სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია
"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, პარ­ლა­მენ­ტში 9 პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და 60 ოპო­ზი­ცი­უ­რი მან­და­ტი მი­ვი­ღეთ. მე უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი იმის, რომ ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ეს მიღ­წე­ვა არ გა­მო­ი­ყე­ნოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 31 ოქ­ტომ­ბერს ხმა მის­ცეს მეტ პლუ­რა­ლიზმს და მეტ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას პარ­ლა­მენ­ტში.

"ჩვენ დღეს გვაქვს უფრო პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და პირ­ვე­ლად ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და­დას­ტურ­და, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი და­კა­ნო­ნე­ბუ­ლია და ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ძი­რი­თა­დი მდგე­ნე­ლი. ეს ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ი­გეს ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად. სწო­რედ ამი­ტომ, 31 ოქ­ტომ­ბერს, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში 2 მი­ლი­ო­ნამ­დე მო­ქა­ლა­ქე მი­ვი­და და მის­ცა ხმა. მათ ხმა მის­ცეს მეტ პლუ­რა­ლიზმს, პარ­ლა­მენ­ტში მეტ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და იმ ბა­ტო­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც დღეს აქ არ არი­ან, მის­ცეს კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში გა­უმკლავ­დით ამ კრი­ზისს, მარ­თეთ ქვე­ყა­ნა ერ­თად და იზ­რუ­ნეთ ჩვენ­ზე ერ­თად. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დე­ლე­გი­რე­ბა მოხ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ მი­ვი­ღეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად 9 პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში და 60 ოპო­ზი­ცი­უ­რი მან­და­ტი. მე უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი იმის, რომ ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ეს მიღ­წე­ვა არ გა­მო­ი­ყე­ნოს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ამას­თან, სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან აშ­კა­რა იყოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფო­ზე დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დღეს ყო­ველ­დღი­უ­რად გრძელ­დე­ბა.

ვფიქ­რობ, რომ ამას შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მის­ცემს შე­სა­ბა­მის შე­ფა­სე­ბას. ვე­რა­ვის ვერ ვა­ი­ძუ­ლებთ იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ის მან­და­ტი, ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ და­ა­კის­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ. ამას ხომ ძა­ლით ვერ გა­ვა­კე­თე­ბი­ნებთ, ეს ხომ მათი არ­ჩე­ვა­ნის სა­კი­თხია?! ამ პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­სა და ამ პო­ლი­ტი­კურ ნა­ბიჯს, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც კი მას ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ექ­ნე­ბა შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, მათ შო­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ზე, შე­სა­ბა­მის შე­ფა­სე­ბას მის­ცემს. მე ამა­ში დარმ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

რა მიამიტი ხარ, ბიჭო)))

ზვიო
2

ნწ,ნწ, უყურე ვერ იგებს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია

"პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს" - გახარია

ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს ხმა მისცეს მეტ პლურალიზმს და მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში.

"ჩვენ დღეს გვაქვს უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დაკანონებულია და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა დარწმუნებული ვარ გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში 2 მილიონამდე მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა. მათ ხმა მისცეს მეტ პლურალიზმს, პარლამენტში მეტ წარმომადგენლობას. საბოლოო ჯამში, თითოეულ თქვენგანს და იმ ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, კრიზისის პირობებში გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის დელეგირება მოხდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ საქართველოს ისტორიაში პირველად 9 პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში და 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა. ამასთან, საპირისპირო მხრიდან აშკარა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თვითონ სახელმწიფოზე დელეგიტიმაციის პროცესი, რომელიც დღეს ყოველდღიურად გრძელდება.

ვფიქრობ, რომ ამას შემდგომი არჩევნების პირობებში საქართველოს მოქალაქე მისცემს შესაბამის შეფასებას. ვერავის ვერ ვაიძულებთ იყოს საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დააკისრა საქართველოს მოქალაქემ. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ, ეს ხომ მათი არჩევანის საკითხია?! ამ პოლიტიკურ არჩევანსა და ამ პოლიტიკურ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, მათ შორის, მუნიციპალურ არჩევნებზე, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარმწუნებული ვარ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"თუ ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია, ავარდება ინფიცირებულების რიცხვი" - ივანე მაჭავარიანი

"კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა" - გიორგი გახარია