სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადააქვს კოვიდინფექცია ზოგს მარტივად, ზოგისთვის კი საბედისწერო ხდება? - მეცნიერებმა დაადგინეს გენები, რომლებიც  დაავადების  სიმძიმეს განსაზღვრავენ
რატომ გადააქვს კოვიდინფექცია ზოგს მარტივად, ზოგისთვის კი საბედისწერო ხდება? - მეცნიერებმა დაადგინეს გენები, რომლებიც  დაავადების  სიმძიმეს განსაზღვრავენ

აქამ­დე გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა ის ფაქ­ტი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ზო­გი­ერთ ინ­ფი­ცი­რე­ბულს ვირუ­სი მუ­სუ­ბუ­ქად გა­და­აქვს, ზოგი კი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს და მკურ­ნა­ლო­ბა ხან­გრძლივ პე­რი­ოდს მო­ი­თხოვს.

რა არის ამის მი­ზე­ზი?

"ჟურ­ნალ Nature ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 ათას­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა მათ­განს აღ­მო­აჩ­ნდა გენი, რო­მე­ლიც Covid19 სიმპტო­მებს ამ­წვა­ვებს", - წერს bbc.

აღ­მო­ჩე­ნას შე­უძ­ლია ექი­მებს აჩ­ვე­ნოს ის ნა­წი­ლი, თუ სად არის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დის და­ნერგვას შე­უ­წყოს ხელი.

ედინ­ბურ­გის Royal Hospital-ის წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­მო­ჩე­ნა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ პრო­ფე­სორ კე­ნეტ ბე­ი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც Genomicc პრო­ექტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც არ გაქ­რე­ბა.

GenOMICC - მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ექი­მე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბულ ჯგუფს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და აწარ­მო­ე­ბენ კვლე­ვებს იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით ინ­ფი­ცი­რე­ბის დროს. ისი­ნი დაკ­ვირ­ვე­ბას სის­ხლის ნი­მუ­შებ­სა და დნმ - ზე აწარ­მო­ე­ბენ.

GenOMICC - კონ­სორ­ცი­უმს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

“ვაქ­ცი­ნებ­მა მკვეთ­რად უნდა შე­ამ­ცი­რონ შემ­თხვე­ვე­ბი. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­ულ პა­ცი­ენ­ტებს მა­ინც მო­უ­წევთ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მოხ­ვედ­რა, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი”, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ბე­ი­ლი.

  • აგ­რე­სი­უ­ლი უჯრე­დე­ბი

კვლე­ვის დროს, მეც­ნი­ე­რებ­მა ბრი­ტა­ნე­თის კლი­ნი­კებ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყო­ფი 200 პა­ცი­ენ­ტის დნმ გა­მო­იკ­ვლი­ეს.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნო­მე­ბი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნო­მებს შე­ა­და­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დნმ-ში იყო TYK2 გენი. დიდ­წი­ლად სწო­რედ ეს გენი ამ­ძი­მებ­და ვირუ­სის კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას.

”ეს გენი არის სის­ტე­მის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თქვენს იმუ­ნურ უჯრე­დებს უფრო აგ­რე­სი­ულს ხდის. მაგ­რამ, თუ ამ გენ­ში არის დე­ფექ­ტი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ხურ­დეს და პა­ცი­ენტს გა­ნუ­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ან­თე­ბა, რაც ფილ­ტვე­ბის­თვის სა­ში­შია”, - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი ბე­ი­ლი.

ამ­გვა­რი პრო­ცე­სე­ბის ასა­ლაგ­მად ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში? - ამის გარ­კვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ.

  • ძა­ლი­ან ცოტა ინ­ტერ­ფე­რო­ნი?

გან­სხვა­ვე­ბე­ბი ასე­ვე ნა­პოვ­ნია DPP9 გენ­ში, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ან­თე­ბის დროს და OAS გენ­ში, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ვირუ­სე­ბის გამ­რავ­ლე­ბას.

ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მოვ­ლინ­და IFNAR2 გე­ნის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი, ეს გენი ინ­ტერ­ფე­რო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა - ინ­ტერ­ფე­რო­ნი ძლი­ე­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ცი­ლაა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან, იმუ­ნურ სის­ტე­მას ააქ­ტი­უ­რებს.

ით­ვლე­ბა, რომ თუ ორ­გა­ნიზ­მი ცოტა ინ­ტერ­ფე­რონს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ვირუ­სი ამ უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს და სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ფე­რო­ნიც და­ე­მა­ტოს, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ირ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ას­კვნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, ინ­ტერ­ფე­რო­ნი არ ეხ­მა­რე­ბა.

”ვფიქ­რობ, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­რო­ნის მი­ღე­ბას პირ­ვე­ლი, ორი - სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყებს, ეს იმუ­შა­ვებს, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტი სხე­ულს მის­ცემს მო­ლე­კუ­ლებს, რო­მელ­თა წარ­მო­ე­ბა პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია”, - ამ­ბობს ნიუ იორ­კის რო­კ­ფე­ლე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჟან-ლო­რან კა­ზა­ნო­ვა.

  • რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი უა­რეს­დე­ბა

ლონ­დო­ნის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კო­ლე­ჯის გე­ნე­ტი­კო­სის, დოქ­ტორ ვა­ნე­სა სან­ჩო-ში­მი­ზუს თქმით, ახალ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და და­ა­ვა­დე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა.

”ეს ულტრა ზუს­ტი მე­დი­ცი­ნის კარ­გი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ, თუ რა მო­მენ­ტში მოხ­და “რა­ღაც არას­წო­რად“. ამ გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შემ­დგო­მი თე­რა­პი­უ­ლი გზე­ბის დად­გე­ნა­ში", - გა­ნუ­ცხა­და სან­ჩო-ში­მი­ზუმ BBC- ს.

ამა­ვე დროს, GenOMICC არ ჩქა­რობს ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ხე­ლას.

GenOMICC-ის პრო­ექ­ტმა და სხვა მრა­ვალ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ უკვე გან­სა­ზღვრა გე­ნის კლას­ტე­რი ქრო­მო­სო­მა 3-ზე, რაც მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე სიმპტო­მებ­თან, თუმ­ცა ამ პრო­ცე­სე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფონი ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას იწყე­ბენ.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
17

interferonis gamokeneba nishnavs im cutas gagadzlierebs gamogacocxlebs mere sabolood rogorc narkomani camalze shejdeba igivea interferonis migebac mankana ubenzinod ar dadis chaasxam benzins da cava egrea organizmshi interferonis migebac miigebs organizmi rom itkvian dagakenebs pexze gagatarebs sam dgeshi kidev unda miigo xshri migeba interferonis ar sheidzleba kvirashi ertxel isic doza aseve unda vicodet adamianis shinagani organo ra patologiuri daavadebebi akvs an ra patisuri egre ver miscem gaige akvs kovid-19 da miagebino interferonit da daunishno mkurnaloba shesadzlebelia interveroni klavs aseve kuntebs kvela organizmi ver igebs da arc sheidzleba bolo samkurnalo statiaa da ikeeben interferons rom gaadzlieron organizmi kvelanairi daavadebis mkone adamianistvis kvelanairi kuradgebaa sachiro me am metods upro ukureb kargi kveba supta faeri simshvide cklis migeba rkia vashli neltbili saxlshi momzadebuli komshis cveni kurkebianad maconi tuki magali sicxea 39 tic paracetamoli camlebitac ar unda gaichkipos adamiani simshvide kvelaze kargia panika ki janmrtelsac klavs 

Nino
146

COVID-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება ხალხის ზომბად გადაქცევისთვის რათა ადვილად მართონ ხალხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ გადააქვს კოვიდინფექცია ზოგს მარტივად, ზოგისთვის კი საბედისწერო ხდება? - მეცნიერებმა დაადგინეს გენები, რომლებიც  დაავადების  სიმძიმეს განსაზღვრავენ

რატომ გადააქვს კოვიდინფექცია ზოგს მარტივად, ზოგისთვის კი საბედისწერო ხდება? - მეცნიერებმა დაადგინეს გენები, რომლებიც  დაავადების  სიმძიმეს განსაზღვრავენ

აქამდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, რომ კორონავირუსით ზოგიერთ ინფიცირებულს ვირუსი მუსუბუქად გადააქვს, ზოგი კი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს და მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.

რა არის ამის მიზეზი?

"ჟურნალ Nature ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული 2 ათასზე მეტი პაციენტის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მათგანს აღმოაჩნდა გენი, რომელიც Covid19 სიმპტომებს ამწვავებს", - წერს bbc.

აღმოჩენას შეუძლია ექიმებს აჩვენოს ის ნაწილი, თუ სად არის იმუნური სისტემის გაუმართაობა და მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვას შეუწყოს ხელი.

ედინბურგის Royal Hospital-ის წარმომადგენლის თანახმად, აღნიშნული აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესორ კენეტ ბეილის მკურნალობის მეთოდი, რომელიც Genomicc პროექტს ხელმძღვანელობდა, ახალი ვაქცინების შემუშავების შემთხვევაშიც არ გაქრება.

GenOMICC - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ ერთად მუშაობენ და აწარმოებენ კვლევებს იმის გასარკვევად, თუ რატომ საჭიროებენ ადამიანები ინტენსიურ თერაპიას კოვიდინფექციით ინფიცირების დროს. ისინი დაკვირვებას სისხლის ნიმუშებსა და დნმ - ზე აწარმოებენ.

GenOMICC - კონსორციუმს ხელმძღვანელობს ედინბურგის უნივერსიტეტი.

“ვაქცინებმა მკვეთრად უნდა შეამცირონ შემთხვევები. თუმცა, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში გარკვეულ პაციენტებს მაინც მოუწევთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვედრა, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მკურნალობის ახალი მეთოდები”, - ამბობს პროფესორი ბეილი.

  • აგრესიული უჯრედები

კვლევის დროს, მეცნიერებმა ბრიტანეთის კლინიკებში, კორონავირუსის ინფიცირებული, რეანიმაციაში მყოფი 200 პაციენტის დნმ გამოიკვლიეს.

ამ ადამიანების გენომები ჯანმრთელი ადამიანების გენომებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ინფიცირებულთა დნმ-ში იყო TYK2 გენი. დიდწილად სწორედ ეს გენი ამძიმებდა ვირუსის კლინიკურ მიმდინარეობას.

”ეს გენი არის სისტემის ნაწილი, რომელიც თქვენს იმუნურ უჯრედებს უფრო აგრესიულს ხდის. მაგრამ, თუ ამ გენში არის დეფექტი, იმუნური სისტემა შეიძლება გადახურდეს და პაციენტს განუვითარდეს მწვავე ანთება, რაც ფილტვებისთვის საშიშია”, - განმარტავს პროფესორი ბეილი.

ამგვარი პროცესების ასალაგმად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს იყენებენ, მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს მედიკამენტები კორონავირუსის შემთხვევაში? - ამის გარკვევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მასშტაბური კვლევების შემდეგ.

  • ძალიან ცოტა ინტერფერონი?

განსხვავებები ასევე ნაპოვნია DPP9 გენში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების დროს და OAS გენში, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას.

ინტენსიურ თერაპიაში მყოფ პაციენტებში გამოვლინდა IFNAR2 გენის ვარიაციები, ეს გენი ინტერფერონის გამომუშავებასთან ასოცირდება - ინტერფერონი ძლიერი ანტივირუსული ცილაა, რომელიც ინფექციის პირველივე ნიშნების აღმოჩენიდან, იმუნურ სისტემას ააქტიურებს.

ითვლება, რომ თუ ორგანიზმი ცოტა ინტერფერონს გამოიმუშავებს, ვირუსი ამ უპირატესობით სარგებლობს და სწრაფად ვრცელდება.

მკურნალობის პროტოკოლში შეიძლება ინტერფერონიც დაემატოს, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ირგანიზაციამ, კვლევების შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით დაასკვნა, რომ კორონავირუსის მქონე განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, ინტერფერონი არ ეხმარება.

”ვფიქრობ, თუ ინფიცირებული ინტერფერონის მიღებას პირველი, ორი - სამი დღის განმავლობაში დაიწყებს, ეს იმუშავებს, რადგან მედიკამენტი სხეულს მისცემს მოლეკულებს, რომელთა წარმოება პაციენტს არ შეუძლია”, - ამბობს ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან-ლორან კაზანოვა.

  • როდესაც ყველაფერი უარესდება

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გენეტიკოსის, დოქტორ ვანესა სანჩო-შიმიზუს თქმით, ახალმა გენეტიკურმა აღმოჩენებმა შესაძლებელი გახადა დაავადების ბიოლოგიური მექანიზმების დეტალური შესწავლა.

”ეს ულტრა ზუსტი მედიცინის კარგი მაგალითია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა მომენტში მოხდა “რაღაც არასწორად“. ამ გენეტიკური კვლევების შედეგები დაგვეხმარება შემდგომი თერაპიული გზების დადგენაში", - განუცხადა სანჩო-შიმიზუმ BBC- ს.

ამავე დროს, GenOMICC არ ჩქარობს ყველა საიდუმლოების გამხელას.

GenOMICC-ის პროექტმა და სხვა მრავალმა გამოკვლევამ უკვე განსაზღვრა გენის კლასტერი ქრომოსომა 3-ზე, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული დაავადების მძიმე სიმპტომებთან, თუმცა ამ პროცესების ბიოლოგიური ფონი ჯერ არ არის გარკვეული, ამიტომ მეცნიერები მასშტაბური კვლევების წარმოებას იწყებენ.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა