ავტორი:

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

The Insider და ალექსეი ნავალნი აქვეყნებენ გაშიფრულ საუბარს ერთ-ერთ პირთან, კონსტანტინ კუდრიავცევთან, რომელმაც, მათი თქმით, ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი მოწამლა. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება.

ნავალნიმ მასთან დარეკა როგორც თითქოსდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწემ და სთხოვა განემარტა, რამ შეუშალა ხელი ტომსკში მოწამვლას.

ჩანაწერში, „ეფ-ეს-ბეს“ ოფიცერმა მას მოუყვა, რომ პოლიტიკოსის სიცოცხლე გადაარჩინა პილოტების მოქმედებამ და ატროპინმა, რომელიც ნავალნის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეუყვანა ორგანიზმში და დააზუსტა, რომ შხამი დატანილი იყო საცვალზე.

საუბარში კუდრიავცევმა ოპერაციას კარგად დაგეგმილი უწოდა და წარუმატებლობა გარემოებათა მიმდინარეობით ახსნა. ის დარწმუნებულია, რომ ნავალნი ვერ გადარჩებოდა, მფრინავს ექსტრემალური დაშვება რომ არ განეხორციელებინა ომსკში და სასწრაფო დახმარების ექიმებს მის ორგანიზმში შხამსაწინააღმდეგო საშუალება რომ არ შეეშვათ.

„ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომელმა მოწამვლაში მონაწილე სხვა თანამშრომლებიც ახსენა: თავისი ხელმძღვანელი სტანისლავ მაკშაკოვი (მეცნიერი-ტოკსიკოლოგი, „ნოვიჩოკის“ სპეციალისტი), ივან ოსიპოვი და ალექსეი ალექსანდროვი. ამასთან, თქვა, რომ არაფერი სმენია ვლადიმერ პანიაევზე, რაც მიუთითებს, რომ ის იყო უფრო ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც სრულფასოვნად არ მონაწილეობდა მოწამვლის ოპერაციაში.

კუდრიავცევმა დააზუსტა, რომ საწამლავი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საცვლების შიდა ნაწილზე იყო დატანილი. მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ომსკში „ადგილობრივმა ბიჭებმა“ სატრანსპორტო პოლიციასთან ერთად „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებს გადასცეს ყუთი ნავალნის ნივთებით, რომლებიც შემდეგ დაამუშავეს, რათა საწამლავის კვალი წაეშალათ.

ზარის განსახორციელებლად ალექსეი ნავალნიმ გამოიყენა პროგრამა, რომელიც ტელეფონის ნომერს ცვლის. კუდრიავცევთან მისი სატელეფონო ნომერი დაფიქსირდა როგორც არტიომ ტროიანოვის სამუშაო ტელეფონიდან განხორციელებული ზარი, რომელიც „ეფ-ეს-ბეში“ ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავებს.

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები