მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი
„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი

„გემ­რი­ე­ლი აჭა­რა“ - ასე ჰქვია აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ახალ სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გოლს, რო­მე­ლიც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტრა­დი­ცი­უ­ლი აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით გა­და­ი­ღო. ვი­დე­ორ­გოლ­ში ლა­ზუ­რი, მთი­ა­ნი­ა­ჭა­რი­სა და ქო­ბუ­ლე­თუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნაკ­ლებც­ნო­ბი­ლი კერ­ძე­ბი და დე­სერ­ტე­ბია წარ­მო­ჩე­ნი­ლი. კლი­პის გა­და­ღე­ბე­ბი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლებ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მოდ­გო­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მთა­ვა­რი საპ­რო­მო­ციო კლი­პის გარ­და, ცალკ-ცალ­კე მომ­ზად­და ლა­ზუ­რი, ქო­ბუ­ლე­თუ­რი და მთი­ა­ნი აჭა­რის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ეტა­პოპ­რი­ვად ჩა­ეშ­ვე­ბა.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ონ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე მო­ამ­ზა­და ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ფო­ტო­რე­ცეპ­ტე­ბი, სა­დაც აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და სერ­ვი­რე­ბას ცნო­ბი­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მზა­რე­უ­ლებ­თან ერ­თად უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. სა­ი­მი­ჯო რგო­ლე­ბის, ვი­დე­ორ­გაკ­ვე­თი­ლე­ბის, ფო­ტო­რე­ცეპ­ტე­ბის, ისე­ვე რო­გორც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-სე­მი­ნა­რე­ბის ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს სერ­ვი­სე­ბის ახალ ონ­ლა­ინპ­ლატ­ფორ­მა­ზე იან­ვრი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

„ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ერ­თის მხრივ აჭა­რუ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა, მე­ო­რეს მხრივ კი რე­გი­ონ­ში კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. ოთხი­ვე ვი­დე­ორ­გო­ლი, ეფექ­ტუ­რად ასა­ხავს იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და სიმ­დიდ­რეს, რაც აჭა­რულ სამ­ზა­რე­უ­ლოს აქვს. ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, იქ­ნე­ბა ეს ლა­ზუ­რი, ქო­ბუ­ლე­თუ­რი თუ მთი­ა­ნი აჭა­რის კუ­ლი­ნა­რია, სა­ჭი­რო­ებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და რე­გი­ო­ნის სტუმ­რე­ბის­თვის მე­ნი­უს სა­ხით შე­თა­ვა­ზე­ბას. ახა­ლი სა­ი­მი­ჯო რგო­ლე­ბი, რო­მელ­თა ჩაშ­ვე­ბა­საც შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ ბაზ­რებ­ზე ვგეგ­მავთ სწო­რედ, ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფო­ტო­რე­ცეპ­ტე­ბით, ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი­თა და მას­ტერკლა­სე­ბით ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, იქ­ნე­ბა ეს დარ­გის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თუ უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი კერ­ძე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ის­წავ­ლოს მათი მომ­ზა­დე­ბა და სტუმ­რის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა. პრო­ექ­ტში ჩარ­თულ­მა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, ცნო­ბილ­მა შეფმ­ზა­რე­უ­ლებ­მა, ად­გი­ლობ­რივ­მა მზა­რე­უ­ლებ­მა, ეთ­ნოგ­რაფ­მა, სერ­ვი­სის ექ­სპერ­ტმა, გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა თუ ტექ­ნი­კურ­მა პერ­სო­ნალ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი შრო­მა ჩადო ამ პრო­ექ­ტში და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

პრო­ექ­ტზე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის დაკ­ვე­თით ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ იმუ­შა­ვა. ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი კი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ამ „რედ­პო­ინ­ტი“ გა­და­ი­ღო. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ი­მი­ჯო რგო­ლის მუ­სი­კა აჭა­რის სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ ან­სამ­ბლს "არ­სი­ა­ნი" ეკუთ­ვნის, ლა­ზუ­რი, ქო­ბუ­ლე­თუ­რი და მთი­ა­ნი აჭა­რის კლი­პე­ბის­თვის კი მუ­სი­კა ჯგუფ­მა „ინ­სა­ი­თი“ და­წე­რა. პრო­ექ­ტზე ცნო­ბილ­მა შეფმ­ზა­რე­უ­ლებ­მა მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილ­მა, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილ­მა, და­დუ­ნა ღლონტმა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ­მა მზა­რე­უ­ლებ­მა რომა კა­კა­ბა­ძემ, როინ ფა­ღა­ვამ და გოგა ზა­ნა­ქი­ძემ იმუ­შა­ვეს. კერ­ძე­ბის სერ­ვი­რე­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნერ­მა ან­დრია ქუ­რას­ბე­დი­ან­მა, ეთ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე კი ნო­დარ შო­ში­ტა­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო რგოლი

„გემრიელი აჭარა“ - ასე ჰქვია აჭარული სამზარეულოს ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში ლაზური, მთიანიაჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი. კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით შემოდგომაზე მიმდინარეობდა. აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალკ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ეტაპოპრივად ჩაეშვება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით, ასევე მოამზადა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც აჭარული კერძების მომზადებასა და სერვირებას ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივ მზარეულებთან ერთად უზრუნველყოფენ. საიმიჯო რგოლების, ვიდეორგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ.

„ძალიან ნაყოფიერი პროექტი გამოვიდა, რომლის მთავარი მიზანიც ერთის მხრივ აჭარულის სამზარეულოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, მეორეს მხრივ კი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობაა. ოთხივე ვიდეორგოლი, ეფექტურად ასახავს იმ მრავალფეროვნებას და სიმდიდრეს, რაც აჭარულ სამზარეულოს აქვს. ჩვენი თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, იქნება ეს ლაზური, ქობულეთური თუ მთიანი აჭარის კულინარია, საჭიროებს პოპულარიზაციას და რეგიონის სტუმრებისთვის მენიუს სახით შეთავაზებას. ახალი საიმიჯო რგოლები, რომელთა ჩაშვებასაც შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე ვგეგმავთ სწორედ, ამ მიზანს ემსახურება. პროექტის ფარგლებში მომზადებული ფოტორეცეპტებით, ვიდეოგაკვეთილებითა და მასტერკლასებით ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს დარგის წარმომადგენელი თუ უბრალოდ, ჩვენი კერძებით დაინტერესებული პირი, საშუალება ექნება ისწავლოს მათი მომზადება და სტუმრისთვის შეთავაზება. პროექტში ჩართულმა ყველა ადამიანმა, ცნობილმა შეფმზარეულებმა, ადგილობრივმა მზარეულებმა, ეთნოგრაფმა, სერვისის ექსპერტმა, გადამღებმა ჯგუფმა, ორგანიზატორებმა თუ ტექნიკურმა პერსონალმა მაქსიმალური შრომა ჩადო ამ პროექტში და შედეგმაც არ დააყოვნა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლები კი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო. გაერთიანებული საიმიჯო რგოლის მუსიკა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს "არსიანი" ეკუთვნის, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის კლიპებისთვის კი მუსიკა ჯგუფმა „ინსაითი“ დაწერა. პროექტზე ცნობილმა შეფმზარეულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა, გურამ ბაღდოშვილმა, დადუნა ღლონტმა, ასევე ადგილობრივმა მზარეულებმა რომა კაკაბაძემ, როინ ფაღავამ და გოგა ზანაქიძემ იმუშავეს. კერძების სერვირებაზე საერთაშორისო ტრენერმა ანდრია ქურასბედიანმა, ეთნოგრაფიაზე კი ნოდარ შოშიტაიშვილმა ისაუბრა.

NS

კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა

ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს

საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევაა, განიკურნა - 2 737 პირი - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით