ამერიკულმა კომპანია Rescuecom-მა, რომელიც პორტატული კომპიუტერების მომსახურების სერვისითაა დაკავებული, სხვადასხვა მწარმოებლების ნოუთბუქების გამძლეობის რეიტინგი წარმოადგინა.
რეიტინგში პირველობა კომპანია Asus-მა მოიპოვა, მას შემდეგ კი კომპანიები Apple-ი და Lenovo მოჰყვებიან. საგულისხმოა, რომ შარშანდელი რეიტინგის სათავეშიც აღნიშნული სამეული იყო.
Rescuecom-ის კვლევას საფუძვლად აპრილ-ივნისის პერიოდში საერთო გაყიდვებიდან დაწუნებულთა რაოდენობა დაედო. რეიტინგის შედგენაში ასევე გაითვალისწინეს ის სერვისული უზრუნველყოფაც, რომელსაც ესა თუ ის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.
Rescuecom-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე არასაიმედო ნოუთბუქებს კომპანიები Dell, Samsung და Acer ამზადებენ, რომლებმაც ათეულის ბოლო ადგილები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები მხოლოდ ამერიკის ბაზრის გათვალისწინებით გაიმართა და ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით მთლიან სურათს ის არ ასახავს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.