მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება
თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის გა­მოს­ვლამ ბა­ქო­ში გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ზე თურ­ქეთ-ირა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია - ან­კა­რა­სა და თე­ი­რან­ში და­ი­წყო ელ­ჩე­ბის გა­ძახ-გა­მო­ძა­ხე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და "გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა".

ირან­ში მი­იჩ­ნი­ეს, რომ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თარ თავს ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ი­სა და სა­კუ­თა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ხედ­ვის სა­ჯა­როდ გა­მომ­ზე­უ­რე­ბი უფ­ლე­ბა მის­ცა. ჯერ იყო და ნოს­ტალ­გი­ით გა­იხ­სე­ნა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ტრი­უმ­ვი­რა­ტის წევ­რე­ბი - ჯე­მალ, თა­ლა­ათ და ენ­ვერ ფა­შე­ბი, შემ­დეგ კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­ხალ­ხო პო­ე­ტის ბახ­თი­არ ვა­გაფ­ზა­დეს მიერ და­წე­რი­ლი ლექ­სი "არა­ზის" ცი­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­შიც მდი­ნა­რე არა­ზის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ირა­ნის ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ად არის ნა­გუ­ლის­ხმე­ვი, მოკ­ლედ, ირან­ში მი­იჩ­ნი­ეს, - ერ­დო­ღა­ნი თვლის, არაქ­სის მარ­ჯვე­ნა მხა­რის (ირა­ნის) ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც თურ­ქუ­ლია (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­საა) და ისი­ნი ძა­ლა­დო­ბით არის გა­ყო­ფი­ლიო. სა­ბო­ლო­ოდ, რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბამ თე­ი­რა­ნი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა: პა­რას­კევს ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში თურ­ქე­თის ელჩი გა­მო­ი­ძა­ხეს. თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც გა­მო­ი­ძა­ხეს ირა­ნის ელჩი... მოკ­ლედ, წა­ვი­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი "ლან­ძღვა-გი­ნე­ბა" ...

ირა­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა­გან მდი­ნა­რე არაქ­სი ჰყოფს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­შფოთ­და, გა­ი­მარ­თა მი­ტინ­გე­ბი თავ­რიზ­ში თურ­ქე­თის გენ­სა­კონ­სუ­ლოს წინ, ასე­ვე სხვა ქა­ლა­ქებ­ში. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "მან, ვი­საც თვა­ლი უჭი­რავს არაქ­სის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რის მი­წებ­ზე, უმ­ჯო­ბე­სია ის­ტო­რია კარ­გად ის­წავ­ლოს. მან ისიც უნდა გა­იხ­სე­ნოს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ის­ლა­მურ ირანს ყო­ველ­თვის იცავ­დნენ".

მო­მი­ტინ­გე­ებს ხელ­ში ეკა­ვათ პლა­კა­ტე­ბი თურ­ქე­თი­სა და ის­რა­ე­ლის დამ­გმო­ბი წარ­წე­რე­ბით.

თურ­ქულ გა­ზეთ "ჰა­ბერ თურ­ქში" («Haber Türk») გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით "რა­ტომ შე­ა­ში­ნა ირა­ნი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის სი­ტყვებ­მა?“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია თურ­ქეთ-ირანს შო­რის ბოლო დღე­ებ­ში მომ­ხდა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლის მი­ზე­ზე­ბი (ავ­ტო­რი - ქი­ურ­შად ზორ­ლუ).

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს სტა­ტი­ი­დან:

  • რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ირა­ნის მკვეთ­რი რე­აქ­ცია?

რა თქმა უნდა, საქ­მე მხო­ლოდ ლექსში არ არის. და, ცხა­დია, თურ­ქეთს ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს. სა­კი­თხი იმა­შია, თუ სად წარ­მო­ით­ქვა ეს სი­ტყვე­ბი, რა მი­ზე­ზით და რა მიზ­ნით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი მო­მენ­ტიც - მომ­ზა­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია რე­გი­ონ­ში. იგუ­ლის­ხმე­ბა ყა­რა­ბაღ­ში გან­ვით­რე­ბულ პრო­ცე­სე­ბი.

ირა­ნი თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად თვლი­და იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სომ­ხე­თი მას­ზე ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ სომ­ხე­თი ბა­რი­ე­რად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ან­კა­რა-ნა­ხი­ჩე­ვა­ნი-ბა­ქოს ხაზ­ზე, რათა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ირან­ში მცხოვ­რებ თურ­ქებ­ზე (აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ზე) ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იმავდრო­უ­ლად აუ­ცი­ლე­ბელ წი­ნამ­ძღვრად ით­ვლე­ბო­და იმის­თვის, რომ ხელი შეშ­ლო­და აშშ-ისა და ის­რა­ე­ლის სა­ვა­რა­უ­დო მოქ­მე­დე­ბას ირან­ში.

მაგ­რამ ახლა, როცა თურ­ქე­თი ნა­ხი­ჩე­ვა­ნის დე­რეფ­ნით სარ­გებ­ლო­ბის გეგ­მებ­ზე მუ­შა­ობს (მა­გა­ლი­თად, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით), და რაც მთა­ვა­რია, ის სა­კი­თხი, თუ რო­გორ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ყა­რა­ბაღ­ში გა­მარ­ჯვე­ბა რე­გი­ონ­ში, ირა­ნი­სათ­ვის უპირ­ვე­ლეს მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს. თუ ამას და­ვა­მა­ტებთ მხა­რე­თა უთან­ხმო­ე­ბას ერა­ყი­სა და სი­რი­ის სა­კი­თხებ­ში, სი­ტუ­ა­ცია სტრა­ტე­გი­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­დის.

სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბობს ერთი ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი: ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს თურ­ქე­ბი შე­ად­გე­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ არაა სრუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, 2014 წელს ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალი აქ­ბარ სა­ლე­ჰი აცხა­დებ­და, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 40%-ს თურ­ქე­ბი შე­ად­გე­ნე­ნო. ირა­ნის ბევრ ქა­ლაქ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მხო­ლოდ თურ­ქულ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ქა­ლაქ თავ­რიზ­ში, სტამ­ბო­ლის შემ­დეგ, პრო­ცენ­ტუ­ლად, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი თურ­ქი ცხოვ­რობს, სხვა მცხოვ­რებ­ლე­ბის ეროვ­ნე­ბის ფონ­ზე.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თურ­ქებ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი იმე­დი ჩა­უ­ნერ­გა. ისი­ნი, მა­ს­მე­დი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს იმ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში ხდე­ბა. ირა­ნის ქა­ლა­ქი ურ­მია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა თურ­ქი ეროვ­ნე­ბი­საა, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. იმი­ტომ, რომ თე­ი­რანს ურ­მი­ე­ლი თურ­ქე­ბის მიგ­რა­ცია სურს ქვეყ­ნის შიგ­ნით სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში, რათა მათ ერ­თად არ იცხოვ­რონ. თურ­ქე­თი­სათ­ვის ირა­ნის ასე­თი პო­ლი­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია.

და თუ ყუ­რა­დღე­ბით შევ­ხე­დავთ ის­ტო­რი­ულ პრო­ცე­სებს იმ კუ­თხით, თუ რო­გორ მოხ­ვდა სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ირა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, მა­შინ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ორი ძი­რი­თა­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა - 1813 წელს და­დე­ბუ­ლი გი­უ­ლის­ტა­ნის ზავი, რუ­სეთ­სა და ირანს შო­რის ხელ­მო­წე­რი­ლი, რო­მელ­მაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ორად გაჰ­ყო: ბაქო, ყა­რა­ბა­ღი, გან­ჯა, გუბა, შეკი და შირ­ვა­ნი რუ­სეთ­მა წა­ი­ღო. ირა­ნი და­ნა­კარ­გებს არ შე­უ­რიგ­და და 1826 წელს რუ­სეთ­თან ხე­ლა­ხა­ლი ომი და­ი­წყო, თუმ­ცა ისევ და­მარ­ცხდა. 1829 წელს ხელი მო­ე­წე­რა თურ­ქმან­ჩა­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ი­ყო ჩრდი­ლო­ე­თად და სამ­ხრე­თად. ირა­ნი სა­ში­შად თვლის კონ­ცეფ­ცი­ას ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­სე­ბო­ბის თა­ო­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, 1918 წელ­საც თე­ი­რა­ნი ფრთხი­ლად უყუ­რებ­და მის სა­ზღვრებ­თან ახა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბას - ირან­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა შექ­მნი­დან მხო­ლოდ ორი წლის შემ­დეგ აღი­ა­რა.

დღეს ირან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უ­წი­ოს ან­გა­რი­ში რე­ა­ლო­ბას: ამ­ჟა­მად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას ისე რო­გორც არას­დროს, მშვი­დო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბა. თურ­ქუ­ლი სამ­ყა­როს შე­უძ­ლია ირა­ნის­თვის, რო­გორც კას­პი­ის ზღვის ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო როლი შე­ას­რუ­ლოს. უფრო მეტი - თვით ირან­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­გი­ონ­ში ის­რა­ე­ლი­სა და აშშ-ის სა­პირ­წო­ნე შექ­მნას, თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი, სატ­რან­სპორ­ტო და ლო­ჯის­ტი­კუ­რი ქსე­ლე­ბი­სათ­ვის. და თუ ირა­ნი ისე სენ­სი­ტი­უ­რად უდ­გე­ბა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კითხს, რომ ის ამ მხრივ ლექსსაც კი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, მა­შინ თე­ი­რა­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა იყოს არა მტრო­ბა თურ­ქეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა". წყა­რო

სა­ბო­ლო­ოდ საქ­მე­ში უშუ­ა­ლოდ ირა­ნი­სა და თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი ჩა­ე­რი­ენ და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა სცა­დეს. მევ­ლი­უთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუ ირა­ნელ კო­ლე­გას მო­ჰა­მედ ზა­რიფს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა...

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
4

არ სჯობია რევაზ გაჩეჩილაძეს ვკითხოთ რა ხდება? გურუ გყავდეს საქმეში და ამ დონის საკითხზე მის გარეშე ვწეროთ რა ბედენაა. მადლობა უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის, ახლო აღმოსავლეთის, ხუმრობით ჩვენთვის ახლო სამხრეთის სპეციალისტები მართლაც გვყავს, სადაც ამოსარჩევადაა საქმე, ხოლო სივრცის გლობალური მართვის საკითხებში, მსოფლიო გეოპოლიტიკის სტატიკასა და დინამიკის თემატიკაში უზარმაზარი ჩავარდნაა. სასურველია ამ შემთხვევაში ვკითხოთ სპეციალისტებს, რადგან ერთი წყაროთი არ იქმნება სრულყოფილი სურათი.

მალხაზი
77

ლექსის თქმის გამო რა ამბავი ატყდა. მიხუნიამ რო ტერიტორიები მისცა სომხეთს და აზარბაიჯანს რატო ხმას იღებთო, და პოლიტიკურ პატიმრებს უძახიან დაკავებულებს......... წარმოიდგინეთ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

რეჯეფ ერდოღანის გამოსვლამ ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმზე თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია - ანკარასა და თეირანში დაიწყო ელჩების გაძახ-გამოძახება სამინისტროებში და "განმარტებების მიცემა".

ირანში მიიჩნიეს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა საკუთარ თავს ბევრი ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციისა და საკუთარი სუბიექტური ხედვის საჯაროდ გამომზეურები უფლება მისცა. ჯერ იყო და ნოსტალგიით გაიხსენა ოსმალეთის იმპერიის ტრიუმვირატის წევრები - ჯემალ, თალაათ და ენვერ ფაშები, შემდეგ კი აზერბაიჯანელი სახალხო პოეტის ბახთიარ ვაგაფზადეს მიერ დაწერილი ლექსი "არაზის" ციტირება მოახდინა, რომელშიც მდინარე არაზის სამხრეთით მდებარე ირანის ტერიტორია აზერბაიჯანის ტერიტორიად არის ნაგულისხმევი, მოკლედ, ირანში მიიჩნიეს, - ერდოღანი თვლის, არაქსის მარჯვენა მხარის (ირანის) ტერიტორიებიც თურქულია (აზერბაიჯანისაა) და ისინი ძალადობით არის გაყოფილიო. საბოლოოდ, რეჯეფ ერდოღანის განცხადებამ თეირანი ძალიან გაანაწყენა: პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი გამოიძახეს. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოიძახეს ირანის ელჩი... მოკლედ, წავიდა დიპლომატიური "ლანძღვა-გინება" ...

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც აზერბაიჯანისაგან მდინარე არაქსი ჰყოფს, აზერბაიჯანული მოსახლეობა აღშფოთდა, გაიმართა მიტინგები თავრიზში თურქეთის გენსაკონსულოს წინ, ასევე სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეების განცხადებით, "მან, ვისაც თვალი უჭირავს არაქსის მარჯვენა ნაპირის მიწებზე, უმჯობესია ისტორია კარგად ისწავლოს. მან ისიც უნდა გაიხსენოს, რომ აზერბაიჯანელები ისლამურ ირანს ყოველთვის იცავდნენ".

მომიტინგეებს ხელში ეკავათ პლაკატები თურქეთისა და ისრაელის დამგმობი წარწერებით.

თურქულ გაზეთ "ჰაბერ თურქში" («Haber Türk») გამოქვეყნდა სტატია სათაურით "რატომ შეაშინა ირანი რეჯეფ ერდოღანის სიტყვებმა?“, რომელშიც განხილულია თურქეთ-ირანს შორის ბოლო დღეებში მომხდარი დიპლომატიური სკანდალის მიზეზები (ავტორი - ქიურშად ზორლუ).

გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:

  • რით შეიძლება აიხსნას ირანის მკვეთრი რეაქცია?

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ლექსში არ არის. და, ცხადია, თურქეთს ირანის ტერიტორიები არ აინტერესებს. საკითხი იმაშია, თუ სად წარმოითქვა ეს სიტყვები, რა მიზეზით და რა მიზნით. გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც - მომზადების აუცილებლობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონში. იგულისხმება ყარაბაღში განვითრებულ პროცესები.

ირანი თავისი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლიდა იმ გარემოებას, რომ სომხეთი მასზე ყოფილიყო დამოკიდებული, რომ სომხეთი ბარიერად დარჩენილიყო ანკარა-ნახიჩევანი-ბაქოს ხაზზე, რათა აზერბაიჯანი ირანში მცხოვრებ თურქებზე (აზერბაიჯანელებზე) ფოკუსირებული არ ყოფილიყო. ასეთი სიტუაცია იმავდროულად აუცილებელ წინამძღვრად ითვლებოდა იმისთვის, რომ ხელი შეშლოდა აშშ-ისა და ისრაელის სავარაუდო მოქმედებას ირანში.

მაგრამ ახლა, როცა თურქეთი ნახიჩევანის დერეფნით სარგებლობის გეგმებზე მუშაობს (მაგალითად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მიზნით), და რაც მთავარია, ის საკითხი, თუ როგორ გავლენას მოახდენს ყარაბაღში გამარჯვება რეგიონში, ირანისათვის უპირველეს მნიშვნელობას იძენს. თუ ამას დავამატებთ მხარეთა უთანხმოებას ერაყისა და სირიის საკითხებში, სიტუაცია სტრატეგიულ კატეგორიაში გადადის.

სხვათა შორის, არსებობს ერთი ცნობილი ფაქტი: ირანის მოსახლეობის თითქმის ნახევარს თურქები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგები ჯერ კიდევ არაა სრულად გამოქვეყნებული, 2014 წელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აქბარ სალეჰი აცხადებდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს თურქები შეადგენენო. ირანის ბევრ ქალაქში, შეიძლება ითქვას, მხოლოდ თურქულ ენაზე ლაპარაკობენ. ქალაქ თავრიზში, სტამბოლის შემდეგ, პროცენტულად, მსოფლიოში ყველაზე მეტი თურქი ცხოვრობს, სხვა მცხოვრებლების ეროვნების ფონზე.

მთიან ყარაბაღში თურქების გამარჯვებამ სამხრეთ აზერბაიჯანის თურქებსაც სერიოზული იმედი ჩაუნერგა. ისინი, მასმედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ყურადღებით ადევნებენ თვალს იმ მოვლენებს, რომლებიც თურქეთსა და აზერბაიჯანში ხდება. ირანის ქალაქი ურმია, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თურქი ეროვნებისაა, ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, მაგრამ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს. იმიტომ, რომ თეირანს ურმიელი თურქების მიგრაცია სურს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა რაიონში, რათა მათ ერთად არ იცხოვრონ. თურქეთისათვის ირანის ასეთი პოლიტიკა მიუღებელია.

და თუ ყურადღებით შევხედავთ ისტორიულ პროცესებს იმ კუთხით, თუ როგორ მოხვდა სამხრეთ აზერბაიჯანი ირანის შემადგენლობაში, მაშინ უნდა გავიხსენოთ ორი ძირითადი ხელშეკრულება - 1813 წელს დადებული გიულისტანის ზავი, რუსეთსა და ირანს შორის ხელმოწერილი, რომელმაც აზერბაიჯანი არაოფიციალურად ორად გაჰყო: ბაქო, ყარაბაღი, განჯა, გუბა, შეკი და შირვანი რუსეთმა წაიღო. ირანი დანაკარგებს არ შეურიგდა და 1826 წელს რუსეთთან ხელახალი ომი დაიწყო, თუმცა ისევ დამარცხდა. 1829 წელს ხელი მოეწერა თურქმანჩაის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით აზერბაიჯანი უკვე ოფიციალურად გაიყო ჩრდილოეთად და სამხრეთად. ირანი საშიშად თვლის კონცეფციას ორი აზერბაიჯანის არსებობის თაობაზე. სხვათა შორის, 1918 წელსაც თეირანი ფრთხილად უყურებდა მის საზღვრებთან ახალი დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოს არსებობას - ირანმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღიარა.

დღეს ირანმა აუცილებლად უნდა გაუწიოს ანგარიში რეალობას: ამჟამად სამხრეთ კავკასიას ისე როგორც არასდროს, მშვიდობა ესაჭიროება, სიმშვიდე და სტაბილურობა. თურქული სამყაროს შეუძლია ირანისთვის, როგორც კასპიის ზღვის ქვეყნისთვის სასიკეთო როლი შეასრულოს. უფრო მეტი - თვით ირანსაც აქვს შესაძლებლობა რეგიონში ისრაელისა და აშშ-ის საპირწონე შექმნას, თავისი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ქსელებისათვის. და თუ ირანი ისე სენსიტიურად უდგება თავის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რომ ის ამ მხრივ ლექსსაც კი ყურადღებას აქცევს, მაშინ თეირანის ინტერესებში უნდა იყოს არა მტრობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, არამედ თანამშრომლობის გაფართოება". წყარო

საბოლოოდ საქმეში უშუალოდ ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერიენ და სიტუაციის განმუხტვა სცადეს. მევლიუთ ჩავუშოღლუ ირანელ კოლეგას მოჰამედ ზარიფს ტელეფონით ესაუბრა...

მოამზადა სიმონ კილაძემ