მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?
"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში იკ­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. 24 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 13 699-მა ტეს­ტი­რე­ბამ 1972 შემ­თხვე­ვა და­ა­დას­ტუ­რა. 23 დე­კემ­ბრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 457 ტეს­ტი­დან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა 2345-მა.

22 დე­კემ­ბერს 17 007 ტეს­ტი­რე­ბი­დან გა­მოვ­ლინ­და 3064 შემ­თხვე­ვა, რაც 16 დე­კემ­ბრის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ მცირ­დე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. არის თუ არა რე­ა­ლუ­რად იმე­დის­მომ­ცე­მი გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბის სტა­ტის­ტი­კა და შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა სა­მო­მავ­ლოდ ეს დი­ნა­მი­კა, რო­დის­თვის უნდა ვე­ლო­დოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბას და რო­გო­რია დამ­დე­გის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის­გან? - AMBEBI.GE მაია ბუ­წაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რას უკავ­შირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა და რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა მო­ნა­ცე­მე­ბი დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს?

- ამას ორი მი­ზე­ზი აქვს : პირ­ვე­ლი - და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მე­ო­რე - ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის მი­ხედ­ვით, პი­კის შემ­დეგ იწყე­ბა კლე­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბი, რა თქმა უნდა, პო­ზი­ტი­უ­რად და იმე­დის­მომ­ცე­მად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა კლე­ბის ტენ­დენ­ცია, ეს ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უპირ­ვე­ლე­სად იმა­ზე, თუ რო­გორ ჩა­ვა­ტა­რებთ დამ­დეგ დღე­სას­წა­უ­ლებს, რამ­დე­ნად და­ვი­ცავთ წე­სებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

- რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, რა­ტომ არ მცირ­დე­ბა შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად და რო­დის უნდა ვე­ლო­დოთ ამას?

- ესეც ეპი­დე­მი­ის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა. ზო­გა­დად, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­ულ კავ­შირ­შია გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან, მაგ­რამ, რო­გორც წესი, შე­დე­გი 3-4 კვი­რა­ში აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე ციფ­რებ­ში. ე.ი. თუ ეს კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში უნდა და­ვი­ნა­ხოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბის ტენ­დენ­ცი­აც. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად იმუ­შა­ვებს შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და მათი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, რამ­დე­ნად გაწ­ვდე­ბა მათი რე­სურ­სი ამას.

- დამ­დე­გი შობა-ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა, თუმ­ცა არა იმ დო­ზით, რაც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით კი გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ მინ­და ვთქვა, რომ ეს იყო სწო­რი გა­და­წყვტი­ლე­ბა. რო­გორც ექი­მი­სა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია, რომ დავ­კე­ტოთ მა­ღა­ზი­ე­ბი, თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი და ა.შ., მაგ­რამ ეს ხომ გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ კარ­გია, რომ სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­იხ­სნა და ასე­ვე, კარ­გია, რომ ობი­ექ­ტებს და­ე­ვა­ლათ დის­ტან­ცი­ი­სა და სხვა წე­სე­ბის კონ­ტრო­ლი. აქამ­დე ეს ასე არ იყო და ვი­ღებ­დით ქა­ო­ტურ და სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ებს. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი გუ­შინ და სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, და­ცუ­ლი იყო დის­ტან­ცია და ყვე­ლა სხვა წესი ერთი შე­ხედ­ვით. თუ ასე შე­ნარ­ჩუნ­და კონ­ტრო­ლი და მო­ქა­ლა­ქებ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნეს მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი.

მთა­ვა­რია, არ­სე­ბობ­დეს კონ­ტრო­ლის მძლავ­რი მე­ქა­ნიზ­მი. მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა აღედ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ნა­წი­ლი. ყვე­ლა არა, რა თქმა უნდა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სე­ბი. მაგ­რამ უნდა აღედ­გი­ნა, მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სა­დაც დიდი სივ­რცეა და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ტრო­ლი­ო­რის მიერ გა­კონ­ტროლ­დეს სი­ტუ­ა­ცია: მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა, დის­ტან­ცია და ა.შ. ჩვენ გავ­ხსე­ნით მა­ღა­ზი­ე­ბი, მაგ­რამ უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვაგ­დეთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. ვი­საც არ აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლი და ტაქ­სი­ში და­მა­ტე­ბით თან­ხის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორ მი­ვი­დეს მა­ღა­ზი­ამ­დე?! ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ გა­უქ­მე­ბუ­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რად­გან ეს არის უკი­დუ­რეს­ზე უკი­დუ­რე­სი შე­ზღუდ­ვა.

- თქვე­ნი აზ­რით, დამ­ძიმ­დე­ბა თუ არა ეპიდსი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ, რაც შობა-ახა­ლი წელი ჩა­ივ­ლის და რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მი­მართ და მათი აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცი­ებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ასე იქ­ნე­ბა. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შობა -ახა­ლი წელი და ჩვენ ჩვე­ნი გარ­თო­ბის გამო საფრ­თხე არ უნდა შე­ვუქ­მნათ სხვე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას. აი, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მე­ბი შე­მო­ი­ღეს მათ­თვის, ვინც სტუმ­რად წავა და სტუმ­რებს მი­ი­ღებს. ვფიქ­რობ, ეს ფორ­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვაა და მისი რე­ა­ლუ­რად აღ­სრუ­ლე­ბა რთუ­ლია. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლიც კი. ამი­ტომ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა რო­გორ ჩა­ვა­ტა­რებთ დამ­დეგ დღე­სას­წა­უ­ლებს. ეს ისე­დაც ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბია და შევ­ხვდეთ ჩვენს ოჯა­ხებ­ში, ვიწ­რო წრე­ში, თავი შე­ვი­კა­ვოთ ხალ­ხმრა­ვა­ლი ქე­ი­ფე­ბი­სა და შეკ­რე­ბე­ბის­გან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
2

მაგარი განაშებულია მაია.

kato
3

კონტროლის მექანიზმი ვერ მუშაობს, რამდემ ავტობუსს უნდა დაუნიშნო კონტროლიორი, მაინც ვერ მიიღებ კარგ შედეგს. იარეთ ავტობუსით და მიხვდებით რატომაც, თეორიულად კი ბატონო, მაგრამ რეალობაში ეს არ მუშაობს. კონტროლიორს გგონიათ ვინმე უჯერებდა, პოლიციას არ უშინდებიან დაა? ხშირად კონტრილოირი არც მდგარა ავტობუსში და აი მაშინ იყო სრული განუკითხაობა. მოკლედ ეგ თეორიები კარგია ქალბატონო, მაგრამ რეალობა სულ სხვაა სამწუხაროდ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?

"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში იკლებს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 24 დეკემბრის მონაცემებით, 13 699-მა ტესტირებამ 1972 შემთხვევა დაადასტურა. 23 დეკემბრის ინფორმაციით, 14 457 ტესტიდან დადებითი პასუხი აჩვენა 2345-მა.

22 დეკემბერს 17 007 ტესტირებიდან გამოვლინდა 3064 შემთხვევა, რაც 16 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის კლების მიუხედავად, არ მცირდება გარდაცვლილთა მაჩვენებელი. არის თუ არა რეალურად იმედისმომცემი გამოვლენილ შემთხვევათა კლების სტატისტიკა და შენარჩუნდება თუ არა სამომავლოდ ეს დინამიკა, როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა კლებას და როგორია დამდეგის დღესასწაულების აღნიშვნის რეკომენდაციები ინფექციონისტისგან? - AMBEBI.GE მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

- რას უკავშირდება ინფიცირების შემთხვევათა კლება და რამდენად იძლევა მონაცემები დამშვიდების საფუძველს?

- ამას ორი მიზეზი აქვს : პირველი - დაწესებულმა შეზღუდვებმა თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო და მეორე - ვირუსის გავრცელების კანონზომიერების მიხედვით, პიკის შემდეგ იწყება კლება. მონაცემები, რა თქმა უნდა, პოზიტიურად და იმედისმომცემად გამოიყურება, მაგრამ შენარჩუნდება თუ არა კლების ტენდენცია, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უპირველესად იმაზე, თუ როგორ ჩავატარებთ დამდეგ დღესასწაულებს, რამდენად დავიცავთ წესებს და რეკომენდაციებს.

- რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, რატომ არ მცირდება შემთხვევათა კლების პროპორციულად და როდის უნდა ველოდოთ ამას?

- ესეც ეპიდემიის კანონზომიერებაა. ზოგადად, ინფიცირების შემთხვევათა კლება პირდაპირპროპორციულ კავშირშია გარდაცვალების მაჩვენებელთან, მაგრამ, როგორც წესი, შედეგი 3-4 კვირაში აისახება ხოლმე ციფრებში. ე.ი. თუ ეს კლების ტენდენცია შენარჩუნდა, დაახლოებით ამ პერიოდში უნდა დავინახოთ გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენციაც. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად გამართულად და შეუფერხებლად იმუშავებს შესაბამისი დაწესებულებები და მათი რეანიმაციული განყოფილებები, რამდენად გაწვდება მათი რესურსი ამას.

- დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გარკვული შეზღუდვები შეამსუბუქა, თუმცა არა იმ დოზით, რაც დაანონსებული იყო. როგორ შეაფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?

- ზოგადად, ხელისუფლებისადმი კრიტიკული შეფასებებით კი გამოვირჩევი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვტილება. როგორც ექიმისა და ინფექციონისტისთვის კომფორტულია, რომ დავკეტოთ მაღაზიები, თავშეყრის ადგილები და ა.შ., მაგრამ ეს ხომ გამართლებული არ იქნება. ამიტომ კარგია, რომ სავაჭრო დაწესებულებები გაიხსნა და ასევე, კარგია, რომ ობიექტებს დაევალათ დისტანციისა და სხვა წესების კონტროლი. აქამდე ეს ასე არ იყო და ვიღებდით ქაოტურ და საშიშ სიტუაციებს. ვაკვირდებოდი გუშინ და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, დაცული იყო დისტანცია და ყველა სხვა წესი ერთი შეხედვით. თუ ასე შენარჩუნდა კონტროლი და მოქალაქებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება არ იქნება განსაკუთრებული რისკის მატარებელი.

მთავარია, არსებობდეს კონტროლის მძლავრი მექანიზმი. მაღაზიების გახსნასთან ერთად, ხელისუფლებას უნდა აღედგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი. ყველა არა, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით სამარშუტო ტაქსები. მაგრამ უნდა აღედგინა, მაგალითად, ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და სრულიად შესაძლებელია კონტროლიორის მიერ გაკონტროლდეს სიტუაცია: მგზავრთა რაოდენობა, დისტანცია და ა.შ. ჩვენ გავხსენით მაღაზიები, მაგრამ უთანასწორო მდგომარეობაში ჩავაგდეთ ჩვენი მოსახლეობა. ვისაც არ აქვს ავტომობილი და ტაქსიში დამატებით თანხის გადახდის საშუალება, როგორ მივიდეს მაღაზიამდე?! ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გაუქმებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ეს არის უკიდურესზე უკიდურესი შეზღუდვა.

- თქვენი აზრით, დამძიმდება თუ არა ეპიდსიტუაცია მას შემდეგ, რაც შობა-ახალი წელი ჩაივლის და როგორია თქვენი რეკომენდაციები ამის თავიდან ასაცილებლად?

- თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს დამოკიდებულებებს დღესასწაულების მიმართ და მათი აღნიშვნის ტრადიციებს, დიდი ალბათობით, ასე იქნება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის განსხვავებული შობა -ახალი წელი და ჩვენ ჩვენი გართობის გამო საფრთხე არ უნდა შევუქმნათ სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აი, მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სოლიდური ჯარიმები შემოიღეს მათთვის, ვინც სტუმრად წავა და სტუმრებს მიიღებს. ვფიქრობ, ეს ფორმალური შეზღუდვაა და მისი რეალურად აღსრულება რთულია. ჩვენს შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ღიმილისმომგვრელიც კი. ამიტომ მთლიანად საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა როგორ ჩავატარებთ დამდეგ დღესასწაულებს. ეს ისედაც ოჯახური დღესასწაულებია და შევხვდეთ ჩვენს ოჯახებში, ვიწრო წრეში, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქეიფებისა და შეკრებებისგან.

"ანეგდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე