მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა" -  რას ურჩევენ ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას
"შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა" -  რას ურჩევენ ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა.

რო­გორც მან "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, თუ შე­ზღუდ­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­დე­ბა, ეს უნდა იყოს უმ­ნიშ­ვნე­ლო, მი­ნი­მა­ლუ­რი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მკაც­რი კონ­ტრო­ლის თან­ხლე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ვერ მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ უნდა აკონ­ტრო­ლონ, სა­ხელ­მწი­ფოს ისევ მო­უ­წევს ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა.

"მო­ბი­ლო­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბით იზო­მე­ბა. ამას "გუ­გლი" ან­გა­რი­შობს - ტე­ლე­ფო­ნი ხომ ყვე­ლას უდევს ჯი­ბე­ში. ახლა მთა­ვა­რია, დიდ­მა ჯგუ­ფებ­მა შორს არ ია­რონ, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდნენ. ამ ეტა­პის­თვის, მო­ბი­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გაზ­რდი­ლი არ არის. გა­ზა­ფხულ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი­სას 70%-ით შემ­ცირ­და მო­ბი­ლო­ბა, ახლა - 40%-ზე ოდ­ნავ მე­ტით, რაც საკ­მა­რი­სი არ არის. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კოა. კი­დევ და­ვაკ­ვირ­დე­ბით... ჯერ არის დრო, ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. რაც მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ი­კე­თებს პირ­ბა­დეს ყველ­გან და და­ი­ცავს დის­ტან­ცი­ას, მით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს ქცე­ვა­ზე, თუ გა­ვი­კე­თებთ პირ­ბა­დეს, და­ვი­ცავთ დის­ტან­ცი­ას, თუ ბიზ­ნე­სი თა­ვის სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში და­ი­ცავს წე­სებს და გა­ა­კონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. თუ არა, მა­შინ გამ­კაც­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ბიზ­ნეს­მაც და ადა­მი­ა­ნებ­მაც სა­კუ­თარ თავს და­აბ­რა­ლონ. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი წე­სებს არ იცა­ვენ, სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სოს. ამას­თან, გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­დე­ბა. იმე­დი ნუ გვექ­ნე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ძველ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით, თუმ­ცა შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
27

სარისკო რომაა ეს ყველამ იცის. არავითარი შემსუბუქება, მკაცრად იყოს დაცული ყველა რეგულაცია. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მსოფლიო. ჩვენ რა გვექეიფება? თუ არ ვირბენთ ერთმანეთთან ახალი წელი ისე არ მოვა? ეს წელი მოვითმინოთ, ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კორონამ. ჩვენ ნამდვილად არ უნდა გვექეიფებოდეს. ამ გასაჭირმა ადამიანები უნდა ჩააფიქროს და ცოტა უნდა გადავაფასოთ ჩვენი ცხოვრების დეტალები. უნდა ვიფიქროთ გაჭივრებულ ადამიანებზე და მეტი ქველმოქმედების გაკეთებისთვის ვისწრაფოდ. უნდა შევცვალოთ ცხოვრებისეული მიდგომები . დარჩით სახლში!!!!!

ლია შარმიაშვილი
49

ნამდვილად არ უნდა მოიხსნას შეზღუდვები.ჯერ კიდევ არა აქვთ ზოგიერთებს შეგნებული,რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო.მესმის ძალიან კარგად, სავაჭრო ცენტრის მეპატრონეების,არანაკლებად უჭირს მოსახლეობასაც,მაგრამ იქნებ ყველამ ერთად ცოტაც გავიჭირვოთ,ერთი ადამიანის სიცოცხლეც ძვირფასია ჩვენთვის.გვეყო ამდენი ადამიანის დაკარგვა.ნუ გადავაყოლებთ ამ ახალ წელს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. პირადად მე ბევრი ახლობელი დავკარგე და სხვანაირად შევიგრძენი შიში,ამ ვერაგი ვირუსის.ბოდიშს გიხდით ,თუ ვინმეს არ ესიამოვნება ჩემი კომენტარი და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ,ბედნიერი ახალი წელი შემოსულიყოს ყველა ოჯახში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა" -  რას ურჩევენ ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას

"შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა" -  რას ურჩევენ ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.

როგორც მან "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ შეზღუდვები შემსუბუქდება, ეს უნდა იყოს უმნიშვნელო, მინიმალური შემსუბუქება მკაცრი კონტროლის თანხლებით.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები და ბიზნესმენები ვერ მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თვითონ უნდა აკონტროლონ, სახელმწიფოს ისევ მოუწევს ზომების გამკაცრება.

"მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას "გუგლი" ანგარიშობს - ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ახლა მთავარია, დიდმა ჯგუფებმა შორს არ იარონ, უცხო ადამიანები ერთმანეთს იშვიათად შეხვდნენ. ამ ეტაპისთვის, მობილობა ჯერჯერობით გაზრდილი არ არის. გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა - 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა. კიდევ დავაკვირდებით... ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები", - განაცხადა იმნაძემ. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"მესმის, ბევრს საშოპინგოდ უნდა წასვლა, მაგრამ ჩემს კოლეგებს ჰკითხონ - 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით?" - პაატა იმნაძე

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან