მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე
"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

ეფექ­ტი­ა­ნი და პრაგ­მა­ტუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია უნდა იყოს ჩვე­ნი ამო­ცა­ნა 2021 წელს, ეს არის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პან­დე­მია - გა­მოწ­ვე­ვა, ქვეყ­ნის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე - „ელ­ჩე­ბის კონ­ფე­რენ­ცია 2020 - სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში იმარ­თე­ბა.

გა­ხა­რი­ამ იმ სას­ტარ­ტო უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ექ­ნე­ბა.

„ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ის, თუ რო­გორ გა­ვარ­თმევთ თავს პან­დე­მი­ას, იქ­ნე­ბა ეს ჯან­დაც­ვის და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის კუ­თხით, არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ, არის ის სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს, პა­ტა­რა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს იმ პოსტპან­დე­მი­ურ გლო­ბა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­შიც, რომ­ლის მოწ­მე­ე­ბიც ჩვენ სულ მალე გავ­ხდე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვაქ­ცი­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი. ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლიო ვე­ღარ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც იყო პან­დე­მი­ამ­დე, გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­აც იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი და ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, შევ­ძლოთ პა­ტა­რა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ვუ­პო­ვოთ ჩვენს ქვე­ყა­ნას პოსტპან­დე­მი­უ­რი გლო­ბა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­გორ შეძ­ლოს და მი­აღ­წი­ოს მეტ შე­დე­გებს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ­მა ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო ის­ტო­რი­ულ მი­ზან­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ წლი­სა და სა­ერ­თოდ 4-წლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ ქვე­ყა­ნა მისი ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის, ის­ტო­რი­უ­ლი ოც­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად - შე­საძ­ლე­ბე­ლი გავ­ხა­დოთ გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბა სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბა­ზე ევ­რო­კავ­შირ­ში".

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად ეს არის ის მი­ზა­ნი, რომ­ლის­თვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვშრო­მობთ.

„ეს ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მაა, თუმ­ცა ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ იმ მიღ­წე­ვე­ბის შემ­დგომ, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ის ნა­ბი­ჯია, რო­მელ­საც ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ელო­დე­ბა, ეს ის მი­ზა­ნია, რომ­ლის­თვი­საც ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ვიშ­რო­მოთ. ამი­ტომ, თქვენს 2021 წლის სა­მუ­შაო გეგ­მა­ში ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და შემ­დგომ გაღ­რმა­ვე­ბა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა იქ­ნე­ბა ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ და­ვა­ახ­ლო­ოთ ყვე­ლა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, მათ შო­რის, ფი­ზი­კურ გან­ზო­მი­ლე­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას­თან - ეს არის ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სი, კულ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შემ­დგო­მი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უკვე იყოს მზად, სულ უფრო და უფრო უნდა და­ვა­ახ­ლო­ოთ სტან­დარ­ტე­ბი და ეს უნდა იყოს ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
30

გიორგი ბიჭოოო,,,,თქვენი ამოცანაა,Sანამ "ვლასტში" ხართ ბევრი მილიონი იშოვნოთ!!!! სხვას თუ არაფერს გააფუჭებთ ცელქი ბავშვებივით, მადლობლები დაგრჩებით !!!!

Gia
25

აუფ, ათასერთი ზღაპრარიდან ყველაზე მაგარი )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

"მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე..." - პრემიერი პანდემიის შედეგებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია - გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

გახარიამ იმ სასტარტო უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს გლობალური კონკურენციის პირობებში ექნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ქვეყნის სამომავლო ისტორიულ მიზანზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "ამ წლისა და საერთოდ 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად - შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში".

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა ამავდროულად ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვშრომობთ.

„ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ მიღწევების შემდგომ, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შემდგომ გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დავაახლოოთ ყველა განზომილებაში, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც საქართველო ევროპასთან - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ყველა მიმართულებით. ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად, სულ უფრო და უფრო უნდა დავაახლოოთ სტანდარტები და ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ნიკა მელია

"ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, - ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან" - გია ხუხაშვილი