მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა
"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

„ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც შე­გით­რევს; წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა ამო­იც­ნო“ - ასე აფა­სებს ლი­ტე­რა­ტო­რი პა­ა­ტა ჩხე­ი­ძე „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი2020-ის“ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის რჩე­ულ რო­მანს „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“. სწო­რედ ამ წიგ­ნით დას­რულ­და ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა. რო­მა­ნი ლი­ტე­რა­ტორ­მა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მაია ალუ­და­ურ­მა წა­რად­გი­ნეს.რო­მა­ნის ავ­ტო­რი ქარ­და ქარ­დუ­ხი უკვე შემ­დგა­რი მწე­რა­ლია.

წერს მო­თხრო­ბებს, რო­მა­ნებს, წარ­მა­ტე­ბით ეწე­ვა მთარ­გმნე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას. მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა არა­ერთ ჯილ­დოს ით­ვლის, მათს რიგს წელს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ში“ გა­მარ­ჯვე­ბაც და­ე­მა­ტა.„ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“ პირ­ვე­ლი­ვე ფურ­ცლე­ბი­დან გა­და­გიყ­ვანთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სატ­რფოს მო­სა­ძებ­ნად ხმელთშუ­ა­ზღვის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ გუ­ლან­შა­რო­ში ჩა­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის ყდა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ რო­მა­ნის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რიც გოგა ჩა­ნა­დი­რია.რო­მან­სა და მას­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე ქარ­და ქარ­დუ­ხი თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

რო­გორ ჩა­ი­ა­რა თქვე­ნი წიგ­ნის ონ­ლა­ინ­წარ­დგე­ნამ და რო­გორ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ელით მკი­თხვე­ლის­გან?

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ბა­ტო­ნი პა­ა­ტა ჩხე­ი­ძი­სა და ქალ­ბა­ტო­ნი მაია ალუ­და­უ­რის მოს­მე­ნა, რომ­ლებ­მაც ჩემ­თან ერ­თად წა­რად­გი­ნეს „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“. როცა ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შენ­ზე და შენს ნა­წარ­მო­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ამა­ზე უკე­თე­სი გრძნო­ბა, მერ­წმუ­ნეთ, არა­ფე­რია. აი, ჩემი ჩარ­თვი­სას კი ნამ­დვი­ლად მე­კარ­გე­ბო­და კომ­ფორ­ტის სი­ა­მოვ­ნე­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ყო­ფი­ლა დის­ტან­ცი­უ­რად სა­უ­ბა­რი.რაც შე­ე­ხე­ბა მკი­თხვე­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, ახლა ისეა მწერ­ლო­ბის საქ­მე, რომ მთა­ვა­რია, იყოს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა... მო­უთ­მენ­ლად ველი.

უკვე შემ­დგა­რი მწე­რა­ლი ხართ. თუ შე­იც­ვა­ლა რამე თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ?

კი, შე­იც­ვა­ლა: ერ­თგან ვთქვი კი­დეც, რომ უკვე თით­ქოს­და მზად ვარ იმ რო­მა­ნის და­სა­წე­რად, რომ­ლის გა­მო­ცე­მის დარ­დი აღარ მექ­ნე­ბა.

რო­გო­რი იყო რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი? ფიქ­რობ­დით მა­შინ, რომ იგი დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტან­დათ?

რო­მა­ნის წერა 2002 წელს და­ვი­წყე. მა­შინ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი თით­ქოს­და ამ­ბო­ხი იყო იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მე­ფე­ბულ სადო-მა­ზო­ხის­ტურ დიქ­ტა­ტუ­რა-ტი­რა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ მალე ვი­თა­რე­ბა ისე შე­იც­ვა­ლა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბამ აზრი და­კარ­გა. კი­დევ კარ­გი, რომ ასე მოხ­და, თო­რემ, მგო­ნია, ძი­რი­თად მო­ტი­ვად ეს ხაზი რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­მა­ნი საკ­მა­ოდ დაკ­ნინ­დე­ბო­და. შემ­დეგ დიდი პა­უ­ზა მქონ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერ­თბა­შად ვიგ­რძე­ნი სათ­ქმე­ლის მო­ჭარ­ბე­ბა. წე­რის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ მთა­ვარ გმირ­ზე ვფიქ­რობ­დი; შეძ­ლებ­და თუ არა იგი სა­კუ­თა­რი თა­ვის, ნავ­სა­ყუ­დე­ლის პოვ­ნას...

ში­ნა­არ­სის მცი­რე ნა­წი­ლიც გა­ვან­დოთ მკი­თხველს. ვინ არის მთა­ვა­რი გმი­რი, რა მი­სია აქვს მას?

რო­მა­ნი არის სიყ­ვა­რულ­ზე, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იმ მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე, რა­საც სუ­ლი­სა და ხორ­ცის ჭი­დი­ლი ან თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ჰარ­მო­ნია ჰქვია... მთა­ვა­რი გმი­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მო­სა­ძებ­ნად ხმელთშუ­ა­ზღვის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ გუ­ლან­შა­რო­ში ჩა­დის, სა­დაც თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე 14 წელს დაჰ­ყოფს. ეს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ტე­რე­გოა, თა­ვი­სი მცხოვ­რებ­ლე­ბი­თა და ის­ტო­რი­ით. პერ­სო­ნა­ჟის თავ­გა­და­სა­ვალ­ში არის „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ეპი­ზო­დის ალუ­ზია -გუ­ლან­შა­როს, რო­გორც ვა­ჭარ­თა ქა­ლა­ქის, მცხოვ­რებ­თა გა­ო­რე­ბუ­ლი მრწამ­სი ხორ­ცი­ელ­სა და სუ­ლი­ერს შო­რის.

რა­ტომ „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“?

არის იქ ერთი მთა­ვა­რი ხაზი - ტი­რა­ნი, დოჟი, ვა­ჭარ­თა ქა­ლაქ­ში, ცდი­ლობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სუ­ლის ადა­მი­ა­ნებს, და­ა­ვი­წყოს ხე­ლოვ­ნე­ბა და ვაჭ­რო­ბა და­ა­წყე­ბი­ნოს. ეს ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი გა­ტეხ­ვაა. აქე­დან წა­მო­ვი­და სა­თა­უ­რიც- ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჰერ­მე­სი ვა­ჭარ­თა ღვთა­ე­ბაა (სხვა მრა­ვალ­თა შო­რის).

ოღონდ აქ ისე არ უნდა გა­ვი­გოთ, თით­ქოს ვაჭ­რო­ბა - რო­გორც პრო­ფე­სია - იყოს დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი გმი­რი რო­მან­ში სწო­რედ ტრა­დი­ცი­უ­ლი ვა­ჭარ­თა გილ­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. აქ სა­უ­ბა­რია მა­ტე­რი­ა­ლუ­რის გა­კერ­პე­ბა­ზე, რაც სუ­ლი­ე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ხდე­ბა.

წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში , ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­წე­როთ ვებგ­ვერ­დი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

„ეს არის წიგნი, რომელიც შეგითრევს; წიგნი, რომელიც უნდა ამოიცნო“ - ასე აფასებს ლიტერატორი პაატა ჩხეიძე „გახდი ბესტსელერის ავტორი2020-ის“ჟიურისა და ხალხის რჩეულ რომანს „ჰერმესის დახლიდარები“. სწორედ ამ წიგნით დასრულდა ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. რომანი ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა წარადგინეს.რომანის ავტორი ქარდა ქარდუხი უკვე შემდგარი მწერალია.

წერს მოთხრობებს, რომანებს, წარმატებით ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი შემოქმედებითი ცხოვრება არაერთ ჯილდოს ითვლის, მათს რიგს წელს ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ში“ გამარჯვებაც დაემატა.„ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც გოგა ჩანადირია.რომანსა და მასზე მუშაობის პროცესზე ქარდა ქარდუხი თავად გვესაუბრა.

როგორ ჩაიარა თქვენი წიგნის ონლაინწარდგენამ და როგორ გამოხმაურებას ელით მკითხველისგან?

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ბატონი პაატა ჩხეიძისა და ქალბატონი მაია ალუდაურის მოსმენა, რომლებმაც ჩემთან ერთად წარადგინეს „ჰერმესის დახლიდარები“. როცა ასეთი პროფესიონალები შენზე და შენს ნაწარმოებზე საუბრობენ, ამაზე უკეთესი გრძნობა, მერწმუნეთ, არაფერია. აი, ჩემი ჩართვისას კი ნამდვილად მეკარგებოდა კომფორტის სიამოვნება, საკმაოდ რთული ყოფილა დისტანციურად საუბარი.რაც შეეხება მკითხველის გამოხმაურებას, ახლა ისეა მწერლობის საქმე, რომ მთავარია, იყოს გამოხმაურება... მოუთმენლად ველი.

უკვე შემდგარი მწერალი ხართ. თუ შეიცვალა რამე თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ?

კი, შეიცვალა: ერთგან ვთქვი კიდეც, რომ უკვე თითქოსდა მზად ვარ იმ რომანის დასაწერად, რომლის გამოცემის დარდი აღარ მექნება.

როგორი იყო რომანზე მუშაობის პროცესი? ფიქრობდით მაშინ, რომ იგი დიდ წარმატებას მოგიტანდათ?

რომანის წერა 2002 წელს დავიწყე. მაშინ ეს ნაწარმოები თითქოსდა ამბოხი იყო იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ სადო-მაზოხისტურ დიქტატურა-ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მალე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამ მიმართულებამ აზრი დაკარგა. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ, მგონია, ძირითად მოტივად ეს ხაზი რომ დარჩენილიყო, რომანი საკმაოდ დაკნინდებოდა. შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მოგვიანებით კი ერთბაშად ვიგრძენი სათქმელის მოჭარბება. წერის პროცესში მხოლოდ მთავარ გმირზე ვფიქრობდი; შეძლებდა თუ არა იგი საკუთარი თავის, ნავსაყუდელის პოვნას...

შინაარსის მცირე ნაწილიც გავანდოთ მკითხველს. ვინ არის მთავარი გმირი, რა მისია აქვს მას?

რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია... მთავარი გმირი შეყვარებულის მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის, სადაც თავგადასავლებით სავსე 14 წელს დაჰყოფს. ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა, თავისი მცხოვრებლებითა და ისტორიით. პერსონაჟის თავგადასავალში არის „ვეფხისტყაოსნის“ეპიზოდის ალუზია -გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის.

რატომ „ჰერმესის დახლიდარები“?

არის იქ ერთი მთავარი ხაზი - ტირანი, დოჟი, ვაჭართა ქალაქში, ცდილობს მოწინააღმდეგეებს, შემოქმედებითი სულის ადამიანებს, დაავიწყოს ხელოვნება და ვაჭრობა დააწყებინოს. ეს ადამიანის სულიერი გატეხვაა. აქედან წამოვიდა სათაურიც- ჰერმესის დახლიდარები. მოგეხსენებათ, ჰერმესი ვაჭართა ღვთაებაა (სხვა მრავალთა შორის).

ოღონდ აქ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ვაჭრობა - როგორც პროფესია - იყოს დაკნინებული. ერთ-ერთი გამორჩეული გმირი რომანში სწორედ ტრადიციული ვაჭართა გილდიის წარმომადგენელია. აქ საუბარია მატერიალურის გაკერპებაზე, რაც სულიერების განადგურებით ხდება.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში , ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ვებგვერდიდან

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს