მოს­ვლა. თბი­ლის­ში დავ­ტო­ვე ოჯა­ხი.

სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ 2007 წლის 20 მა­ისს მა­მა­ჩე­მი მოკ­ლეს... უმ­ძი­მე­სი წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, თან სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა მებ­რძო­ლა, თან ჟე­ნე­ვა­ში მეს­წავ­ლა და ჩემი შრო­მით თა­ვიც მერ­ჩი­ნა. მარ­ტო­ო­ბის გან­ცდა ცალ­კე ამ­ბა­ვია... ასე მო­ვე­დი 2010 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლის პოვ­ნის იმე­დი გა­და­მე­წუ­რა - სა­ა­კაშ­ვილ­მა ან იყი­და, ან მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა ოპო­ზი­ცია, კონ­სტი­ტუ­ცი­ას სურ­ვი­ლი­სა­მებრ ცვლი­და და უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლი­დან, სა­მუ­და­მოდ ფიქ­რობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­თვას. უკი­დუ­რე­სი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა მქონ­და. სად­მე, რა­ი­მე ფორ­მით უნდა და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩემი სი­მარ­თლე. ქმარ-შვი­ლის გა­რე­შე ყოფ­ნაც აღარ შე­მეძ­ლო. ამა­სო­ბა­ში, 2009 წელს, ჩემი ძმა გი­ორ­გიც გარ­და­იც­ვა­ლა. იცით, რომ 1998 წელს უფ­რო­სი ძმა ლაშა სა­კუ­თარ ლო­გინ­ში მძი­ნა­რე მოკ­ლეს. სხვა გზა აღარ მქონ­და და გა­დავ­წყვი­ტე, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მე­თხო­ვა. ეს იყო უმ­ძი­მე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მრჩე­ბო­და დედა, რო­მე­ლიც არას­დროს მი­ა­ტო­ვებ­და მან­და­უ­რო­ბას და არა­ვინ იცო­და, კვლავ ვნა­ხავ­დი თუ არა ცო­ცხალს.

თბი­ლის­ში რომ ვი­ყა­ვი, დე­და­ჩემს გა­ვან­დე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დიდსუ­ლოვ­ნად მი­ი­ღო. 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ბერნ­ში, მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მქონ­და ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ და ორ კვი­რა­ში ფოს­ტით და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და. შვე­ი­ცა­რი­ამ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის და დღემ­დე ასეა. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის იმ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მი­მართ, რო­მელ­მაც შე­მი­ფა­რა და ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად გა­და­მარ­ჩი­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დად­გა 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი და 25-ში, დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, უკვე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი.

- ძმე­ბი, მამა... ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი რამ გა­და­გა­ტა­ნი­ნათ?

- არ ვიცი... ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი, რაც დღემ­დე მა­ცო­ცხლებს, არის ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა ჩემი და მა­მა­ჩე­მის სი­მარ­თლი­სა. ის მარ­თა­ლი იყო ყვე­ლას­თან, ხოლო მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი თა­ვი­დან­ვე აბ­სურ­დუ­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ სი­მარ­თლის რწმე­ნა მაძ­ლი­ე­რებს, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ნდო­ბა კი სი­ცო­ცხლის ძა­ლას მმა­ტებს. ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ეროვ­ნუ­ლი, სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, რის­თვი­საც მამა იბ­რძო­და, სი­ა­მა­ყის გან­ცდას ბა­დებს ჩემ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმ ტან­ჯვი­სა, რაც გა­ვი­ა­რე - და, ალ­ბათ, სიკ­ვდი­ლამ­დე ამ გზით მო­მი­წევს სი­ა­რუ­ლი - გულ­წრფე­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ, რად­გან ვარ მა­მა­ჩე­მი­სა და დე­და­ჩე­მის შვი­ლი, მყავ­და სა­უ­კე­თე­სო ძმე­ბი, მყავს შვი­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი და მა­ი­მე­დებს მათი მო­მა­ვა­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
54

მოდი რაა ნაციონალებს თავისი ცოდვები ყოფნით და უნდა ითქვას , რომ მაშინ მამაშენი არ წარმოადგენდა ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას, რომ მისი მკვლელობა ვინმეს შეეკვეთა. არც იმდროინდელ ხელისუფლებასთან არ იყო მძაფრად დაპირისპირებული და იმ პერიოდში არ იყო აქტიურად ჩაბმული პოლიტიკაში და მისი არსებობაც კი არ ახსოვდა მაშინ ბევრს. 

მაია-ს
64

მაშინაც და ახლაც ჭურში მჯდარხარ. გურამ შარაძე ყოველთვის იყო ცნობილი მეცნიერი და ეროვნული ადამიანი. დაუპირისპირდა მაშინდელ ვითომ ეროვნულებს (ნაცებს) და აი შედეგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე

"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძე 2011 წლიდან დღემდე შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად, თუმცა გულისყური მუდმივად აქეთ, სამშობლოსკენ აქვს. დაგეგმილი ჰქონდა, ახალ წელს საქართველოში შეხვედროდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმა ჩაეშალა. საუბარი, ცოტა არ იყოს, სევდიანი გამოგვივიდა, თუმცა, ვფიქრობ, საინტერესო...

- შვეიცარიაში, კერძოდ ჟენევაში, პირველად 1998 წელს ჩამოვედი მამასთან ერთად, 2006 წელს კი უკვე სასწავლებლად გადავწყვიტე წამოსვლა. თბილისში დავტოვე ოჯახი.

სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ 2007 წლის 20 მაისს მამაჩემი მოკლეს... უმძიმესი წლები გამოვიარე, თან საქართველოში უნდა მებრძოლა, თან ჟენევაში მესწავლა და ჩემი შრომით თავიც მერჩინა. მარტოობის განცდა ცალკე ამბავია... ასე მოვედი 2010 წლის შემოდგომამდე, როდესაც საქართველოში სამართლის პოვნის იმედი გადამეწურა - სააკაშვილმა ან იყიდა, ან მთლიანად გაანადგურა ოპოზიცია, კონსტიტუციას სურვილისამებრ ცვლიდა და უკვე პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან, სამუდამოდ ფიქრობდა ხელისუფლების მართვას. უკიდურესი პროტესტის გრძნობა მქონდა. სადმე, რაიმე ფორმით უნდა დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. ქმარ-შვილის გარეშე ყოფნაც აღარ შემეძლო. ამასობაში, 2009 წელს, ჩემი ძმა გიორგიც გარდაიცვალა. იცით, რომ 1998 წელს უფროსი ძმა ლაშა საკუთარ ლოგინში მძინარე მოკლეს. სხვა გზა აღარ მქონდა და გადავწყვიტე, შვეიცარიის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოში მრჩებოდა დედა, რომელიც არასდროს მიატოვებდა მანდაურობას და არავინ იცოდა, კვლავ ვნახავდი თუ არა ცოცხალს.

თბილისში რომ ვიყავი, დედაჩემს გავანდე ჩემი გადაწყვეტილება. დიდსულოვნად მიიღო. 2011 წლის თებერვალში ბერნში, მიგრაციის დეპარტამენტში მქონდა ერთადერთი ინტერვიუ და ორ კვირაში ფოსტით დადებითი პასუხი მომივიდა. შვეიცარიამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დღემდე ასეა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელმაც შემიფარა და ფიზიკურად და მორალურად გადამარჩინა. საბედნიეროდ, დადგა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი და 25-ში, დედაჩემის დაბადების დღეზე, უკვე თბილისში ვიყავი.

- ძმები, მამა... ამხელა ტკივილი რამ გადაგატანინათ?

- არ ვიცი... ალბათ, ერთადერთი, რაც დღემდე მაცოცხლებს, არის შინაგანი რწმენა ჩემი და მამაჩემის სიმართლისა. ის მართალი იყო ყველასთან, ხოლო მკვლელობის ოფიციალური მოტივი თავიდანვე აბსურდული გახლდათ. სწორედ სიმართლის რწმენა მაძლიერებს, ხალხის სიყვარული და ნდობა კი სიცოცხლის ძალას მმატებს. ის ღირებულებები და ეროვნული, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, რისთვისაც მამა იბრძოდა, სიამაყის განცდას ბადებს ჩემში. მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც გავიარე - და, ალბათ, სიკვდილამდე ამ გზით მომიწევს სიარული - გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ვარ მამაჩემისა და დედაჩემის შვილი, მყავდა საუკეთესო ძმები, მყავს შვილი და ძმისშვილები და მაიმედებს მათი მომავალი. გააგრძელეთ კითხვა

"პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა..." - მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან