სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა" - ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძეზე
"საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა" - ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძეზე

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მკაც­რი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი აქვს, სი­ნამ­დვი­ლე­ში იუ­მო­რის გრძნო­ბით აღ­სავ­სე პი­როვ­ნე­ბაა, - ასე შე­ა­ფა­სა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იუ­მო­რით ნათ­ქვა­მი გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს ხელს ვერ შე­უშ­ლის.

„მინ­და გი­თხრათ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან მკაც­რი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი აქვს, სი­ნამ­დვი­ლე­ში იუ­მო­რის გრძნო­ბით აღ­სავ­სე პი­როვ­ნე­ბაა. ამი­ტომ, მისი გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა ამის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, შე­უშ­ლის თუ არა ხელს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს, იუ­მორს არა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის ხელი არას­დროს შე­უძ­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა ად­გი­ლი­დან. იმ ადა­მი­ა­ნებს, თუ ეწყი­ნათ ეს და იუ­მო­რის გრძნო­ბა არ აქვთ, ეს მათი პრობ­ლე­მაა. იუ­მო­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ხელს არ შე­უშ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენტს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში აკ­ლია, ისე­თიც კი, რო­გო­რიც ის არის“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნას აკ­ლია მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არა ნგრე­ვის­კენ, არა­მედ შე­ნე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი.

„ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა გიგა ბო­კე­რი­ა­სა და მისი 3%-იანი პარ­ტი­ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი სა­პენ­სიო რე­ფორ­მის გა­უქ­მე­ბას­თან და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ღრმად სწამს, რომ სწო­რედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ჭეშ­მა­რი­ტად პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ჭა­ობ­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამ დარ­ბაზ­ში ის მა­ინც ჩვე­უ­ლი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით და­ი­წყებ­და იმის მტკი­ცე­ბას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას ჩრდი­ლო­ე­თის­კენ მი­ა­ქა­ნებს. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბა რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მიერ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ჰიმ­ნი. პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა რუ­სუ­ლად ნამ­ღე­რი „თბი­ლი­სო“. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა გი­ორ­გი ვა­შა­ძე - აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი კო­ვი­დტეს­ტი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრო­პა­გან­და ზუ­რაბ გირ­ჩი - ჯა­ფა­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას „ვაჟ­კა­ცუ­რი“ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მოს­ხმუ­ლი ტოქ­სი­კუ­რი სი­თხე. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა ნატო ჩხე­ი­ძე და ნიკა მა­ჭუ­ტა­ძე - უბ­რა­ლოდ დაგ­ვაკ­ლდა. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცია და პა­ტი­ოს­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
fg
19

უფ არ თქვა უმკაცრესი. ნამდვილი რკინის ბიჭია. ვაი თქვენ პატრონს ჟელატონის ბიჭუნკელაა ეგ.

tato
44

მაგარი ხარ კობახიძე,ხოშიანათ ჩამოაყალიბე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა" - ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძეზე

"საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა" - ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძე, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა, - ასე შეაფასა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებები.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, იუმორით ნათქვამი განცხადება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

„მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა. ამიტომ, მისი გუშინდელი გამოსვლა ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. რაც შეეხება კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს მოლაპარაკებების პროცესს, იუმორს არანაირი მოლაპარაკებებისთვის ხელი არასდროს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის ტრიბუნიდან იქნება ეს თუ სხვა ადგილიდან. იმ ადამიანებს, თუ ეწყინათ ეს და იუმორის გრძნობა არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა. იუმორი მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტში შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანას აკლია მწვავე და კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ იქნება მოწოდებული.

„ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე - აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი - ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე - უბრალოდ დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება“, - განაცხადა კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კატეგორიულად ვგმობთ გია ვოლსკის უღირს საქციელს" - "ლელო" მოვითხოვს, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ

"სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს - როგორც მტერს... პოზნერი ძველი "კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი!" - სააკაშვილი