მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა
ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

The Insider და ალექ­სეი ნა­ვალ­ნი აქ­ვეყ­ნე­ბენ გა­შიფ­რულ სა­უ­ბარს ერთ-ერთ პირ­თან, კონ­სტან­ტინ კუდ­რი­ავ­ცევ­თან, რო­მელ­მაც, მათი თქმით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რუსი პო­ლი­ტი­კო­სი მო­წამ­ლა. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „დოჟ­დი“ იუ­წყე­ბა.

ნა­ვალ­ნიმ მას­თან და­რე­კა რო­გორც თით­ქოს­და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვის თა­ნა­შემ­წემ და სთხო­ვა გა­ნე­მარ­ტა, რამ შე­უ­შა­ლა ხელი ტომ­სკში მო­წამ­ვლას.

ჩა­ნა­წერ­ში, „ეფ-ეს-ბეს“ ოფი­ცერ­მა მას მო­უყ­ვა, რომ პო­ლი­ტი­კო­სის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა პი­ლო­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბამ და ატ­რო­პინ­მა, რო­მე­ლიც ნა­ვალ­ნის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ შე­უყ­ვა­ნა ორ­გა­ნიზ­მში და და­ა­ზუს­ტა, რომ შხა­მი და­ტა­ნი­ლი იყო საც­ვალ­ზე.

სა­უ­ბარ­ში კუდ­რი­ავ­ცევ­მა ოპე­რა­ცი­ას კარ­გად და­გეგ­მი­ლი უწო­და და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­რე­მო­ე­ბა­თა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ახ­სნა. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ნა­ვალ­ნი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და, მფრი­ნავს ექ­სტრე­მა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა რომ არ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ომ­სკში და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს მის ორ­გა­ნიზ­მში შხამ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბა რომ არ შე­ეშ­ვათ.

„ეფ-ეს-ბეს“ თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­წამ­ვლა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ახ­სე­ნა: თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი სტა­ნის­ლავ მაკ­შა­კო­ვი (მეც­ნი­ე­რი-ტოკ­სი­კო­ლო­გი, „ნო­ვი­ჩო­კის“ სპე­ცი­ა­ლის­ტი), ივან ოსი­პო­ვი და ალექ­სეი ალექ­სან­დრო­ვი. ამას­თან, თქვა, რომ არა­ფე­რი სმე­ნია ვლა­დი­მერ პა­ნი­ა­ევ­ზე, რაც მი­უ­თი­თებს, რომ ის იყო უფრო ერთ-ერთი ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც სრულ­ფა­სოვ­ნად არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მო­წამ­ვლის ოპე­რა­ცი­ა­ში.

კუდ­რი­ავ­ცევ­მა და­ა­ზუს­ტა, რომ სა­წამ­ლა­ვი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის საც­ვლე­ბის შიდა ნა­წილ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი. მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ომ­სკში „ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა“ სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად „ეფ-ეს-ბეს“ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­დას­ცეს ყუთი ნა­ვალ­ნის ნივ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ და­ა­მუ­შა­ვეს, რათა სა­წამ­ლა­ვის კვა­ლი წა­ე­შა­ლათ.

ზა­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ გა­მო­ი­ყე­ნა პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს ცვლის. კუდ­რი­ავ­ცევ­თან მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რი და­ფიქ­სირ­და რო­გორც არ­ტი­ომ ტრო­ი­ა­ნო­ვის სა­მუ­შაო ტე­ლე­ფო­ნი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზარი, რო­მე­ლიც „ეფ-ეს-ბეში“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zero
4

ყოჩაღ ალექსეი, კაცი ვარო მაგან უნდა თქვას. ჭკვიანიც არის და სულიერად ძლიერი პიროვნება. რა იდიოტი იყო ის აგენტი და როგორ დაფქვა ყველაფერი. სიმართლე რომ არ იმალება ამ ხალხმა დღემდე ვერ ისწავლა "არ არს დაფარული რომ არ გაცხადდეს"!

muamar kadafi
3

შეეშვით ამ ნაცისტის იდეალიზებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

The Insider და ალექსეი ნავალნი აქვეყნებენ გაშიფრულ საუბარს ერთ-ერთ პირთან, კონსტანტინ კუდრიავცევთან, რომელმაც, მათი თქმით, ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი მოწამლა. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება.

ნავალნიმ მასთან დარეკა როგორც თითქოსდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწემ და სთხოვა განემარტა, რამ შეუშალა ხელი ტომსკში მოწამვლას.

ჩანაწერში, „ეფ-ეს-ბეს“ ოფიცერმა მას მოუყვა, რომ პოლიტიკოსის სიცოცხლე გადაარჩინა პილოტების მოქმედებამ და ატროპინმა, რომელიც ნავალნის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეუყვანა ორგანიზმში და დააზუსტა, რომ შხამი დატანილი იყო საცვალზე.

საუბარში კუდრიავცევმა ოპერაციას კარგად დაგეგმილი უწოდა და წარუმატებლობა გარემოებათა მიმდინარეობით ახსნა. ის დარწმუნებულია, რომ ნავალნი ვერ გადარჩებოდა, მფრინავს ექსტრემალური დაშვება რომ არ განეხორციელებინა ომსკში და სასწრაფო დახმარების ექიმებს მის ორგანიზმში შხამსაწინააღმდეგო საშუალება რომ არ შეეშვათ.

„ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომელმა მოწამვლაში მონაწილე სხვა თანამშრომლებიც ახსენა: თავისი ხელმძღვანელი სტანისლავ მაკშაკოვი (მეცნიერი-ტოკსიკოლოგი, „ნოვიჩოკის“ სპეციალისტი), ივან ოსიპოვი და ალექსეი ალექსანდროვი. ამასთან, თქვა, რომ არაფერი სმენია ვლადიმერ პანიაევზე, რაც მიუთითებს, რომ ის იყო უფრო ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც სრულფასოვნად არ მონაწილეობდა მოწამვლის ოპერაციაში.

კუდრიავცევმა დააზუსტა, რომ საწამლავი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საცვლების შიდა ნაწილზე იყო დატანილი. მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ომსკში „ადგილობრივმა ბიჭებმა“ სატრანსპორტო პოლიციასთან ერთად „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებს გადასცეს ყუთი ნავალნის ნივთებით, რომლებიც შემდეგ დაამუშავეს, რათა საწამლავის კვალი წაეშალათ.

ზარის განსახორციელებლად ალექსეი ნავალნიმ გამოიყენა პროგრამა, რომელიც ტელეფონის ნომერს ცვლის. კუდრიავცევთან მისი სატელეფონო ნომერი დაფიქსირდა როგორც არტიომ ტროიანოვის სამუშაო ტელეფონიდან განხორციელებული ზარი, რომელიც „ეფ-ეს-ბეში“ ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებს.

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები