კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები
"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები

21 დე­კემ­ბერს ცაზე იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი ისე გან­ლაგ­და, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მნა­თო­ბის სა­ხით ჩან­და. მათი ასე­თი გან­ლა­გე­ბა 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს და­ფიქ­სირ­და. მსგავს მოვ­ლე­ნას მო­მა­ვალ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი 2080 წლის მარ­ტში და შემ­დეგ უკვე 2400 წელს ვა­რა­უ­დო­ბენ. ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ­ვე აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნემ, მთარ­გმნელ­მა, ალექ­სან­დრე ელერ­დაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე 30 წე­ლი­წა­დია „ვე­ფხის­ტყა­ო­სანს“ გე­ოგ­რა­ფი­ულ-ას­ტრო­ლო­გი­უ­რად სწავ­ლობს, სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ ასე­თი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

„ახლა გა­და­ვა­მოწ­მე პროგ­რა­მა სტე­ლა­რი­უმ­ში და 1226 წლის 4 მარტს, დი­ლის შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი მარ­თლაც ერ­მა­ნეთ­ზე ყო­ფი­ლან გა­დაჭ­დო­ბილ­ნი, რაც „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ ასე აი­სა­ხა: „...ამას ჰგვან­დეს, ოდეს ერ­თგან მუშ­თარ, ზუალ შე­ი­ყარ­ნეს“ - და მუშ­თა­რი (იუ­პი­ტე­რი) მე­ტა­ფო­რუ­ლად აღ­ნიშ­ნავს ტა­რი­ელს, ზუ­ა­ლი (სა­ტურ­ნი) კი ნეს­ტან­და­რე­ჯანს, ოდეს იგი ქაჯ­თა­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

...და, რო­გორც ჩანს, ეს მოვ­ლე­ნა „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ავ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა...“ ბა­ტონ ალექ­სან­დრეს „ამ­ბე­ბი.გე“ და­უ­კავ­შირ­და. „ვინც „ვე­ფხის­ტრა­ო­სა­ნი“ კარ­გად იცის და ნა­წი­ლობ­რივ შეს­წავ­ლი­ლი აქვს, ეს ფრა­ზაც იცის, სა­დაც რუს­თვე­ლი მუშ­თა­რის და ზუ­ა­ლის ერ­თმა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ზე წერს... საქ­მე იმა­შია, რომ თა­ვად ფაქ­ტი, რომ 800 წლის წი­ნაც მომ­ხდა­რა ამ ორი პლა­ნე­ტის ასე­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზია, ანუ გა­და­ფარ­ვა, არ ვი­ცო­დი... (იუ­პი­ტერ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ტურ­ნი გა­და­ფა­რა, რად­გა­ნაც ის დე­და­მი­წი­დან უფრო ახ­ლო­საა, თან, უფრო დი­დია, ვიდ­რე სა­ტურ­ნი).

მოკ­ლედ, რო­დე­საც 800 წელი ით­ქვა, რაც სხვა­დას­ხვა წყა­რო­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­გორც „ვე­ფხსტრყა­ოს­ნის“ გე­ოგ­რა­ფი­ულ-ას­ტრო­ნო­მი­ულ-ას­ტო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მკვლე­ვა­რი (ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი მაქვს), ცხა­დია, მე­ტად და­ვინ­ტე­რეს­დი და პროგ­რა­მა სტე­ლა­რი­უ­მის დახ­მა­რე­ბით, მარ­თლაც და­ვად­გი­ნე, რომ 1226 წელს 4 მარტს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, დი­ლით მსგავ­სი რამ ცაზე და­ფიქ­სირ­და - იუ­პი­ტე­რი სა­ტურნს გა­და­ე­ფა­რა (რო­გორც ჩანს, მე-13 სა­უ­კუ­ნე­შიც ამ ამ­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა იცოდ­ნენ, რამ­დე­ნა­დაც ას­ტრო­ნო­მი­უ­რი ცხრი­ლე­ბი მა­ში­ნაც დგე­ბო­და)...

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­ვეჭ­ვდი, რად­გა­ნაც ამა თუ იმ წყა­როს თა­ნახ­მად, ცნო­ბი­ლია, რომ რუს­თვე­ლი პა­ლეს­ტი­ნა­ში 1220 წლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს მოვ­ლე­ნა კი პა­ლეს­ტი­ნა­ში ისე­ვე გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდა... რო­გორც ვხე­დავთ, „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“ კი­დევ ერთი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რა­ზეც აქამ­დე არა­ვის ჰქო­ნია დაკ­ვირ­ვე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს:

„გარ­და ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ფაქ­ტო­რი­სა, არ­სე­ბობს კი­დევ არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ ადა­მი­ან­მა, პი­როვ­ნე­ბამ, ვინც ეს ფაქ­ტი ნახა, „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ავ­ტორს უამ­ბო, ან თა­ვად შო­თამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ თა­ვა­დაც ყო­ფი­ლი­ყო ას­ტრო­ნო­მი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ხე­დავთ, რო­გორ წერს ფრა­ზას? - „...ამას ჰგვან­დეს, ოდეს ერ­თგან მუშ­თარ, ზუალ შე­ი­ყარ­ნეს“, ანუ „ჰგავ­დნე­ნო“ - ცალ­კე მისი ბრწყინ­ვა­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნა, ცალ­კე ივა­რა­უ­და, რომ ერ­თად რომ შეყ­რი­ლიყ­ვნენ, რო­გო­რი სა­ოც­რე­ბა იქ­ნე­ბო­დაო... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვა­რა­უ­დე­ბია და კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა და­ი­წყოს.

- „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ რომ მარ­თლაც უმ­დიდ­რე­სი სა­გან­ძუ­რია, - ეს ფაქ­ტი დღი­თი­დღე მყარ­დე­ბა...

- ეს თა­ვის­თა­ვად... და კი­დევ, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­ტრო­ნო­მი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კუ­თხით ვსწავ­ლობ მას, ვაკ­ვირ­დე­ბი და ყო­ველ წე­ლი­წადს რა­ღაც ახა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ირ­კვე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რაც გუ­შინ მოხ­და - ფრა­ზა ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ მისი ასე­თი ახ­სნა გუ­შინ მოხ­და. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­კავ­შირ­და. იმე­დია, ამ ვერ­სი­ას მეც­ნი­ე­რე­ბი და­ე­თან­ხმე­ბი­ან და სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბი და­ი­წყე­ბა.

- კი, სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი გა­იხ­სნა, რო­მელ­საც გა­მოკ­ვლე­ვა მარ­თლაც უნდა მოჰ­ყვეს...

- და რომ ვთქვით, ერთი ვერ­სი­ით, მაგ დრო­ი­სათ­ვის რუს­თვე­ლი ცო­ცხა­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყოო, გარ­დაც­ვლი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს ფრა­ზა ნა­წარ­მო­ებ­ში ხომ არ და­ფიქ­სირ­დე­ბო­და?! თუმ­ცა არის ვა­რა­უ­დი, რომ შო­თას 1226 წლამ­დე ეცო­ცხლა, მისი და­ბა­დე­ბის წლის მი­ხედ­ვით, მაგ დრო­ის­თვის სა­დღაც 60-70 წლის იქ­ნე­ბო­და... ფაქ­ტია, რომ სტრო­ფებ­ში ასეა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­სა­ხუ­ლი...

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

"ვეფხისტყაოსნის" ავტორი ჰერეთის ერისთავი შოთა კუპრია. ამას ვარაუდობდნენ პავლე ინგოროყვა, მარი ბროსეს. შოთა კუპრის დაბადების თარიღი--12.... ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. რაც შეეხება თამარ მეფის მეჭირჭლეთუხუცეს შოთას, სავარაუდოდ, შოთა კუპრის (რუსთველის) პაპა უნდა ყოფილიყო.

akaki
0

იერუშალაიმში იყო რასულ ელ გურჯი რომელიც პატრონობდა იეშუა ქრისტე ნაზარეთელის ძელებს და სამსჭვალებს. ნამდვილი სახელი შოთა რუსთველი. 1225 გარნისის ბრძოლაში ჯალალ ედდინმა მიწასთან გაასწორა საქართველო ამის შემდეგ ვის მოუვიდოდა ვეფხის ტყაოსანზე მუზა. პოემა ადრე არის დაწერილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები

"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები

21 დეკემბერს ცაზე იუპიტერი და სატურნი ისე განლაგდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი მნათობის სახით ჩანდა. მათი ასეთი განლაგება 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა. მსგავს მოვლენას მომავალში მეცნიერები 2080 წლის მარტში და შემდეგ უკვე 2400 წელს ვარაუდობენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინვე აღმოსავლეთმცოდნემ, მთარგმნელმა, ალექსანდრე ელერდაშვილმა, რომელიც ასევე 30 წელიწადია „ვეფხისტყაოსანს“ გეოგრაფიულ-ასტროლოგიურად სწავლობს, საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

„ახლა გადავამოწმე პროგრამა სტელარიუმში და 1226 წლის 4 მარტს, დილის შვიდის ნახევარზე სატურნი და იუპიტერი მართლაც ერმანეთზე ყოფილან გადაჭდობილნი, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ასე აისახა: „...ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ - და მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტანდარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს.

...და, როგორც ჩანს, ეს მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საკუთარი თვალით იხილა...“ ბატონ ალექსანდრეს „ამბები.გე“ დაუკავშირდა. „ვინც „ვეფხისტრაოსანი“ კარგად იცის და ნაწილობრივ შესწავლილი აქვს, ეს ფრაზაც იცის, სადაც რუსთველი მუშთარის და ზუალის ერთმანეთთან დაახლოებაზე წერს... საქმე იმაშია, რომ თავად ფაქტი, რომ 800 წლის წინაც მომხდარა ამ ორი პლანეტის ასეთი ვიზუალური ოპტიკური ილუზია, ანუ გადაფარვა, არ ვიცოდი... (იუპიტერმა პრაქტიკულად სატურნი გადაფარა, რადგანაც ის დედამიწიდან უფრო ახლოსაა, თან, უფრო დიდია, ვიდრე სატურნი).

მოკლედ, როდესაც 800 წელი ითქვა, რაც სხვადასხვა წყარომაც დაადასტურა, როგორც „ვეფხსტრყაოსნის“ გეოგრაფიულ-ასტრონომიულ-ასტოლოგიური მიმართულებით მკვლევარი (ჩემი დაკვირვებები მაქვს), ცხადია, მეტად დავინტერესდი და პროგრამა სტელარიუმის დახმარებით, მართლაც დავადგინე, რომ 1226 წელს 4 მარტს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დილით მსგავსი რამ ცაზე დაფიქსირდა - იუპიტერი სატურნს გადაეფარა (როგორც ჩანს, მე-13 საუკუნეშიც ამ ამბის მნიშვნელობა იცოდნენ, რამდენადაც ასტრონომიური ცხრილები მაშინაც დგებოდა)...

ამ ყველაფრის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, დავეჭვდი, რადგანაც ამა თუ იმ წყაროს თანახმად, ცნობილია, რომ რუსთველი პალესტინაში 1220 წლამდე გარდაიცვალა. ეს მოვლენა კი პალესტინაში ისევე გამოჩნდებოდა, როგორც საქართველოში გამოჩნდა... როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ კიდევ ერთი ასტრონომიული მოვლენაა დაფიქსირებული, რაზეც აქამდე არავის ჰქონია დაკვირვება“ - აღნიშნავს ბატონი ალექსანდრე და AMBEBI.GE-სთან საუბარს განაგრძობს:

„გარდა ასტრონომიული ფაქტორისა, არსებობს კიდევ არგუმენტები, რომ ადამიანმა, პიროვნებამ, ვინც ეს ფაქტი ნახა, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს უამბო, ან თავად შოთამ აღმოაჩინა, არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც ყოფილიყო ასტრონომიით დაინტერესებული, ხედავთ, როგორ წერს ფრაზას? - „...ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“, ანუ „ჰგავდნენო“ - ცალკე მისი ბრწყინვალება წარმოიდგინა, ცალკე ივარაუდა, რომ ერთად რომ შეყრილიყვნენ, როგორი საოცრება იქნებოდაო... მოკლედ, ეს ყველაფერი ვარაუდებია და კვლევა ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს.

- „ვეფხისტყაოსანი“ რომ მართლაც უმდიდრესი საგანძურია, - ეს ფაქტი დღითიდღე მყარდება...

- ეს თავისთავად... და კიდევ, 30 წლის განმავლობაში ასტრონომიულ-გეოგრაფიული კუთხით ვსწავლობ მას, ვაკვირდები და ყოველ წელიწადს რაღაც ახალი აუცილებლად ირკვევა. წარმოიდგინეთ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის, რაც გუშინ მოხდა - ფრაზა ყველამ იცის, მაგრამ მისი ასეთი ახსნა გუშინ მოხდა. ყველაფერი ერთმანეთს მოულოდნელად დაუკავშირდა. იმედია, ამ ვერსიას მეცნიერები დაეთანხმებიან და სერიოზული კვლევები დაიწყება.

- კი, საინტერესო ფაქტი გაიხსნა, რომელსაც გამოკვლევა მართლაც უნდა მოჰყვეს...

- და რომ ვთქვით, ერთი ვერსიით, მაგ დროისათვის რუსთველი ცოცხალი არ უნდა ყოფილიყოო, გარდაცვლილი რომ ყოფილიყო, ეს ფრაზა ნაწარმოებში ხომ არ დაფიქსირდებოდა?! თუმცა არის ვარაუდი, რომ შოთას 1226 წლამდე ეცოცხლა, მისი დაბადების წლის მიხედვით, მაგ დროისთვის სადღაც 60-70 წლის იქნებოდა... ფაქტია, რომ სტროფებში ასეა ეს ყველაფერი გამოსახული...