მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით
საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 487 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა,-ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 16 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­სა და მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 17 943 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 10 477 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტით და 7 466 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 487 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გაზ­რდი­ლი ტეს­ტი­რე­ბის ფონ­ზე, ნარ­ჩუნ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სტა­ბი­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მე­ტიც, ბოლო პე­რი­ოდ­ში, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე, სა­ხე­ზეა ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია.

ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 198 387-ს.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 2 495 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და - 167 281-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 39 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 1 922 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 487 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 1 477 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 280, იმე­რე­თი - 533, ქვე­მო ქარ­თლი - 254, შიდა ქარ­თლი - 283, გუ­რია - 66, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 269, კა­ხე­თი - 153, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 85, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 76, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 11.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 29 158, სა­ი­და­ნაც, 6 721 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 876, აჭა­რა­ში - 824, იმე­რეთ­ში - 1 370. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 1 103 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 497, აჭა­რა­ში - 148, იმე­რეთ­ში - 242. მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 431 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 219, აჭა­რა­ში - 51, იმე­რეთ­ში - 53. 2 461 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 823 - თბი­ლის­ში, 1 183 - აჭა­რა­ში, 165 - იმე­რეთ­ში. 19 976 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლობს კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 622 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 245, აჭა­რა­ში -179, ხოლო იმე­რეთ­ში - 7.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 15 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 20 483 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 47 759 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 19 261 პირი, აჭა­რა­ში - 8 150, იმე­რეთ­ში - 6 312”, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
4

ჩაკეტეთ ცოტა ხნით ყველაფერი და მალე გვეშველება

ილია
9

ასეთი ნელი კლება არის იმიტორო ხალხი ვინც გარეთ დადის ან ვაჭრობს მაინც არ უკეთიათ სათანადოდ პირბადე. კაცო ნახეთ ბათუმში მანდარინს რო ყიდიან მანქანებზე ყველას ნიკაპზე უკეთია პირბადე, რამდენი ხალხი მიდის დღეში მაგათთან ნახეთ და გაავრცელებენ აბა რაიქნება? არავინაა პატრონი რა. ისინიც ვერ ხვდებიან რო კიბატონო ივაჭრე მარა ბოლომდე დაიცავი წესი რა შე ოჯახაშენებულო რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 167 281-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 876, აჭარაში - 824, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 1 183 - აჭარაში, 165 - იმერეთში. 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 245, აჭარაში -179, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 483 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 261 პირი, აჭარაში - 8 150, იმერეთში - 6 312”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ქუთაისში კორონავირუსს ურილოგი გენადი ესაკია ემსხვერპლა