მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა
კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას (სე­მეკ) მო­მარ­თა არა­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვერ ისარ­გებ­ლეს კო­მუ­ნა­ლუ­რი სუბ­სი­დი­ით, გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მრი­ცხვე­ლე­ბის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბით წა­კი­თხვის გამო. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ებ­მა მრი­ცხვე­ლებ­ზე ანათ­ვა­ლი აი­ღეს არა 30-ე დღეს, რო­გორც ით­ვა­ლის­წი­ნებს კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, არა­მედ 32-ე და 33-ე დღე­ებ­ზე.

კო­მი­სი­ამ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს გა­ნუ­მარ­ტა აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ და და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა მოქ­მე­დი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის დარ­ღვე­ვით აღე­ბუ­ლი მრი­ცხვე­ლის ჩვე­ნე­ბე­ბის გას­წო­რე­ბა, ასე­ვე მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში მრი­ცხვე­ლე­ბის წა­კი­თხვა თვე­ში ერთხელ, წა­კი­თხვის თა­რი­ღის დაც­ვით.

კო­მი­სია მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მსგავ­სი სა­ხის გა­ურ­კვევ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კი­თხის შე­სას­წავ­ლად და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­მარ­თონ კო­მი­სი­ას.

მთავ­რო­ბის კო­მუ­ნა­ლუ­რი სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც თვე­ში მო­იხ­მა­რენ 200 კვტსთ-ს ჩათ­ვლით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას სა­ხელ­წი­ფო და­უ­ფა­რავს ნო­ემ­ბრის, დე­კემ­ბრის, იან­ვრი­სა და თე­ბერ­ვლის თვე­ე­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის (რო­გორც გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბულ, ასე­ვე უმ­რი­ცხვე­ლო აბო­ნენ­ტებს) და და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დებს. ასე­ვე, ამ თვე­ებ­ში გა­ზის გა­და­სა­ხადს სა­ხელ­მწი­ფო და­უ­ფა­რავს იმ ფი­ზი­კურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც თვე­ში მო­იხ­მა­რენ 200 კუ­ბუ­რი მეტ­რის ჩათ­ვლით ბუ­ნებ­რივ გაზს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
0

 ამათთან თვის ხანგრძლივობა 33-35 დღე გახდა:)) ახალი კალენდარი შეადგინეეს:). უნამუსოებს არ უნდათ ხალხმა ისარგებლოს მთავრობის სუფსიდირებით!

ელგუჯა
0

კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომია გასწიეს. ალბათ ზემოდან უთხრეს და ჯიგრულ პონტში გააკეთეს,თორემ მაგათთვის, სახელმწიფო გადაუხდის თუ ფიზიკური პირი რა მნიშვნელობა აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა

კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე.

კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება, ასევე მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში საკითხის შესასწავლად დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას.

მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ს ჩათვლით ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.

NS

25-დან 31 დეკემბრამდე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა "ბასლაინებში" დაშვებულია - თბილისის მერიის გადაწყვეტილება

"10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში" - ზურა ყიფშიძე პანდემიაზე, ოჯახსა და პატარა კოსმოზე

გიორგი პაპუაშვილმა მომენტალურ ლატარია ,,ჯოკერში’’ 20 000 ლარი მოიგო