მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე უთხრეს, რომ მისი შვი­ლის საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბა.

რო­გორც შეხ­ვედ­რი­დან გა­მო­სულ­მა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ხუ­რა­ვენ.

„და­ხურ­ვა უნ­დათ, იმი­ტომ რომ ეს ქვე­ყა­ნა ჩა­ლი­თაც აღარ არის და­ხუ­რუ­ლი, ქვე­ყა­ნა აღარ ჰქვია ამას. სტი­ლის­ტი და­კი­თხეს და დას­კვნა გა­ა­კე­თეს, თურ­მე თავი მო­უკ­ლავს. ვინ იყო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ბო­დი­შებს უხ­დი­და, თა­მუ­ნა ვერ და­გეხ­მა­რეო, ვერ და­ად­გი­ნეს. ექ­სპერ­ტი­ზის უაზ­რო დას­კვნე­ბია, თურ­მე, ბუზს გა­და­აქვს სის­ხლი ფეხ­საც­მელ­ზე, ასე­თი რა­ღაც თუ გა­გი­გი­ათ?

საქ­მის და­ხურ­ვა უნდა თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით, 6 თვე იმას იკ­ვლევ­დნენ, ჩემ­მა შვილ­მა თავი მარ­თლა მო­იკ­ლა თუ არა... გაგ­ვე­სა­უბრნენ, რომ ეს საქ­მე უნდა და­ვას­რუ­ლო­თო. მი­ნის­ტრი რომ გა­მო­ვი­და პირ­ველ დღეს და თქვა, თვით­მკვლე­ლო­ბა­აო, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეს ახ­ლაც. 6 თვე თურ­მე, სტი­ლის­ტე­ბის და ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბის და­კი­თხვას მო­უნ­დნენ, თა­მუ­ნას მან­ქა­ნა და­ი­ნა­ხეთ თუ არაო და 30 ტომი შეკ­რი­ბეს. არ­ჩევ­ნებს ელო­დე­ბოდ­ნენ, იმი­ტომ წე­ლავ­დნენ, ჯერ არ იცი­ან ვის­თან აქვთ საქ­მე, შე­იძ­ლე­ბა მა­გათ­თვის ერთი პა­ტა­რა მო­ლე­კუ­ლა ვარ, მაგ­რამ ზუს­ტად მო­ლე­კუ­ლა ხლი­ჩავს ატომს. და­ხუ­რონ, სტრას­ბურ­გში გა­ვა­სა­ჩივ­რებ, კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვის ჩა­მოყ­ვა­ნაც რომ დამ­ჭირ­დეს, მათ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და­ვამ­ტკი­ცებ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
31

 ხომ იცით ბ, რომ ცხონებულს პრობლემები ქონდა ფსიქიკასთან, ნუ გადაგვაყოლეთ ამ ინტრიგნობით რა. დაასვენეთ ისიც და თვენც დაოკდით ბოლო-ბოლო

saqartvelos rigiti moqalaqe
0

ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამთ თუ ამ საქმეს სტრასბურგს გაუგზავნით! ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ამ ბოდიში და მარაზმს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის მუხლით - დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მას პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ მისი შვილის საქმე დაიხურება.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა თამაზაშვილმა განმარტა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობის მუხლით დახურავენ.

„დახურვა უნდათ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩალითაც აღარ არის დახურული, ქვეყანა აღარ ჰქვია ამას. სტილისტი დაკითხეს და დასკვნა გააკეთეს, თურმე თავი მოუკლავს. ვინ იყო მეგობარი, რომელიც ბოდიშებს უხდიდა, თამუნა ვერ დაგეხმარეო, ვერ დაადგინეს. ექსპერტიზის უაზრო დასკვნებია, თურმე, ბუზს გადააქვს სისხლი ფეხსაცმელზე, ასეთი რაღაც თუ გაგიგიათ?

საქმის დახურვა უნდა თვითმკვლელობის მუხლით, 6 თვე იმას იკვლევდნენ, ჩემმა შვილმა თავი მართლა მოიკლა თუ არა... გაგვესაუბრნენ, რომ ეს საქმე უნდა დავასრულოთო. მინისტრი რომ გამოვიდა პირველ დღეს და თქვა, თვითმკვლელობააო, იგივე გაიმეორეს ახლაც. 6 თვე თურმე, სტილისტების და ქუჩაში გამვლელების დაკითხვას მოუნდნენ, თამუნას მანქანა დაინახეთ თუ არაო და 30 ტომი შეკრიბეს. არჩევნებს ელოდებოდნენ, იმიტომ წელავდნენ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ზუსტად მოლეკულა ხლიჩავს ატომს. დახურონ, სტრასბურგში გავასაჩივრებ, კერძო დეტექტივის ჩამოყვანაც რომ დამჭირდეს, მათ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს დავამტკიცებ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა